მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ღირებულების კანონზომიერებები: ნანახია (8913) - ჯერ 12 დეკემბერი 2011

    შრომითი რესურსების მართებული მართვა მათ რაციონალურ გამოყებებაში, ანაზღაურებასა და ეფექტიანობაში გამოიხატება.  როგორც ცნობილია, ხსენებული რესურსები ქვეყნის მოსახლეობის იმ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც მოიცავს ეკონომიკაში დასაქმებულ და დაუსაქმებელ შრომისუნარიან მოსახლეობას. აღნიშნულ რაოდენობრივ შეფასებასთან ერთად, არსებითია შრომითი რესურსების ხარისხობრივი დახასიათებაც. შრომითი რესურსების მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებლებია მოსახლეობის სულიერი განვითარებისა (მორწმუნეთა რიცხოვნება, კულტურის მახასიათებლები, განათლება,   მ.შ. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული ცოდნა და სხვ) და ჯანმრთელობის (ფიზიკური მდგომარეობა, საშუალო ასაკი, შობადობა და სხვ) დონეები.

     ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ კვლევაში ეკონომიკის კლასიკოსმა ადამ სმითმა ჯერ კიდევ 1776 წელს ჩამოაყალიბა ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტური მიდგომები შრომითი ღირებულების შესახებ, რომლებიც, ჩემი აზრით, დღესაც ინარჩუნებენ განუზომელ მნიშვნელობას შრომითი რესურსების მართებულად მართვის გაგების საქმეში.

    სმითმა ჩამოაყალიბა შრომითი ღირებულების თორიის პრინციპები, რომელთა მიხედვით საქონლის ღირებულება შედგება დანახარჯებისაგან, რომლებიც, სხვადასხვა ხარჯებთან ერთად მოიცავს მუშათა ხელფასსა და კაპიტალისტის მოგებას. სმითი ღირებულებას ფაქტიურად აიგივებდა წარმოების ფასთან და იმ დროისათვის, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად ვერ ხედავდა გარკვეულ განსხვავებებს მათ შორის.  სმითი, ღირებულების შექმნის პროცესში თითქმის თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდა შრომას, კაპიტალსა და მიწას და იდგა პროგრესული კაპიტალისტის პოზიციაზე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი საქონლის ფასი ძირითადად განისაზღვრება სხვადასხვა ხარჯებითა და საშუალო მოგებით, ხოლო ყოველ კონკრეტულ მომენტში გარკვეულწილად ასევე მოთხოვნითა და მიწოდებით. აღნიშნულ დასკვნას გარკვეული სახეცვლილებებით იმეორებდნენ სხვა ცნობილი ეკონომისტებიც დაწყებული დავით რიკარდოდან და ჟან ბატისტ სეიდან.

    მომავალში, ბუნებრივია, საჭირო შრომითი მონაწილეობის შეფასებისას ეკონომიკური სისტემის განმსაზღვრელ ფასწარმოქმნაში მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უფლის მართებულად ხედვასა და მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორების მოქმედების როლის განსაზღვრას, ვინაიდან, პროდუქტი ან მომსახურება შესაძლებელია შეიქმნას მნიშვნელოვანი ხარჯებით, მაგრამ მათი რეალური ფასი უმნიშვნელო იყოს ხარჯებთან შედარებით, ვინაიდან, ეს პროდუქტი (მომსახურება) არავის ესაჭიროებოდეს.   ან პირიქით, უფლის ძალისხმევით, მცირე ხარჯებითაც შეიძლება შეიქმნას განუზომელი ფასისა და მნიშვნელობის შედევრები, რომლებიც მრავალ თაობებს ასაზრდოებენ –   სასწაულმოქმედი ხატი, სამკურნალო საშუალებები, კომპიუტერი, ხელოვნების ნიმუშები თუ სხვა მრავალი. ადრეულ ნაშრომებში აღვნიშნავდი უფლის ხაზის მოქმედების შესახებ მოთხოვნა–მიწოდების ურთიერთობაში და ჩემს მიერ შემოთავაზებული კონკურენციის კანონიდანაც ვლინდება, რომ, თუ უფლის ნება არ არის, ნიჭიერებით გამონოპოლიზებული კეთილსინდისიერი მეწარმეც კი არაკეთილსინდისიერი ხდება და ჭარბ არასაჭირო პროდუქციას ქმნის ან მონოპოლიური ფასების გამო აიძულებს მასობრივ მომხმარებელს უკანონო გზებს მიმართონ მასთან ურთიერთობებში.

