მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პლანეტის იერარქია ნანახია (5932) - ჯერ 07 მაისი 2011

    კრაიონი  

    ჩემო ძვირფასო ანგელოზ_ადამიანნო! თქვენთან, ყველა შესაბამისი პროცესის თანხლებით, გარდაქმნის მოვლენები მიმდინარეობს _ და ყოველივე ეს სავსებით ნორმალურია.

    ამ გზავნილს, მე ჩემი თანამშრომლის, _ “მ”_ის თხოვნით ვიძლევი იმისათვის, რომ თქვენთვის გასაგები გახდეს ტერმინი “გაახალგაზრდავება”, რომელიც ისმის ყველგან და ძველებური გაგების თანახმად ნიშნავს სხვას არაფერს, თუ არა თქვენს ძველებურ მდგომარეობაში დაბრუნებას, ორგანიზმის ასე, ოცი ან მეტი ხნის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას.

    მაგრამ ჩვენ გაახალგაზრდავებაში სულ სხვა შინაარსი გვესმის. აბა დაფიქრდით და სთქვით ის, თუ რა გსურთ თქვენ თქვენი თავისათვის, იმ ზოგადი საერთო გაგებით, რასაც გაახალგაზრდავებას ეძახით? უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ? _ რა თქმა უნდა! იყო აღნაგოვანი და ლამაზი როგორც გარკვეული ხნის წინ? _ კი! ხომ არაფერს იტყოდით იმაზეც, რომ სრული ჯანმრთელობაც რომ მიგეღოთ? მაგრამ იყავით კი სრულიად ჯანმრთელი იმ ასაკში, რომლის დაბრუნებასაც ასე ნატრულობთ? ბევრი მათგანი ვინც დღეს ამაღლების ნაკადში მტკიცედ მიაბიჯებს, _ იტყვის _ არა!

    და გამოდის ის, რომ რაღაც კი გვინდა რომ დაგვიბრუნდეს და რაღაც კი _ არა. მაგრამ საჭიროა კი წარსულ მდგომარეობაში დაბრუნება? დედამიწაზე ხომ ყველაფერი იცვლება _ მისი სტრუქტურაც, მისი სინათლის სხეულიც, მაგნიტური ველიც, მისი ჩაკრამები უკვე ხომ სულ სხვანაირად მუშაობენ და მრავალი და მრავალი მსგავსი რამ... ასეთ ვითარებაში დაბრუნებას როგორღა აპირებთ?

    პრინციპში ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომაა რომ თქვენს გაახალგაზრდავებაში, ჩვენ სულ სხვა შინაარსს ვდებთ. უპირველესად ყოვლისა მე უნდა აგიხსნათ თქვენ, რატომაა რომ ბევრი ადამიანის სხეული არც ისე სახარბიელოდ იცვლება, რადგან არასასურველი მიმართულებით ირღვევა ანატომიური და ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა. ეს თქვენში მიმდინარე პროცესების ხარკია. მე არა ერთგზის მითქვამს თქვენთვის იმის შესახებ, რომ თქვენ დაგეწყებათ (ზოგიერთ ადამიანში კი ეს ინტენსიური პროცესის სახით ხდება), სხეულთა გარდაქმნა, ყოველი სხეულის გარდაქმნასთან ერთად. ეს აუცილებელია იმათთვის ვისაც დედამიწაზე სურს გარდაქმნის გზის გავლა ისე, რომ არ დასჭიდეს უზენაეს სფეროებში წასვლა რეინკარნაციისათვის. ეს ძალზე ძნელი პროცესია და მხოლოდ ზოგიერთები ბედავენ მის მიღებას. მაგრამ თავად ეს პროცესი მეტ_ნაკლებად, ინტენსიურად მიმდინარეობს ყოველ ადამიანში.

    ამიტომაა რომ მათ, ვინც ცნობიერად ღებულობს გადაწყვეტილებას დარჩეს ამ დედამიწაზე და განვლოს გარდაქმნის ყველა გარდამავალი პროცესების ეკლიანი გზები, თავდაპირველად არც ისე სასიამოვნო გარეგნობის სხეულები აქვთ ამ ცვლილებათა გამო.

    რა თქმა უნდა რომ თქვენ პირველ რიგში გაშინებთ ფიზიკური სხეულის გარეგნული მდგომარეობა, მაგრამ ცვლილებები ხომ ყველა სხეულში მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ისაა, რაც ასე არა სახარბიელოდ აისახება ფიზიკურ სხეულზე. ეხლა ვნახოთ რატომ იცვლება წელი, იზრდება წონა, სხეულის საერთო მოცულობა და ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი გრძნობა თითქოს იბერებიან. ბევრისათვის დამახასიათებელია მუცლის შებერვა, საჭმლის მოუნელებლობა, ძილის მოშლა და მრავალი სხვა მსგავსი სიმპტომი, რომელზედაც მე მოგახსენებდით 31 დეკემბრის 2010 წლის რიგაში ჩატარებულ ჩენელინგზე.

