მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ტვირთის გადაზიდვის სამართლებრივი ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით ნანახია (13448) - ჯერ 02 აგვისტო 2011

        ცივილიზებული საზოგადოების არსებობა ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელია. ტრანსპორტი ეკონომიკური საქმიანობის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან საქონლის (ტვირთის) ან ადამიანთა გეოგრაფიული ადგილის შეცვლის გზით. საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები კვლავაც რჩება ქვეყანაში საინვესტიციო საქონლის შემოტანის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ, ასევე ასრულებენ ძირითად როლს მოსახლეობის სურსათით და სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით მომარაგებაში. ტრანსპორტის ქსელის გაფართოება ხელს უწყობს ჩამორჩენილი რაიონების ეკონომიკურ აღმავლობას, სხვა რაიონების კულტურის კერებთან დაკავშირებასა და დაახლოებას.

     

         საქართველო წარმოადგენს ევროპა-კავკასია-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო სისტემის საკვანძო პუნქტს. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს უჩნდება რეალური შანსი გაატაროს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადი, რაც საგრძნობლად გაზრდის ქვეყნის შემოსავლებს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, ხელს შეუწყობს წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებას. რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ისეთი დარგების აღორძინებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ტურიზმი. გამართული სატრანსპორტო სისტემა განაპირობებს მარალი ხარისხის სერვისს, იაფ და ეფექტურ მიწოდების ქსელს.

     

         საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ძირითად მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. მისი დანიშნულებაა მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურებს შორის კავშირის დამყარება კოოპერაციის და კოორდინაციის, საერთაშორისო კონვენციებისა და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

     

         ტრანსპორტის სფეროში2 ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეუმუშავებს და ამ სფეროში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.3 ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება, ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა.

     

         ტრანსპორტი შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი ქვესისტემის სახით: საერთო სარგებლობის ტრანსპორტი, რომელიც მომხმარებელს აწვდის სხვადასხვა სახის პროდუქციას და არასაერთო სარგებლობის ტრანსპორტი, რომელიც მასალებსა და სხვა სახის ნედლეულის მომოქცევის საშუალებაა, რომელსაც არა აქვს მიღებული საბოლოო პროდუქციის სახე და არის მოქცეული მიმოქცევის სფეროში.

     

         საერთო სარგებლობის ტრანსპორტის სახეებია: სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო, საჰაერო და მილსადენი ტრანსპორტი. თითოეული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით და რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მაგალითად, საჰაერო ხომალდით განხორციელებული გადაზიდვა სამართლებრივად წესრიგდება საჰაერო კოდექსით; საზღვაო გადაზიდვები – საზღვაო კოდექსით; საავტომობილო გადაზიდვები – საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონით. ამასთან, ტრანსპორტის ყველა სახისათვის მოქმედებს საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები. აღნიშნული სამართლის წყაროები სარგებლობენ უპირატესობით ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუ საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან.

     

         საქართველოში მოქმედებს შემდეგი საერთაშორისო კონვენციები:

     

    ·         ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ;

     

    ·     კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია “ჰააგა-ვიზბის წესები”;

     

    ·         ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაეროს 1978 წლის კონვენცია “ჰამბურგის წესები”.

     

         წინამდებარე ნაშრომის მიზანია ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს თუ როგორ რეგულირდება სამართლებრივად ტვირთის გადაზიდვის პროცესი საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით. Gგანხილულ იქნება გადაზიდვის ხელშეკრულება, როგორც გადაზიდვის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ძირითადი ბაზისი, გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმები, ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა და მხარეთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტის წესი.

     

    G2. გადაზიდვის ხელშეკრულება.

     

         დღეისათვის სამეწარმეო ურთიერთობების ძირითად ბაზისს ხელშეკრულება წარმოადგენს. ნებისმიერი საწარმოს კომერციული გეგმის რეალიზაცია შეუძლებელია გარიგებისა და ხელშეკრულების გარეშე. იყო მეწარმე, განახორციელო სამეწარმეო საქმიანობა და არ დადო ხელშეკრულება - უბრალოდ წარმოუდგენელია.

