მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფობია - თუ ჩვეულებრივი შიში? რა ვუყოთ ჩვენს აკვიატებულ განცდებს ?! ნანახია (16682) - ჯერ 18 ივნისი 2011

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 10% - ს ფობიის სხვა და სხვა ფორმა გააჩნია. სპეციალისტები ასახელებენ ამ ტიპის აკვიატებული შიშების რამდენიმე ასეულ სახეობას და ადასტურებენ, რომ მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ადამიანებს ეშინიათ ბუნების მოვლენების, დაავადებების, საკუთარი გრძნობების, ინტიმური ურთიერთობების, კვების პროდუქტების, 13 რიცხვის, სიბნელისა, ღია სივრცის ... ტექნიკური პროგრესიც გვიმატებს მათ ახალ-ახალ სახეობებს - ჩვენს ბებია - ბაბუას არ გააჩნდა კომპიუტერის შიში. დღეს კი კომპიუტერთან ურთიერთობა, ანუ კიბერფობია, უკვე ხშირი მოვლენაა და არა მხოლოდ ხნიერ ადამიანთა შორის.                                                                                          

                                ”იყო შიშის მონა - ყველაზე ცუდი სახეობაა მონობისა” / ბერნარდ შოუ /

    ტერმინი ფობია (ბერძ. - phóbos – შიში) დიდი ხანია დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, მას დაუფიქრებლადაც ვიყენებთ საკუთარი ან სხვისი შიშის ასახსნელად. მეცნიერები განმარტავენ, რომ ფობია - შიშის აკვიატებული განცდაა, რომელიც წარმოიშობა გარკვეულ (ფობიურ) ვითარებაში და რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური დისფუნქცია: აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სისხლის წნევის მომატება, კიდურებში კანკალი, თავბრუდახვევა და ა.შ. საიდან და როგორ წარმოიქმნებიან ფობიები? შესაძლებელია და საჭიროა მათი დაძლევა? მოდით ერთად გავარკვიოთ ეს საკითხები.

    ფობიების რისკის ჯგუფები.
    ყველაზე დიდ მიდრეკილებას ფობიებისადმი ამჟღავნაბენ მგრძნობიარე, შთაბეჭდილიანი, ემოციურად დაუცველი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები. დადგენილია, რომ ფობიები უჩნდებიან სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, აგრეთვე მათი განვითარება შეიძლება იყოს გამოწვეული თავის ტვინის სტიმულაციისთვის გამოყენებული ქიმიური პრეპარატების, გენეტიკური მემკვიდრეობის ან ტრავმების გამო. პარადოქსალუირია, მაგრამ ფობიების პროვოცირება შეუძლიათ ისეთ დადებით თვისებებესაც, როგორიცაა მაღალი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და პედანტურობა.

    ფობია განსაკუთრებით ხშირად უჩნდება მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი ხშირად ვერც განასხვავებენ რეალურ და მოგონილ საფრთხეს. სპეციალისტების აზრით ამის გამო ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად (ზოგი მონაცემით - 5 ჯერ) ექცევიან ფობიების გავლენის ქვეშ. ამის თაობაზე მეცნიერები რამდენიმე განმარტებას იძლევიან: ქალს უფრო მდიდარი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი გააჩნია; ის ყურადღების უფრო მეტ ობიექტს იკავებს ერთდროულად; უმეტესი ერების კულტურაც ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით, სისუსტის გამოვლენის მეტ უფლებას რთავს და ამით ფობიების გაჩენის მეტ შესაძლებლობას უქმნის.

    5 წლის ასაკიდან ბავშვსაც შესაძლებელია გაუჩნდეს გარემოსთან დაკავშირებული, ელვით, ჭექა - ქუხილით, ცხოველების, სხეულის დაზიანების მქონე ადამიანის დანახვით გამოწვეული, ან სხვა ამგვარი ფობიების სიმპტომები. ფობია შეიძლება გაუჩნდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის ხედავს რომ მისი ოჯახის წევრები გამოხატავენ შიშს ზოგიერთი საგნების, მოვლენების ან სიტუაციების მიმართ.

