მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - დემოკრატიის იდეალი? ნანახია (13064) - ჯერ 07 სექტემბერი 2006

    შესავალი

         2010 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის პირდაპირ, უშუალო მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. 12 ნაფიცი მსაჯულისაგან შემდგარი სასამართლო, რომლის განსჯადობაც მოიცავს მხოლოდ შერჩეულ დანაშაულებს (საწყის ეტაპზე, 2012 წლამდე, დადგენილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გავრცელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის საქმეებზე - მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ისიც მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტს პირის ბრალეულობის საკითხს.1

     

        პირველად 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური ცვლილებით დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა  მონაწილეობა მართლმსაჯულების სისტემაში. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, “საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით”.

     

         თანამედროვე ქართული სინამდვილიდან გამომდინარე უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და თავისთავად მეტად აქტუალურია ამ ინსტიტუტის ირგვლივ მსჯელობა.

     

         აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაცია საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს შეჯიბრებითი და უფრო დემოკრატიული სისხლის სამართლის სისტემის შექმნას.

     

         ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების მიმართ საქართველოს იურისტთა წრეებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, უნდობლობა უცოდინრობით არის გამოწვეული. კერძოდ, საზოგადოება არ არის გათვითცნობიერებული ამ ინსტიტუტის შესახებ. სკეპტიკურად განწყობილი ნაწილი კი თვლის, რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის,Aარ გააჩნია ასეთი სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტრადიცია.2

     

         ამ სისტემის შემოღების ძირითადი მიზანი ისაა, რომ მართლმსაჯულება უფრო დემოკრატიული გახდეს და საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გაიზარდოს. ბუნებრივია, ნდობის ამაღლების სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველაზე სწრაფი და ეფექტურია, რადგან მოქალაქეები უშუალოდ ერთვებიან მართლმსაჯულების აღსრულებაში.

     

         წინამდებარე ნაშრომის მიზანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განხილვა დემოკრატიული ღირებულებების კონტექსტში და გაანალიზება იმისა, თუ რამდენად არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საშუალება დემოკრატიული მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შევეცდები პასუხი გავცე კითხვას, არის თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის იდეალი, თუმცა “იდეალი” რისამე სრულყოფილებას გამოხატავს და “იდეალური”, როგორც ასეთი, ბუნებაში არარსებულია.Mმაგრამ თანამდროვე დემოკრატიული ინსტიტუტების პირველოხარისხოვანი ფუნქცია, სწორედ რომ იდეალსა და რეალობას შორის არსებული სიცარიელის შევსებაა.

     

     

     

    ისტორიული წანამძღვრები

     

     

     

         ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისი ფესვები სახელმწიფოების წარმოშობის ადრეულ ეტაპზე გააჩნია. იგი უძველესი ტრადიციების მქონე სამართლებრივი ინსტიტიუტია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში.3

     

         საზოგადოება მართლმსაჯულების განხორციელებაში სხვადასხვა ფორმით უშუალოდ მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოში. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს  სამშობლოდ მე-11 საუკუნის ინგლისს მიიჩნევენ, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უფლების აღიარება მოხდა 1215 წელს, როდესაც მეფემ საყოველთაო სახალხო მოთხოვნის ზეგავლენით ხელი მოაწერა მაგნა კარტას. Dდოკუმენტს, რომელიც აღიარებდა ყველა ადამიანის უფლებას, მისი საქმე განხილული ყოფილიყო “თანამოქალაქეთა” მიერ.4

     

         ნაფიც მსაჯულთა სამართლოს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, უძველეს წინაპრად მიიჩნევენ ძველ ათენში არსებულ დიკასტერიას, იგივე ჰეილეიას. სახალხო მოსამართლეებს დიკასტერებსა და ჰელეასტებს უწოდებდნენ.

         იდეა, რომ რიგ მოქალაქეებს ხმის უფლება უნდა ჰქონოდათ, გაჩნდა ძვ. წ. V-VI საუკუნეების ათენში. დღევანდელ დემოკრატიულ საზოგადოებასთან შედარებით ათენის სახელმწიფო ნაკლებად დემოკრატიული იყო, ეს იყო დემოკრატია რჩეულთათვის (როცა თავისუფალი მოქალაქეების გვერდით არსებობდნენ მონებიც)5

     

