მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ПЕРЕВОДЧЕСКИЕ ТЕРМИНЫ - მთარგმნელობითი ტერმინები ნანახია (14764) - ჯერ 14 აპრილი 2011

    ლექსიკოგრაფიის  ერთ-ერთი პიონერის, სემუელ ჯონსონის მოსწრებული თქმით: ლექსიკონები საათებს წააგავენ, სჯობს  გქონდეთ ყველაზე ცუდი, ვიდრე  საერთოდ არ  გქონდეთ, თუმცა საუკეთესონიც არასდროს  არ  არიან  აბსოლიტურად ზუსტნი. უნდა  ითქვას,  რომ ლექსიკოგრაფიის  თეორიული  უზრუნველყოფის  საკითხი  დღესაც მტკივნეულ პრობლემად  რჩება, ვინაიდან თანამედროვე ეტაპზე  არ არის  საკმარისი  მხოლოდ  ლექსიკონის  შედგენა, არამედ  საჭიროა მისი  ადეკვატურობის  დასაბუთება, იმ  მოთხოვნათა  სისტემის განსაზღვრა, რომელსაც  უნდა აკმაყოფილებდეს  კონკრეტული ლექსიკონი. მეცნიერული დავის   საგანს  წარმოადგენს,  როგორც გენეტიკური,  ისე სემანტიკური, სოციალური  და სხვ. სახის სტრატიფიკაციის  პრობლემები და მისი ასახვა ლექსიკონებში.

    სწავლება მიმართულებით – თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია   ითვალისწინებს   თარგმანის ტერმინოლოგიის (მეცნიერების ,,ანბანი”)  შედგენას,  რადგანაც   ორი კულტურის კავშირი კულტურათაშორისი კომუნიკაციის დროს, თანაბარღირებულია და ერთიანად მნიშვნელოვანია მთარგმნელისათვის მთარგმნელობითი საქმიანობის პროცესში.

    წარმოდგენილი     მთარგმნელობითი  ტერმინების        მინი-ლექსიკონი   სამუშაო  ვარიანტია, მზადდება  აგრეთვე  ინგლისური  თარგმანიც, თითოეული  შენიშვნა  გათვალისწინებული  იქნება  და  წაადგება   ლექსიკონის  საბოლოო  დასრულებული    ვარიანტის   გამოქვეყნებას. წინასწარ გიხდით მადლობას   და  გთხოვთ  თქვენი   შენიშვნები  გამოგზავნოთ  მისამართზე:    nanadok62@list.ru;    nanadokt63@mail.ru ;  nanadok62@yahoo.com. /  ფილოლოგიის  მეცნიერებათა  დოქტორი,  ნანა  ხახუტაიშვილი/

    ПЕРЕВОДЧЕСКИЕ  ТЕРМИНЫ - მთარგმნელობითი  ტერმინები

    1. Абзацно-фразовый перевод (Phrasal translation) - перевод, осуществляемый на уровне отдельных предложений или абзацев, переводимых последовательно одно за другим. აბზაცურ-ფრაზული თარგმანი–ეს არის ცალკეული წინადადებებისა და აბზაცების დონეზე შესრულებული თარგმანი, რომელიც სრულდება   თანმიმდევრობით  

    2. Авторизованный перевод (Authorized phrasal translation).

    - апробированный автором перевод оригинального текста. ავტორიზირებული თარგმანი – ავტორის მიერ აპრობირებული ორიგინალის ტექსტის თარგმანი

    3. Авторский (авто) перевод ((auto) author’s translation) - перевод, выполненный автором оригинального текста. ავტორისეული (ავტო) თარგმანი – ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალის ტექსტის თარგმანი.  

    4. Адаптивное транскодирование (Adaptive translation) - вид языкового посредничества, при котором содержание оригинала передается в преобразованной форме, обеспечивающей заданный объем и характер передаваемой информации. ადაპტირებული ტრანსკოდირება- ენობრივი შუამავლობის სახეობაა, რომლის დროსაც  ხდება ორიგინალის შინაარსის გარდაქმნილი ფორმით გადმოცემა, რომელიც  უზრუნველყოფს ინფორმაციის მოცულობისა და  მახასიათებლის   შენარჩუნებას.

