მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ზაზა გოგიჩაშვილის გაკვეთილი 4: სისტემურ ბლოკში განთავსებული ძირითადი მოწყობილობები ნანახია (12612) - ჯერ 27 აპრილი 2011

    სისტემური ანუ დედაპლატა (Motherboard). იგი წარმოადგენს კომპიუტერის “ხერხემალს”.  

    ეს არის მწვანე ან ყავისფერი მიკროსქემების დაფა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც  აკავშირებს სხვადასხავა ნაწილებს ერთმანეთ-თან. აქ არის პროცესორი, მიკროსქემები, მეხსიერების სლო-ტები, სხვადასხვა ჩიპები, გაფართოების სლოტები (ადაპტერები), ვიდეო კომპონენტები.განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს- ინტეგრირებული და არა ინტეგრირებული დედაპლატა.

    არაინტეგრირებული დედაპლატის უმნიშვნე-ლოვანესი ნაწილი  არის გაფართოების კარტები (ადაპტერები), რომლებიც კომპიუტერის ფუნქციო-ნალურობის გასაფართოებლად არის შექმნილი. ესენია: ვიდეო და აუდიო სქემები, დისკის კონტროლიორები და სხვა. არაინტეგრირებული სისტემური პლატა ადვილად ამოსაცნობია, მისი გაფართოების სლოტების რაოდენობით. ამ კომპონენტებით არის დაკავებული დედაპლატის დიდი ნაწილი. ძნელია დღეს ნახოთ არაინტეგრირებული პლატა. როგორც წესი დღეს  დედაპლატას, რომელსაც  შეიძლება ჰქვია არაინტეგრირებული, ჩაშენებული აქვს ხშირად გამოყენებადი სქემები (როგორიცაა IDE ან ფლოპი კონტროლიორები, სერიული კონტოლიორი და აუდიო  კარტა). 90 წლების დასაწყისში, ეს კომპონენტები დედაპლატას ემატებოდა.

    ინტეგრირებული დედაპლატა - უმეტესი კომპონენტები, რომლებიც შეიძლება იყოს დამატებული დედაპლატაზე გაფართოების სლოტების გამოყენებით, ინტეგრირებულია (ჩაშენებული) დედა-პლატას მიკროსქემაზე. ინტეგრირებული დედა-პლატები  წარმოებულია პროცესის გასამარტივებლად. მაგრამ ამ სიმარტივეს აქვს უარყოფითი მხარე. როდესაც ერთი კომპონენტი გამოდის მწყობრიდან, გამოსაცვლელია მთელი დედაპლატა. ასე რომ მისი წარმოება იაფია, მაგრამ განახლება ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი.

    ზოგიერთ დედაპლატაზე შეიძლება  კომპონენტის გათიშვა (disable), მაგ. ხმის პლატის.  შესაბამისად არის საშუალება  გაფართოების სლოტზე დაამატოთ ხმის კარტა (ადაპტერი).

    სისტემური პლატა ხასიათდება გამოყენებულ მიკროსქემათა ტიპით, დამაკავშირებელი სალტის სწრაფქმედებით (Bus speed), აგრეთვე ბუდეთა ტიპებით და რაოდენობით. სისტემური პლატის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროცესორისა და სხვა აპარატურული კვანძების შესაძლო სიმძლავრეებს.

    ქვემოთ მოყვანილია  ორი სხვადასხვა ტიპის დედაპლატის დახასიათება:

    AMD Soket AM2/ Asus/ M2N-X nForce 520 PCIX 3PCI +2PCIe 2DDR2  

    დასახელების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ:

       ზემოთ ნაჩვენები დედაპლატისთვის თავსებადია AMD Soket AM2 (კომპანია AMD) ტიპის პროცესორი;

       მწარმოებელი ფირმაა Asus;

       მოდელი -   M2N-X;

       ჩიპსეტის ტიპია nForce 520;

       გააჩნია PCIX, 3PCI და 2PCIe  გაფართოების სლოტები (ბუდე);

       გააჩნია 2DDR2 ტიპის მეხსიერების სლოტი (ბუდე);

    სხვა დამატებითი მონაცემები ჩვეულებრივ მოცემულია დამატებით ინსტრუქციებში ან მწარმოებლის web-გვერდებზე.

    P4 LGA 775/ Asus/ P5Q3 Delux/WiFi P45 3PCIX 16x 2PCI +2PCIe 4DDR3  

    დასახელების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ-

       ზემოთ ნაჩვენები დედაპლატისთვის თავსებადია P4 LGA 775 (კომპანია Intel) ტიპის პროცესორი;

       მწარმოებელი ფირმაა Asus;

       მოდელი -   P5Q3 Delux/WiFi;

       ჩიპსეტის ტიპია P45;  

       გააჩნია 3PCIX 16x, 2PCI და 2PCIe  გაფართოების სლოტები (ბუდე);

       გააჩნია 4DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტი (ბუდე);

    სხვა დამატებითი მონაცემები ჩვეულებრივ მოცემულია დამატებით ინსტრუქციებში ან მწარმოებლის web-გვერდებზე.

    აგრეთვე გაეცანით ზაზა გოგიჩაშვილის კომპიუტერული სკოლის წინა და შემდგომ online გაკვეთილებს.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კურსები/ტრენინგები/სტაჟირება სასწავლო პროგრამები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვყიდი მომსახურება ფიზიკური კულტურა/სპორტი ტენდერები/გრანტები სტიპენდიები ხელოვნება/კულტურა კონფერენციები/ღონისძიებები განათლება/სწავლება ვცვლი ტურიზმი/დასვენება/გართობა სხვა ვეძებ სპეციალისტს გავაჩუქებ ვარ სპეციალისტი ვიყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019