მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მიზეზები და პრევენცია ნანახია (18945) - ჯერ 02 აგვისტო 2011

     ქვეყნის მომავალი სწორედ იმით განისაზღვრება თუ როგორ ახალგაზრდობას აღზრდის ის დღეს. Aამ ამოცანის გადაჭრა არ შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სკოლას ან ოჯახს დაეკისროს. Mმის გადაჭრას სახელმწიფოსაგან კომპლექსური მიდგომა სჭირდება. Aამიტომაა აუცილებელი გაირკვეს და გაანალიზდეს ის მიზეზები, რაც განაპირობებს არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების ჩადენას, რათა აღარ განმეორდეს ძველი შეცდომები და უფრო ხარისხიანად და ეფექტურად მოხდეს დასახული მიზნების განხორციელება.

     

         საზოგადოება ყოველთვის ეძებდა დანაშაულზე რეაგირების ოპტიმალურ საშუალებას, იმისათვის, რომ თავი დაეცვა დანაშაულისაგან, რომელიც ხდებოდა ან შეიძლება მომხდარიყო.

     

         დანაშაულზე სოციალური კონტროლის პირველ ფორმად შესაძლებელია მივიჩნიოთ სისხლის აღება. იგი წარმოიშვა როგორც დამსჯელი ინსტიტუტი, რაც დამახასიათებელი იყო მონათმფლებელური და ფეოდალური საზოგადოებისათვის, მაგრამ შემდგომში დემოკრატიული საზოგადოების განვითარების კვალდეკვალ, სამაგიეროს გადახდის პრინციპი ეჭვქვეშ დადგა. პოპულალური გახდა ფრანგი განმანათლებლების იდეა იმის თაობაზე, რომ უფრო შედეგის მომტანია არა დამნაშავის დასჯა, არამედ დანაშაულის თავიდან აცილება.

     

         თანამედროვე კრიმინალისტიკური მეცნიერება ორიენტირებულია სწორედ დანაშაულის ჩადენის მიზეზების აღმოფხვრაზე, რომ ადამიანებში, განსაკუთრებით მოზარდებში დამკვიდრდეს კანონმორჩილება, საზოგადოებისათვის მისაღები მორალი და ღირებულებები. დანაშაულის პროფილაქტიკის თანამედროვე კონცეფციები მოგვიწოდებენ დამსჯელობითი ზომებიდან სამედიცინო-ფსიქოლოგიურ, ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ და სოციალურ-სამართლებრივ დახმარებაზე გადასვლისაკენ, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფების და ფსიქოლოგიურ-სოციალურ განვითარებაში გადახრების მქონე მოზარდებისათვის.

     

         წინამდებარე ნაშრომის მიზანია ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს არასრულწლოვანთა დამნაშავეობის ძირითად მიზეზებძე, რომლებიც დღეს მოქმედებს საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში. ნაშრომში განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცა: არასრულწლოვნის პიროვნება, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მიზეზები, არასრულწლოვანთა დანაშაულობის თავიდან აცილების მექანიზმები და საქართველოში არსებული მდგომარეობა აღნიშნული კუთხით.

     

     

     

    Aასრულწლოვნის პიროვნება და სპეციფიკური ნიშნები

     

     

     

         ასრულწლოვნის ან მოზარდის ზოგადი ცნება არ არსებობს. Mმოზარდობის ანუ არასრულწლოვნობის ასაკი არის ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის პერიოდი. ასრულწლოვნის განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და იგი მათი ზეგავლენის ერთგვარი შედეგია(ნაყოფია).

     

         ასრულწლოვანი ასაკიდან გამომდინარე მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სოციალურად დაუცველი ფენაა. ასწორი ოჯახური აღზრდა, შეფერხებები სასწავლო პროცესის წარმართვაში და სხვა ხასიათის ნეგატიური პრობლემები პირდაპირ კავშირშია იმ სოციალურ გადახრასთან, რომლებიც ხშირად ხელს უწყობენ არასრულწლოვნის დანაშაულებრივ გზაზე აღმოჩენას.

     

         არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მიზეზების კვლევისას, უპირველესყოვლისა, აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ არასრულწლოვნის ფსიქოლოდიას, ნებისყოფას, მოზარდის პიროვნებად ფორმირების კანონზომიერებებს. Eეს კიდევ უფრო გაგვიადვილებს იმ ფაქტორების გამოკვეთას, რომლებმაც მოზარდს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.