    5. Адаптированный перевод (Adapted translation) - вид адаптивного транскодирования, при котором в   процессе перевода осуществляется   упрощение     структуры  и   содержания оригинала с целью сделать текст перевода доступным для Рецепторов, не обладающих познаниями, которые требуются для полноценного понимания сообщения, содержащегося в оригинале. ადაპტირებული თარგმანი – ადაპტირებული ტრანსკოდირების სახეობაა, რომლის დროს თარგმნის პროცესში ხდება ორიგინალის სტრუქტურისა და შინაარსის გამარტივება იმ მიზნით, რომ თარგმანი მისაწვდომი გახდეს იმ რეცეპტორისათვის, რომელიც ორიგინალში მოცემულ ინფორმაციის სრულფასოვანი აღქმისათვის არ ფლობს აუცილებელ ცოდნას..

    6. Адекватный перевод (Adequate translation)  - перевод, обеспечивающий прагматические задачи переводческого акта на максимально возможном для достижения этой цели уровне эквивалентности, не допуская нарушения норм и узуса ПЯ, соблюдая жанрово- конвенциональной норме перевода. В нестрогом употреблении адекватный   перевод - это “правильный”  перевод. ადეკვატური თარგმანი – თარგმანის სახეა, რომელიც უზრუნველყოფს სათარგმნი აქტის -მთარგმნელობითი პროცესის,  პრაგმატულ ამოცანებს შესაძლებელი ეკვივალენტურობის დონეზე;  ამასთან არ უშვებს სათარგმნი ენის ნორმებისა და უზუსის დარღვევას,  იცავს მოცემული ტიპის ტექსტების დამახასიათებელ ჟანრობრივ-სტილისტურ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობას თარგმნის კონვენციალურ ნორმებთან.

    7. Аннотационный перевод (Annotational translation) - перевод, в котором отражаются лишь главная тема, предмет и назначение переводимого текста. ანოტაციური თარგმანი – თარგმანია, რომელშიაც მხოლოდ სათარგმნი ტექსტის მთავარი თემა, საგანი და დანიშნულება აისახება.

    8. Антонимический перевод (Antonymous translation) - лексико-грамматическая трансформация, при которой замена утвердительной формы в оригинале на отрицательную форму в переводе или, наоборот, отрицательной на утвердительную, что сопровождается заменой лексической единицы ИЯ на единицу ПЯ с противоположным значением. ანტონიმური თარგმანი – ლექსიკურ-გრამატიკული ტრანსფორმაციაა, რომლის დროსაც ხდება ორიგინალის მტკიცებითი ფორმის უარყოფითი ფორმით შეცვლა თარგმანში ან პირიქით, უარყოფითის მტკიცებითი ფორმით შეცვლა, რასაც თან ახლავს საწყისი ენის ლექსიკური ერთეულების საწინააღმდეგო ერთეულებით შეცვლა სათარგმნ ენაში..

    9. Аспектный перевод (Aspective translation) - перевод лишь части текста в соответствии с каким-либо заданным признаком отбора (аспектом). ასპექტური თარგმანი – ტექსტის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმნაა, რომელიც მოცემულ ასპექტს შეესაბამება..

    10. Аутентичный перевод (Authentic translation) - перевод официального документа, имеющий одинаковую юридическую силу с оригиналом; согласно международному праву текст договора может быть выработан и принят на одном языке, но его аутентичность установлена на двух и более языках. აუტენტური თარგმანი – წარმოადგენს იმ ოფიციალური დოკუმენტის თარგმანს, რომელსაც ორიგინალის მსგავსი იურიდიული ძალა გააჩნია. საერთაშორისო კანონის თანახმად, მოლაპარაკების ტექსტი შემუშავებული და მიღებული უნდა იქნას ერთ ენაზე, მაგრამ მისი აუტენტურობა დგინდება ორ ან მეტ ენაზე.

    11. Безэквивалентная лексика (Words with no direct equivalents in other languages) - лексические единицы ИЯ, не имеющие регулярных (словарных) соответствий в ПЯ. არაეკვივალენტური ლექსიკა – საწყისი ენის ლექსიკური ერთეულებია, რომლებსაც არ გააჩნია რეგულარული(სიტყვობრივი) შესატყვისები სათარგმნ ენაში.

    12. Безэквивалентные грамматические единицы (Grammar units with no direct equivalent) - грамматические формы и структуры ИЯ, не имеющие однотипных соответствий в ПЯ. არაეკვივალენტური(უეკვივალენტო)  გრამატიკული ერთეულები – საწყისი ენის გრამატიკული ფორმები და სტრუქტურებია, რომლებსაც არ გააჩნია ენობრივი შესატყვისები სათარგმნ ენაში.

