მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დევიანტური ანუ ნორმიდან გადახრილი ქცვეა (II) ნანახია (6684) - ჯერ 13 დეკემბერი 2011

    ის რასაც ნორმის ჩარჩოებში ვერ მოაქცევ და იარსებებს მანამ, სანამ ადამიანი არსებობს  - მე 2 ნაწილი

     პირობითი შფოთვა და არაცნობიერი განზრახვები

     ლომბროზოს ანგარიში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია და შორსაა იმ ტიპური ახსნებიდან, რომლებსაც მიზანმიმართული ქცევის მნიშვნელობა მინიმუმამდე დაჰყავთ. მაგალითად, იესენკის ანგარიში დევიანტური ქცევის შესახებ უარყოფს მემკვიდრეობით კრიმინალურ ინსტინქტებს, თუმცა უფრო მეტად ეყრდნობა მოვლენის  “მემკვიდრეობით მიღებულ” პირობითობას და მისი რეალური განმაპირობებელის ისტორიას. შესწავლა და მოტივაცია მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ანგარიშთან. ის არის შემამცირებელი იმ მღელვარების მმართველობისა, რომელიც კრიმინალური ქცევისგან თავის შეკავებისთვის მთავარი მოტივია, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიზანმიმართული ქცევა ნაწილობრივ ჩართულია თვალსაზრისთა ამ სისტემაში – დევიანტური ქცევის სარგებელისა და საფასურის საკითხების შეჯამებაში. საინტერესოა ავღნიშნოთ, რომ იესენკის მიხედვით ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ “რაღაცაზე”, რაც დევიანტურზე მეტად არადევიანტურ ქცევას ეხება – მისი ნაშრომი სინდისის ქენჯნისგან დაუბრკოლებელ ჰედონისტურ გზას მიჰყვება.

     

    ფსიქოანალიტიკური მოტივაციური ანგარიში ასევე “წარმმართველობის შემცირების” და “მიზანზე ორიენტირებულ” ტიპებს შორის მერყეობს. რ.ს. პეტერსი, რომლის წიგნმაც მოტივაციაზე ეს დისკუსია უკვე გამოიწვია, გვთავაზობს აზრს, რომ ფროიდის მიერ აღწერილი სიამოვნების ზემოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს ფსიქოლოგიური წარმმართველობის პროცესს, რომელმაც ექსპერიმენტული ფსიქოლოგები ჩააფიქრა. ადამიანის ფუნქციონირების მოდელი დაძაბულობის შემცირებას ეყრდნობა; შინაგანი ინსტინქტური მოთხოვნილებების ჩვენს გაღიზიანებას იწვევს და ამ უსიამოვნო მდგომარეობაში ვრჩებით მანამ, სანამ ამგვარი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება ან სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმებით არ განეიტრალდება.

    თუმცა, აქვე ადგილი აქვს გარკვეულ გართულებებს. ფროიდის თეორიის თანახმად, კრიმინალური დევიანტური ქმედებები კვლავაც უნდა მივიჩნიოთ მიზანმიმართულად იმ გაგებით, რომ ისინი პრობლემებზე პასუხს წარმოადგენენ, დაკმაყოფილებას უზრუნველყოფენ და არაცნობიერ კონფლიქტებს წყვეტენ.

     ამგვარად, დამნაშავე არალეგალური ქმედებით კავდება ისე, რომ ის შეიძლება დაიჭირონ და დასაჯონ თავისი დანაშაულებების გამო. დამნაშავის სუბიექტური თვალთახედვით, ნამდვილი დანაშაული, რომელიც დასჯას მოითხოვს მისი ძალიან პირადული და გარეშე გავლენებისგან ხელშეუხებელი სურვილია; მაგრამ ნერვული კომპრომისის ფორმის მიხედვით, სასჯელი, რომლსაც ის თავისი აშკარა დანაშაულისთვის იღებს მოქმედებს მისი დანაშაულის მონანიებისთვის და მისი ემოციური კონფლიქტების დამასუსტებელი ეფექტების გასაუმჯობესებლად.