    ბევრს ან საერთოდ არა აქვს მადა, და ზოგიერთს კი მეტად მოჭარბებული, თანაც ისეთი, რომელიც სრულებითაც არ ესადაგება სხეულის მოთხოვნილებებს. ადამიანები საკვების სულ სხვანაირ სახეობაზე გადადიან, რაც მიმდინარე დროის მოთხოვნილებებითაა ნაკარნახევი.

    მე ბევრჯერ მითქვია ცხოველური საკვების ამ მომენტისათვის მავნებლობის შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანი ბუნებრივად და იოლად ეთხოვება ხორცს, მაგრამ ზოგნი კიდევ უფრო მეტად ამძიმებენ თავიანთ ვიბრაციებს ცხოველური საკვების მიღებაში გაჯიუტებით. ამგვარი მკვეთრად განსხვავებული წარმოდგენები მეტად გავრცელებულია ამჟამად და ყოველივე ამას თავისი ახსნა აქვს.

    ამჟამად, თქვენი ორგანიზმის კოსმიური ენერგიებით მომარაგების პროცესებში, მრავალი გადახრა არსებობს. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ ძლიერი ენერგიები მოედინებიან დედამიწისაკენ, ისეთები რომლებიც ადრე არც კი ყოფილან ჩვენთან, აქ, ამ პლანეტაზე. ამ პირობებში თქვენი სხეულები ისევე იცვლება, როგორც იცვლებიან პლანეტა და მასში არსებული პირობები. ამას ზოგჯერ მოჰყვება ენერგეტიკული არხების გადატვირთვა ისეთი ენერიებით, რომელთა მიმართ თქვენი სხეულები ჯერ მიუჩვეველნი არიან.

    ყოველივე ეს სასიკეთოა. მაგრამ ყველაფრის მიმართ საჭიროა ადაპტაცია. აი ზუსტად ეს იწვევს თქვენი სხეულების გარეგნობის, წონისა თუ წელის სხვა და სხვა ცვლილებებს. ეხლა კი ვნახოთ ის, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს და რა შინაარსი უნდა ჩაიდოს სიტყვა “გაახალგაზრდავება”-ში?

    განსაკუთრებით ეხლა, თქვენ უნდა გაიგოთ ის, თუ როგორ უნდა მიხედოთ თავს, რათა თქვენი სხეულების გარდაქმნა საკმარისად ჰარმონიულად მიმდინარეობდეს და თქვენ, სინამდვილეში მართლაც გაახალგაზრდავდეთ. მაგრამ რამდენად და რა მიმართულებით? აი ესაა როგორც უმთავარესი საკითხი, ასევე საკუთარი თავის მიმართ სწორი დახმარების გაწევის ასევე სწორი ცოდნაც. უპირველესად ყოვლისა თქვენ უნდა იცოდეთ ის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პლანეტაში, მაშასადამე ჩვენშიც.

    თქვენ განუყოფელი ხართ პლანეტისაგან. ელაპარაკეთ საკუთარ სხეულებს და ააწყვეთ თქვენი დ.ნ.მ._თან ხმოვანი კავშირით, თქვენს სხეულებში და პლანეტაში მიმდინარე პროცესების სინქრონიზაცია. მეორეა ის, რომ შეეცადეთ და ჩაწვდით იმას, რომ დაიწყება გაახალგაზრდავების ზუსტად ის პროცესი, რომელზედაც ოცნებობს ყოველი თქვენთაგანი. მაგრამ თავისი მექანიზმებითა და არსით, იგი უკვე სულ სხვანაირი იქნება, რადგან ეხლა პლანეტარული პროცესები მიმდინარეობენ (მაშასადამე თქვენიც), იმ ინფორმაციის შესაბამისად, რაც კოსმოსიდან მოდის და თქვენი პლანეტის ახალი ევოლუციური მდგომარეობისათვისაა გათვალისწინებული. მესამე ისაა, რომ, _ როგორც ამას ზოგჯერ უწოდებენ, _ “კარმის წრის” აკრეფა მიმდინარეობს. თქვენი კარმიული დავალიანებების ნაწილი ჩვენ უკვე დავფარეთ და ნაწილობრივად კი საშუალებას გაძლევთ დაჩქარებულ რეჟიმში დაფაროთ ის ვალი, რომელიც თვითონ თქვენ უნდა დაფაროთ.