    13. Билингвизм (Bilingualism) - овладение и использование одним и тем же индивидом или   языковым  коллективом  двух  языков. Двуязычность.   ერთი და იმავე ინდივიდის ან ენობრივი კოლექტივის მიერ ორი ენის დაუფლება და გამოყენება; ორენოვნება.

    14. Бинарный перевод ( Binary translation) - перевод с одного естественного языка на другой. ბინალური თარგმანი-თარგმანი ერთი ბუნებრივი ენიდან მეორეზე.  

    15. Буквальный перевод (Literal translation) - перевод, воспроизводящий коммуникативно-нерелевантные элементы оригинала, в результате чего либо нарушаются нормы и узус ПЯ, либо оказывается искаженным (непереданным) действительное содержание оригинала. სიტყვასიტყვითი თარგმანი – თარგმანი, რომელიც გადმოცემს ორიგინალის კომუნიკაციურად არარელევანტურ ელემენტებს, რის შედეგადაც არ ირღვევა სათარგმნი ენის ნორმები და უზუსი, ან ორიგინალის ნამდვილი შინაარსი გადმოცემულია დამახინჯებულად ან ნაწილობრივად.

    16. Вербальная  коммуникация ( Verbal communications) - информация  переданная и полученная   с помощью слов. Слово „ вербаль“- латинское и означает  устное, словесное. ვერბალური კომუნიკაცია-სიტყვების მეშვეობით გადაცემული და მიღებული ინფორმაცია. სიტყვა „ვერბალური“ ლათინურია და ნიშნავს ზეპირს,    სიტყვიერს.

    17.Внутриязыковой перевод (Inter-lingual translation) - истолкование словесных знаков посредством знаков того же языка. შიდაენობრივი თარგმანი – სიტყვიერი ნიშნების განმარტება ამავე ენის ნიშნებით  

    18.Вольный (свободный) перевод (Free translation) - перевод, воспроизводящий основную информацию оригинала с возможными отклонениями - добавлениями, пропусками и др.; осуществляется на уровне текста, поэтому для него оказываются нерелевантными категории эквивалентности языковых единиц. თავისუფალი თარგმანი – თარგმანი, რომელიც სრულდება ისეთი შესაძლო გადახვევებით, როგორიცაა – დამატება, გამოტოვება და ა.შ. წარმოქმნის ორიგინალის ძირითად ინფორმაციას; თარგმანი სრულდება ტექსტის დონეზე, ამიტომ ენობრივი ერთეულების ეკვივალენტობის კატეგორიები მისთვის არაეკვივალენტურია.

    19. Генерализация (Generalization translation) - лексико-семантическая замена единицы ИЯ, имеющей более узкое значение, единицей ПЯ с более широким значением. გენერალიზაცია–საწყისი ენის ვიწრო მნიშვნელობის მქონე ერთეულების ლექსიკურ-სემანტიკური შეცვლა სათარგმნი ენის ფართო მნიშვნელობის მქონე ერთეულებით.

    20. Грамматическая замена (Grammatical change) - грамматическая трансформация, при которой грамматическая единица в оригинале преобразуется в единицу ПЯ с иным грамматическим значением. გრამატიკული ჩანაცვლება – გრამატიკული “ტრანსფორმაციაა”, რომლის დროსაც ორიგინალის გრამატიკული ერთეული გარდაიქმნება სათარგმნი ენის ერთეულად, სხვა გრამატიკული მნიშვნელობით

    21.Двусторонний перевод (Double language translation) - последовательный устный перевод беседы, осуществляемый с одного языка на другой и обратно. ორმხრივი თარგმანი – საუბრის თანმიმდევრული ზეპირი თარგმანი, შესრულებული ერთი ენიდან მეორეზე და  პირიქით.

    22. Дезиративно- адекватный перевод (an  adequate     translation) - перевод, полно и правильно отвечающий на информационный запрос потребителя и не обязательно передающий полное смысловое содержание и ведущую коммуникативную функцию оригинала. დეზირატიულ-ადეკვატური თარგმანი – თარგმანი, რომელიც სრულად და მართებულად პასუხობს მომხმარებლის ინფორმაციულ მოთხოვნას; აუცილებლობას არ წარმოადგენს ის, რომ თარგმანი უნდა გადმოსცემდეს სრულ აზრობრივ შინაარსს და ორიგინალის  წამყვან კომუნიკაციურ ფუნქციას.