     

         გზა, რომელსაც ბავშვი დასრულებულ პიროვნებად ჩამოყალიბებამდე გაივლის არ მიმდინარეობს სწორხაზოვნად. იგი რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ საფეხურს შეიცავს. ზოგ საფეხურზე ბავშვის პედაგოგიური მართვა შედარებით ადვილია, ზოგზე კი ისეთ დაბრკლებას აწყდება რომლის წარმატებით გადალახვა დიდ აღმზრდელობით მუშაობას, საფუძვლიან მეცნიერულ ცოდნას და ფაქიზ პედაგოგიურ ტაქტს მოითხოვს.

     

         11-12 წლის მოზარდებში, პიროვნების სულიერი ცხოვრების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. Gგარდატეხის პერიოდში მოზარდში აღინიშნება ენერგიის დიდი მოზღვავება, რომელსაც ყოველგვარი სულიერი და მორალური ნორმების გათვალისწინების გარეშე სურს თავი იჩინოს (დაიხარჯოს). მოზარდი საკუთარი “მე”-ს გამოჩენის მიზნით ხშირად ჩადის ისეთ ქმედებას, რაც სცილდება სოციალური ურთიერთობის ნორმებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. Bბავშვი, რომელიც აქამდე მორჩილი და გამგონი იყო ერთბაშად იწყებს “აჯანყებას” უფროსების, მშობლებისა და მასწავლებლების წინააღმდეგ და ცდილობს მოქმედების სრულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს.

     

         სრული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ამ ასაკის ბავშვბთან სხვდასხვა ძალით იჩენს თავს. ერთთან იგი ზომიერ ფორმაში ვითარდება, მაშინ როცა მეორესთან ნიაღვარივით მოვარდება და უფროსებისდმი მორჩილების ყველა ფსიქოლოგიურ საფუძველს შლის და ანგრევს. Mმოზარდი განსაკუთრებით მოითხოვს მისი პიროვნებისადმი პატივისცემას, თანაგრძნობას, ანგარიშის გაწევას, მას აბრაზებს და ცუდ განწყობაზე აყენებს მისი პიროვნების დამცირება და გაუფასურება.

     

         როცა მოზარდი ჩაბმულია საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში, მასში სოციალურად მისაღები ქცევის წესები და ნორმები ფიქსირდება, დადებითი სოციალური შინაარსის ნებისყოფა მტკიცდება. Mმაგრამ ზოგჯერ მოზარდი სათანადო აღმზრდელობითი ზემოქმედების უკმარისობის გამო ვერ ერთვება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანიბაში. ვერ მიყვება სოციალურად მისაღებ ქცევის ნორმებს, არ ფიქსირდება მასში დადებითი ზნეობრივი წესები, იწყება საზოგადოებისაგან მისი განსხვისება, წარმოიქმნება ერთგვარი სიცარიელე, რომლის შესავსებად აუცილებელი ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებიდან გადახრილ ჯგუფებთან დაკავშირება, გზა ეხსნება მიუღებელი ნორმების ათვისებას, ზნეობრივად გაუმართლებელი აქტივობის უნარის განვითარებას. ასეთ ვითარებაში იქმნება მცირე სოციალური ჯგუფები, მოქმედებათა საკუთარი სტანდარტებით.

     

         ასრულწლოვან დამნაშავეთა ძირითად ბაზას სწორედ ე.წ. რთული ბავშვები შეადგენენ. მათთვის დამახასიათებელია გარემოს მტრულად აღქმა და აღზრდისადმი აქტიური წინააღმდეგობა. მკვეთრად გამოხატული სიჯიუტე, კაპრიზულობა, ღირებულებებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ისინი ხშირად უხეშები, ცინიკოსები, თავხედები არიან.

     

         ძნელადაღსაზრდელის პროტესტი ძირითადად შემდეგნაირად გამოიყურება: აქვს სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, პერიოდულად აცდენს გაკვეთილებს, თავშეუკავებელია, აგრესიული, ხმაურობს, ჩხუბობს ამხანაგებთან, არ ერიდება უწმაწურ გამოთქმებს, სიცრუეს, ეტანება ალკოჰოლს, სიგარეტს, ჯიბრზე არღვევს დისციპლინას. ცდილობს ყურადღება მიაქციოს გარეგნული ეფექტებით (თმის ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი, სიარულის მანერა, ჟარგონებით მეტყველება). იზიდავს ფუქსავატური, მსუბუქი ცხოვრება, ქუჩაში უმიზეზოდ ხეტიალი, მოსწონს ფილმები სუპერმენებზე, ძალადობაზე, აინტერესებს “შავი სამყაროს” ცხოვრება, უარს არ ამბობს გამოძალვასა და წვრილმან ქურდობაზე. აქედან კი დანაშაულამდე რამდენიმე ნაბიჯია. Mმარტივად რომ ვთქვათ, ძნელადაღსაზრდელები დამნაშავეთა რეზერვია.