     სოციალური თუ სიტუაციური ფობია (ადამიანთა დიდი თავშეყრის, სიმაღლის ან შეზღუდული სივრცის შიში) უმეტესად თავს იჩენს სადღაც 20 წლის ასაკიდან.

    უნდა განასხვაოთ შიში და ფობია.
    შიში - წარმოადგენს საფრთხის გამო გამომჟღავნებულ ნორმალურ რეაქციას. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედამიწაზე მობინადრე ცოცხალი არსებების ევოლუციასა და გადარჩენაში. მაგრამ შემდგომ ეტაპზე ხშირად ხელისშემშლელ ფუნქციასაც ასრულებდა და ასრულებს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ შიში ბუნებრივიდან ნევროტიულში გადაიზრდება და არსებობას უწამლავს ადამიანს. შიშისა და ფობიის სხვაობა - განცდილი ემოციების ინტენსივობაში ვლინდება. თითოეული ჩვენთაგანისთვის დამახასიათებელი რაციონალური, ნორმალური შიშისგან განსხვავებით ფობია ცხოვრების წესსაც კი აცვლევინებს ზოგიერთს. ამგვარი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ხშირად იმის ეშინიათ, რაც რეალურად არც არსებობს. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ფობია - თვით შიშის შიშია, ანუ ადამიანს უბრალოდ ეშინია იმისა, რომ ეშინოდეს.

    დღეს ყველაზე გავრცელებულ ფობიებს წარმოადგენენ:
    აკროფობია - სიმაღლის შიში; კლაუსტროფობია - შეზღუდული სივრცის შიში; ნიკტოფობია - სიბნელის შიში; აეროფობია - თვითმფრინავით ფრენის შიში; არახნოფობია - ობობების შიში; ოფიდოფობია - გველების შიში; ბაცილოფობია - პათოგენური მიკროორგანიზმების შიში; გემატოფობია - სისხლის დანახვის შიში; ოდონტოფობია - სტომატოლოგიური მკურნალობის შიში; აუტოფობია - მარტო დარჩენის შიში; აკვაფობია - წყლის შიში; ფობოფობია - საკუთარი შიშების შიში.

    ცნობილ მსახიობს - ნაომი უოტტს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ლიფტების ეშინია. ამგვარ შიშს იზიარებენ მისი არანაკლებად ცნობილი კოლეგები მიშელ პფაიფფერი, უმა ტურმანი და როუზ მაკგოუენიც. ადრიანო ჩელენტანო სამშობლოს გარეთ იმიტომ იშვიათად მართავს კონცერტებს, რომ მას აეროფობია გააჩნია და თვითმფრინავით ფრენა უკანასკნელად მან 1987 წელს გაბედა.

    ფობიებს შორის პირველობას არავის უთმობს აგორაფობია (ბერძნულიდან - ბაზრობის მოედანი). მას ახასიათებს საჯარო ადგილების, ადამიანთა დიდი თავშეყრის, შეუზღუდავი სივრცის, ქუჩის, ტრანსპორტის შიში. ამ ფობიით დაპყრობილ ადამიანებს უჭირთ თანმხლები პირის გარეშე ქუჩაში გასვლა, ეშინიათ, რომ რაღაც დაემართებათ და ვერავინ ვერ უშველით. ამის გამო მათი სოციალური ცხოვრება კარგავს აზრს, ისინი იტანჯებიან დეპრესიისგან.

    აგორაფობიის თავისებური სენით იყო დაპყრობილი რუსეთის მეფე პეტრე პირველი, ამიტომაც მისი სიმაღლის მიუხედავად მეფის ყველა რეზიდენცია მცირე ზომის, დაბალჭერიანი იყო და პატარა ოთახებად იყოფოდა, ჰოლანდიაში ყოფნის დროს კი საერთოთ კარადაში ეძინა.