    ეს, რა თქმა უნდა, მიზანზე ორიენტირებული ქცევის ენაა, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია აღვწეროთ ის, როგორც მიზანმიმართული ამ ტერმინის ჩვეული გაგებით იმიტომ, რომ გარკვეული მიზნების მისაღწევი სტრატეგიები არაცნობიერადაა ფორმულირებული და ამგვარი ფორმულირების მიღმა მდგომი წარმმართველი ძალა არის ინსტინქტური მოთხოვნილებებით სტიმულირებული დაძაბულობა.

     ფაქტორული თავის არიდება

    ყველა პერსპექტივა, რომელიც უკვე განვიხილეთ – ბიო-ანთროპოლოგიური, ფსიქოლოგიური და ფსიქოანალიტიკური – დინამიურ ელემენტებს შეიცავს, ასეა თუ ისე, ის ატავისტური იმპულსი, მღელვარების წარმმართველობა ან სიამოვნების პრინციპია. მათ შეიძლება ნაწილობრივ მაინც უგულებელყონ ის როლი, რომელსაც თვითცნობიერი დაგეგმარება მოქმედების განსაზღვრულობაში ასრულებს, მაგრამ ისინი არ ტოვებენ პიროვნულ უძრაობას. ფაქტორული თეორიები მოტივაციაზე მსგავს ყურადღებას არ ამახვილებენ. ისინი კმაყოფილდებიან იმ სიტუაციების, პირობების და საფუძვლის დეტალების ფართო ნუსხის შედგენით, რომლებიც დანაშაულთან და დევიაციასთან არიან დაკავშირებულნი – აღწერენ რა მათ, როგორც ამგვარი ქცევითი ფენომენის წინაპირობებს. შემდგომი ჩამონათვალი მოყვანილია ბარბარა ვუტონის კრიმინალური კვლევებიდან მსგავსი ფაქტორების მნიშვნელობის შესახებ:

     1.   დამნაშავის ოჯახის სიდიდე  

    2.   ოჯახში სხვა დამნაშავეების არსებობა  

    3.   ჯგუფის წევრობა

    4.   საეკლესიო დასწრებები

     5.   სამსახურებრივი ჩანაწერები

    6.   სოციალური სტატუსი

    7.   სიღარიბე

    8.   დედის სამსახური სახლის გარეთ

     9.   სიზარმაცე სკოლაში

    10.   დანგრეული სახლი

    11.   ჯანმრთელობა

    12.  საგანმანათლებლო მიღწევები.  

    მისი 21 კვლევის ანალიზი, რომლთაგან თითოეული ზემოთაღნიშნული ფაქტორებიდან ნახევარს მაინც ამოწმებდა, შემდეგნაირი იყო: “შესწავლის ეს ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულნი იქნენ შედარებითი მეთოდოლოგიური ხარისხით, მხოლოდ ძალიან მწირ და არასანდოდ მხარდაჭერილ განზოგადებას გვთავაზობს.”

    თითოეულ ამ შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული მოტივაციური კავშირის მინიჭება, რათა წინაპირობასა და ქცევას შორის ურთიერთმიმართება გააქტიურდეს. ჩვენ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ პიროვნების მიერ სწორედ ამ ფაქტორების გაცნობიერება იწვევს განსაკუთრებული მოქმედების სურვილს, რომელიც დევიანტური აღმოჩნდება ხოლმე. ჩვენ ვნახავთ, მაგალითად, ანომიის განხილვისას, როგორ შეძლო მერტონმა ისეთი ფაქტორებისთვის, როგორიცაა დასწავლილი ჩვევები  და სოციალური სტატუსი,  ადგილი მოეძებნა მიზანზე ორიენტირებულ მოდელში.

    თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთს ამ ფაქტორებიდან შესაძლოა საკუთრივ მიენიჭოს დინამიურობა, ისე, რომ არ იყოს დაკავშირებული შინაგან განზრახვებთან ან მიზნებთან. კოენი ახდენს შემდეგი ნაწყვეტის ციტირებას დანაშაულებათა წიგნაკიდან:

    ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნორმალურობა თავისთავად იგულისხმება ნებისმიერ ნორმალურ ოჯახზე საუბრისას. უდავოდ, ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქრონიკული ავადმყოფი, ჭკუასუსტი ადამიანი ან პარანოიით შეპყრობილი პიროვნება, რთულია ვუწოდოთ ნორმალური. ასეთი ოჯახი სავარაუდოდ გარკვეულ დევიანტურ ზემოქმედებას მოახდენს მისი ბავშვების ქცევაზე.