     

    არასრულწლოვანთა დანაშაულობის პრევენციული ღონისძიებანი

     

         პრევენცია ანუ პროფილაქტიკა დანაშაულთან და სხვა სამართალდარღვევასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებაა. მის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის აღკვეთა-აცილება. დანაშაულის პროფილაქტიკის უშუალო სუბიექტები არიან სამოქალაქო საზოგადოების პირველადი რგოლები: ოჯახი, შრომითი და სასწავლო კოლექტივები. ისინი უშუალოდ ზემოქმედებენ ადამიანზე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობებზე, ანეიტრალებენ კრიმინოგენურ სიტუაციას, ადგენენ და თავიდან იცილებენ კონკრეტული დანაშაულების მიზეზებსა და პირობებს და ახდენენ რეციდივის პროფილაქტიკას.

     

         პროფილაქტიკა გულისხმობს ინფორმაციის შეკრებას და ანალიზს, აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. დანაშაულობასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებას, მის რეალიზაციას, მიღებული შედეგების შეფასებას.

     

         პრევენციული საქმიანობა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს: საგანმანათლებლოს, ფსიქოლოგიურს და სოციალურს. საგანმანათლებლო ასპექტი გულისხმობს მოზარდებისათვის ისეთი ინფორმაციის გდაცემას, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. Aამავე დროს დაეხმარება მოზარდებს თვითშემეცნებისა და იდენტურობის ჩამოყალიბებაში. Aამ მხრივ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტიც, რომლის მიზანია ახალგაზრდისათვის ადეკვატური თვითშეფასებბის, კონფლიქტების მოგვარების, გადაწყყვეტილების მიღების და სხვა ამგვარი უნარების ჩამოყალიბება და ბოლოს, სოციალური, რომელიც გულისხმობს მოზარდის სოციუმთან ადაპტაციის გაადვილებას.

     

     

     

    არასრულწლოვანთა დანაშაულობის პრევენცია საქართველოში

     

     

     

         სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს თანამედროვე სოციალუ-პოლიტიკური მდგომარეობა ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს. მაღალია არასრულწლოვანთა დანასაულობის ხვედრითი წილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით 2004 წელს საქართველოში იყო 598 არასრულწლოვანი მსჯავრდებული მათ შორის 10 გოგონა, 2005 წელს 475 (6 გოგო),  2006 წელს 1002 (23 გოგო) 2007 წელს 1060 (34 გოგო), 2008 წელს 1166 (47 გოგო). პროცენტულად დიდია ქურდობის, ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვის პროცენტული მაჩვენებელი, შემდეგ მოდის ისეთი დანაშაულები როგორიცაა მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

     

         საქართველოს პროკურატურასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. Pპროკურატურის წარმომადგენლები სკოლებში ლექციებს ატარებენ სამართლებრივ საკითხებზე, რაც მაღლა სწევს განათლების დონეს და პრევენციის კარგი მექანიზმია. განათლბის სამინისტრომ თბილისი სკოლებში დაიწყო ახალი პროექტის პილოტირება, რაც სკოლაში მანდატურის ყოფნას ითვალისწინებს. Mმანდატურები არ არიან პოლიციელები და არც რაიმე კავშირი აქვთ მათთან. Mმანდატურს არც იარაღი აქვს და არც ხელბორკილი. ისინი ერთი მხრივ დისციპლინას იცავენ სკოლაში, მეორე მხრივ კი თუ ბავშვს ქცევითი პრობლემა აქვს, მშობლებთან და სკოლის დირექტორებთან იმუშავებენ, მისცემენ რეკომენდაციებს, იმსჯელებენ დისციპლინურ სასჯელზე და სხვ.

