მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    გამოცდები ... გამოცდები ... გამოცდები?! ... 03 აპრილი 2011
       
     
    უფროსკლასელებისთვის, მათი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დღეს სხვა საჭირბოროტო  და მწვავე საკითხებისა და პრობლემების რიგში ალბათ ერთ-ერთი აქტუალური გამოცდების თემაც გახდა:  მაისში მე-12 კლასის მოსწავლეებს - გამოსაშვები, ივლისში კი აბიტურიენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის ჩატარების პირობებში გაურკვევლობისა და, ხშირ შემთხვევაში, პრესაში ან მასმედიიაში გამოქვეყნებული გაუგებრობების (ჩატარების ვადები, ადგილი, მოთხოვნები) შედეგად მე-12 კლასელთა ნაწილი  შიშმა, პანიკამ მოიცვა.  
     
    პორტალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ერთმა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა რესპონდენტმა საპასუხოთ პანიკით აღსავსე შეკითხვა დასვა: ”...ეს გამოცდა, რომ არ ჩავაბარო ატესტატსაც ვერ მივიღებ? ადრე რომ ეცნობებინათ, სხვანაირად მოვიქცეოდი მაინც, მეტს ვიმეცადინებდი”.  
    მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი საიტებისა და ტელევიზიის მეშვეობით სასწავლო დაწესებულებებსა და მოსწავლეებს პერიოდულად ამცნობს  სიახლეებს გამოცდების ჩატარების საკითხებში, მე-12 კლასის მოსწავლეები (უმეტესად რეგიონებში) მაინც უჩივიან ინფორმაციის ნაკლებობას.  შემოსული მომართვების ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ პანიკის  ძირითადად საფუძველს გამოცდებისთვის მოუმზადებლობა და ამისათვის განსაზღვრული საკმაოდ მცირე დრო იწვევს.  ”რაში უნდა გამოგვცადონ - რას არ უსწავლებიათ?” -  ასეთი მოსაზრებაც წაგვიკითხავს მოსწავლეთა გამოხმაურებებში და უმეტესად ეს პრეტენზია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებულმა დაუხვეწავმა პრაქტიკამ განაპირობა. გარდა ამისა ყურადსაღებია უფროსკლასელთა ასეთი პრეტენზიაც: ”... ჯერ იყო და შემოდგომაზე გვპირდებოდნენ ტესტების გამოქვეყნებას, მერე ზამთარში, შემდეგ გაზაფხულის პირველ თვეში, ტესტები კი დღემდე არსად არ გამოუფენიათ”.
     
    მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს ისიც ადარდებს, რომ სათანადოდ ვერ მოასწრებენ გამოცდებისთვის  მომზადებას. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა გამოსაშვები გამოცდების შეფასებაში ასეთი მოსაზრებაც გამოთქვა: ”… მე მომხრე ვარ მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ეს გამოცდები მომავალ მე-11 -ს  ჩაებარებინა. ჩვენგან განსხვავებით  დრო მაინც ექნებოდათ კარგად რო მომზადებულიყვნენ”.
    აბიტურიენტებიც აქტიურად იხილავენ და აფასებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში  მუდმივ ტრადიციად ქცეული ცვლილებების შეტანის დაუსრულებელ პრაქტიკას. მათი ნაწილი აცხადებს, რომ დაიღალნენ "თამაშის წესების" გაუთავებელი ცვლილებებისგან. როდესაც ერთ-ერთ გამოკითხვაში აბიტურიენტებს დაუსვით შეკითხვა რამდენად კმაყოფილნი არიან უმაღლესში ჩაბარების არსებული სისტემით და როგორია მათი დამოკიდებულება სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ, 300 რესპონდენტიდან 210 -მა, ანუ 52% -მა გვიპასუხა - ალბათ უფრო უარყოფითად, ხოლო 53 (13%) - უდაოდ უარყოფითად შეაფასა ცვლილებების უწყვეტი, ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობითა და ”სიურპრიზებით” აღსავსე პროცესი და გამოცდების ჩატარებისადმი  ამგვარი მიდგომა. ხოლო უფრო დადებითად 91-მა, ანუ 22% შეაფასა და მხოლოდ 7% - უდაოდ დადებითად შეაფასა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
     
    ოდნავ დაგვამშვიდა იმ დასკვნამ, რომ მე-12 კლასის ყველა მოსწავლე და აბიტურიენტი არ არიან პესიმისტურად განწყობილნი. მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ნაწილი დარწმუნებულია საკუთარ ცოდნაში და გამოცდების არ ეშინია, უფრო მეტიც სხვებსაც კი მოუწოდებს გადალახონ შიში და გამოავლინონ რწმენა საკუთარ ძალებში. ასეთი მიმართვაც დაუწერიათ კომენტარებში: ”ნუ გეშინიათ, ჩააბარებთ!”.  
    თქვენ რა მოსაზრება და დამოკიდებულება გაგაჩნიათ ამ სახით გამოცდების ჩატარებისა და დღეისათვის ამ კუთხით მიმდინარე პროცესების მიმართ?
    გაზიარება
    კომენტარები  
    29 მაისი 2011
    დათო ბუმბეიშვილი გეთანხმბი
    22 მაისი 2011
    dzvirfaso 12
    დათო ბუმბეიშვილი 21 მაისი 2011
    მეც მიმაჩნია რომ საატესტატო გამოცდები უნდა ჩატარდეს,მაგრამ ასე უეცრად ყველაფრის ერთად მეთორმეტე კლასის მოსწავლისთვის მიყრა სრული უაზრობაა
    გოჩა ბერიძე 09 მაისი 2011
    martla davigalet ra am gamocdebit , gamocdebi unda chatardes magra ara axlandel 12 klaselebistvis radgan martlac rogor unda chavabarot is rac ar gvicwavlia :) agar vici ukve romel saganshi movemzado yvelaferi ameria amdeni zgva masala ase mcire droshi rogor movaswro?
    nuki kokhodze 06 მაისი 2011
    martlac davixale amdeni axali tamashis wesebit.. es chvens psiqikaze moqmedebs..   saswavlo programa zireulad 1 welshi ar unda sheicvalos. amas dro unda da mitumetes me 12 klasis moswavleebs romelnic ar arian srulad impormirebuli ar unda xvdebodes amdeni problema,..   me vsaubroob wina wlebidan gamomdinare rodesac sxva wesebi shemogvtavazes, sacdeli kurdxlebi xom ar vart?
    გოჩა შარვაშიძე 19 აპრილი 2011
    me sworad mimacnia am gamocdebis chatareba ogond cota naadrevia axlandel metormetes chemi azrit es gamocdebi ar unda hqonoda
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    სოციალური პარტნიორობა - ფასადური ატრიბუტი, თუ ეპოქის გარდაუვალი მოთხოვნაა? 16 ივნისი 2014

     საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა   ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 30 მარტი 2013

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

    მემორანდუმის მიზანია:  
    პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
    შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
     ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

     

     

    პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი 28 თებერვალი 2013

    ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?

    ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.

    ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.  

     

    მთავარი თემა 30 ოქტომბერი 2012

    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? 03 ივნისი 2012

    უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????  

    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

    სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში 24 აპრილი 2012
    პრეტესტები და სხვა  სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადება და ჩატარებაში.  
    საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი.
    პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო 05 აპრილი 2012

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  

    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები 26 თებერვალი 2012

    2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება  

    ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც  უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,  
    უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ  ცნობარში.
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია 21 ნოემბერი 2011
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში კოლეჯში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019