    23. Диахронический перевод (Diachronic translation) - перевод на современный язык исторического текста, написанного на языке предшествующей эпохи. დიაქრონული თარგმანი – წინა ეპოქის ენაზე დაწერილი ისტორიული ტექსტის თანამედროვე ენაზე შესრულებული თარგმანია..

    24. Единица несоответствия (The unit of discrepancy) - элемент содержания оригинала, не переданный или искаженный при переводе, или элемент содержания текста перевода, неправомерно добавленный при переводе. შეუსაბამობის ერთეული – ორიგინალის შინაარსის ერთეული ელემენტი, რომელიც თარგმნისას ან არ არის გადმოცემული ან დამახინჯებულია; ან კიდევ თარგმნისას ნათარგმნი ტექსტის შინაარსში არამართებულად დამატებული ელემენტია.

    25. Единица перевода  (Translation unit) – 1) Минимальная единица текста оригинала, которая переводится как единое целое, в том смысле, что ей можно отыскать соответствие в переводе, но нельзя обнаружить в переводе единиц ПЯ, воспроизводящих значение составных частей данной единицы, если таковые у нее имеются. 2) Единица эквивалентности. 3) Единица переводческого процесса. თარგმანის ერთეული – 1. ორიგინალის ტექსტის მინიმალური ერთეულია, რომელიც  ითარგმნება მთლიანად იმ მნიშვნელობით, რომ  მას შესაძლებელია  მოეძებნოს შესატყვისი ნათარგმნში, მაგრამ არაა  შესაძლებელი  მოვიძიოთ  სათარგმნი ენის ერთეულთა თარგმანში, რომლებიც წარმოქმნიან მოცემული ერთეულის შემადგენელ ნაწილთა მნიშვნელობებს; თუ მას ასეთი საერთოდ გააჩნია; 2. ეკვივალენტობის ერთეული; 3. მთარგმნელობითი პროცესის ერთეული.

    26. Единица переводческого процесса (The unit of the translation process)  - минимальный отрезок текста оригинала, выступающий в качестве отдельной “порции” перевода, в том смысле, что переводчик приступает к переводу каждого такого отрезка после завершения перевода отрезка предыдущего. მთარგმნელობითი პროცესის ერთეული – ორიგინალის ტექსტის მინიმალური მონაკვეთი, იგი წარმოდგენილია თარგმანის ცალკეული “ნაწილის” სახით, იმ მნიშვნელობით, რომ მთარგმნელი თითოეული ასეთი მონაკვეთის თარგმანს წინამდებარე მონაკვეთის გადათარგმნის შემდეგ ასრულებს

    27. Единица эквивалентности (Unit of equivalency) - минимальная единица содержания оригинала, сохраняемая в переводе. ეკვივალენტობის ერთეული – თარგმანში შენარჩუნებული ორიგინალის შინაარსის მინიმალური ერთეული.

    28. Единичное (постоянное) соответствие (Unit conformity) - наиболее устойчивый (постоянный) способ перевода данной единицы ИЯ, относительно независимый от контекста. ცალკეული (მუდმივი) შესაბამისობა – ყველაზე მყარი საშუალება საწყისი ენის ერთეულის თარგმნისა,  რომელიც პირობითად დამოუკიდებელია კონტექსტისაგან.

    29. Жанрово-стилистическая классификация переводов (Genre-stylistic classification)- подразделение переводов в зависимости от жанрово-стилистических особенностей оригинала на художественный перевод и информативный перевод и функциональные подвиды перевода – თარგმანთა ჟანრობრივ-სტილისტური    კლასიფიკაცია,-  ორიგინალის ჟანრობრივ-სტილისტური თავისებურებებისაგან დამოუკიდებლად თარგმანთა დაყოფა მხატვრულ, ინფორმაციულ და ფუნქციონალურ ქვეჯგუფებად.

    30. Жанрово-стилистическая норма перевода (Genre-stylistic norm of translation) - требования, которым должен отвечать перевод в зависимости от принадлежности оригинала к определенному функциональному стилю. თარგმანის ჟანრობრივ-სტილისტური ნორმა – ორიგინალის გარკვეულ ფუნქციონალურ სტილზე დამოკიდებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა პასუხობდეს თარგმანი.

     

    31. Заверенный перевод (Certified  translation)  -перевод, соответствие которого оригиналу подтверждается юридически.  დამოწმებული თარგმანი  – თარგმანია, რომლის ორიგინალთან შესატყვისიობა     იურიდიულად     დასტურდება.

