მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    NLP - პირადი წარმატების აგების ინსტრუმენტი ნანახია (22481) - ჯერ 18 აპრილი 2011

    ნლპ (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება ) - (Neuro-linguistic programming)/როგორ ამოვიცნოთ ადამიანები, საკუთარი თავი, გაუგოთ მათ და მოვახდინოთ  ზეგავლენა/

    თანამედროვე ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომელიც  ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 70-ან წლებში ჩამოყალიბდა და რომლის მიმართაც უკვე მეოთხე ათწლეულია არ ცხრება ინტერესი და კამათი. ზოგიერთი მეცნიერი მას პარამეცნიერული მიმართულების კლასიფიკაციას ანიჭებს. ამ მეთოდის ავტორობა ლინგვისტ ჯონ გრინბერგს და ფსიქოთერაპევტ რიჩარდ ბენდლერს ეკუთვნის. მის ჩამოყალიბებამდე  ნლპ - ს ავტორები  აზროვნების და ფსიქოფიზიოლოგიის შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ამის გამო სამი შემადგენელი ელემენტის გაერთიანებით მათ შეარჩიეს საკუთარი მეთოდის დასახელება - ”ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება”.

    ნეირო - განსაზღვრავს ჩვენ ნევროგიურ სისტემასთან კავშირს, ე.ი. ადგენს  მხედველობის, სმენის, შეხებით შეგრძნების, გემოს და ყნოსვის ანუ ჩვენი გრძნობის ორგანოების გამოყენების გზებსა და საშუალებებს. ჩვენი ფიზიოლოგია და  აზროვნება როგორც ერთიანი სისტემა ფუნქციონირებენ. ნლპ მნიშვნელოვნად აფართოვებს ჩვენი ნევროლოგიური სისტემის შესაძლებლობებს და გვასწავლის მის მართვას.

    ლინგვისტური - ადგენს ენისა, რომელსაც იყენებს ადამიანი, და მისი ცხოვრებისეული გამოცდილების შორის არსებულ კავშირს. ჩვენი ლექსიკური მოდელები წარმოადგენენ ჩვენი აზროვნების წესს და მეტად თუ ნაკლებად ასახავენ ჩვენს შინაგან რაობას.

    პროგრამირება - იძლევა განცდებისა და გამოცდილების კვლევის და შეცვლის შესაძლებლობას. პროგრამა - განსაზღვრული შედეგის მიღწევისთვის განკუთვნილი ქმედებების ერთობლიობაა. ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები და ზეგავლენა, რომელსაც ვახდენთ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, პირადი (პიროვნული) პროგრამის ნაყოფს წარმოადგენენ. პიროვნული პროგრამის ელემენტებისა და იმის შეცნობის შედეგად თუ როგორი თანმიმდევრობით აისახებიან  ისინი აზროვნებასა და ქცევაში ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი განცდები, მდგომარეობა და ქცევა.

    სხვა ფსიქოლოგიურ მიმართულებებისგან ნლპ  განსხვავდება ადამიანის ქცევის ”ფორმალურ” მხარეზე აქცენტის გაკეთებით (არავერბალური ქცევა, მეტყველებითი სტრატეგიების თავისებურება)  კომუნიკაციისა და ცვლილების კარგად განვითარებული ინსტუმენტარიის პირობებში.  

    NLP იწყებოდა იმის გარკვევით თუ როგორ აღწევენ წარმატებას რამეში წარმატებული ადამიანები.  ნლპ - ს ერთ-ერთ ამოცანად ისახებოდა წარმატებულობის, დიდოსტატობის სტრუქტურის გამოვლენა.  

    NLP - ში მიიჩნევენ, რომ თუ ერთ ადამიანს მაინც შეუძლია რამის გაკეთება, მიღწევა - სხვისთვისაც შესაძლებელია ამის შესწავლა. მაგრამ ნლპ -  არაა მხოლოდ უნარისა და მიღწევის, არამედ სიბრძნისა და ხედვის მოძღვრებაცაა. მისი  ძირითადი ამოცანაა - გამოავლინო, გამოკვეთო გამოცდილების სტრუქტურა, შეისწავლო თვითონ და სხვასაც ასწავლო.

    NLP - ეს არის:

    -  ადამიანის შესაძლებლობების კვლევა - არსებულისა და მომავლის იმედის   მეშვეობით რაღაცა საქმეში ან საქმიანობაში დიდოსტატობის მიღწევა, შესწავლა და სრულყოფილი დაუფლება.  

