მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ინოვაცია პროფესიულ-ტექნიკურ განათლებაში ნანახია (11132) - ჯერ 01 აპრილი 2011

    გლობალიზაციის პროცესში ჩვენს სამშობლოს ეძლევა საშუალება განათლების სფეროს განვითარების. გლობალიზაციის პროცესში ჩართვა მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ შემოვიტანოთ და დავნერგოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში აპრობირებული მისაღები განათლების ფორმები, ტიპები, სახეები, საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნოლოგიები და ა. შ.

     

    საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ორიენტაციის, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობისა და მობილურობის ამაღლების ამოცანებიდან გამომდინარე პროფესიულ განათლებას აქვს თავისი უპირატესობა და აქტუალურობა სხვა აღმზრდელობით და საგანმანათლებლო სისტემებს შორის.

    პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ინოვაციური პროცესები შეიძლება აღვითქვათ როგორც ძველის ალტერნატივა.

     პროფესიულ-ტექნიკურ განათლებას თავისი მახასიათებლები გააჩნია:

    - ყველა ასაკის ადამიანის მოზიდვა პროფესიული განათლების მისაღებად.

    - მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან

    - ხელმისაწვდომობა, რაც შექმნის თითოეული ადამიანისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

    - ეფექტიანობა და სწავლების მაღალი ხარისხი

    - სასწავლო გეგმების მრავალფეროვნება

    ინკლუზიური განათლება ნათლად იკვეთება დაწყებითი ტექნიკური პროფესიული სწავლებისა და აღზრდის სისტემის ფონზე. მისი მიზანი არის შექმნას ის გარემო, რომელიც მისაღები იქნება უნარშეზღუდული ზრდასრული ადამიანისთვის,რომელსაც სურს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და დაეუფლოს მისთვის მისაღებ პროფესიას. აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულების და მოზარდების თანატოლებთან ერთად პროფესიულ-ტექნიკურ კოლეჯში პროფესიის დაუფლებას.

    პროფესიული ინკლუზიური განათლების ძირითადი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზრდილების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. აუცილებლად უნდა შეიქმნას სათანადო პირობები რათა ამ მოზარდებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება.

    მოზრდილთა სახელობო-პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მჭიდრო ურთიერთკავშირი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის.

    პროფესიული ინკლუზიური სწავლება ორიენტირებულია მოზარდზე ან ზრდასრულზე. გათვალისწინებულია მისი ინდივიდუალური საჭიროებები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, დასწავლის სტილი, მათი ინტერესი ასათვისებელი პროფესიისადმი.

    პროფესიული ინკლუზიური სწავლების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს სასწავლო პროცესის პერსონალიზაციაზე. ამ დროს არასასურველია:

    - ინკლუზიური სტუდენტის პასიურობა

    - დიდი მასალის ახსნა ერთ ჯერზე

    - ფაქტებზე და დეტალებზე ყურადღების ზედმეტი კონცენტრაცია

    - სტუდენტების დაყოფა ჯგუფებში ,,უნარების" მიხედვით

    თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში აუცილებელია:

    - სწავლების მასტიმულირებელი მეთოდების გამოყენება

    - სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენება (დისკუსია, კამათი, ინდივიდუალური სამუშაო, ერთმანეთის შეფასება და ა.შ.)

    - ურთიერთდახმარების მეთოდის გამოყენება

    პროფესიული ინკლუზიური სწავლების პირობებში გათვლილი უნდა იყოს:

    - უნარშეზღუდული მოზარდებისა და მოზრდილების სწავლების ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობების შესწავლა

    - პედაგოგების მომზადება ინკლუზიური სწავლებისადმი

    - შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფა

    - შესაბამისი ხელსაწყოების და ტექნოლოგიების მომზადება

    - სამუშაო ადგილების მომზადება

    - ტექნიკური პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხელსაყრელი სასწავლო გარემო პირობების შექმნა (სპეციალური ტუალეტების დაპროექტება, პანდუსისა და ლიფტის პრობლემა)

    - ტრანსპორტი-რომელიც უზრუნველყოფს მოზრდილთა ყოველდღიურ გადაადგილებას. ტრანსპორტი-პანდუსებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ზრდასრულთათვის რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების გამო საერთოდ საგანმანათლებლო პროცესის მიღმა რჩებიან.

    სწავლების პერიოდში უნდა გამოყენებული იყოს პიროვნულ-საორიენტაციო სწავლების ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ სტუდენტის ფიზიკური და გონებრივი განვითარების თავისებურებანი. თეორიული და პრაქტიკული სწავლების დროს შესანიშნავად გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები, პრეზენტაცია, ინტერნეტი.

     

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მუსიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ეკონომიკა არქიტექტურა გეოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მენეჯმენტი ინფორმატიკა ინვესტიციები ფინანსები და კრედიტი ტურიზმი ეკოლოგია კულინარია მედიცინა, ჯანმთელობა მართვა ჟურნალისტიკა და PR ბუღალტერია და აუდიტი პედაგოგიკა უცხო ენები კრიმინალისტიკა სოფლის მეურნეობა ვეტერინარია ფიზკულტურა და სპორტი მეწარმეობა გადასახადები კულტუროლოგია საბირჟო საქმე გეოგრაფია ასტრონომია სხვა ლოგიკა მეტალურგია ქიმია უცხოური ლიტერატურა ჟურნალისტიკა ტრანსპრტი ლოგისტიკა კულტურა და ხელონება პროგრამირება სოციოლოგია ფსიქოლოგია დაზღვევა მრეწველობა, წარმოება ისტორია საერთაშორისო ურთიერთობები გეოპოლიტიკა პოლიტოლოგია სამართალი რელიგია მასმედია ავიაცია ზოოლოგია სტატისტიკა სექსოლოგია მათემატიკა ფილოსოფია საბაჟო სისტემა მიფოლოგია მეცნიერება და ტექნიკა ელექტრონიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა საბანკო საქმე ფიზიკა მარკეტინგი და რეკლამა გეოდეზია ტექნოლოგია ბიოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020