    32. Интерпретация(Interpretation)-вид перевода, основанный на обращении к внеязыковой деятельности, в отличии от собственно перевода, осуществляемого по заданным правилам перехода от средств выражения, принадлежащих одной языковой системе, к средствам выражения, принадлежащим другой языковой системе.  ინტერპრეტაცია  – თარგანის სახეობა, რომელიც ეფუძნება ექსტერაენობრივ ქმედებას, განსხვავებით საკუთრივ თარგმანისაგან, რომელიც სრულდება მოცემული წესების მიხედვით ანუ ხდება ერთი ენის გამომსახველი საშუალებებიდან მეორე ენობრივი სისტემის გამომსახველ საშუალებებზე გადასვლა.

    33.Интерсемиотический перевод (Inter-semiotic  translation)  - перевод с естественного языка на искусственный или наоборот.  ინტერ-სემიოტიკური თარგმანი  – თარგმანი ბუნებრივი ენიდან ხელოვნურზე ან პირიქით.

    34.Информативный перевод (Informational translation)  - перевод оригиналов, не принадлежащих к художественной литературе (общественно-политических, научно-технических, официально-деловых и пр.), т.е. текстов, основная функция которых заключается в сообщении каких-то сведений, а не в художественно-эстетическом воздействии на Рецептора.  ინფორმაციული თარგმანი  – იმ ორიგინალების თარგმანია, რომელებიც არ მიეკუთვნება მხატვრულ ლიტერატურას(ე.ი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურს, ოფიციალურ-საქმიან), ანუ იმ ტექსტების თარგმანია, რომელთა ძირითადი ფუნქციაა გარკვეული ცნობების უწყება და არა მხატვრულ-ესთეტიკური ზემოქმედება რეცეპტორზე.

    35.  Исторический перевод (Historical translation)  - перевод на современный язык исторического текста, написанного на языке предшествующей эпохи.  ისტორიული თარგმანი  – წინა ეპოქის ენაზე დაწერილი ისტორიული ტექსტის თანამედროვე ენაზე შესრულებული თარგმანი.

    36. Источник (информации)(Resource)  - создатель (автор) текста оригинала, отправитель сообщения.წყარო (ინფორმაციის)- ორიგინალის ტექსტის შემქმნელი (ავტორი).

    37. Исходный язык(ИЯ)(Resource language)  - язык оригинала, язык с которого делается перевод. საწყისი ენა- ორიგინალის ენა, ენა რომლიდანაც თარგმანი სრულდება.  

    38. Калькирование(Tracing)  - способ перевода лексической единицы оригинала путем замены ее составных частей-морфем или слов (в случае устойчивых словосочетаний) - их лексическими соответствиями в ПЯ.  კალკირება  – ორიგინალის ლექსიკური ერთეულის შემადგენელ მორფემებით ან სიტყვებით თარგმნა (მყარი სიტყვათშეხამებების შემთხვევაში) სათარგმნ ენაზე მათი ლექსიკური შესატყვისებით ნათარგმნ ენაში

    39. Коммуникативная равноценность(Communication  equivalency)-способность текста выступать в качестве полноправной замены (в функциональном, содержательном и структурном отношении) другого текста. Коммуникативно равноценные тексты являются формами существования одного и того же сообщения и объединяются воедино (отождествляются) в процессе коммуникации.  კომუნიკაციური თანაბარღირებულება  - თანასწორობა-ტექსტის უნარია სხვა ტექსტის სრულყოფილი ჩანაცვლების ელემენტად ქცევისა (ფუნქციონალური, შინაარსობრივი და სტრუქტურული მნიშვნელობით). კომუნიკაციურად თანაბარღირებულებიანი ტექსტები ერთი და იგივე ინფორმაციის არსებობის ფორმებია და კომუნიკაციის პროცესში ერთიანდებიან.  

    40. Компенсация(Compensation)-способ перевода, при котором элементы смысла, утраченные при переводе единицы ИЯ в оригинале, передаются в тексте перевода каким-либо другим средством, причем необязательно в том же самом месте текста, что и в оригинале.კომპენსაცია-თარგმანის სახეა, როდესაც აზრობრივი მნიშვნელობის ელემენტები, რომლებიც დაიკარგნენ საწყისი ენის ერთეულების თარგმანის დროს, ორიგინალიდან ნათარგმნში გადმოიცემა სხვა საშუალებებით, თან აუცილებლობას არ წარმოადგენს განლაგდეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც მას ორიგინალში ეკავა.