         შუა საუკუნეებში, ნაფიც მსაჯულებს ხშირად ფიზიკურ ორდალიებს უქვემდებარებდნენ. მორჩილების მიზნით ისინი შეიძლება ჩაეკეტათ ოთახში, არ მიეცათ სითბო და საკვები, სანამ გამამტყუნებელ განაჩენს არ დაადგენდნენ. რაც თავისთავად მეტყველებს იმ პარადოქსზე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტი არსებობდა საზოგადოებაში, რომელიც განიცდიდა დემოკრატიის დეფიციტს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დემოკრატიული ხასიათი იყო წმინდა წყლის ფორმალობა. თუმცა არსებობს ისტორიული გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ცხადყოფენ დემოკრატიის ზრდის პროცესს.6

     

         1640 წელს ინგლისში 12 ნაფიცმა მსაჯულმა უარი თქვა შეთქმულებაში თანამონაწილეებად ეცნოთ უილიამ პენი და უილიამ მედი, რის გამოც ნაფიცი მსაჯულები 2 ღამით ჩაკეტეს საკვების და წყლის გარეშე. აღნიშნულ საქმეზე მთავარმა მოსამართლემ თავისი ისტორიული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არც ერთი ნაფიცი მსაჯული არ შეიძლებოდა დასჯილიყო თავისი ვერდიქტისათვის.

         ნაფიც მსაჯულთა ჟიური ერთადერთი სასამართლო წარმონაქმნია, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება – თუ ეს საჭიროა სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, იგი დააფუძნოს არა კანონზე, არამედ სამართლიანობის მისეულ გაგებაზე. სხვა სასამართლოებისგან განსხვავებით, ნაფიც მსაჯულთა  ჟიური ოპერირებს არა იურიდიული კატეგორიებით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებით, “საღი აზრით”, საზოგადოებრივი მორალით, ინდივიდუალური სინდისით, “ადამიანურობის” კრიტერიუმებით.N “ნაფიც მსაჯულთა ნულიფიკაცია” მათი დემოკრატიული ფუნქციის ცენტრალურ ელემენტს შეადგენს - “პარლამენტი ადგენს კანონებს და ძლიერ ხელისუფლებას შეუძლია მკაცრი კანონები დაადგინოს. Mმაგრამ ვერც ერთ ნაფიც მსაჯულს ვერ აიძულებ შეასრულოს ის, რასაც ეს უკანასკნელი მკაცრ კანონად ჩათვლის. Aამ მხრივ ნაფიცი მსაჯულები სასიცოცხლო როლს ასრულებენ დემოკრატიულ პროცესში. თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეს “თვისება” ძნელია ცალსახად დადებითად ანდა ცალსახად უარყოფითად შეფასდეს.

     

         მრავალი ვერდიქტი გახდა საზოგადოების ნეგატიური შეფასების საგანი. მაგ. საზოგადოების აზრით, სავსებით მხილებული (ორი პირის მკვლელობაში) სიმპსონის საქმე. Aასევე ესპანეთში ახალგაზრდა ბასკ ნაციონალისტ ორტეგის გამართლება. Aამ “გადახრილი ვერდიქტის” გამო აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ მას კინაღამ ემსხვერპლა ორიოდე წლით ადრე აღდგენილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.7

     

         ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დემოკრატიულობის ერთ-ერთი ნიშანი არის ასევე მისი წარმომადგენლობითი ხასიათი. ამ მხრივ გამოირჩევა თანამედროვე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც საზოგადოების გაცილებით ფართო წრის ინტერესებს წარმოადგენს, ვიდრე ეს იყო მე-18 საუკუნეში8

     

         1972 წლამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წევრობა  მხოლოდ მას შეეძლო, ვინც დადგენილ ქონებრივ ცენზს აკმაყოფილებდა. Aამის გამო ნაფიცი მსაჯულები უმეტესწილად იყვნენ მამრობითი სქესის, საშუალო ასაკის, საშუალო ინტელექტის და საშუალო კლასის წარმომადგენლები. Eაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, საზოგადოების ყველა წევრს არ შეეძლო მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, რაც თავისთავად მეტყველებს დემოკრატიის დაბალ ხარისხზე. შეიძლება საკითხი ასეც დაისვას: რამდენად შესაძლებელია დემოკრატია არსებობდეს ეკონომიკურად არამდგრად სახელმწიფოში?

         ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის დასაშვებად, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე, მით მეტია შანსი, რომ დემოკრატია იარსებებს. ეს იმ გავლენით აიხსნება, რასაც ეკონომიკური განვითარება ახდენს მოსახლეობის ხასიათზე. მაგრამ იმის დაშვებაც არასწორია, რომ თითქოს დემოკრატია მხოლოდ ეკონომიკის განვითარების მაღალი დონის პირობებში შეიძლება არსებობდეს.