     

         ხელშეკრულება მხარეებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმებაა, იურიდიული აქტია, რომელშიც გამოხატულია ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის თანხმობა. ყველა საქმიანი ურთიერთობა სამეურნეო სუბიექტთა შორის რეგულირდება კანონმდებლობითა და იმ პირობებით, რომლებსაც ისინი ითვალისწინებენ შესაბამის ხელშეკრულებაში. კომერციული საქმიანობის წარმატება მნიშვნელოვნადაა განპირობებული იმით, თუ რამდენად სწორადაა შედგენილი და გაფორმებული ხელშეკრულება. Eეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს, მათ პასუხისმგებლობას, მიწოდების ვადებს, ანგარიშსწორების წესებს და სხვ.6

     

         ტვირთების გადაზიდვას ყოველთვის წინ უსწრებს შეთანხმების მიღწევა ხელშეკრულების ძირითად პირობებზე, როგორიცაა ვადები და ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო სატრანსპორტო ერთეულების ოდენობა, ასევე ტვირთის მოცემულობა და მისი თვისებები. სამოქალაქო კოდექსი პირს, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვას, ავალებს დადოს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. ასეთი შეთანხმების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე რაციონალურად და ეკონომიურად იქნეს გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები.

     

         საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიტანოს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი7 დანიშნულების ადგილზე და გადასცეს იგი ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ხოლო გამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის საფასური.

     

    F  ფრახტის (ჩარტერის) ხელშეკრულების საფუძველზე, ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი).

     

         ჩარტერის დროს ხდება ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების მთლიანი ტევადობის ან მისი ნაწილის გამოყოფა ერთი ან რამდენიმე რეისით. შესაბამისად, გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებად გვევლინებიან: ტვირთგამგზავნი, გადამზიდავი ფირმები და ტვირთმიმღები. “მიმღები” არის ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, მიმღები შეიძლება თავად იყოს ტვირთის გამგზავნი.

     

    G   გადამზიდავი ფირმები ფლობენ სატრანსპორტო საშუალებას და სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე ახორციელებენ გადაზიდვას. ნებართვას იძლევა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ნებართვის გაცემის წესი დგინდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საექსპლოატაციოდ არ დაიშვება.

     

         სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი მძღოლები გზებზე ტვირთის გადაზიდვის დროს ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.

     

         საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ჩადენილი განზრახ თუ გაუფრთხუიილებლობით გამოიწვევს სხვადასხვა სახის იურიდიულ პასუხისმგებლობას: ადმინისტრაციულს, სამოქალაქოს თუ სისხლის სამართლებრივს.

     

         საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის ძირითადი წყაროებია: განზრახი, გაუფრთხილებებლი ქმედებები, ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა, გზებისა და მაგისტრალების მოუწესრიგებლობა და სხვ.

     

    G3. გადაზიდვის ხელშრეკრულების ფორმები

     

          სსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გარიგებისათვის კანონით არ არის განსაზღვრული სპეციალური ფორმა სსკ-ის 68-ე მუხლით დეკლარილებულია მხარეთა უფლებამოსილება - თვითონ განსაზღვრონ იგი.

     

          თუ არ არის დაცული კანონით გათვალისწინებული ფორმა, ნების გამოვლენა არ არსებობს. Fფორმა არ არის თვითმიზანი, არამედ სხვადასხვა მიზნის მიღწევის საშუალებაა და განპირობებულია ამ მიზნებით. Fფორმის მიზნებია: გარიგების დადების სიცხადე, მისი შინაარსის სიცხადე, მტკიცების გამარტივება და სხვ.

     

    G   გადაზიდვის ხელშეკრულებები მათი ფორმების მიხედვით შეიძელება დავყოთ შემდეგ ტიპებად: ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება ზედნადების ან კონოსამენტის სახით (ეს არის კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის რეალური ხელშეკრულებები); ხელშეკრულებები, რომლებშიც ოფერტის აქცეპტირება ხდება კონკლუდენტური ქმედებებით (სატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ განცხადების ან სხვა შეკვეთის მიღება ტვირთის გამგზავნისგან ტვირთის გადასაზიდად ტრანსპორტის გამოყოფის თაობაზე), ხელშეკრულებები, რომლებიც იდება საერთო წესით.

