 გაერთიანება - ყველაზე მარტივი და სწრაფად რეალიზებადი საშუალებაა თანამოაზრეებთან ურთიერთობების დასამყარებლად. ის ქმნის საშუალებას ერთმანეთს გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ეზიაროთ სხვის მიერ შემოთავაზებულს ან გადაამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები. რა შესაძლებლობებს ქმნიან გაერთიანებები? გაერთიანება შეგიქმნით საშუალებას მოიძიოთ უამრავი თანამოაზრე, გაეცნოთ ერთმანეთს, დაამყაროთ ურთიერთობები, გაუზიაროთ და შეაფასოთ ერთმანეთის მოსაზრებები, იდეები, განიხილოთ საინტერესო თემები, უბრალოდ - იმეგობროთ. საიტი შეგიქმნით პირობებს, რათა ურთიერთგაზიარება მოახერხოთ იოლად და სასიამოვნოდ. გარდა მორალური ფაქტორისა, რომ თქვენ შეგექმნებათ საშუალება წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, ანუ დაგროვებული გამოცდილება და დაკვირვება პროფესიულ საკითხებზე, თქვენ შეგექმნებათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოთ კოლეგებისა და საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემატიკის თაობაზე აზრის ფორმირებაზე. რისთვის იქმნება გაერთიანებები? თუ თქვენ ავტორიტეტული პროფესიონალი ხელმძღვანელი ბრძანდებით - თვითონ შესძლებთ შექმნათ გაერთიანება, რაც უფრო აამაღლებს თქვენ ავტორიტეტს პროფესიონალთა წრეში. ხართ პრაქტიკოსი და ოდესღაც თქვენი ყურადღება მიიპყრო რომელიმე პრობლემამ, ძალისხმევა მიმართეთ მის გადაწყვეტაზე, ამ პროცესში დაგიგროვდათ ღირებული ცოდნა-გამოცდილება, იცით პრობლემის გამომწვევი მიზეზი, საკითხები და გაქვთ მათზე პასუხები, გსურთ ეს ყველაფერი გაუზიაროთ კოლეგებს - მოიძიეთ ან ტერიტორიალური, ინტერესთა პრინციპით შექმენით გაერთიანება და თანამოაზრეებთან ერთად განახორციელეთ ჩანაფიქრები. ხართ მონდომებული, ენერგიული ადამიანი, თქვენი მისწრაფებებითა და უნარ-ჩვევებით აღწევთ თვალსაჩინო შედეგს - მოუყევით სხვებს ამის თაობაზე. უბრალოდ, გაგაჩნიათ რომელიმე გატაცება, მიგაჩნიათ, რომ ის საინტერესო შეიძლება გახდეს კოლეგებისათვის - აცნობეთ მათ და თანამოაზრეებთან ერთად შექმნით გაერთიანებას. ჩვენი შემოთავაზებაა - მოიფიქროთ: თუ რა და რატომ გამოძრავებთ თქვენ? გაერთიანდით იდეის გარშემო. ჩვენ დაგეხმარებით. როგორ მუშაობენ გაერთიანებები? ინტერესების მიხედვით მოიძიეთ რამდენიმე თანამოაზრე და ამ ქვეგვერდის მეშვეობით შეატყობინეთ ყველა დაინტერესებულს თქვენი გაერთიანების შექმნის შესახებ, აგრეთვე აცნობეთ, რომელ ქვეგვერდებზე განათავსებთ თქვენ მასალებს და რა თემატიკას მიეძღვნება ის, ხოლო ამ გვერდზევე მოგეცემათ საშუალება მიუთითოთ აქტუალურ საკითხებზე არსებული სხვა წყაროები, გამოაქვეყნოთ ამონაკრები მასალებიდან, საილუსტრაციოთ - ფოტოსურათები, ნახატები, სქემები, ვიდეორგოლები და პრეზენტაციები. საიტის ფორუმზეც გექნებათ საშუალება გაიცნოთ, დაამყაროთ ურთიერთობები, განიხილოთ აქტუალური საკითხები, იკამათოთ, გაუზიაროთ მოსაზრებები, გამოცდილება, მისცეთ რეკომენდაციები და ა.შ.. სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა გვერდი - სივრცეა, სადაც თქვენ შესძლებთ: - პრობლემების განხილვას; - იდეების გაზიარებას; - პროექტების მუშაობისათვის ვირტუალური ჯგუფის შექმნას; - სასარგებლო სასწავლო რესურსების შესაქმნელად თანამშრომლობას, კოლეგებთან ერთად მათ განხილვასა და შეფასებას.
თქვენი მიზნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად არსებულ საზოგადოებაში მონაწილეობისა ან ახლის შექმნისათვის უნდა დარეგისტრირდეთ. თუ კი თქვენ მოიფიქრებთ საიტის ამ გვერდის და გაერთიანებების სასარგებლო გამოყენებას, მოხარული ვიქნებით და ყველა მხრივ შეგიწყობთ ხელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ იყოთ კორექტურები კოლეგებთან, სხვა მომხმარებელთან და არ არღვევდეთ საიტის პრინციპებსა და მის წესებს.
|