    41. Конвенциональная норма перевода (Conventional  norm  of  a  translation)-требования, которым должен отвечать перевод в связи с общепринятыми в данный период взглядами на роль и задачи переводческой деятельности.  თარგმანის კონვენციალური ნორმა–მოთხოვნებია, რომელსაც უნდა პასუხობდეს თარგმანი დროის მოთხოვნების მიხედვით (იგულისხმება მთარგმნელობითი მოღვაწეობა).

    42. Конкретизация(Concretization)-лексико-семантическая замена единицы ИЯ, имеющей более широкое значение, единицей ПЯ с более узким значением.  დაკონკრეტება–საწყისი ენის ერთეულები(რომლებსაც უფრო ფართო მნიშვნელობა გააჩნია), ნათარგმნ ენაში უფრო შემცირებული მნიშვნელობით ჩაენაცვლება.

    43. Консультативный перевод (Consultative translation)- вид информационного перевода, осуществляется обычно в устной форме, включает элементы аннотирования, реферирования и выборочного перевода с листа, выполняется, как правило, в присутствии заказчика, уточняющего по ходу перевода интересующие его аспекты содержания текста оригинала.კონსულტაციური თარგმანი  – ინფორმაციული თარგმანის სახეა, რომელიც ზეპირი ფორმით გადმოიცემა,  შეიცავს ანოტირების, რეფერირების ელემენტებს და ტექსტიდან,  როგორც წესი,  არჩევითი თარგმნით სრულდება შემკვეთის სურვილისა და მისი თანსწრების მიხედვით, და იმის გათვალიწინებით,  თუ თარგმანის პროცესში მისთვის ორიგინალის ტექსტის თარგმნის რომელი ასპექტებია პრიორიტეტული და საინტერესო.  

    44. Косвенный (вторичный, непрямой) перевод (Indirect translation)-перевод, осуществленный не непосредственно с текста оригинала, а с его перевода на какой-либо другой язык.  ირიბი (მეორადი, არაპირდაპირი) თარგმანი  - თარგმანი რომელიც სრულდება არაპირდაპირ ორიგინალის ტექსტიდან, არამედ რომელიმე სხვა ენაზე ნათარგმნიდან.

    45. Лексико-семантическая замена (Lexical–semantic change)-способ перевода лексических единиц оригинала путем использования в переводе единиц ПЯ, значения которых не совпадают со значениями исходных единиц, но могут быть выведены из них с помощью логических преобразований определенного типа.  ლექსიკურ-სემანტიკური ჩანაცვლება  – ორიგინალის ლექსიკური ერთეულების თარგმნის ხერხია, როდესაც გამოიყენება სათარგმნი ენის ერთეულები, მიუხედავად იმისა, ემთხვევიან თუ არა ისინი აზრობრივად საწყისი ენის ერთეულების მნიშვნელობებს, მაგრამ მათი აზრობრივი დატვირთვა შეიძლება მინიჭოს სხვადასხვა სახის ლოგიკური გარდაქმნის საშუალებებს.  

    46. Лексический контекст(Lexical context)-совокупность лексических единиц, в окружении которых используется данная единица текста.  ლექსიკური კონტექსტი  - ლექსიკურ  ერთეულთა ერთობლიობა, რომელთა გარემოცვაშიც  გამოიყენება ტექსტის მოცემული ერთეული.  

    47. Лингвистика перевода или лингвистическое переводоведение (of  The  linguisticstranslation)  - раздел языкознания, изучающий перевод как лингвистическое явление. თარგმანის ლინგვისტიკა ან ლინგვისტური თარგმანმცოდნეობა-ენათმეცნიერების ნაწილია, რომელიც შეისწავლის თარგმანს, როგორც ლინგვისტურ მოვლენას.  

    48. Лингвистическая теория перевода(The linguistic theory  of translation)- теоретическая часть лингвистики перевода.  თარგმანის ლინგვისტური თეორია  – თარგმანის ლინგვისტიკის თეორიული ნაწილია.

    49. Лингвистический контекст(Linguistic context)  - языковое окружение, в котором употребляется данная единица языка в тексте. ლინგვისტური კონტექსტი – ენობრივი “გარემოცვაა”, რომელშიაც გამოიყენება ენის მოცემული ერთეული ტექსტში.  

    50. Литературное переводоведение (Literary translation)  - раздел литературоведения, изучающий перевод как вид литературного творчества.  ლიტერატურული თარგმანმცოდნეობა  - ლიტერატურათმცოდნეობის ნაწილია, რომელიც თარგმანს განიხილავს, როგორც ლიტერატურული შემოქმედების სახეს.  