    მიზანს წარმოადგენს არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული პიროვნებისთვის მოსარგები ადამიანის სრულყოფილების  გამოკვლევა და ჩაწვდომა. ვიღაცამ შესაძლოა ინგლისური ენის შესწავლა სურდეს, ვიღაცას პირადი გრძნობების გამოხატვის უნარის, სხვას საკუთარ თავში რწმენის შეძენა უნდოდეს, ხოლო ვიღაცას სურდეს, რომ საკუთარი ცხოვრება ბედნიერი და მოვლენებით გაჯერებული გახადოს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ”ადამიანის სრულყოფილების” ცნებას კონკრეტული ადამიანის გონივრული მოთხოვნილებები მატებენ გამოცოცხლებას.  

    აწმყოს გამოკვლევა ძალზე მნიშვნელოვანია. რა გაგაჩნიათ ამჟამად, ამ მომენტში?  რა დაედება სრულყოფილებას საფუძვლად პიროვნებისთვის, რომელიც ისწრაფის აქეთკენ. აქამდე რატომ არ მოხვდა სრულყოფისკენ გადასვლა? ხშირ შემთხვევაში სრულყოფილებისკენ გადასვლის ძალისხმევას აწმყოში აქვს დასაყრდენი.

    -  ცოდნა იმისა, რომ უნდა გაგაჩნდეს და შეინარჩუნო საკუთარი მეობა -  სხვებთან ყოფნის დროს პირადი მეობის შენარჩუნებისა და საკუთარი უნარ - ჩვევების განვითარების უნარია.  

    გაგაჩნდეს მეობა - ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ნლპ - ს დახმარებით: შეიძინო იმის შესაძლებლობა, რომ ეკუთვნოდე საკუთარ თავს, მიაღწიო პირად პიროვნულ მდგრადობას. აღარ ექვემდებარები სხვის მოსაზრებებს, თვითონვე ირჩევ განვითარების საკუთარ გზას. მაგრამ მაინც ეს დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ის საჭიროა საკუთარი ღირებულების შეგრძნობისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანი შესძლებს მეორე ნაბიჯის გადადგმას - გაიაროს დამოკიდებულებიდან ერთობლივი დამოუკიდებლობამდე არც თუ მარტივი გზა, თანადამოუკიდებლობისკენ, როგორც სხვა ადამიანებთან ერთობლივი აღმოჩენების, შემოქმედებისა და განვითარებისკენ სვლა.  

    -  პიროვნული ცვლილების პრაქტიკა  - პრაკტიკული, ფიზიოლოგიის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის, სისტემათა თეორიის, ფსიქოლოგიის და ა.შ. ფუნდამენტალურ ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომაა, რომელსაც რეალურ პიროვნულ ცვლილებებისკენ მივყავართ.  

    NLP  - ეს  ხშირად პრაკტიკულ მოდელს უწოდებენ და თეორიული ბაზის არქონას საყვედურობენ. რეალურადაც ეს მეთოდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანების გამოცდილებას, მის მოდელირებას, ანუ ექსპერიმენტებს - დოქტრინებისა და ჰიპოთეზების აგების საპირისპიროდ. პრაქტიკული გამოცდილებისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ნლპ თავისთავად წარმოადგენს პიროვნული ცვლილებების ტექნოლოგიას. იმავდროულად ამ მეთოდით მოხდენილი ნებისმიერი განზოგადება, რომელსაც ამა თუ იმ უნარის განვითარებამდე მივყავართ, ფუნდამენტალური ხასიათისაა.

    -  წარმატებული ცხოვრების თანამედროვე მეთოდიკა    -  წარმატების მიღწევაზე დამიზნული დინამურად განვითარებადი, რომელიც ათანამედროვებს წარსულ აღმოჩენებს, აძლევს მათ მოსარგებ და გამოსაყენებად ფორმას.  

    ცალსახად უნდა ითქვას, რომ ნლპ - ეს  ყველა იდეა არ წარმოადგენს სრულ სიახლეს. მაგალითად, ზოგი გადმოტანილია ქცევითი ფსიქოლოგიიდან,  ლოგიკური განტოლებების მოდელი -  აღებულია ანტროპოლოგის გრეგორი ბეითსონის ნაშრომებიდან. ამ მოდელის შემქმნელებმა გააერთიანეს სხვა და სხვა მიმართულებები და აზროვნების პროცესისა და ლექსიკური სტერეოტიპების გამოყენებით შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც ემსახურება სრულყოფის უნარ-ჩვევების დაუფლებას. მათი მეთოდი განუწყვეტლივ აგრძელებს სრულყოფას, იქმნება ახალი მოდელები და აღმოჩენები.  