     

         დადებითი შედეგი უნდა გამოიღოს ასევე უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის აღდგენამ. მითუმეტეს თუ მათ საპატრულო ეკიპაჟები და ქვეითი პატრულებიც დაეხმარებიან. Uუბნის ინსპექტორმა აუცილებლად უნდა იცოდეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე რამდენი მოზარდი ცხოვრობს, ვინ სად სწავლობს ან მოღვაწეობს, უნდა იცოდეს რა მისწრაფება აქვთ ამ მოზარდებს, რა აინტერესებთ. Eეს ხელს შეუწყობს ე.წ. რთული ბავშვების გამოვლენას.

     

         აღსანიშნავია მართლმადიდებლური ეკლესიის როლიც. მოძღვართან აღსარებაზე სისტემატიური სიარული, რელიგიური წესების დაცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მრევლის წევრებთან ურთიერთობა – თვითდისციპლინას უვითარებს მოზარდებს.

     

         2002 წლიდან საქართველოში მოქმედებს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. Aამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან. Kკანონი ასევე კრძალავს არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვას; არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და სასმელების რეალიზაციას. აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზრტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება; ასეთ დაწესებულებებში მათი მუშაობა.

     

         სკოლებში ხშირია უფროს კლასელების მხრიდან უმცროს კლასელებზე ზეწოლა ფულის გამოძალვის მიზნით. სწორედ ამიტომ  უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტი სკოლის ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ხმარებიდან ამოღებაა. სკოლის სასადილოში აღარ მოხდება ნაღდი ფულის გადახდა, ფულის ნაცვლად ბავშვებს პლასტიკური ბარათები ექნებათ, რომელზეც მშობლები თანხას ჩარიცხავენ. იგეგმება სხვა პროგრამების განხორციელებაც, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ეთიკურ განვითარებას.

     

         უცილებელია სკოლაში შეიქმნას ფსიქოლოგიური სამსახურები, რომლებიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა შორის კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობის მიზეზების შესწავლას და გაანალიზებას, გააცნობს მოზარდებს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ხელს შეუწყობს უფროსკლასელებისათვის მორალისა და ეთიკის პრობლემებზე სადისკუსია ცენტრის შექმნას.

     

         ასევე სასურველია შეიქმნას საგანმანათლებლო წრეები, სადაც მოზარდები გაეცნობიან სპეციალურად მათთვის შერჩეულ ლიტერატურას, უყურებენ ფილმებს, რომელთა ირგვლივაც ბავშვებს შორის გაიმართება დებატები. შემუშავებული იქნება მონდომებული მოზარდების წახალისების ფორმებიც.

     

         უმნიშვნელოვანესია, რომ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებამ არ შეილახოს ბავშვთა უფლებები, თუმცა ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიზიაროს რა ზიანი გამოიწვია მისმა დანაშაულმა და გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

     

     

     

    დასკვნა

     

     

     

         არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის პროფილაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი საზოგადოებაში დამნაშავეობის აცილებისა. იმისათვის რომ ეს ძალისხმევა იყოს ეფექტური, აუცილებელია, რომ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ბავშვთა ჰარმონიული განვითარებსის მიზნით წარიმართოს. არასრულწლოვანთა აღზრდის პრობლემა გლობალურად უნდა იქნეს გააზრებული. Pპასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველა უწყებამ: სასწავლო დაწესებულებებმა, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულმა, სპორტულმა და კულტურულმა ორგანიზაციებმა.

     

         ამასთან, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სხვა ქვეყნების მუშაობის პრაქტიკაში არსებული პრევენციის ფორმები და მეთოდები. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა მექანიკურად, არამედ ეროვნული თავისებურების გათვალისწინებით.

     

    ავტორი :ელა კუსიანი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | იურისპრუდენცია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა რელიგია მედიცინა და პროფილაქტიკა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება დასვენება/ტურიზმი მშობელი და ოჯახი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი საზოგადოებრივი ურთიერთობები განათლება საქართველოში და მსოფლიოში გართობა/თამაშები ბავშვის აღზრდა ინტერესები/კონკურსები გამოცემები/პუბლიკაციები ბავშვის კვება და მოვლა ფიზიკური კულტურა და სპორტი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი კვალიფიკაციის ამაღლება ბუნება/ეკოლოგია სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სარეკლამო მომსახურება მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასარგებლო რჩევები საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო დაწესებულების მართვა სიახლე განათლების სფეროში ადამიანთაშორის ურთიერთობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019