    ღირებულების კანონზომიერებების კვლევა იწყება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–4 საუკუნეში არისტოტელეს მიერ, რომელმაც პირველმა დაიწყო ეკონომიკური ცხოვრების კვლევა, კერძოდ, წარმოებისა და ფასების ცვლილებებზე დაკვირვება, რამაც ჩვენამდე მოაღწია მიმოქცევის პროცესისა და სახმარი და საცვლელი ღირებულებების განსაზღვრისა და, შესაბამისად, ფულისა და ფულადი შემოსავლების საფუძვლების სახით.

    პოლიტეკონომიის კოლუმბად წოდებულმა უილიამ პეტიმ მე–17 საუკუნის შუა წლებიდან განავრცო კვალიფიციური ინტენსიური კვლევა მიწათმოქმედბის რესურსების აღრიცხვისათვის, როგორც საშუალებისა შრომითი რესურსების მოწესრიგებულ მართვაში რეზერვების გამოვლენისა და სწრაფი გამდიდრებისათვის.

    საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის კატეგორიის შემოტანით, დავით რიკარდო მე–19 საუკუნის დასაწყისიდან ანვითარებს ადრე არსებულ მიდგომებს შრომითი ღირებულების თეორიაში და მიიჩნევს, რომ საქონლის ღირებულება დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელიც აუცილებელია მის საწარმოებლად და არა იმ ჯილდოზე, რომლითაც ნაზღაურდება ეს შრომა.

    თუ სმითსა და რიკარდოს შრომითი ღირებულების თეორია განსაკუთრებით აღელვებთ, სეი, იხილავს რა ხელფასს, მოგებასა და რენტას, როგორც წარმოების ფაქტორებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რესურსებისა და შემოსავლების მართებულ განაწილებასა და სარგებლიანობის (სახმარი ღირებულებები) შექმნის პროცესს.

    ზემოხსენებულ საკითხებზე საინტერესო განზოგადებები აქვთ ქეინზს, მარშალს, მილს, მალთუსს, ვალრასს, შუმპეტერსა და სხვა ცნობილ ეკონომისტებს, რომლებიც მეტ–ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ წარმოების, მომსახურების, მოთხოვნისა და მიწოდების სხვადასხვა ფაქტორს ეკონომიკის მართვის ეფექტიანი შედეგების უზრუნველსაყოფად, რაშიც, ჩემი აზრით, როგორც უკვე ხაზი გავუსვი, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უფლის ფაქტოროს მართებულ და ეკონომიკის ქრისტიანული საფუძვლების მრავალფაქტორულ გააზრებებს.

     

                                                                                                              გამოყენებული წყაროები

    1. A. Smith, Lectures on Justice, Police, Revenue and Arms, Oxford, 1896.
    2. W. Petty, The Economic Writings, vol. 1, Cambridge, 1899.
    3. D. Ricardo, The Works and Crespondence, Cambridge, 1952.
    4. T. R. Malthus, Principles of Political Economy, Oxford, 1951.
    5. J. Schumpeter, History of Economic Analysis, N.Y., 1954.
    6. J. St. Mill, Autobiography, London, 1944.
    7. ა. სმითი, კვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, მოსკოვი, 1962 (რუსულ ენაზე).
    8. უ. პეტი, ეკონომიკური და სტატისტიკური შრომები, მოსკოვი, 1940 (რუსულ ენაზე).
    9. არისტოტელი, პოლიტიკა, სანქტ–პეტერბურგი, 1911 (რუსულ ენაზე).
    10. ჟ. ბ. სეი, პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი, მოსკოვი, 1896 (რუსულ ენაზე).
    11. ჯ. მ. ქეინზი, დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია, მოსკოვი, 1948, (რუსულ ენაზე).
    12. ა. ვ. ანიკინი, მეცნიერების სიყმაწვილე, მოსკოვი, 1985 (რუსულ ენაზე).+

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020