მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნინო  
ოლეგ ეჯიბაძე  
თაკო  
ნიკა  
მაია ქავთარაშვილი  
ნინო გერგედავა  
ვასო თხელიძე  
ანუკა  
 
მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    თანამედროვეობა და ახალი შესაძლებლობები: თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური გზები 02 მაისი 2010

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია: ცხოვრებისა და პროფესიული გზის ეტაპის მიუხედავად მასწავლებელი ვერასოდეს ვერ მიიჩნევს განათლებას დასრულებულად, ხოლო საკუთარ კონცეფციას საბოლოოდ ჩამოყალიბებულად. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ის ყოველთვის იმყოფება ძიებისა და თვითგანათლების პროცესში, სწრაფად ცვალებად პირობებში  მუდმივად უნდა იყოს მზად ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განახლებისა და დახვეწისათვის. მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითგანათლებაში შედეგი მიიღწევა:
    - პრობლემატურ საკითხებზე დაკვირვებაში და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობით ;
    -   სამეცნიერო-მეთოდური და სასწავლო ლიტერატურის შესწავლით;
    -   სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდურ გაერთიანებებში მონაწილეობით;

    -  კოლეგების გაკვეთილებზე დასწრებით, მეცადინეობის ორგანიზაციის, სწავლების შინაარსის და მეთოდების თაობაზე აზრთა გაზიარებით;

    - გაკვეთილის სხვა და სხვა ფორმების, სასწავლო მასალებისა და კლასგარეშე ღონისძიებების შემუშავებით და პრაქტიკული აპრობაციით.

    ამ ქვეყნების გამოცდილება იმასაც გვიჩვენებს, რომ მეთოდური მუშაობის მთავარ ამოცანას სასწავლო საგანში მასწავლებლების ერუდიციისა და კომპეტენტურობის ამაღლება წარმოადგენს, ხოლო თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელება პედაგოგთა ქსელური გაერთიანებების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივი განმარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ამ მიზნის მისაღწევად შექმნილი გაერთიანება წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთში და ამ ურთიერთობების, ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერისათვის კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელების შესაძლებლობებს იყენებენ. და ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელი, დოკუმენტების ქსელი („მსოფლიო აბლაბუდა“) და პროგრამული უზრუნველყოფა (სოციალური სერვისები)  არა მხოლოდ კომპიუტერებს და დოკუმენტებს აკავშირებენ ერთმანეთში, არამედ აერთიანებენ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ კომპიუტერებით, დოკუმენტებითა და სერვისებით. ანუ ქსელური გაერთიანება = მონაწილეების ქმედება + შეტყობინებებით ურთიერთ გაცვლა + სოციალური სერვისები.

