მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    თანამედროვე ეკონომიკა ნანახია (12939) - ჯერ 13 სექტემბერი 2011

    ეკონომიკური პრობლემების და კატეგორიების შესწავლა მოითხოვს თვით ეკონომიკის ცნების და ეკონომიკური თეორიის განმარტებას და შესწავლას. მოვიყვანთ ეკონომიკის განმარტების რამდენიმე ვარიანტს:

    1. ეკონომიკური თეორია არის მეცნიერება ადამიანთა მოღვაწეობის შესახებ, რაც დაკავშირებული არის გაცვლასთან და ფულად-სასაქონლო გარიგებებთან ადამიანებს შორის.  

    2 ეკონომიკური თეორია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის: საკითხებს ადამიანის მიერ იშვიათი ან შეზღუდული სამეწარმეო რესურსების (კაპიტალი, მიწა, შრომა, მეწარმული უნარი) გამოყენების შესახებ, სხვადასხვა საქონლის (ხორბალი, ხორცი, ტანსაცმელი, მანქანები და სხვა) საწარმოებლად წევრებს შორის მოხმარების მიზნით.

    3 ეკონომიკური თეორია არის მეცნიერება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მიმართულია საარსებო საშუალებათა მოძიებისა და მათი მოხმარებისათვის.

    /პ.სამეულსონი/

     რა ამოცანებს ისახავს ეკონომიკური მეცნიერება? იგი მოწოდებულია პირველი, ასახოს და ახსნას სამეურნეო ცხოვრების პრობლემები და წინააღმდეგობები (ე. ი. ასახოს რეალური ცხოვრება) ჩვენი სიმპატიებისა და ანტიპათიების მიუხედავად. მეორე, შეისწავლოს ადამიანების ეკონომიკური მოტივები და ქცევები. მესამე, დასახოს სიძნელეთა დაძლევის გზები.

    ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა და მისი საზოგადოება თავის წინაშე აყენებს კონკრეტულ მიზანს, ან მიზნებს, რათა გადაწყვიტოს რთული და მრავალწახნაგოვანი პრობლემები:

    ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების უზრუნველყოფა;

    სრული (მაქსიამლური) დასაქმება და სტაბილური შემოსავლები;

    ფასების შედარებითი სტაბილურობა;

    შემოსავლების სამართლიანი, ოპტიმალური გადანაწილება;

    სოცილაური დაცვა, გარანტიები და უზრუნველყოფა და სხვა...

    თანამედროვე გაგებით ეკონომიკა წარმოადგენს მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის პიროვნული (ინდივიდუალური) და საზოგადოებრივი მზარდი მოთხოვნილებების ფორმირების საკითხებს, მათი დაკმაყოფილების (უზრუნველყოფის) გზებსა და მეთოდებს; მეწარმეობის ზოგად და კონკრეტულ ფორმებს, წარმოების, განაწილების, გაცვლის და მოხმარების პრობლემების გადაწყვეტის პირობებს; ეკონომიკური პროცესების მართვის კანონებსა და კანონზომიერებებს შეზღუდული რესურსების პირობებში.

    აღნიშნული დებულების საილუსტრაციოდ საჭიროა გავეცნოთ გამო¬ყენებულ ეკონომიკური ტერმინებისა და ეკონომიკური კატე¬გო¬რიების მნიშვნელობებს.

    ყოველ ადამიანს თავისი კონკრეტული (ინდივიდუალური) მოთ¬ხოვნილებები ამოძრავებს ცხოვრებაში, ვინაიდან მისი ინდივიდულობა, მისი ინტელექტუალური დონე განაპირობებს პიროვნულ მოთხოვნი¬ლე¬ბათა ფორმირებას. ადამიანის ნებისმიერი მოთხოვნილებების ფორმი¬რებაზე გავლენას ახდენს: სოციალური გარემო, რომლის ჩამოყა¬ლიბებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი (პოლიტიკური, ეკონომიკური, ზნეობრივი, ეთნიკური და სხვა). მიუხედავად ფაქტორთა სიმრავლისა და მოთხოვნილებათა ნაირსახეობისა, ისინი, ანუ პიროვნული მოთ¬ხოვ¬ნი¬ლე¬ბები შეიძლება პირობითად წარმოვიდგინოთ ოთხ ძირითად ჯგუფად:

    1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები;

    2. მატერილაური მოთხოვნილებები;

    3. კულტურული მოთხოვნილებები;

    4. სულიერი მოთხოვნილებები;

    მოკლეთ განვიხილოთ ცალკეული მათგანი:

    ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მიაკუთვნებენ: ჰაერს, წყალს, საკვებ პროდუქტებს, იმიტომ რომ მათ გარეშე ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია.