    ცნობილია, რომ აგორაფობია კინო მსახიობ კიმ ბეისინჯერსაც სჭირს. ის ცდილობს საკუთარი შიშების კონტროლირებას, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაუმართლებელ პანიკაში ვარდება. მაგალითად, ამ შიშების გამო, თეთრ სახლში გამართული მიღების დროს მას დიდი ნებისყოფა დასჭირდა, რომ მსვლელობის განმავლობაში სახეზე როგორმე შეენარჩუნებინა ღიმილის მაგვარი გამომეტყველება.

    ჩამოთვლილი ფობიების ნაწილი შეინიშნებოდა თანამედროვე ეპოქის სამეცნიერო - ტექნიკური პროგრესის დაწყებამდეც. მაგრამ პროგრესი არ დგას ერთ ადგილას, სწრაფად ვითარდება და ასევე სწრაფად მატულობს მის მიერ მოტანილი ახალი სახის ფობიების რიცხვიც. ზოგიერთი ადამიანისთვის მობილური ტელეფონები, უახლესი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები ანუ ელექტრონული და კიბერ-ტექნოლოგიები შინაგანი ტანჯვისა და ფობიების გამომწვევ საგანს წარმოადგენენ. ზოგიერთში ეკოლოგიურ ვითარებაზე უმნიშვნელო შეტყობინებაც კი წარმოშობს პანიკას და სისუფთავისკენ პათოლოგიურ მისწრაფებას. მიკრობების შიშით ისინი დღე - ღამის განმავლობაში გაუთავებლად და არა მხოლოდ საპნით, არამედ დეზინფექციური საშუალებებით იბანენ და ამუშავებენ ხელებს. ბიოქიმიური, რადიოაქტიური დასენიანებისა და მტვრის შიში აიძულებს მათ იარსებონ მხოლოდ მყარად ჩაკეტილი კარ - ფანჯრების სივრცეში.

    ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში.
    ალბათ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანი, რომელსაც ინტიმურ სფეროში ყველაფერი მოწესრიგებული აქვს სხვებისგან განსხვავებით - ბედნიერია: პარტნიორი მას სრულიად აწყობს, საკუთარი სხეული არ იწვევს არავითარ უარყოფით ემოციებს და, რაც მთავარია, ინტიმურ ურთიერთობებში არავითარი შიში არ გააჩნია.

    ქალის ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში. სხვა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქალბატონების 35% - ს გააჩნია გარკვეული სახის შიშები ინტიმური ურთიერთობების მიმართ და ამის გამო ისინი ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ ურთიერთობების გამომწვევ სიტუაციებს. ამ შიშების, ისევე როგორც ნებისმიერი ფობიის, საფუძველს ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოადგენენ. მაგალითად, ინტიმური ურთიერთობის პირველივე წარუმატებელი გამოცდილების შედეგად ქალის ცნობიერებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ესეთი სახის ჯაჭვი: ”სექსი - ტკივილია” ან ”სექსი - დამცირებაა”. სანამ არ მოხდება ამ ბორკილების გაწყვეტა შიში ყოველთვის დარჩება მისი ინტიმური ურთიერთობების თანმხლებ მოვლენად და გამორიცხავს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას.
    ინტიმური ურთიერთობების მიმართ შიშს ხშირ შემთხვევაში ”აღზრდის” პროცესიც იწვევს. ზოგიერთი მშობელი ან ბებია ახალგაზრდის ადრეული სექსუალური ურთიერთობების შიშით მასში სექსისადმი ზიზღს ნერგავს და ცდილობს დაარწმუნონ, რომ ეს - სიბინძურეა, სამარცხვინო რამ არის და ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობის გამოთქმა დასაშვებია თუ ”პასპორტში უკვე დასმულია ქორწინების დამადასტურებელი შტამპი”, მეუღლის კატეგორიული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ან მხოლოდ მოდგმის გაგრძელების მიზნით.
    ზოგ შემთხვევაში კომპლექსი ინტიმური ურთიერთობის პარტნიორის ქცევითაც არის გამოწვეული: ფრიგიდულობის შესახებ ერთი ფრაზაც კი შესაძლოა საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ ქალმა თავი მართლაც ფრიგიდულად იგრძნოს. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით დადგინდა, რომ ისინი ინტიმურ ურთიერთობებში განიცდიან დისკომფორტს საკუთარი სხეულის, ზედმეტი წონის, ცელულიტის ან სხეულსა თუ სახის სხვა ნაკლოვანების გამო, რომელსაც პარტნიორმა ხაზგასმით მიაქცია ყურადღება.