    51. Машинный (автоматический) перевод (Automatic translation)  - перевод, выполненный или выполняемый компьютером.  მანქანური(ავტომატური)  თარგმანი–რომელიც შესრულებულია ან სრულდება კომპიუტერის მიერ.

    52. Межъязыковая (двуязычная) коммуникация(Inter-language communication)- речевое общение между коммуникантами, пользующимися разными языками.  ენათშორისი(ორენოვანი) კომუნიკაცია–სამეტყველო ურთიერთობა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე კომუნიკანტებს შორის.

    53. Межъязыковой перевод (Inter-language translation)-преобразование сообщения, выраженного средствами какой-либо одной знаковой системы, в сообщение, выраженное средствами другой знаковой системы.  ენათშორისი თარგმანი–ერთი კონკრეტული ნიშნობრივი სისტემით გადმოცემული ინფორმაციის გარდაქმნა მეორე ნიშნობრივი სისტემით.

    54.Множественное (вариантное) соответствие(Multi –conformity)-один из регулярных способов перевода данной единицы ИЯ, частично воспроизводящей в ПЯ ее значение.მრავალჯერადი ვარიანტული შესატყვისობა– ერთ-ერთი რეგულარული ხერხი მოცემული საწყისი ენის ერთეულის თარგმნისათვის, რომელიც სათარგმნ ენაში ნაწილობრივ გადმოსცემს მის მნიშვნელობას.

    55. Модель перевода(Model of translation)-условное описание ряда мыслительных операций, выполняя которые, можно осуществить процесс перевода всего оригинала или некоторой его части.  თარგმანის მოდელი  – მთელი რიგი აზრობრივი ოპერაციების პირობითი აღწერა, რომლის შესრულებით შეიძლება განხორციელდეს მთელი ორიგინალის ან მისი ფრაგმენტის თარგმნის პროცესი.

    56. Модуляция(смысловое развитие)(Modulation)  - лексико-семантическая замена слова или словосочетания ИЯ единицей ПЯ, значение которой является логическим следствием значения исходной единицы.  მოდულაცია (აზრობრივი განვითარება)  – საწყისი ენის სიტყვის ან სიტყვათშეხამების ლექსიკურ-სემანტიკური შეცვლა სათარგმნი ენის ერთეულით, რომლის მნიშვნელობა საწყისი ერთეულის მნიშვნელობის ლოგიკური შედეგია.

    57. Неполный перевод (Incomplete translation)  - перевод, передающий смысловое содержание оригинала с пропусками и сокращениями.  არასრული თარგმანი  – ორიგინალის აზრობრივი შინაარსის გამოტოვებით ან შემოკლებით გადმოცემული თარგმანი.

    58. Норма перевода (The norm of translation)  - совокупность требований, которым должен отвечать перевод.  თარგმანის ნორმა–მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელსაც უნდა პასუხობდეს თარგმანი.

    59. Норма переводческой речи (The norm of translational speech)  - требования, которым должен удовлетворять язык перевода.  მთარგმნელობითი მეტყველების ნორმა  – მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათარგმნის ენა.

    60. Норма эквивалентности перевода (The norm of the equivalent translation)  - требование максимально возможной смысловой близости перевода к оригиналу.  თარგმანის ეკვივალენტობის(ეკვივალენტურობის)ნორმა  – ორიგინალის თარგმანი, რომელიც მაქსიმალურად მოითხოვს შინაარსობრივ სიახლოვეს ორიგინალთან.

    61. Нулевой перевод (Zero translation)  - отказ от передачи в переводе значения грамматической единицы ИЯ, вследствие его избыточности.  ნულოვანი თარგმანი  – თარგმანში საწყის ენაში მოცემული ჭარბი გრამატიკული ერთეულების უარყოფა.

    62. Обратный перевод (Reverse translation)  - экспериментальный или учебный перевод уже переведенного текста на исходный язык.  უკუთარგმანი– უკვე გადათარგმნილი ტექსტის  ექსპერიმენტული ან სასწავლო თარგმანი საწყის ენაზე.  

    63. Общая теория перевода (The general theory of translation) - раздел лингвистической теории перевода, изучающий наиболее общие лингвистические закономерности перевода, независимо от особенностей конкретной пары языков, участвующих в процессе перевода, способа осуществления этого процесса и индивидуальных особенностей конкретного акта перевода. თარგმანის ზოგადი თეორია – თარგმანის ლინგვისტური თეორიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის თარგმანის  ზოგადლინგვისტურ კანონზომიერებებს, თარგმანის პროცესში მონაწილე კონკრეტული ენების თავისებურებების  და ამ პროცესის განხორციელების, თარგმანის კონკრეტული  აქტის ინდივიდუალური თავისებურებებისაგან,    დამოუკიდებლად.