    მატერიალურ მოთხოვნილებებში უნდა განვიხილოთ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები, საცხოვრებელი პირობები (ბინები, აგარაკები), ავტომანქანები, ფუფუნების საგნები, ფულადი და სავალუტო ანგარიშები ბანკში და სხვა.

    კულტურული მოთხოვნილებები არის ის აუცილებელი პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის განვითარებას ეთიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით (მუსიკალური მონაცემების, ფერწერული მიდრეკილებების და სხვა მონაცემების განვითარების პირობებით), სათანადო განათლების მიღება და სხვა.

    სულიერი მოთხოვნილებები ეს ის მოთხოვნილებებია, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება აზროვნების ჩამოყალიბებიდან. ეს განსაკუთრებული მოთხოვნილებებია ყველა ადამიანში დაბადებიდან და დამახასიათებელია მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და განმასხვავებელია, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ემსახურება თვით ადამიანი, იგი ცდილობს მოიპოვოს და დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი საზოგადოებაში, ჩამოაყალიბოს საკუთარი მსოფლმხედველობა, დაეუფლოს კონკრეტულ, მისთვის მისაღებ პროფესიას (ხელობას).  

    მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოთხოვნილებებს პიროვნული, ანუ ინდივიდუალური ეწოდება ყველა მათგანის რეალიზაცია (განხორციელება) მოითხოვს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ვინაიდან პიროვნებას მარტო არ ძალუძს დაიკმაყოფილოს ყველა თუნდაც პიროვნული თანამედროვე მოთხოვნილება. საზოგადოებრივი ურთიერთობები კი დიდ როლს თამაშობენ თვით ადამიანის ფორმირებაში.

    პიროვნულ მოთხოვნილებებთან ერთად ნებისმიერ საზოგადოებაში ყალიბდება საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გარკვეული წრე, რომელიც ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა უკეთ დაკმაყოფილების პირობებს. როგორც ცნობილია ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილი შრომისუნარიანია და მას გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრების პირობები და თავისი მოთხოვნილება აქციოს რეალურ მოთხოვნად . მოსახლეობის მეორე ნაწილი (არც ისე მცირე) არაშრომისუნარიანია და მას ესაჭიროება საზოგადოების თანადგომა, მხარდაჭერა და დახმარება.  

    საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან ერთ-ერთ უმთავრესად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის (პიროვნების) უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნათა შესაბამისად). სახელისუფლებო ორგანოები უნდა ზრუნავდნენ ისეთი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე და საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირების ხელსეწყობას, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებას და სოცილაური რისკების შერბილებას.

    როგორც უკვე ცნობილია, გაეროს მიერ არის შემუშავებული ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის და `ცხოვრების ხარისხს~, ეს კრიტერიუმებია: _ ერთობლივი შიდა, ან ეროვნული პროდუქტი ერთ მოსახლეზე; _ სიცოცხლის ხანგრძლივობა; დასაქმების დონე და შემოსავლები; _ განათლების მდგომარეობა ქვეყანაში.  

    საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ეკლოგიური უსაფრთხოებაც. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უნდა ზრუნავდნენ ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მავნე თანმდევი მოვლენების თავიდან ასაცილებლად (ჰაერის, წყლის გარემოს დაბინძურებისაგან). ამისათვის მთავრობა მიმართავს კონტროლისა და რეგულირების სხვადასხვა ფორმებს: აკრძალვას, აღკვეთას, შეზღუდვებს, ან კიდევ თავდაცვითი სტანდარტებისა და მკაცრი ტექნიკური ნორმების დაწესებას.

    საზოგადოებრივი მოთხოვნილებების აღსრულებისათვის (განხორ¬ციელე-ბისათვის) საჭიროა მრავალი სახელმწიფო პროგრამის შემუშა¬ვება და განხორციელება, კერძოდ: სკოლანდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების; ეროვნული თავდაცვის, მართლწესრიგის უზრუნ¬ველ¬ყოფის; პიროვნების ხელშეუხებლობის და ქონების დაცვის; სახან¬ძრო დაცვის, სახელმწიფო საზღვრების დაცვის; ჯანმრთელობის, ეროვნული კულტურის, ფიზიკური კულტურის და სპორტის განვითა¬რების; სტიქიური უბედურებების პირობებში სამაშველო ღონისძიებების განხორცილების და სხვა.