    ეს იწვევს კამათსა და დაძაბულობებს არა მხოლოდ ოჯახსა სოციუმში, არამედ თქვენს ჯანმრთელობაშიც იმ სერიოზულ დაძაბულობებს იწვევს, რომლებიც სხვა და სხვა მიმართულებით ვალის დაფარვას ესაჭიროება. ეს გარდამავალი მოვლენაა, მაგრამ დაჩქარებულია და ჩვენ ყველას ვეხმარებით, ვინც კი მოგვმართავს დახმარებისათვის, თუ სერიოზულად და მთელი შეგნებით ღებულობს ამ გამოცდებს.

    ამას შეუძლიან თქვენს სხეულებში სერიოზული ცვლილებები შემოიტანონ. მაგრამ წმინდა მისწრაფებებით, საკუთარ სინათლესთან მუშაობით და ამ პროცესის გაცნობიერებით, თქვენ არა მხოლოდ კარმიული დავალიანებების გადახდის მაღალ ხარისხს მიაღწევთ, არამედ საკუთარი ახალი სხეულების აშენებასაც შეუდგებით, თუ კი;

    შესაბამისად იმუშავებთ;

    ამ შემოქმედების მიმართ გამოთქვამთ სურვილს და საკუთარ თავს წმინდა მისწრაფებებით დაუჭერთ მხარს.

    მეოთხეა ის რომ სულ მალე თქვენ გაგიჩნდებათ საკუთარი სხეულების განწმენდის კრიტერიუმი. იგი მყისვე გიჩვენებთ ფიზიკური თუ სხვა რომელიმე სხეულის სიწმინდეს.

    ასეთი ხელსაწყო უკვე გამოგონებულიცაა და მრეწველობის მიერ გამოშვებულიც. იგი არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიწმინდეს გიჩვენებთ, არამედ უჯრედების დონეზე მის განწმენდასაც კი აწარმოებს. ეძიეთ! იგი უკვე არსებობს. ორგანიზმის განწმენდის გარეშე ადგილიდანაც კი ვერ დაიძრებით. განწმენდა სინათლით უნდა მოხდეს. ამისათვის მრავალი ტექნიკა არსებობს. აირჩიეთ, გამოსცადეთ, აკეთეთ.

    მეხუთე. ამჟამად, ჩვენ და თქვენ, თუმცა შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გავდივართ უფრო მაღალ სიხშირეზე არსებობის გადასვლის პროცესებს. ეს, მიწიერ, სამგანზომილებიან სივრცეში ყველაზე კარგად აღიქმება დროის აჩქარების შეგრძნებით.

    მაგრამ მათთვის ვინც უკვე აითვისა მეოთხე და მეხუთე განზომილებები დრო ისევ ნელა იწყებს თავის დინებას. ჩნდება სიმშვიდისა და სიჩუმის, ჰარმონიის შეგრძნება, ყველა საქმე თითქოს თავის თავად ხდება. ეს დამატებითი ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში უზენაესი განზომილებების მეშვეობით ხდება, ბევრ ადამიანში იწვევს თავბრუსხვევასა და თავის ტკივილებს, გულის რევის შეგრძნებებს, უმიზეზო აგზნებებსა და შფოთვას; თვალის ბროლის კატარაქტას (ბროლი ვერ უძლებს გაზრდილ ვიბრაციებს), სისხლძარღვოვან ცვლილებებს და სხვა მრავალ ისეთ ფაქტორს, რომლებიც დროის აჩქარების გამო გაჩნდნენ.

    ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ და საამისოდ ცნობიერად უნდა მოემზადნონ საკუთარი სხეულების ქსოვილთა ვიბრაციების ამაღლებისათვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრონ ის, რომ თითქოს ეს უველაფერი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

    ზუსტად ამით, თქვენ მინიმუმამდე დაიყვანთ თქვენივ სხეულების დესტრუქციულ ცვლილებებს და ახალი, სწორი გარდაქმნების ხელშეწყობას. ისინი (თქვენი სხეულები), ელოდებიან თქვენს მითითებებს! ამის შემდეგ მსურს მივიქციო მათი ყურადღება ვინც დიდი ხანია რაც მძლავრად მიაბიჯებს ამაღლების ნაკადში. ვინც დიდი ხანია ააშენა ახალი ტიპის სინათლის კონსტრუქციები.

    სინათლის სხეულების ნებისმიერ ზრდას ჯერ ფიზიკური სხეულის “ზრდა” მოჰყვება იმიტომ, რომ ამ ახალი მაღალი სიხშირის მქონე სინათლის კონსტრუქციას სჭირდება სტაბილიზაცია და დასაყრდენი. ფიზიკური სხეულის მასის გარკვეული ზრდის გარეშე მისი განხირციელების შენარჩუნება ძნელია.