    გაერთიანებათა ფორმირებისა და არსებობისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი მოთხოვნები:
    -         საერთო მიზნები, ინტერესები და მოთხოვნილებები;
    -         გაერთიანების წევრებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები;
    -     ურთიერთობის საერთო კონტექსტი და ენა, რომლებითაც სარგებლობენ გაერთიანების წევრები.  
    გაერთიანების მიზნები:
    -         პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ურთიერთ გაცვლა;
    -         კოლეგებთან სხვა და სხვა ქალაქებსა და რაიონებიდან ურთიერთობა;
    -         კვალიფიკაციის ამაღლება;
    -         ახალი ცოდნის შეძენა.
    გაერთიანების ძირითადი მახასიათებელი: თანამოაზრეთა კოლექტივი.
    გაერთიანებათა სახეობები:
    -         მონოსაგნობრივი;
    -         ზესაგნობრივი;
    -         მულტისაგნობრივი;
    -         კონკრეტული პრობლემის გადამწყვეტი;
    -         სერთო, რეგიონალური, მუნიციპალური, სასკოლო;
    საქმიანობის ფორმები:
    -         გაერთიანების ფარგლებში დისტანციური სწავლება;
    -         არსებული დარგობრივი საიტების მოხმარება, ხოლო არ არსებობის შემთხვევაში ვებ-გვერდების შექმნა;
    -    ურთიერთობისთვის მიზნობრივი მიმართულების საიტების, ფორუმებისა და ჩატების გამოყენება;
    პედაგოგთა ქსელურ გაერთიანებებში იყენებენ საქმიანობის შემდეგ ფორმებს:
    -         შემსწავლელი სემინარი;
    -         ვირტუალური კონფერენცია;
    -         კონკურსი;
    -         პროექტი, პროექტების ფესტივალი, პროქტირების სემინარი;
    -         აქცია;
    -         მასტერ - კლასი;
    -         გამოკითხვა;
    -         განხილვა გაერთიანების ფარგლებში, ჩატზე.
    თანამედროვეობა ხასიათდება იმით, რომ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო, მათ შორის განათლება, უახლესი ინოვაციების დანერგვის შედეგად ვითარდება. განვითარების ამ დინამიკურ პროცესში მასწავლებელსაც მუდმივი ძიება და მეტი შემოქმედებითობა მოეთხოვება, რომელიც შეუძლებელია უახლესი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის გარეშე. ბევრი ჩვენთაგანი უკვე აქტიურად იყენებს ინტერნეტის შესაძლებლობებს და ვერ წარმოუდგენია მის  გარეშე მუშაობაც და თვითგანათლებაც. გარდა ამისა, განათლების სფეროს, სასკოლო ცხოვრების ან სასწავლო-აღმზდელობითი პროცესის რომელიმე მოვლენა  ან ფაქტი თანამოაზრეთა წრეში პროფესიულ განხილვას ითხოვს. ხოლო, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამის უმდიდრეს შესაძლებლობას  პედაგოგთა ქსელური გაერთიანებები ქმნიან. ამ გაერთიანებებს  კონკრეტული დატვირთვა და ფუნქცია გააჩნიათ. მაგალითად, შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორის” ფარგლებში უკვე შექმნილია ხუთი გაერთიანება, სადაც ნომინაციების მიხედვით პედაგოგების ან პედაგოგთა ჯგუფების ნაშრომები განთავსდება და მათი განხილვა გაიმართება. ნებისმიერ პედაგოგს ან პედაგოგთა ჯგუფს ამ გაერთიანებების მაგალითის გაცნობის შედეგად შეუძლია შექმნას თანამოაზრეთა ამგვარი ან სხვა სახის გაერთიანება ან გაწევრიანდეს უკვე არსებულ გაერთიანებაში. ნებისმიერი გაერთიანება შეიძლება ღია იყოს ყველასათვის, აგრეთვე ღია მხოლოდ მისი წევრებისათვის, ანუ სხვებისათვის დახურული. როგორ გაერთიანებას შექმნით ან რომელში გაერთიანდებით ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. გისურვებთ წარმატებას!
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.     კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.   დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები 25 იანვარი 2010

    საქართველოს

    განათლებისა

    და მეცნიერების

    სამინისტრო

     

     

    გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?! 09 ნოემბერი 2009
     
    ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეხება ჰქონია სკოლასთან ან სხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებასთან და მით უმეტეს განათლების დარგის მუშაკისთვის, კარგად არის ცნობილი თუ რამდენად რთულია სასწავლო პროცესის ორგანიზება და მისი წარმართვა, ხოლო განათლების მესვეურებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ ამ პროცესში არსებული სუსტი მხარეებისა და გამოკვეთილი მავნე, ზოგ შემთხვევაში კი დამანგრეველი, ტენდენციების შესახებ.  
    ქართველები საზღვარგარეთ 03 ნოემბერი 2009

    ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.

     

     

    როდესაც მივმართეთ ქალბატონ მარიკას თხოვნით, რომ აცნობოს თანამემამულეებს პირადად მისი და ორგანიზაცია “ლილეს” საქმიანობის შესახებ, მან მოგვაწოდა მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების მშრალი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენის აზრით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, როგორც მოკრძალებულმა, ინტელიგენტმა ადამიანმა მან არ გამოკვეთა უშუალოდ მისი საქმიანობა და ღვაწლი. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ქალბატონი მარიკას მოკრძალებას, მაგრამ გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა სამშობლოზე უსაზღვროთ შეყვარებულ ქართველ ქალბატონს.  

    საფრთხეები და დაძლევის გზები 26 ოქტომბერი 2009

    საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!

    ახალი სასწავლო წელი და ახალ საფეხურზე გადასვლა მოსწავლის ფსიქიკაში ძალიან შთამბეჭდავია. უსახსრობა კი ის მოვლენაა, რამაც შეიძლება ბავშვის მოლოდინი უარყოფით ემოციაში გადაზარდოს და შეაფერხოს პიროვნების განვითარება.

     

     ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009  

     

    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! 17 სექტემბერი 2009
    პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
    ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!  
    გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.

    დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.
    რას ვასწავლით? როგორ ვასწავლით? ვინ ასწავლის? 07 სექტემბერი 2009
    .........................................................................
                 

    ეს - ის საკითხებია, რომლებზეც უმეტესად მსჯელობენ ადამიანები და ყველაზე მაღალ მოთხოვნას უყენებს საზოგადოება.  


     
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2010
    TOP.GE
    გასართობი პორთალი