         განვითარებული ქვეყნებიც განიცდიან ეკონომოკურ პრობლემებს, სიძნელეებს. ეს კი თავისთავად იწვეწვს პოლიტიკურ შედეგებს. ღრმავდება სოციალური წინააღმდეგობები. Eეკონომიკური დეპრესიის დროს ბევრად ძნელია მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, რაც ანელებს რწმენას დემოკრატიული მთავრობისადმი. სტაბილურ დემოკრატიულ სისტემებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ძვრებს, მაგრამ ახალი დემოკრატიებისათვის, რომლებსაც სტაბილურობის მისაღწევად ხელშემწყობი პირობები სჭირდებათ, ისინი გაცილებით სახიფათონი არიან.

         დემოკრატულ საზოგადოებაში არ შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიცაა დისკრიმინაციისგან თავისუფლების უფლება. დემოკრატია ეფუძნება საჯარო განხილვის, დარწმუნებისა და კომპრომისის პრინციპებს. Aარსებობს ყველანაირი აზრის გამოხატვის უფლება. დემოკრატია საზოგადოების შიგნით გულისხმობს აზრთა მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს, ასევე მისი წევრების თანასწორუფლებიანობას.

         1968 წლამდე მსაჯულთა შერჩევის პროცედურა კონფლიქტში იყო დემოკრატიულ იდეალებთან. Aასე მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში ნაფიც მსაჯულად ყოფნის უფლება მხოლოდ მაღალი ინტელექტის, განათლებისა და ზნეობის ადამიანებს ჰქონდათ.

         1940 წლამდე უმეტეს შტატში ქალთა მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში შეუძლებელი იყო.Mმე-20 საუკუნის მეორე ნახევარში  ქონებრივი, სქესობრივი, რასობრივი, ეთნიკური  კვალიფიკაციები, რომელიც ახასიათებდა ისტორიულ ჟიურის, გამოირიცხა. 1968 წელს კონგრესმა მიიღო ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და სამსახურის აქტი, რომლითაც K გაუქმდა მსაჯულების შერჩევისათვის დაწესებული სპეციალური მოთხოვნები და დაწესდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპი მთელი საზოგადოების ფართო სპექტრიდან. 1975 წლის გადაწყვეტილებაში ტეილორი ლუიზიანის წინააღმდეგ, უზენაესმა სასამართლომ დააწესა, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა უნდა მომხდარიყო შტატის დონეზე საზოგადოების ფართო ფენებიდან. ამავე გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა მსაჯულთა სქესობრივი დისკრიმინაციის ნიშნით შერჩევა და შტატებს დაევალათ მამრობითი და მდედრობითი სქესისის მსაჯულთა შერჩევისას ერთი და იგივე პროცედურით ესარგებლათ.10

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენცია

         სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად სახელმწიფო მექანიზმის სისტემაში ადგილს იმკვიდრებს სასამართლო ორგანო, რომელიც განიხილავს და წყვეტს კონკრეტულ საქმეებს. საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფოს განვითარების პარალელურად, ვითარდებოდა მისი მექანიზმის განუყოფელი ნაწილი – სასამართლო ორგანოები. Eეს იყო ევოლუციის ხანგრძლივი გზა, რომელმაც არსებული, საკმაოდ რთული სასამართლო სისტემა ჩამოაყალიბა.

     

         სასამართლო სისტემა – ამასთან, ფრიად დასრულებული სახით ჩამოყალიბებული გააჩნდათ და გააჩნიათ არასამართლებრივ, არადემოკრატიულ სახელმწიფოებსაც. სამართლებრივი სახელმწიფოს სასამართლო სისტემა ხასითდება საზოგადოებისკენ მკვეთრად ორიენტირებულობით, მასთან ღრმა და ყოველმხრივი ფუნქციური ურთიერთქმედებით.

     

         გავრცელებული მოსაზრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გვაქვს მხოლოდ იქ, სადაც არსებობს ორი ერთმანეთისაგან იურისდიქციულად დამოუკიდებელი, ფუნქციურად ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი სასამართლო წარმონაქმნი, რომელთაგან არაპროფესიონალური ნაწილი – ნაფიც მსაჯულთა ჟიური, მეორე ნაწილისაგან - პროფესიონალი მოსამართლისაგან დამოუკიდებლად, მისი მონაწილეობის გარეშე, ვითარცა “სინდისის სასამართლო”, თავის რწმენისამებრ წყვეტს ფაქტის საკითხებს. სამართლის ყველა საკითხს კი წყვეტს პროფესიონალი მოსამართლე – ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. Eეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს “ოქროს წესი”, რომლის დარღვევა მოასწავებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუციური თვითმყოფადობის არა მხოლოდ შელახვას, არამედ მის გაუქმებას.12

     

         ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, როგორც ცალკე აღებული სასამართლო რგოლი ან დამოუკიდებელი სტრუქტურა, არ არსებობს – ნაფიც მსაჯულთა ჟიური ფორმირდება რომელიმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთ ან იშვიათად მეტ პროფესიონალ მოსამართლესთან, რომელიც თავმჯდომარეობს სასამართლო სხდომებს.