    ყოველივე აღნიშნული რეალიზაციისათვის (განხორციელები¬სათვის) აუცილებელია სახელმწიფოს ცენტრალური, ადგილობრივი მარ¬თვისა და თვითმმართველობის მწყობრი სისტემის არსებობა. რაც მთლიანობაში მოემსახურება ადამიანთა საზოგადოებრივი მოთხოვ¬ნილებების დაკმაყოფილებას და უზრუნველყოფს ქვეყანაში რეალური და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

    სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში მთავარია ადამიანი, ამავე დროს არანაკლებად ანგარიშგასაწევია ეკონომიკის ისეთი შემადგენელი ელემენტები როგორებიცაა: წარმოება ანუ მატერიალური დოვლათის შექმნა (წარმოება), განაწილება, გაცვლა და მოხმარება. განვიხილოთ მატერიალური წარმოების სფერო. ეს ეროვნული მეურნების ყველა დარგია, რომელიც მატერიალურ დოვლათს აწარმოებს, ან თავისი მოქმედებით ხელს უწყობს ამ დოვლათის და ფასიანი მომსახურების წარმოებას. მას რიგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურას უწოდებენ.

    წარმოება ზოგადად მატერიალური დოვლათის და ფასიანი მომსახურების შექმნის პროცესია, რომელშიც ძირითადად სამი ელემენტი მონაწილეობს, კერძოდ:  შრომის საგანი, შრომის იარაღები და შრომა, ანუ ადამიანი, მისი სამუშაო ძალის, უნარისა და გამოცდილების სახით. წარმოების პროცესში ყველაზე მთავარი და აქტიურია ადამიანი, რომელიც შრომის იარაღების გამოყენებით ზე-მოქმედებს შრომის საგნებზე, ანიჭებს მათ ადამიანისათვის სასარგებლო თვისებებს. თავისთავად შრომის საგნები და შრომის იარაღები წარ¬მოების ნივთობრივი ელემენტებია და მხოლოდ ადამიანთან კავშირში იძლევა სასურველ შედეგს. შრომის საგნები წარმოების სუბსტანციაა და უამრავი სახის რესურსებისაგან შედგება.

    ისევე როგორც მარტო შრომით, ასევე მხოლოდ შრომის საგ¬ნებისა და იარაღების საშუალებით არ მიიღება სასურველი შედეგი, შრომის საგნებისა და მრავალფეროვანი შრომის იარაღების ერთობ¬ლიობა წარმოების საშუალებებს ქმნიან, ხოლო სამუშაო ძალას, როგორც წარმოების ყველაზე აქტიურ და შემოქმედებით ელემენტს, მოძრაობაში მოჰყავს წარმოების საშუალებები და სასურველი ეფექტის მიღების მიზნით გამოიყენებენ მათ.

    წარმოების ეფექტიანობის ძირითად მაჩვენებელს შრომის ნაყო¬ფიერება (მწარმოებლურობა) წარმოადგენს, რომელიც გამოისახება ფორმულით:

    სადაც: Q _ პროდუქციის რაოდენობაა;

    თ _ დახარჯული შრომა;

    V _ შრომის ნაყოფიერების (მწარმოებლურობის) სიდიდე.

    წარმოების ეფექტიანობა  გვიჩვენებს გარკვეულ პერიოდში შექმნილი სახმარი ღირებულების მთელი მასის შეფარდებას მის შექმნაზე დახარჯული ცოცხალი და წარსული შრომის ჯამთან. ეფექტიანობა საზოგადოებრივი წარმოების უმნიშვნელოვანესი სიტუაციის ამსახველი მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია წარმოების ეფექტიანობა, მით უფრო ნაკლებს ხარჯავს საზოგადოება მისთვის აუცილებელი პროდუქციის (ნაწარმის) შექმნაზე და ამით ხასიათდება თვით საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. საზოგადოებრივი პროდუქტის მოძრაობა ისევე უწყვეტი და მუდმივია, როგორც თვით საზოგადოების ცხოვრება. საზოგადოებრივი პროდუქტის მოძრაობას თავისი სტადიები და ციკლები გააჩნია, რომელთაც იგი თანმიმდევრულად გაივლის მოძრაობის ერთი სრული ციკლის განმავლობაში: იწყება წარმოებით, შემდეგ თანმიმდევრულად გადადის განაწილება-გაცვლის სტადიებში და სრულდება მოხმარებით. ყველა სტადიას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ მთავარი მაინც საბოლოო სტადია _ მოხმარებაა, რომლითაც ხორციელდება საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