     

         გადაზიდვის ხელშეკრულების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ზედნადები. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზების ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებით, რომლებითაც გადაზიდვის ხელშეკრულება წესრიგდება.

     

         ზედნადები წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება. ზედნადები გამოიწერება 3 ეგზემპლარად. Pპირველი პირი გადაეცემა გამგზავნს, მეორე პირი თან ახლავს ტვირთს, მესამე პირი რჩება გადამზიდავთან. ზედნადები წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების დადების, მისი პირობების, გადამზიდვლის მიერ ტვირთის მიღების მტკიცებას10 – პრიმა ფაციე.

     

         გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა ის საბუთი, რომელიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო და სხვა მსგავს მოქმედებათა შესასრულებლად ან გადასცეს ეს საბუთები გადამზიდველს და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.

     

         ზედნადები ადასტურებს უმნიშვნელოვანეს მონაცემებს (სსკ-ის 674-ე მუხლი), რომლებიც ეხება ტვირთის გადატანას. ზედნადების მონაცემები სწორად და სრულყოფილად უნდა იქნეს შევსებული. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია.

     

    G4. გადაზიდვის ხელშეკრუელბის მხარეთა უფლება-მოვალეობანი

     

    G    გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები:

     

    G  გადამზიდველი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ტიპს; განახორციელებს ტვირთის ჩატვირთვას  ტვირთის გადაცემის ადგილას, ტვირთის ჩამოტვირთვას დანიშნულების პუნქტში. Gგადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნორმების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.

     

    G  გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. Mმას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. Gგადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთანდაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში. გამგზავნი ამზადებს ტვირთს გადასაზიდად; შეფუთავს სათანადოდ, ამზადებს დოკუმენტაციას.

     

         ხელკშეკრულების მხარეები ასევე თანხმდებიან გადაზიდვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაზე, გადახდის ვადასა და ანგარიშსწორების წესზე.

     

    G5. გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა

     

         თუ პირმა იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს კიდეც – PPაკტა სუნტ სერვანდა - ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის გათვალისწინებულია მხარეთა მატერიალური პასუხისმგებლობა.

     

         საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის.

     

         ტვირთის დაკარგვა გულისხმობს მიმღებისათვის მისი გადაცემის შეუძლებლობას კანონით დადგენილ ვადებში, რაც შეეხება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვას ანუ ე.წ. დანაკლისს, იგი გულისხმობს განსხვავებას გადასაზიდად მიღებული და მიმღებისათვის ჩაბარებული ტვირთის წონაში ან რაოდნობაში.

     

         გადამზიდველი პასუხსს აგებს ასევე ტვირთის დაზიანებისათვის. ტვირთი დაზიანებულად ითვლება, თუ დანიშნულების ადგილზე გადატანილი ტვირთის ხარისხი არ შეესაბამება მის პირვანდელ ხარისხს, რაც მითითებულია სატრანსპორტო დოკუმენტაციაში. ამდენად, გადამზიდველი პასუხისმგებელია მისთვის გადასაზიდად გადაცემული ტვირთის შენარჩუნებისათვის (ანუ პასუხს აგებს მისი დაკარგვის, დანაკლისისა და დაზიანებისათვის) ტვირთის მიღების მომენტიდან მიმღებისათვის დანიშნულების ადგილზე ჩაბარებამდე.

     

         გადამზიდველის პასუხისმგებლობის საერთო პირობას წარმოადგენს მისი ბრალი. ის პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისათვის, თუ არ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია უფლებამოსილი პირის (გამგზავნი, მიმღები) ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს.Aასევე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებიანა. Aამგვარად თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს მისი ბრალის არარსებობა ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე მითითებით, რათა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

     

         თუ სატრანსპორტო საშუალბით უნდა განხორციელდეს საფრთხის შემცველი (ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ა.შ.) ტვირთის გადაზიდვა, გამგზავნს ეკისრება ვალდებულება გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში დააზღვიოს ეს ტვირთი. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ასეთი სახის ტვირთის ტრანსპორტირება განსაკუთრებუილ სიფრთხილეს და სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს გადამზიდველისაგან, რისი განხორციელებაც მას მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა იცის გადასაზიდი ტვირთის სახე და თავისებურებანი.