     

         სასამართლო სისტემების, ძირითად კრიტერიუმთა საფუძველზე, კლასიფიკაციების მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს რომელიმე ტიპის სასამართლოს, ანდა სასამართლო სტრუქტურას-ორგანიზაციულად, იგი არის საქმეთა განხილვის ანუ მართლმსაჯულების განხორციელების ერთ_ერთი სპეციფიკური ფორმა.13

     

         მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის საკითხიც. მხოლოდ 4 ქვეყანაშია (აშშ, ირლანდია, კანადა, კვიპროსი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კანონისმიერი დებულებით უფლებამოსილი განიხილოს ყველა ან თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კატეგორიის დანაშაულთა საქმეები. აშშ-ში განსჯადობა (ქვედა ზღვარი) იწყება დანაშაულებიდან, რომელთა გამო კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 თვეზე მეტი ვადით.

     

         ზოგ ქვეყანაში (შვედეთი, ირანი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ერთობ შეზღუდულია – მინიმალურია. მისი იურისდიქცია ვრცელდება “ყველაზე სერიოზულ” დანაშაულთა საქმეებზე, რომელთა ჩამონათვალი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.

     

         ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ხშირად ეყრდნობა თვით ბრალდებულის (განსასჯელის) ნების გამოვლინებას შუამდგომლობით (მაგ.რუსეთში), ან რაიმე სხვა ფორმით ანდა მის თანხმობას, რომ საქმე განსახილველად გადაეცეს ნაფიც მსაჯულთა სასამათლოს. როგორც წესი ლაპარაკია იმ ბრალდებულებზე (განსასჯელებზე), რომლებიც თავს არ სცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

     

         საერთაშორისო თუ ევროპული სტანდარტები სავსებით “იგუებს” ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ეს სტანდარტები არ მოითხოვს სასამართლოებს მაინცდამაინც ნაფიც მსაჯულთა თუ ერთპიროვნული, პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მოსამართლეების, ან კიდევ “შერეული” შემადგენლობების სახით  - მთავარია, რომ იგი აკმაყოფილებს “სასამართლოს” მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

         ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესწავლა ნათელყოფს, როგორ მიიღწევა დემოკრატია, როგორია ხალხის თვითმმართველობის უნარი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ააშკარავებს დემოკრატიის მანკიერებებს და ღირსებებს, ამასთან, ხელს უწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, კანონისადმი, სასამართლო გადაწყვეტილებებისადმი პატივისცემის გაზრდის ანუ საზოგადოების სამართლებრივი კულტურის ამაღლების გზით.20

     

         საკამათო არ არის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველთვის ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. დიდია უფსკრული თანამედროვე დავების სირთულესა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კვალიფიკაციას შორის. ხშირია შემთხვევები, როცა ერთია კანონის მოთხოვნები და მეორეა მართლმსაჯულება. კანონი უნდა ექვემდებარებოდეს დემოკრატიულ ინტერპრეტაციას, იმდაგვარად რომ მასში აისახოს საღი აზრი და საზოგადოების ღირებულებები, ვისი სახელითაც არის დადგენილი კანონი.14

     

          მართლმსაჯულების განხორციელება არ ნიშნავს იმის კეთებას რაც პოპულარულია. დემოკრატიული საზოგადოება, უმრავლესობის ნების მიუხედავად იცავს არაპოპულარული (რიგითი მოქალაქის) პიროვნების თავისუფლებას.

