მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

     2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

     
    მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი(5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17%-მა ვერ დაძლია საატესტატო გამოცდები, რომელზედაც, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამ საგანში ბარიერი  დაწეული იყო და  5.2-ით განისაზღვრებოდა.  
     
    საატესტატო გამოცდები გასული წლის მსგავსად წელსაც  ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. გამოცდების უხარვეზოდ წარმართვა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განახორციელა. ყველა საგამოცდო ოთახში ჩართული იყო  ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2000-ზე მეტი მეთვალყურე და 600  IT სპეციალისტი აკვირდებოდა.  
     
    საატესტატო გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.  საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.  შედეგების საბოლოო სტატისტიკა ასეთია:  
                                                   
    ბარიერი ვერ გადალახა:  
     
                                                     2012 წელს      2011 წელს  
    ქართული ენა  და ლიტერატურა           1%                       20%      
    უცხო ენა                                                  3%                       20%  
    ისტორია                                                  1%                       10%  
     გეოგრაფია                                              1%                       10%  
    ფიზიკა                                                     3%                       25%  
    ქიმია                                                        1%                        25%  
    ბიოლოგია                                               1%                       10%  
    მათემატიკა                                              1%                        20%  
     
     
    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების წარმატება  პირველ რიგში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ განაპირობა. წელს მაღალი აკადემური მოსწრება აჩვენეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმაც. მათგან ბარიერი მხოლოდ 10%-მა ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, წარმატებით მიმდინარეობს.  
     
    სამინისტროს ძალისხმევით საჯარო სკოლები 11 ათასი ახალი კომპიუტერით აღიჭურვა, წელს პირველად, გამოცდები 1500 ახალი School Box-ის თანამედროვე სისტემის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფდა.  
     
    სამინისტროში  ასევე შექმნილი იყო გამოცდების საორგანიზაციო შტაბი, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები.  
     
    ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. ამის გარანტი სამინისტრო და გამოცდების ეროვნულ  ცენტრის ახალი ხელმძღვანელობაა.
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    კვლავ გამოცდები, გამოცდები…! ამჯერად - უკვე ერთიანი ეროვნული ! 29 ივნისი 2011

     

     რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ  ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

    მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.  

    ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ,  ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.  

     

    გამოცდები ... გამოცდები ... გამოცდები?! ... 03 აპრილი 2011
     
     
    უფროსკლასელებისთვის, მათი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დღეს სხვა საჭირბოროტო  და მწვავე საკითხებისა და პრობლემების რიგში ალბათ ერთ-ერთი აქტუალური გამოცდების თემაც გახდა:  მაისში მე-12 კლასის მოსწავლეებს - გამოსაშვები, ივლისში კი აბიტურიენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის ჩატარების პირობებში გაურკვევლობისა და, ხშირ შემთხვევაში, პრესაში ან მასმედიიაში გამოქვეყნებული გაუგებრობების (ჩატარების ვადები, ადგილი, მოთხოვნები) შედეგად მე-12 კლასელთა ნაწილი  შიშმა, პანიკამ მოიცვა.  
    2011 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი 23 ნოემბერი 2010

    აღმოსავლურ ჰოროსკოპში 2011 - არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ეს წელიწადი მიეკუთვნება წელთა ციკლს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც - “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და ხასიათდება არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით. მასთან შეხებაში შესვლის დროს, ზედაპირულად რომ შევხედოთ ყველაფერს, უჩვეულოს ვერაფერს ვერ შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულველყოფა შეუძლებელია ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011  იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან - მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამოდენიმე ნაბიჯში.  

    გაეცანით ვრცლად>>

     

     

     

    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.     კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.   დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    anonsi 25 იანვარი 2010
     მზარეულის კურსი დასაქმებით

    დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?  

    2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები 25 იანვარი 2010

    საქართველოს

    განათლებისა

    და მეცნიერების

    სამინისტრო  

    გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?! 09 ნოემბერი 2009
     
    ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეხება ჰქონია სკოლასთან ან სხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებასთან და მით უმეტეს განათლების დარგის მუშაკისთვის, კარგად არის ცნობილი თუ რამდენად რთულია სასწავლო პროცესის ორგანიზება და მისი წარმართვა, ხოლო განათლების მესვეურებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ ამ პროცესში არსებული სუსტი მხარეებისა და გამოკვეთილი მავნე, ზოგ შემთხვევაში კი დამანგრეველი, ტენდენციების შესახებ.  
    ქართველები საზღვარგარეთ 03 ნოემბერი 2009

    ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.

     

     

    როდესაც მივმართეთ ქალბატონ მარიკას თხოვნით, რომ აცნობოს თანამემამულეებს პირადად მისი და ორგანიზაცია “ლილეს” საქმიანობის შესახებ, მან მოგვაწოდა მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების მშრალი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენის აზრით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, როგორც მოკრძალებულმა, ინტელიგენტმა ადამიანმა მან არ გამოკვეთა უშუალოდ მისი საქმიანობა და ღვაწლი. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ქალბატონი მარიკას მოკრძალებას, მაგრამ გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა სამშობლოზე უსაზღვროთ შეყვარებულ ქართველ ქალბატონს.  

    საფრთხეები და დაძლევის გზები 26 ოქტომბერი 2009

    საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!

    ახალი სასწავლო წელი და ახალ საფეხურზე გადასვლა მოსწავლის ფსიქიკაში ძალიან შთამბეჭდავია. უსახსრობა კი ის მოვლენაა, რამაც შეიძლება ბავშვის მოლოდინი უარყოფით ემოციაში გადაზარდოს და შეაფერხოს პიროვნების განვითარება.

     

     ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009  

     

    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! 17 სექტემბერი 2009
    პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
    ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!  
    გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.

    დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.

     
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023