მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პიროვნული განვითარებისა და წარმატების ერთ-ერთი მოდელი ნანახია (10628) - ჯერ 07 სექტემბერი 2011

    არის თუ არა ურთიერთ დაკავშირებული პიროვნული განვითარება და წარმატება?  რას წარმოადგენს წარმატება განვითარების სხვა და სხვა სტადიაზე მყოფი ადამიანებისთვის?

    პიროვნული (პერსონალური) განვითარება განიცდის შემდეგი სახის ცვლილებებს:

    პირველი დამოკიდებულება

    როდესაც   დამოკიდებული ხარ გარემოს ბევრ ფაქტორზე და თითქმის ყოველთვის გესაჭიროება დახმარება, საკვებისა და პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იმყოფები მუდმივ ძიებაში.

    მეორე დამოუკიდებლობა

    მაშინ როცა: ადამიანის ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია, მას ბევრი რამ შეგვიძლია და ის  კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრობს.

    მესამე - ურთიერთდამოკიდებულება

    როდესაც გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიიღო, არამედ გასცე კიდევაც და გიჩნდება იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ ემსახურო კაცობრიობის კეთილდღეობას.

    პირველი სტადიის შედეგი

    სამწუხაროდ სხვა და სხვა მიზეზების გამო ადამიანთა უმეტესი ნაწილი განვითარების მოდელის პირველ ეტაპზე იმყოფება. ამ სტადიაში მყოფი ადამიანი იძულებულია  აკეთოს ის, რაც არ სიამოვნებს, მისი ცხოვრების გზა შეზღუდული, ვიწრო და უპერსპექტივოა, მასში ღრმადაა დაბუდებული და ჩანერგილი შიში, სასოწარკვეთილება, უიმედობა...

    მეორე სტადიის შედეგი

    შეუპოვრობა, გამბედაობა და სხვა თვისებები  თანამედროვე ეპოქაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეხმარებიან განვითარების მეორე სტადიის მიღწევაში. თუ დააკვირდებით მსოფლიოს სტატისტიკურ მონაცემებს დაინახავთ, რომ ყოველწლიურად საკმაოდ შესამჩნევი პროგრესიით იზრდება მილიონერთა და მილიარდერთა რიცხვი. სამწუხაროდ ამ კატეგორიის ადამიანთა უმეტესი ნაწილი მეორე ეტაპზე”მუხრუჭდრბა”, „იჭედა“, უპირატესად  მატერიალური ღირებულებების მიღწევისთვის რბოლაშია ჩართული. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში თუ რომელს რა სახლი აქვს, ან ვის როგორი ბრილიანტები გააჩნია. მათი უმეტესობა - უბედურია. ვინაიდან ყველაფრით, რაზეც ოცნებობდნენ დაკმაყოფილების შემდეგ ისინი კარგავენ ცხოვრების აზრს.

     მესამე სტადიის შედეგი

    ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს განვითარების მესამე საფეხურს.მათ სურთ და შეუძლიათ შეცვალონ სამყარო, მზად არიან კაცობრიობის საკეთილდღეოდ  გაწირონ თავი. ეს იმ ადამიანთა კატეგორიაა, რომლებისთვისაც მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენს სიმდიდრეს. ისინი მის გარეშეც სრულიად ბედნიერები არიან. მათი ცხოვრება აღსავსეა სიხარულითა და ჰარმონიით. ისინი -დალოცვილები არიან. ყველასათვის კარგადაა ცნობილი დედა ტერეზას, მაჰატმა განდის, დალაი ლამას ცხოვრების მაგალითი.    

    არ იფიქროთ, რომ ყველა ადამიანმა  თანმიმდევრობით აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა დასახელებული  სტადია ნამდვილად არა. ზოგი იბადება და თავის ცხოვრებას ასრულებს ერთსა და იმავე ეტაპზე, ნაწილი პირველიდან გადადის მეორეზე და მხოლოდ მცირე ნაწილი შესძლებს მესამე ეტაპზე გადასვლას. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ადამიანი რჩება პირველ ან მეორე ეტაპებზედა ძალზე სასიამოვნოა, თუ ხდება სიკეთის მატარებელი და სამყაროში სასიკეთო ცვლილებების ერთ-ერთი განმახორციელებელი. ეს - იმ სახის წარმატებაა როდესაც საკუთარი მონდომებითა და ნებისყოფით შეგიძლია შეცვალო გარემო და სამყარო.

    აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ  ბევრ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაშიც შეუძლია შეიტანოს ცვლილებები. საკმარისია არ შეშინდე და ჩაერთო იდეოლოგიების, ღირებულებებს, ფასეულობებისა და მსოფლმხედველობების ბრძოლაში. საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე თუ რა ხდება შენს გარშემო, მეტი  დათესო და  უფრო მეტ ადამიანს მიაწოდო სიკეთე.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის მოვლა და აღზრდა ჟურნალისტიკა, PR სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბიოლოგია კინო და მუსიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ქიმია ხელოვნება და კულტურა პრესა განათლების შესახებ ფსიქოლოგია ფინანსები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი იურისპრუდენცია უცხო ენები სპორტი და ექსტრიმი რელიგია სხვა გართობა და თამაშები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სიახლე განათლების სფეროში გეოგრაფია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მათემატიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება დასაქმება და კარიერა სკოლა და მოსწავლე ბუნება, ეკოლოგია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მოდა და დიზაინი აბიტურიენტი და გამოცდები სოციოლოგია, პოლიტოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ფიზიკა ეკონომიკა საგანმანათლებლო დაწესებულება ოჯახი, მშობლები და ბავშვი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020