    არანორმალური ოჯახი არა მხოლოდ პიროვნების დევიანტურ ქცევასთან არის კავშირში – ის მას ამ ქცევისკენ უბიძგებს. კოენი ამტკიცებს, რომ განსაკუთრებული თანაფარდობის მიზეზობრივი მოსალოდნელობა წარმოიქმნება იმ მცდარი მოსაზრებიდან, რომელსაც ჰქვია “ბოროტება წარმოშობს ბოროტებას”.

    ეს არის არაცნობიერი ვარაუდი, რომ “ავ” შედეგებს “ავი” წინაპირობები აქვს და რომ “ავ” წინაპირობებს მხოლოდ “ავი ” შედეგები შეიძლება ჰქონდეს. ამას მივყავართ ჩვენი სოციალური პათოლოგიების ჩანაწერთა უმრავლესობის კონსპირაციულ ბუნებასთან; თითოეული “სოციალური პრობლემისთვის” ჩვენ უმეტესად მსგავსი ბინძური და საზიზღარი შემთხვევების ნაკრებს ვადგენთ, რომელსაც ნებისმიერი “წესიერი მოქალაქე” სინანულით შეხვდებოდა, მოიხმობდა რა “მიზეზებს”.

    თუმცა, ფაქტორული ანგარიშები, როგორც წესი, მოტივაციურ ნეიტრალიტეტს მიმართავენ; მათ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ აქვთ მოტივაციურ ანგარიშებთან, რომლებიც მიზანზე ორიენტირებულ პერსპექტივებს ემსახურებიან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მოქმედი პირის მიზეზობრივი ფაქტორების შეგნება მის გადაწყვეტილებებში არ უნდა მოიცავდეს დევიანტური ქცევის მიმღებელობას, მაშინ როდესაც არსებობს საკმაოდ კარგი მიზეზები, რატომ არ შეუძლია მას აკონტროლოს საკუთარი გენები ან არაცნობიერი მდგომარეობა. ამ უკანასკნელ შემთხვევებში მან შესაძლოა განცხადება გააკეთოს იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს, მაგრამ ეს ან ეპიფენომენალურია ან არასაიმედო. თუ დევიანტური მოტივაცია სხეულში საკვებისა და წყლის მოთხოვნილების მსგავსად ჩნდება, მაშინ იმის განხილვა, თუ რატომ იქცევა კონკრეტული პიროვნება ასე ან სხვანაირად, მნიშვნელობას მოკლებულია, ის განგრძობითი ქცევის უმნიშვნელო თანმხლები მოვლენაა. ამგვარად, თუ დევიანტურ ქცევას ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ სიამოვნების მიღების პრინციპს, რომელიც განსაზღვრულობის მიხედვით არაცნობიერი და ამოუხსნელია, ასე რომ ჩვენი სიტყვიერი ახსნები არასანდო აღმოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნენ ანალიზის ნამდვილ სიმართლემდე მისაყვანად. ჩვენ შესაძლოა განვაცხადოთ, რომ გავაკეთეთ X, რათა მიგვეღწია Y-სთვის, მაგრამ ანალიზი თავისი განსაკუთრებული ტექნიკით დაგვანახებს, რომ ფაქტობრივად ჩვენ მართლაც ვისწრაფოდით ძ-სკენ. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ანგარიშები შესაძლოა აღწერილ იქნას, როგორც რაციონალიზაცია, რომელიც მსგავსია ჩვენი მობოდიშებისა, რომელსაც გაუცნობიერებლად ვახორციელებთ, რათა სხვების ყურადღება ჩვენს ნამდვილ და არაცნობიერ მიზეზებს მოვაცილოთ.

    ავტორი :ნატო კორახაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვიყიდი მომსახურება გავაჩუქებ ვარ სპეციალისტი ვცვლი განათლება/სწავლება ვეძებ სპეციალისტს ტურიზმი/დასვენება/გართობა სხვა კონფერენციები/ღონისძიებები სასწავლო პროგრამები ტენდერები/გრანტები ფიზიკური კულტურა/სპორტი ხელოვნება/კულტურა ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება სტიპენდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020