     

          ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმება, როგორც წესი, ისტორიულად, უკავშირდება ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ რეჟიმებს. Aამ ინსტიტუტის შემოღება კი შემოღება ემთხვეოდა ლიბერალური რეფორმების ეპოქას, (ევროპულ რევოლუციებს ლაიტმოტივად გასდევს ინსტიტუტის შემოღება. აშშ-ში ინსტიტუტი დაინერგა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების  მომენტიდან 1776წ.) რეფორმატორ მეფეთა ინიციატივას – მოეპოვებინათ სასამართლოსადმი ნდობა. თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემდგომში არაერთხელ იქნა გამოყენებული მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ აშშ, რომელიც დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ამერიკელ თავისუფლებისათვის მებრძოლთა მთავარი მოთხოვნა იყო, ჰქონოდათ ნაფიც მსაჯულთა დამოუკიდებელი სასამართლოს არჩევის უფლება, ხოლო მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ამერიკელი მეწარმე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პასუხისგებაში მისცა მისთვის გადასახადის გადაუხდელობისა თუ მეფის ხელისუფლების კრიტიკის გამო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ისინი გაამართლა (მაგ, პეტერ ზენგერის საქმე).15

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიუკერძოებლობა

         დამოუკიდებლობის ნიშნის გარეშე სასამართლო საერთოდ კარგავს თავის ინტიტუციურ თვითმყოფადობას და სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ დანიშნულებას, რადგან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ნიშანია.

     

         ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის უმთავრესი ღირსებაა არა მარტო ის, რომ მსაჯულებში თავს იყრის ხალხური სიბრძნე, მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და სამართლიანობის გრძნობა, არამედ ისიც, რომ ისინი გაცილებით დამოუკიდებელნი და შეუბოჭავნი არიან, ვიდრე თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობითა და მისგან გამომდინარე პასუხისმგებლობით “დამძიმებული” მოსამართლე ჩინოვნიკები. მით უფრო რომ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, მსაჯულები არავის წინაშე არ აგებენ პასუხს მიღებული გადაწყვეტილებისათვის, მათ ვერდიქტის დასაბუთებაც კი არ ევალებათ. ამასთან, ფაქტის სწორად დადგენა უფრო შესაძლებელია 12 პირის მსჯელობის შედეგად, ვიდრე ერთი მოსამართლის მიერ.16

     

         ხალხის უშუალო მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში, არის პრინციპი, რომელიც გამოხატავს მართლმსაჯულების დემოკრატიულ საწყისს და საზოგადოების სამართლებრივი კულტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ხალხის უშუალო მონაწილეობა უკეთ უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების სოციალურ კონტროლს, ხელს უშლის “ხალხის ინტერესებიდან მის დისტანცირებას”, რითაც ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებას, ზნეობრივად “ამტკიცებს” მას, უმაღლებს ავტორიტეტს, საზოგადოებაში ამკვიდრებს სამართლიანობის განცდას.

     

         პირდაპირი და ერთობლივი მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, შეხედულებათა მრავალფეროვნება, ერთსულოვნების აუცილებლობა ვერდიქტის მისაღწევად, ხმათა თანაბარი ძალა - ქმნის პირობებს დემოკრატიული განსჯისათვის. ამასთან მართლმსაჯულება უფრო სანდოა და დამაჯერებელი, როცა ის არის პროდუქტი მთელი საზოგადოების წარმომადგენელთა ბჭობის.17

     

         ასევე გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის წარმომადგენლობითი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საშიში თუ ის მეტი არაფერია თუ არა კერძო ინტერესთა კრებული, მათი, ვისაც ის წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ თათბირს და შეფასების პრო

    ავტორი :ელა კუსიანი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | იურისპრუდენცია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    რელიგია მშობლიური ენა და ლიტერატურა სოციოლოგია კულტუროლოგია საბანკო საქმე გეოგრაფია ტრანსპრტი ფსიქოლოგია გადასახადები მათემატიკა ტურიზმი მიფოლოგია ქიმია სამართალი ფილოსოფია ლოგისტიკა უცხო ენები ზოოლოგია კრიმინალისტიკა ავიაცია მრეწველობა, წარმოება მედიცინა, ჯანმთელობა მარკეტინგი და რეკლამა საბაჟო სისტემა მართვა მეწარმეობა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ინფორმატიკა პოლიტოლოგია ინვესტიციები გეოდეზია სტატისტიკა გეოლოგია მასმედია მენეჯმენტი ჟურნალისტიკა პედაგოგიკა დაზღვევა საბირჟო საქმე ბუღალტერია და აუდიტი ისტორია ასტრონომია ფიზკულტურა და სპორტი უცხოური ლიტერატურა ბიოლოგია ტექნოლოგია ეკონომიკა ელექტრონიკა კულინარია ლოგიკა მუსიკა სოფლის მეურნეობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა სხვა ჟურნალისტიკა და PR ფიზიკა პროგრამირება მეცნიერება და ტექნიკა მეტალურგია კულტურა და ხელონება ვეტერინარია გეოპოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები ფინანსები და კრედიტი არქიტექტურა სექსოლოგია ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019