    64. Объединение предложений при переводе (Sentence unification in translation) - способ перевода, при котором синтаксическая структура в оригинале преобразуется путем соединения двух простых предложений в одно сложное. წინადადებათა გაერთიანება თარგმნის დროს–ეს არის თარგმნის სახეობა, როდესაც ორიგინალის სინტაქსური სტრუქტურა გარდაიქმნება ორი მარტივი წინადადების ერთ რთულ წინადადებად გადაქცევის გზით

    65. Односторонний перевод (One way translation) - устный перевод, осуществляемый только в одном направлении, т.е. с данного языка на какой-либо другой язык. ცალმხრივი თარგმანი–ერთი მიმართულებით განხორციელებული ზეპირი თარგმანი, ანუ მოცემული ენიდან მეორეზე შესრულებული თარგმანი.

     66. Однотипное соответствие(Homogeneous conformity)-грамматическое соответствие в ПЯ, имеющее наименование, определение и грамматическое значение, аналогичное замещаемой единице ИЯ. ერთტიპობრივი შესაბამისობა–საწყისი ენის ერთეულის ანალოგიური გრამატიკული შესაბამისობა სათარგმნ ენაში, რომელსაც გააჩნია სახელწოდება, განსაზღვრება და გრამატიკული მნიშვნელობა.

    67. Окказиональное соответствие (контекстуальная замена) (Occasional conformity) -  нерегулярный, исключительный способ перевода единицы оригинала, пригодный лишь для данного контекста. ოკაზიონალური შესაბამისობა–ორიგინალის ერთეულის თარგმანის არარეგულარული, განსაკუთრებული ხერხი, რომელიც მხოლოდ მოცემული კონტექსტისათვისაა მართებული.

     68. Официальный (готовый к опубликованию) перевод (Official translation) -  окончательный вариант перевода, представляемый переводчиком в качестве полноценного воспроизведения оригинала. ოფიციალური (გამოსაქვეყნებლად მზა) თარგმანი–მთარგმნელის მიერ ორიგინალის სრულფასოვანი გადმოცემისათვის წარმოდგენილი თარგმანის საბოლოო ვარიანტი.

    69. Перевод (Translation) - вид языкового посредничества, при котором содержание иноязычного текста оригинала передается на другой язык путем создания на этом языке коммуникативно равноценного текста. თარგმანი – ენობრივი შუამავლობის ხერხია, როცა უცხოენოვანი ორიგინალის ტექსტის შინაარსი მეორე ენაზე გადმოიცემა ამავე ენაზე კომუნიკაციურად სრულფასოვანი ტექსტის შექმნით.

    70. Переводоведение (Translation) - совокупность научных дисциплин, изучающих различные аспекты перевода. თარგმანმცოდნეობა–თარგმანის სხვადასხვა ასპექტის შემსწავლელ მეცნიერულ დისციპლინათა ერთობლიობა.

    71. Переводческая (межъязыковая) трансформация (Translational transformation) -  преобразование, с помощью которого можно осуществить переход от единиц оригинала к единицам перевода. მთარგმნელობითი (ენათშორისი) ტრანსფორმაცია–გარდაქმნა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მოხდეს ორიგინალის ერთეულიდან თარგმანის  ერთეულზე გადასვლა.

    72. Переводческое соответствие (Translational conformity) - единица ПЯ, регулярно используемая для перевода данной единицы ИЯ. მთარგმნელობითი შესაბამისობა– თარგმანის ენის ერთეული, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საწყისი ენის მოცემული ერთეულის თარგმნისათვის.

    73. Переводящий язык (ПЯ) (Target language) - язык, на который делается перевод. სათარგმნი ენა – ენა, რომელზედაც თარგმანი სრულდება.

    ავტორი :ნანა ხახუტაიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ენათმეცნიერება |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი უცხო ენები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სადღესასწაულო ცენტრები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებელი სამეცნიერო პორტალები ბიბლიოთეკები კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი პედაგოგები რეპეტიტორები კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო მაღაზიები ავტოსკოლები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები გამოცემები სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები წიგნების მაღაზიები განათლება საზღვარგარეთ
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020