    მოხმარება აყალიბებს წარმოების მიზანს და ერთდროულად განსაზღვრავს მისი მოძრაობის მოტივს. მოთხოვნილებას მუდმივად მზარდი ხასიათი აქვს, რადგან მისი დაკმაყოფილება ხშირად უფრო რთულ მოთხოვნილებას წარმოშობს. მოთხოვნილების ზრდას ხელს უწყობს თვით წარმოების განვითარებაც, რადგან წარმოებაში შექმნილ ახალ, უფრო სრულყოფილ სახმარ ღირებულებაზე ყოველთვის მეტია მოთხოვნილებაც.

    განაწილება, როგორც განსაკუთრებული სტადია თავისი განსხვავებული ფუნქციით ხასიათდება, იგი თვით წარმოების პროცესში იწყება და გაცვლის პროცესში მთავრდება (სრულდება). განაწილება ასევე, წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმებს უკავშირდება და თავისებურ განაწილებით ურთიერთობებს წარმოშობს. განაწილების ორგანიზაცია და პრინციპები ზემოქმედებენ წარმოების პროცესზე და ამ პროცესში უმეტეს შემთხვევაში მძლავრ მასტიმულირებელ როლსაც ასრულებენ.

    გაცვლა, ერთი მხრივ განაპირობებს წარმოებასა და განაწილებას შორის კავშირებს, ხოლო მეორე მხრივ, იგი მჭიდროდ უკავშირდება მოხმარების პროცესსაც. გაცვლის საშუალებით წარმოების ყოველი მონაწილე (მუშაკი) იღებს დოვლათის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ მისი შრომის შედეგად არის შექმნილი. გაცვლის პროცესი ღრმავდება და ფართოვდება შრომის საზოგადოებრივი დანაწილების განვითარების კვალად.

    მოხმარების სტადიაში რეალიზდება (წარმოჩნდება) პროდუქციის სახმარი ღირებულება და მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესი. მოხმარება ორი სახისაა: საწარმოო მოხმარება, როდესაც წარმოებული პროდუქცია კვლავ წარმოების პროცესში ხვდება (მაკომპლექტებელი ელემენტის სახით) და იხარჯება საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების მიზნით; პირადი მოხმარება, როდესაც წარმოებული პროდუქცია გამოდის ბაზარზე საქონლის სახით, რომელსაც მოიხმარენ ადამიანები პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. (მაგალითად ელექტრონათურა ორივე დანიშნულებით შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც მაკომპლექტებელი ელემენტი წარმოებაში და როგორც ბინის განათების საშუალება. შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც).

    * * *

    ეკონომიკური სისტემა რთული აღნაგობის ორგანიზმია, რომელიც წესრიგდება და რეგულირდება ეკონომიკური კანონების მოქმედების საფუძველზე. ეკონომიკური კანონები ასახავენ მეურნეობის როგორც ერთიანი რთული სისტემის შინაგან, ისე გარე კავშირების კანონზომიერებებს. განარჩევენ: სპეციფიკურ ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური ციკლის _ წარმოების, გაანწილების, გაცვლის და მოხმარების ფუნქციონირებასთან; საერთო ეკონომიკურ კანონებს, ისინი საერთოა რამდენიმე ეკონომიკური ფორმაციისათვის; განსაკუთრებულ ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც ასევე რამდენიმე წარმოების წესის პირობებში მოქმედებენ, საწარმოო ძალთა განვითარების ამა თუ იმ დონეს ასახვენ და ამის მიხედვით უკავშირდებიან წარმოებით ურთიერთობათა თავისებურებებს.

    ავტორი :ოლეგ ეჯიბაძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    რევაზ ლორთქიფანიძე 19 სექტემბერი 2011

    ძალზე საინტერესოა და დიდ წარმატებებს გისურვებთ ეკონომიკის ყოველთვის განსაკუთრებით აქტუალური ზოგადთეორიული საკითხების კვლევაში.

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვეძებ სპეციალისტს სტიპენდიები სასწავლო პროგრამები ფიზიკური კულტურა/სპორტი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვყიდი კონფერენციები/ღონისძიებები ვიყიდი სხვა ტენდერები/გრანტები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვცვლი განათლება/სწავლება ვარ სპეციალისტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ხელოვნება/კულტურა მომსახურება გავაჩუქებ
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020