    მამაკაცის ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში. ზოგიერთი მამაკაცი, მისთვის ულამაზესად მიჩნეული ქალიშვილისა თუ ქალბატონის გაცნობის მცდელობის დროს განიცდის გულის შეღონებამდე მისულ ინფანტილურ თავბრუს, ანომალიურ გულისცემასა და ქოშინს. სპეციალისტები ამ მოვლენას ვენუსტროფობიას - ლამაზი ქალის შიშს უწოდებენ. ამ ფობიის მატარებელი მამაკაცი ქუდმოგლეჯილი გაურბის მშვენიერ ქალთან შეხვედრას.
    მამაკაცის სხვა აკვიატებულ შიშს ინტიმოფობია (ანუ საყვარელ ქალთან სექსუალური ურთიერთობების შიში) წარმოადგენს. ფსიქოანალიტიკოსები მას პიროვნების გაორებულებით ხსნიან: ზებუნებრივ არსებად მიჩნეული ქალის - იდეალის მიმართ მხოლოდ ამაღლებული, არამიწიერი სიყვარული, ხოლო სხვა ქალთან -სრულად შეუბრკოლებელი ურთიერთობა. ყველაზე გართულებულ გამოვლენაში ინტიმოფობია შეიძლება ფსიქოსექსუალურ პათოლოგიაშიც გადაიზარდოს, რამაც ადამიანი საკმაოდ რთულ და არასასურველ შედეგამდეც შეიძლება მიიყვანოს. მამაკაცებში აგრეთვე შემჩნეულია საკმაოდ პარადოქსული ფობიის სახეობა - დაქორწინების შიში, ანუ გამოფობია. სინამდვილეში ეს ”სენი” მამაკაცთა მხოლოდ მცირე პროცენტს აწუხებს, უმეტესობა კი უბრალოდ იტყუებს თავს ან სხვას ატყუებს.

    უმეტესი ფობიების საერთო ნიშნები და სიმპტომები:
    • მუდმივი გაუკონტროლებელი შიში რომელიმე ობიექტის, ქმედებისა ან სიტუაციის მიმართ;
    • შიშის ობიექტთან შეხვედრის მომენტიდან უკონტროლო მღელვარების განცდა;
    • შიშის ობიექტთან შეხვედრისგან თავის დაღწევის გადაულახავი სურვილი და ამისთვის არაჩვეული ზომების მიღება;
    • სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უუნარობა;
    • იმის განცდა, რომ ამ შიშებს საერთოდ არ გააჩნიათ ზღვარი;
    • ფობიის ობიექტთან შეხვედრის დროს უზომო პანიკის განცდა, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის დამძიმება, ოფლიანობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და მღელვარების შეგრძნების ზრდა.

    ფობიის დაძლევა შესაძლებელია. დასაწყისში საჭიროა: დავადგინოთ რომელმა შიშმა დაიბუდა თქვენში და რისი გეშინიათ ყველაზე მეტად; დავფიქრდეთ ამ მომენტში თუ გემუქრებათ რომელიმე საფრთხე. შემდეგ ვეცადოთ საკუთარი თავიდან განვდევნოთ, მოვიცილოთ ყველა საშინელი, ნეგატივური, არასასიამოვნო აზრები, ხოლო თუ წარმოსახვა გვიხატავს მომავლის საშინელ სურათს, ვეცადოთ გარდავქმნათ ის, ხალისიანი და მხიარული გავხადოთ, ვიფიქროთ მხოლოდ კეთილზე და სასიამოვნოზე, განვეწყოთ პოზიტიურად, არ მივცეთ შიშს იმის შესაძლებლობა, რომ გამაგრდეს თქვენს ცნობიერებაში.

    ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ დავძლიოთ საკუთარი შიში საჭიროა მასთან ”პირისპირ შეხვედრა”. მაგალითად, თუ გეშინიათ შეზღუდული სივრცისა და ამის გამო ლიფტში შესვლის და კარების მიხურვის, წყლის შიშით ზღვაში ბანაობის, სიბნელის შიშით არ თიშავთ შუქს, აუდიტორიის სიმრავლის გამო გაურბიხართ საჯარო გამოსვლებს - ნუ გაექცევით ფობიის გამომწვევ მიზეზებს, გააკეთეთ ის, რაც აქამდე გაშინებდათ - თამამად შედით ლიფტში, შეცურეთ ზღვაში, გამორთეთ ოთახში ნათურა, სიტყვით გამოსვლისთვის ივარჯიშეთ ახლობლების მცირერიცხოვან აუდიტორიასთან, ანუ დასძლიეთ საკუთარი შიში. ძალზე მნიშვნელოვანია ამ დროს თვალყური ადევნოთ თქვენს სუნთქვას, ის ღრმა და რიტმული უნდა იყოს. შიშის დაძლევის პროცესში ბევრ ადამიანს ხმამაღალი კითხვა, საუბარი, ასამდე დათვლა, ან დეკლამაცია, ზოგს კი სიმღერა შველის. შეგიძლიათ თქვენი ყურადღება რომელიმე სასიამოვნო ქმედებაზე გადართოთ, მაგალითად, თუ გიყვართ - მიირთვათ ნაყინი.

    ინტიმურ ურთიერთობებში ფობიების დამოუკიდებლად დაძლევა საკმაოდ რთულია. შესაძლოა აქ ფსიქოლოგის, ფსიქოტერაპევტის ან სექსოლოგის დახმარება დაგჭირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ვაპირებდით ადრეული და შემთხვევითი კავშირების მხარდაჭერას, გოგონებისა თუ ყმაწვილების მშობლებს ურჩევთ პირველ რიგში თვითონ გამოიმუშავონ ინტიმური ურთიერთობის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება და ახსოვდეთ, რომ სექსუალური კავშირის მიმართ შვილის გონებაში ზიზღის დანერგვა - მცდარი გზა და დაუშვებელი შეცდომაა.
    და ბოლოს: თუ თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ხშირად განიცდით პანიკის შეტევას რაციონიდან გამორიცხეთ ძალიან მუქი შავი ჩაი, ყავა, შოკოლადი, ვინაიდან ორგანიზმში   კოფეინისა და ტანინების მუდმივი სიჭარბე აძლიერებს პანიკას და ზრდის მისი შეტევების სიხშირეს.  

    გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის დახმარებით ფობიის შეტევების მოხსნა შეუძლებელია. შესაძლოა დასაწყისში მართლაც იგრძნოთ ოდნავი შვება, ხოლო შემდგომ განიცდით შიშის უფრო გაძლიერებულ თავდასხმას. და, რაც მთავარია, თუ შეატყობთ, რომ შიშის მომგვრელი აზრები და სახეები სულ უფრო ხშირად გიჩნდებათ და ეს უკვე მომაბეზრებელი და მოუთმენელი ხდება, ნუ გაწელავთ დროს, მიმართეთ სპეციალისტს.

                                                              წყარო: ამ პრობლემატიკის თაობაზე - მრავალი პუბლიკაცია

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ჟურნალისტიკა, PR განათლება საქართველოში და მსოფლიოში მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ეკონომიკა სიახლე განათლების სფეროში კინო და მუსიკა გართობა და თამაშები რელიგია ფინანსები სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ოჯახი, მშობლები და ბავშვი ბუნება, ეკოლოგია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მათემატიკა ქიმია პრესა განათლების შესახებ გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული დასაქმება და კარიერა სოციოლოგია, პოლიტოლოგია ფიზიკა მოდა და დიზაინი ბიოლოგია სკოლა და მოსწავლე გეოგრაფია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ფსიქოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ბავშვის მოვლა და აღზრდა უცხო ენები იურისპრუდენცია ხელოვნება და კულტურა აბიტურიენტი და გამოცდები სპორტი და ექსტრიმი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი საგანმანათლებლო დაწესებულება სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020