მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           
    ჰიპერაქტიური ბავშვი - საგანგაშოა? ნანახია (18972) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    ძალიან აქტიური ბავშვები ჩვენი დროის ნიშნად იქცნენ. სხვა და სხვა კვლევებით   ბოლო რამდენიმე ათწლეულში მათი ხვედრითი წილის 2 - დან 18 პროცენტამდე ზრდის ტენდენცია დადგინდა. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი მახასიათებლების   მქონე ბავშვები საერთო რაოდენობის ნახევარსა და მეტს წარმოადგენენ. მათთან მიმართებაში   სპეციალისტები,   მშობლები ორ   ბანაკად დაყოფილნი არიან და ერთმანეთისგან დიამეტრალურად   განსხვავებული აზრი გააჩნიათ. თუ ერთ ნაწილს ჰიპერაქტიურობა ანომალიად და დაავადებად მიაჩნია, მეორეს - თანამედროვეობით წარმოქმნილ ახალ ნორმად, განვითარების თავისებურებად.   სად არის ჭეშმარიტება?
    მართლაც, რას წარმოადგენს ეს მოვლენა - სენია, თუ კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპია?


    გასული საუკუნის 80-ან წლებში მედიკოსთა ნაწილმა ”მშობელთა შესაშინებლად” ბავშვის ჭარბი მოძრაობითი აქტიურობის მდგომარეობა სენად მიიჩნია და სახელწოდებაც კი მოუნახა - ”ყურადღების დარღვევის (ან დეფიციტის) თანდართული ჰიპერაქტიურობის სინდრომი”. ამ ტერმინით ის დაავადებათა საერთაშორისო კვალიფიკაციაში შეიტანეს, განმარტებაც მიეცა, რომ მას ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციების დარღვევა იწვევს. სპეციალისტთა ამ ბანაკის აზრით ჰიპერაქტურობის სინდრომი ვლინდება იმაში, რომ ასეთ ბავშვს უჭირს რაიმეზე ხანგრძლივად კონცენტრირება და ყურადღების შეჩერება, გარდა ამისა გარე და შინაგანი ინფორმაციის გადამუშავება, რაც ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე და საკმაოდ მაღალი ინტელექტის მიუხედავად   სწავლებას უქმნის პრობლემებს.
    სპეციალისტთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ჰიპერაქტიური ბავშვების ქცევის თავისებურება არ არის გამოწვეული რომელიმე სახის ფსიქიკური დარღვევით ან პათოლოგიებით. ბავშვთა ”ტვინის ბიოქიმიური დისბალანსი” , რომლის თაობაზეც მშობლებს ესაუბრებიან საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ექიმები, სერიოზული მეცნიერული დასაბუთებით არ არის დადასტურებული, არ დგინდება არც ანალიზებით და არც ტვინის სკანირებით. სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დაუშვებელია   ჭარბი ენერგიის მქონე და გადამეტებულად   აქტიური, ემოციური, ყველა ბავშვი მივაკუთვნოთ ნერვიული სისტემის დარღვევისა ან დაავადების მქონე ბავშვთა კატეგორიას. მათი აზრით, საქმე გვაქვს ახალ თაობასთან, რომელსაც გააჩნია განსხვავებული მოთხოვნილებები, სურვილები, ტემპერამენტი და უფრო მოსაწონია სისწრაფე, მაღალი აქტიურობა, ემოციურობა, გარდა ამისა ახასიათებთ ეგოიზმის მომატებული დონე და, რომ ეს ყველაფერი კაცობრიობის განვითარების ბუნებრივი პროცესის, ევოლუციის კანონზომიერებაა.

    მშობლებიც ასეთი ბავშვების მიმართ თავისი დამოკიდებულებითა და შეფასებით განსხვავდებიან. ისინი, ვისაც აღიზიანებს ბავშვის ჭარბი ენერგიულობა და სწრაფი მოძრაობა, ასე ახასიათებენ მათ: ჭარბად აქტიური, გაუწონასწორებელი, უმართავი, იმპულსური, უყურადღებო, დაუდეგარი, ადვილად აღგზნებადი, ფიცხი. მშობელთა მეორე ნაწილი, რომელიც მეტი მოთმინებით, სითბოთი და სიყვარულით ექცევა ასეთ ბავშვებს, მათ ახასიათებს: ლაღი, დაუდგომელი, მოუთმენარი, მკვირცხლი, გაბედული, უშიშარი, ცნობისა და ცოდნის   მოყვარე. ანუ აქაც აზრთა სხვაობაა.
    მართლაც, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? მოდით შეფასების ობიექტურობისათვის გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანის თაობა საკმაოდ განსხვავდებოდა წინა თაობებისაგან, მაგრამ ამ სხვაობებისათვის   არავის არ მიუცია დიაგნოზის ფორმა. ალბათ ჰიპერაქტიურობის გამოვლენა - თაობათა შორის სხვაობაა.
    რა ესაჭიროება ჰიპერაქტიურ ბავშვს? ძალიან გამარტივებულად, რომ ვთქვათ: ყურადღების მიქცევა - კი; განგაში, თუ ამისათვის რაიმე განსაკუთრებული მიზეზები არ არსებობს, - არა. მაგრამ, ურიგო არ იქნება, მითუმეტეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.

    P.S. თუ თქვენთვის აქტუალურია ეს პრობლემა, გესაჭიროებათ რჩევა, დარიგება - დასვით შეკითხვა და მიღებთ სპეციალისტის განმარტებას. იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემატიკით დაინტერესდება მშობელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, საიტზე გამოქვეყნდება უფრო დეტალური სპეციალური სტატია.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (2)

    კომენტარები  
    ალექსანდრე ეჯიბაძე 03 აპრილი 2011
    გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ მასალებს:  დისგრაფია - წერის უნარის ნაწილობრივი დარღვევა   დისლექსია და დისგრაფია - უცნაური მოვლენა ბავშვის განვითარებაში  
    მაკო 03 აპრილი 2011
    ჩემი შვილი არის ძალიან მოძრავი... ფსიქოლოგს მივმართე მხოლოდ მისი სკოლაში მიყვანის შემდეგ, უკვე მეორე კლასშია მაგრამ წერა არ უნდა, ანუ 2 წელია მას არ დაუწერია საერთოდ,მაგრამ ყველა ასო იცის,გონება გასნილი აქვს და ზეპირად იმახსოვრებს ყველაფერს, მაგრამ დიდი პრობლემაა ჩემთვის რომ არ წერს.თავიდან ვიფიქრე რომ მასწავლებელის ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყ ამიტომ სხვა სკოლაში გადავიყვანე,სკოლაში უყვარს სიარული მაგრამ წერა და მეცადინეობა არ უნდა.  ფსიქოლოგის დიაგნოზი ბავშვი ჰიპერაქტიურია. იქნებ მირჩიოთ რამე, საგანგაშოა თუ არა ეს?
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    დასაქმება/კარიერა/ბიზნესი კვალიფიკაციის ამაღლება საზოგადოებრივი ურთიერთობები მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო დაწესებულების მართვა სასარგებლო რჩევები მშობელი და ოჯახი რელიგია ბავშვის აღზრდა გაერთიანებები/სოციალური ქცელები ფიზიკური კულტურა და სპორტი მეცნიერება/ტექნიკა სარეკლამო მომსახურება განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბუნება/ეკოლოგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში პედაგოგიკა/ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულებები გართობა/თამაშები დასვენება/ტურიზმი ადამიანთაშორის ურთიერთობა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სხვა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები გამოცემები/პუბლიკაციები ბავშვის კვება და მოვლა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ინტერესები/კონკურსები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019