    NLP - ს პრინციპები:

    მეთოდი სთავაზობს ადამიანს პრაქტიკულ, შემეცნებით მიდგომას, რომელიც სხვა და სხვა სახით თუ ფორმით შეხებაშია ჩვენი ცხოვრების მრავალ სფეროსთან.

    NLP - მრავალმხრივი პროცესია, რომელიც შეიცავს ქცევითი კომპეტენტურობისა და მოქნილობის განვითარებას, სტრატეგიულ აზროვნებას, აზროვნებისა და შემეცნებითი პროცესების გაგებას, რომლებიც წარმართავენ ქცევას. აღნიშნული მეთოდი გთავაზობთ პირადი წარმატებულობის სტრატეგიის აგების ინსტრუმენტებსა და უნარჩვევებს, აგრეთვე შემოაქვს დარწმუნების სისტემა, რომელიც წარმოქმნის დამატებით ძალებს, ქმნის წარმოდგენას კომუნიკაციისა და ტრანსფორმაციის პროცესის თაობაზე. მეორეს მხრივ ნლპ  - ეს თვითშემეცნებაა, იდენტურობისა და მისიის შესწავლაა. ის აგრეთვე უზრუნველყოფს ადამიანის გამოცდილების ”სულიერი” ნაწილის  შემეცნებისთვის ბაზისის შექმნას, რომელიც მდიდრდება საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, ჩვენი ოჯახების, ორგანიზაციების და გლობალური სისტემების შესწავლისა და გაგების ხარჯზე.

    შეიძლება ითქვას, რომ თავის დედაარსში ნლპ მთლიანობაში ეფუძნება ორ ფუნდამენტალურ პრინციპს:  

    რუკა - არ არის ტერიტორია. ადამიანს არ ძალუძს რეალობის შეცნობა. ჩვენ შეგვიძლია რეალობის მხოლოდ საკუთარი  აღქმა შევიცნოთ. გარე სამყაროს აღვიქვამთ და ვრეაგირებთ მასზე მხოლოდ ჩვენი სენსორული რეპრეზენტატული სისტემების მეშვეობით. რეალობის ჩვენივე ”ნეიროლინგვისტური” რუკები განაპირობენ ჩვენ ქცევას, ხოლო ის რაც ამ ქცევას ანიჭებს შინაარსს თავის თავად არ წარმოადგენს რეალობას. უმეტეს შემთხვევაში არა თვით რეალობა, არამედ ჩვენივე რეალობის რუკა გზღუდავს ან ნებას გვრთავს ქმედებაში.

    ”სიცოცხლე” და ”გონება” სისტემურ პროცესებს წარმოადგენენ. პროცესები, რომელიც თვით ადამიანში წარმოიქმნებიან გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგად სისტემური ხასიათის არიან. ჩვენი სხეული, ჩვენი გაერთიანებები და ჩვენი სამყარო წარმოადგენენ რთული სისტემების  და ქვესისტემების ერთიანობას, რომლებიც მუდმივად ურთიერთობენ და ახდენენ ურთიერთ ზეგავლენას. შეუძლებელია მოახდინო რომელიმე ნაწილის სრული იზოლირება დანარჩენი სისტემისგან,  

    რომელიც ეფუძნება გარკვეულ ”თვითორგანიზებას” და მიიღწვის ბუნებრივი ოპტიმალური ბალანსისა და სტაბილურობის ბალანსისკენ.  

    NLP  - არჩევნის გაფართოების ხერხია. ეფექტურობა და დიდიოსტატობა მოგევლინებიან მაშინ, როდესაც დიდი არჩევანი გაგაჩნია. გონების ხარისხი უფრო იზრდება, როდესაც ფართოვდება ჰორიზონტები. უფრო წარმატებულნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ სამყაროს რუკა, რომელიც აგებინებთ არჩევნისა და პერსპექტივების უმეტეს რიცხვს.