     

    6. გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტის წესი

     

         ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული დავების განხილვა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, განსაკუთრებული საპრეტენზიო წესით. Pპრეტენზია ანუ ე.წ. რაკლამაცია არის მიმართვა გადამზიდველისადმი გადაზიდვის ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის გადახდის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის გადახდის ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. პრეტენზიის და სარჩელის წარდგენის ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში, ხოლო სპეციალური წესები განმტკიცებულია შესაბამის სატრანსპორტო კანონმდებლობაში. სამოქალაქო კოდექსი ადგენს პრეტენზიის წარდგენის წესსა და ვადებს.

     

         თუ მიმღები ტვირთის მიღებისას გადამზიდველთან ერთად არ შეამოწმებს ტვირთის მდგომარეობას და არ წაუყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩააბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში. თუ მიმღები მიიღებს გადამზიდველთან ერთად შეუმოწმებელ ტვირთს და არ წაუყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. Gგარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს ტვირთის ჩაბარების დღესვე.

     

         აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ასეთი ნაკლის შემჩნევა სირთულეს არ წარმოადგენს და მიმღებს უპრობლემოდ შეუძლია ვიზუალურად შესამჩნევი ნაკლის აღმოჩენა ტვირთის მიღებისას. რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების შემთხვევაში, ისინი წარდგენილ უნდა იქნეს ტვირთის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა, რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანების არმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს.

     

         ასევე უნდა ითქვას, რომ კანონმდებელი კრძალავს პირებს შორის ისეთ შეთანხმებას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის იმ თავის წესებს, რომლებიც გადაზიდვის ურთიერთობებს არეგულირებს.

     

    D7. დასკვნა.

     

         ახალი რეალობა შესაძლებელს ხდის შეიქმნას ახალი სატრანსპორტო მარშუტები, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებს სხვადასხვა ეკონომიკურ რეგიონებს. Qქვეყნებს შორის, რომლებზეც შესაძლო მარშუტებმა უნდა გაიაროს ერთგვარი შეჯიბრებაა. ისინი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორებს განიხილავენ როგორც საკუთარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგვარ გარანტიას, რადგან ისინი საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად გადაქცევის საშუალებას იძლევა.

     

         გადაზიდვების ეფექტიანობას განსაზღვრავს 3 ძირითადი ფაქტორი: დრო, ტარიფი და მოსახურების დონე.

     

         პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთიანი, ძლიერი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო ადგილი აქვს შეუთანხმებელ მიდგომას საერთაშორისო ტრანზიტული გადაზიდვებისადმი. საკანონმდებლო სფეროში პრობლემების გადაუწყვეტელობა სასაზღვრო საბაჟო გადასასვლელებზე, პორტებზე, რკინიგზაზე აყენებს ზარალს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების სტაბილურობას და კონკურენტუნარიანობას.

     

    აღნიშნულიდან გამომდინარე რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას:

     

    ·         უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის და სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაცია;

     

    ·         უნდა გამარტივდეს და უნიფიცირებული გახდეს საბაჟო პროცედურების სისტემა;

     

    ·         უნდა შემცირდეს საბაჟო კონტროლის ხანგრძლივობა და ტვირთების გატარების ვადა.

         საბაჟო შეზღუდვების შერბილება, უმოკლესი და უსწრაფესი გადაზიდვების სისტემა, მოწესრიგებიული და უნიფიცირებული საკანონმდებლო ბაზა არის ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს და აამაღლებს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო გადაზიდვების ხარისხს.

    ავტორი :ელა კუსიანი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | იურისპრუდენცია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019