    აი ამიტომაა, რომ სინათლის მსახურნი, განსაკუთრებით ქალები, მტკივნეულად განიცდიან თავისი გარეგნობის ცვლილებებსაც და ფიზიკური წონის ზრდასაც. მიანიჭეთ საკუთარ თავს სინათლით სიდიადის სიხარული! და ნუ მოინელებთ საკუთარ თავს უსაფუძვლოდ სინდისის ქეჯნით, საკუთარი სხეულის არ არსებული დანაშაულის გამო. მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა. ასეთი ადამიანების სხეულთა გაახალგაზრდავება უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე სხვებისა.

    ყოველი სხეულის (იგულისხმება ეთერული, ასტრალური და მენთალური სხეულები) ვიბრაციებით ამაღლება, ფიზიკურ სხეულებს უფრო სწრაფად გარდაქმნიან, ვიდრე სხვა ადამიანების სხეულები, რადგან, _ პირველ შემთხვევაში, _ მკვრივი ასტრალური სხეულისაგან ახალი სხეულების აშენება ხდება.

    და ეს უკვე სხვა სხეულები იქნება, მაგრამ ვიზუალურად ფიზიკურის მიმართ იმდენად განსხვავებულები, რომ თვითონაც კი ვერ მიხვდებით მომხდარ ცვლილებებს. და აი აქ მე გადავდივარ ყველაზე მთავარზე _ როგორი დამოკიდებულება გამოვიჩინოთ ამ მიმდინარე დროის მიმართ?

    ზუსტად ისეთი, როგორსაც მოგახსენებდით. თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ წარსულში ახალგაზრდობის გარკვეული ასაკისაკენ მისწრაფება _ უაზრობაცაა და მავნეც. პლანეტისა და მიმდინარე დროის მდგომარეობა ისეთია, რომ ისინი გვკარნახობენ ჩვენ ახალ პროცესებს _ ყოველი თქვენი სხეულის გარდაქმნას ახალ სხეულებად, რომლებიც უპასუხებენ არსებობის ახალ პირობებს.

    ამიტომ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გადაეწყობა თქვენი დ.ნ.მ._ის მუშაობა, თქვენს სხეულებში მრავალი რამ შეიცვლება. თქვენ მართლაც გაახალგაზრდავდებით სინამდვილეში, უფრო მსუბუქი, აღნაგოვანი, მხიარული, ახალგაზრდულები გახდებით და თანდათანობით დაგავიწყდებათ თქვენი წარსული ახალგაზრდობა იმიტომ, რომ თქვენ იმდენად მშვენიერნნი იქნებით ახალ სხეულში, რომ აზრიც კი არ გაგიჩნდებათ წარსულში დასაბრუნებლად.

    და ეხლა კი მინდა უმთავრესი დარიგებით დავასრულო. ყოველივე ეს რომ სინამდვილეში მოხდეს, თქვენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ. იმუშაოთ როგორც სინათლის თანამშრომლებმა. იმუშაოთ როგორც სინათლის მატარებლებმა, და წაიღოთ ეს ცოდნა არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ სხვათათვისაც. იმუშაოთ მაკრო ამოცანებზე და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშაოთ საკუთარ თავზეც, _ ასე სწორიც იქნება და უფრო სწრაფიცა და ევოლუციურიც.

    და, რაც მთავარია, ყველამ, ვისაც ამის მიღწევა სწადია ამ განსხეულებაში, ეს მიზანი მკვეთრად უნდა დაისახოს საკუთარი თავის წინ, გამოხატოს მკვეთრი გადაწყვეტილება და გვთხოვოს დახმარება.

    და აღარასოდეს აღარ მიატოვოს დასახული გზა. ეს მეტად რთული ამოცანაა, სამაგიეროდ, კოსმოსში იგი მიჩნეულია სულიერების ჭეშმარიტ გზად. გაიგეთ, რომ ფიზიკური გეგმილის მიტოვება და შემდგომი დაბრუნება, ეხლა გაცილებით უფრო იოლია. მაგრამ ამ გარდასახვის დედამიწაზე განხორციელება და სხვების წინ გაძღოლა _ მძიმეცაა და საპატიოც.

    არჩევანი თქვენზეა, პლანეტაზე არსებული შესაძლებლობები კი _ განუსაზღვრელი. სიყვარულით, ყოველი მაძიებლის მიმართ, ვინც სინათლით გარდაქმნის გზით მიდის და იმათ მიმართაც, ვინც სხვა გზას აირჩევს. მე მიყვარს უცვლელად ყველა. თქვენი კრაიონი.

    ავტორი :ზაქარია ტატინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოლეჯში სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020