    NLP - ს შესაძლებლობები:  

    NLP დაგეხმარებათ მიზნების უფრო სწრაფ და შედეგიან მიღწევაში. მისი დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველს (ან მასზე მეტს), გაიგოთ ბევრი რამ და, რაც მნიშვნელოვანია, გახდე ისეთი, როგორიც გსურს.

    ურთიერთობის ეფექტური ხერხები (NLP  -ეს სტილში) ხელს შეუწყობენ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის მიღწევაში. ამ დროს ხდება იმ გონებრივი (”ნეირო”) უნარების აქტივიზაცია, რომელთა არსებობა აქამდე ჩვენ არც წარმოგვიდგენია. გარდა ამისა ნლპ განსაკუთრებული და განსხვავებული სახით დაგეხმარებათ მეტყველების (”ლინგვისტური საწყისის”) დასახული მიზნების მიღწევაში. და ბოლოს -  მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი გონებისა და ფსიქიკის მდგომარეობა სასურველ შედეგებთან შესაბამისობაში -  (”პროგრამირება”). თვითკონტროლის ამგვარ დონეს მოაქვს საკუთარ თავში რწმენა და ამაღლებს თვითშეფასებას. ია აგრეთვე ხელს უწყობს პირად მიღწევებს, წარმატებას ურთიერთობებში და თვითგანვითარებას. უფრო მეტიც, ნლპ- ს თეორია და პრაქტიკა ხელს უწყობს ცხოვრებაში გაჩენილი პრობლემებისა და სირთულეების გონივრულ გადაწყვეტაში.

    პრაქტიკას, ანუ უნარს ნლპ უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს ვიდრე თეორიასა და შემეცნებას.

    განხილვის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ  NLP  - ს გააჩნია  შესაძლებლობები, რომელთა გადაცემა შეუძლია თქვენთვის:

    დაადგინოთ და გაუუმჯობესოთ პირადი ურთიერთობები;      

    განავითაროთ დარწმუნების უნარი;

    გადახვიდეთ მსოფლმხედველობის დადებით  დონეზე;

    აამაღლოთ თვითშეფასების დონე;  

    გადალახოთ წარსულის ნეგატივური განცდების შედეგები;

    მოახდინოთ დასახულ მიზნებზე კონცენტრირება და წარმართოთ ყველა ძალა      მათ მიღწევაზე;

    იმოქმედოთ მაქსიმალური წარმადობით;

    მართოთ საკუთარი შეგრძნობები;

    რწმენისა და ღირებულებათა სისტემის შეთანხმება დასახულ მიზნებთან;  

    არასასურველ ჩვეულებებისგან გათავისუფლება;

    ნებისმიერ წამოწყებებში დარწმუნებული რომ იყო საკუთარ ძალებში;

    მიაღწიო იმას, რაც წინად შეუძლოდ მიგაჩნდა;

    კლიენტებთან, დამკვეთებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მიღწევა;

    შემოქმედებითი მიდგომით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა;

    სიამოვნება მიიღო იქიდან, რაც წინად შიშს ბადებადა;

    საკუთარი დროის ეფექტური განკარგვა;

    სიცოცხლის აღქმის სისრულის გაღრმავება და განმტკიცება;

    იმ თვისებების გამომუშავება ან განმტკიცება, რომლებიც სხვებში თქვენს       აღტაცებას იწვევენ;

    ცხოვრებისგან უფრო მეტი სიამოვნების მიღება.

    NLP - ს შესწავლისთვის თქვენ დაგჭირდებათ უდიდესი რწმენა, მაგრამ არა პირადი გურუ ან უძველესი სიბრძნე უნდა ირწმუნოთ, არამედ უნდა გწამდეთ, რომ თქვენს, საკუთარ ნეიროფიზიოლოგიურ სისტემას გააჩნია საოცარი და უსაზღვრო შესაძლებლობები. აბსოლუტურად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა ენდოთ მას და ამის შედეგად მიიღებთ ყველაფრის, რაც თქვენი პიროვნების გარშემო ხდება, მართვის საშუალებას, ანუ სისტემის ”გონება - სხეული” საოცარ, ფარულ შესაძლებლობებს რეალობად აქცევთ. ნლპ გთავაზობთ სტრუქტურას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ქვეცნობიერების განმტკიცებაში, მასში დაამკვიდრებს დასახული მიზნების მიღწევის ჩვევას.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (1)

    კომენტარები  
    29 მაისი 2011
    საინტერესო სტატიაა
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020