მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    თანამედროვეობა და ახალი შესაძლებლობები: თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური გზები 02 მაისი 2010

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია: ცხოვრებისა და პროფესიული გზის ეტაპის მიუხედავად მასწავლებელი ვერასოდეს ვერ მიიჩნევს განათლებას დასრულებულად, ხოლო საკუთარ კონცეფციას საბოლოოდ ჩამოყალიბებულად. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ის ყოველთვის იმყოფება ძიებისა და თვითგანათლების პროცესში, სწრაფად ცვალებად პირობებში  მუდმივად უნდა იყოს მზად ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განახლებისა და დახვეწისათვის. მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითგანათლებაში შედეგი მიიღწევა:

    - პრობლემატურ საკითხებზე დაკვირვებაში და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობით ;
    -   სამეცნიერო-მეთოდური და სასწავლო ლიტერატურის შესწავლით;
    -   სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდურ გაერთიანებებში მონაწილეობით;

     

    -  კოლეგების გაკვეთილებზე დასწრებით, მეცადინეობის ორგანიზაციის, სწავლების შინაარსის და მეთოდების თაობაზე აზრთა გაზიარებით;

    - გაკვეთილის სხვა და სხვა ფორმების, სასწავლო მასალებისა და კლასგარეშე ღონისძიებების შემუშავებით და პრაქტიკული აპრობაციით.

    ამ ქვეყნების გამოცდილება იმასაც გვიჩვენებს, რომ მეთოდური მუშაობის მთავარ ამოცანას სასწავლო საგანში მასწავლებლების ერუდიციისა და კომპეტენტურობის ამაღლება წარმოადგენს, ხოლო თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელება პედაგოგთა ქსელური გაერთიანებების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივი განმარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ამ მიზნის მისაღწევად შექმნილი გაერთიანება წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთში და ამ ურთიერთობების, ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერისათვის კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელების შესაძლებლობებს იყენებენ. და ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელი, დოკუმენტების ქსელი („მსოფლიო აბლაბუდა“) და პროგრამული უზრუნველყოფა (სოციალური სერვისები)  არა მხოლოდ კომპიუტერებს და დოკუმენტებს აკავშირებენ ერთმანეთში, არამედ აერთიანებენ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ კომპიუტერებით, დოკუმენტებითა და სერვისებით. ანუ ქსელური გაერთიანება = მონაწილეების ქმედება + შეტყობინებებით ურთიერთ გაცვლა + სოციალური სერვისები.

    გაერთიანებათა ფორმირებისა და არსებობისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი მოთხოვნები:
    -         საერთო მიზნები, ინტერესები და მოთხოვნილებები;
    -         გაერთიანების წევრებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები;
    -     ურთიერთობის საერთო კონტექსტი და ენა, რომლებითაც სარგებლობენ გაერთიანების წევრები.  
    გაერთიანების მიზნები:
    -         პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ურთიერთ გაცვლა;
    -         კოლეგებთან სხვა და სხვა ქალაქებსა და რაიონებიდან ურთიერთობა;
    -         კვალიფიკაციის ამაღლება;
    -         ახალი ცოდნის შეძენა.
    გაერთიანების ძირითადი მახასიათებელი: თანამოაზრეთა კოლექტივი.
    გაერთიანებათა სახეობები:
    -         მონოსაგნობრივი;
    -         ზესაგნობრივი;
    -         მულტისაგნობრივი;
    -         კონკრეტული პრობლემის გადამწყვეტი;
    -         სერთო, რეგიონალური, მუნიციპალური, სასკოლო;
    საქმიანობის ფორმები:
    -         გაერთიანების ფარგლებში დისტანციური სწავლება;
    -         არსებული დარგობრივი საიტების მოხმარება, ხოლო არ არსებობის შემთხვევაში ვებ-გვერდების შექმნა;
    -    ურთიერთობისთვის მიზნობრივი მიმართულების საიტების, ფორუმებისა და ჩატების გამოყენება;
    პედაგოგთა ქსელურ გაერთიანებებში იყენებენ საქმიანობის შემდეგ ფორმებს:
    -         შემსწავლელი სემინარი;
    -         ვირტუალური კონფერენცია;
    -         კონკურსი;
    -         პროექტი, პროექტების ფესტივალი, პროქტირების სემინარი;
    -         აქცია;
    -         მასტერ - კლასი;
    -         გამოკითხვა;
    -         განხილვა გაერთიანების ფარგლებში, ჩატზე.
    თანამედროვეობა ხასიათდება იმით, რომ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო, მათ შორის განათლება, უახლესი ინოვაციების დანერგვის შედეგად ვითარდება. განვითარების ამ დინამიკურ პროცესში მასწავლებელსაც მუდმივი ძიება და მეტი შემოქმედებითობა მოეთხოვება, რომელიც შეუძლებელია უახლესი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის გარეშე. ბევრი ჩვენთაგანი უკვე აქტიურად იყენებს ინტერნეტის შესაძლებლობებს და ვერ წარმოუდგენია მის  გარეშე მუშაობაც და თვითგანათლებაც. გარდა ამისა, განათლების სფეროს, სასკოლო ცხოვრების ან სასწავლო-აღმზდელობითი პროცესის რომელიმე მოვლენა  ან ფაქტი თანამოაზრეთა წრეში პროფესიულ განხილვას ითხოვს. ხოლო, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამის უმდიდრეს შესაძლებლობას  პედაგოგთა ქსელური გაერთიანებები ქმნიან. ამ გაერთიანებებს  კონკრეტული დატვირთვა და ფუნქცია გააჩნიათ. მაგალითად, შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორის” ფარგლებში უკვე შექმნილია ხუთი გაერთიანება, სადაც ნომინაციების მიხედვით პედაგოგების ან პედაგოგთა ჯგუფების ნაშრომები განთავსდება და მათი განხილვა გაიმართება. ნებისმიერ პედაგოგს ან პედაგოგთა ჯგუფს ამ გაერთიანებების მაგალითის გაცნობის შედეგად შეუძლია შექმნას თანამოაზრეთა ამგვარი ან სხვა სახის გაერთიანება ან გაწევრიანდეს უკვე არსებულ გაერთიანებაში. ნებისმიერი გაერთიანება შეიძლება ღია იყოს ყველასათვის, აგრეთვე ღია მხოლოდ მისი წევრებისათვის, ანუ სხვებისათვის დახურული. როგორ გაერთიანებას შექმნით ან რომელში გაერთიანდებით ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. გისურვებთ წარმატებას!
    გაზიარება
    კომენტარები  
    29 მაისი 2011
    ინტერნეტი ორმაგად ზრდის იდივიდის ცნობიერებას. კვლევებით დადგენილია რომ ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები ორმაგდ განვიტარბულები არიან მათთან შედარებით ვინც არ მოიხმარს ინტერნეტს.
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! 17 სექტემბერი 2009
    პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
    ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!  
    გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.

    დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.
    რას ვასწავლით? როგორ ვასწავლით? ვინ ასწავლის? 07 სექტემბერი 2009
    .........................................................................
                 

    ეს - ის საკითხებია, რომლებზეც უმეტესად მსჯელობენ ადამიანები და ყველაზე მაღალ მოთხოვნას უყენებს საზოგადოება.  

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023