მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
თიკა გამყრელიძე  
ვიკა  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
  • რუბრიკა სწავლა საზღვარგარეთ: უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების თავისებურება. /სასარგებლო ინფორმაცია ჩარიცხვის ტექნოლოგიის შესახებ/
  • vis unda mivmarto am programashi monawileobis misagebad???
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • ბატონო ალექსანდრე, მე ორი შვილი მყავს და ორივე ინდიგო, თქვენს მიერ შემოთავაზებულ ტესტზე დაყრდნობით ერთი იისფერი თაობაა, მეორე კი კრისტალური. უზომოდ ძნელია მათთან ურთიერთობა , თუმცა საინტერესოც, მასლობ ...
  • ზოგადი უნარები 2013 - 2014 სასწავლო წლისათვის.
  • didi madloba. dzalian damexmaret....
  • მუშაობა და მოგზაურობა ამერიკაში ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
  • mainteresebs rogor mivigo am programashi monawileoba???
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • მაგრი საინტერესო მეცნიერებაა მათემათიკა
     
     

    რა რიგ გათვითცნობიერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაინც ყველაზე ნაკლები ცოდნა გაგვაჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახში ხასიათისა თუ   მისი გამოვლენის შეფასებაში ვხელმძღვანელობთ უფროსი თაობის გამოცდილებით. ეს კი საკმაოდ სერიოზული და რთული მეცნიერება, რომლის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა სავალდებულოა ყველა მშობლისათვის. გაეცანით სპეციალისტების რეკომენდაციებს, შეეხმიანეთ მათ, მიიღეთ განმარტება.


                                                           

    ბავშვის თვითკონტროლი - ცხოვრებაში მისი წარმატებულობის საწინდარია! ნანახია (9451) - ჯერ 05 აპრილი 2011

    ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Sciences“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა ჯგუფი ასაბუთებს ფრიად საინტერესო დასკვნას: თურმე 3 - დან 11 წლამდე ასაკის ბავშვის თვითკონტროლის დონე პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან საქმიანობასა და ოჯახურ ცხოვრებაში ზრდასრულ ასაკში. თავის კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატების დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები  ზრდასრული ადამიანის წარმატებულობას აფასებდნენ რამდენიმე პარამეტრის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონის მეშვეობით. მათი დაკვირვებით ბავშვის თვითკონტროლის დონის გათვალისწინებით შესაძლებელია   შემდგომ ცხოვრებაში მისი წარმატებულობის „წინასწარმეტყველება“.

    მეცნიერთა აზრით თვითკონტროლის დაბალი დონე ხშირად წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს, სხვა დაავადებებთან ერთად შესაძლებელია ”დელიკატური ხასიათის” (სქესობრივი) დაავადებებიც, ზედმეტი წონა, არა სტაბილური წნევა და ა.შ.  დაბალი თვითკონტროლი ხელს უწყობს ნარკომანიას ანუ ნარკოტიკულ დამოკიდებულებას და სამართალდარღვევის ჩადენასაც.  ოჯახურ ცხოვრებაში ის ვლინდება ფინანსური ხარჯების დაგეგმვის უუნარობაში და ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი ხდება.  

    მაგალითისთვის მეცნიერებმა გააანალიზეს ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მცხოვრები დაახლოებით 1000 ბავშვის მონაცემები. დაკვირვება ხორციელდებოდა ბავშვის დაბადებიდან 32 წლის ასაკამდე.  ”ჩვენი მუშაობის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, თავდაპირველად  ვვარაუდობდით, რომ ინტელექტის დონე უნდა გახდეს შემდგომ ცხოვრებაში წარმატების წინასწარმეტყველი და უხალისოდ დავიწყეთ თვითკონტროლზე მუშაობა” - ამ სახის კომენტარი გააკეთა კვლევის წამყვანმა ავტორმა ტერი მოფიტმა (დიუკის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.). თვითკონტროლი ფასდებოდა ბავშვების მიერ გამოვლენილი უეცარი და უკონტროლო აგრესიის, ჰიპერაქტიურობის, ბეჯითობის, შეუპოვრობისა და უყურადღებობის მაჩვენებელთა გათვალისწინებით.  შეფასება ტარდებოდა 3 - დან 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პერიოდულად - ყოველ ორ წელიწადში. ხოლო ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატებულობის სხვა მაჩვენებლებთან თვითკონტროლის დონის კავშირის საბოლოო მონაცემების კორექტირებას მეცნიერები ახდენდნენ ინტელექტის დონის და სოციოეკონომიკური სტატუსის გათვალისწინებით.

    ”თვითკონტროლის დაბალი დონის მქონე ბავშვები, როგორც წესი, მოზარდის ასაკში უშვებდნენ უფრო მეტ შეცდომას - თამბაქოს მოწევა, შვილის ადრეული და დაუგეგმავი გაჩენა, წავლაში დაბალი მოსწრება... მაგრამ ისინიც, ვინც შესძლო შეცდომების თავიდან არიდება, საბოლოო ჯამში წარმატებულობაში მაინც უთმობდნენ მაღალი თვითკონტროლის მქონე თანატოლებს”, - ასეთ დასკვნას გამოთქვამდნენ კვლევის ავტორები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი თვითკონტროლის მქონე ბავშვებშიც  კი დამატებითი კონტროლი განაპირობებდა წარმატებულობის უფრო მნიშვნელოვან შედეგებს. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ თვითკონტროლის ამაღლება სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში თვითკონტროლის დონის ამაღლების საქმეში, კვლევის ავტორთა აზრით,  უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია აღზრდის პროცესში მშობელთა აქტიურ ჩართვას.  "ჩვენი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ბავშვობა და მოზარდობის ადრეული ასაკი ყველაზე ხელსაყრელია თვითკონტროლზე მუშაობისთვის, იმავდროულად არ უარვყოფთ, რომ საკუთარი თავის ფლობის გაუმჯობესება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც”, - საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები დიუკის უნივერსიტეტიდან.                                              

    წყარო:  Discovery News.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა გავაჩუქებ კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტენდერები/გრანტები ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვეძებ სპეციალისტს კონფერენციები/ღონისძიებები ხელოვნება/კულტურა ვცვლი მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა ფიზიკური კულტურა/სპორტი სტიპენდიები განათლება/სწავლება ვიყიდი სასწავლო პროგრამები ვარ სპეციალისტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     

     



     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014