მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    ფინანსების წარმატებული მართვისათვის ბიზნესში. ნანახია (5215) - ჯერ 12 თებერვალი 2012

       ბიზნესის  ეფექტიანი დაწყებისა და შემდგომი მისი წარმატებული მართვისათვის, აუცილებელია, ვაწარმოოთ ფინანსური მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი, რისთვისაც, მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ მაჩვენებელთ სისტემა, კერძოდ, განვსაზღვროთ:

    1)             სამეწარმეო სუბიექტის წმინდა ღირებულება (ანუ ე.წ. საკუთარი კაპიტალი), რომელიც წარმოადგენს განსხვავებას მეწარმის აქტივებსა და პასივებს შორის:

                                                წმ. ღირებულება = აქტივები – პასივები

               აქტივებს, როგორც ცნობილია, შეიძლება წარმოადგენდეს ყველაფერი ის, რასაც ფლობს მეწარმე, მ.შ. ნაღდი ფული და ფასიანი ქაღალდები, ანგარიშები ბანკებში, სასაქონლო მარაგები, შენობა–ნაგებობები (რომლებიც უნდა შეფასდეს ცვეთის გათვალისწინებით ანუ, როგორც პირველადაწყებით ღირებულებას მინუს ცვეთა), მანქანა–მოწყობილობები (ასევე ცვეთის გათვალისწინებით) და სხვ.

              პასივები კი წარმოადგენს მეწარმის ვალდებულებებსა და სესხებს, მ.შ. სხვადასხვა გადასახდელ თანხებს, გასაცემ ხელფასს, ვალებს სადაზღვევო კომპანიის გირაოს გარანტიით, საბანკო სესხებს და სხვ;

    2)             მეწარმის შემოსავალი ანუ დროის გარკვეულ პერიოდში (მაგალითად, წელიწადში) საქონლისა და მომსახურების რეალიზების შედეგად მიღებული ფინანსური სახსრები;

    3)             მეწარმის ხარჯები ანუ დროის გარკვეულ პერიოდში საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და რეალიზებაზე გაწეული სხვადასხვა ხარჯების ჯამი;

    4)             საბალანსო მოგება ანუ წმინდა შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების გადამეტებას ჯამურ ხარჯებთან შედარებით:

                      საბალანსო მოგება (წმინდა შემოსავალი) = შემოსავლები – ხარჯები

    5)             წმინდა მოგება, რომელიც იანგარიშება საბალანსო მოგებიდან გადასახადის გამოკლებით;

    6)             პროდუქციის (მომსახურების) რენტაბელობა, რომელიც იანგარიშება მოგების ფარდობით პროდუქციის (მომსახურების) წარმოებასა და რეალიზებაზე გაწეული ხარჯების ფულად გამოხატულებასთან (თვითღირებულებასთან):

                                            პრ. რენტაბელობა = მოგება/თვითღირებულება

    7)             წარმოების (მომსახურების) რენტაბელობა, რომელიც იანგარიშება მოგების ფარდობით ძირითადი და საბრუნავი კაპიტალების საშუალო მაჩვენებელთა ჯამთან;

    8)             საბრუნავი საშუალებების ბრუნვის კოეფიციენტი ანუ ბრუნთა რიცხვი გარკვეულ დროის პერიოდში (მაგალითად, წელიწადში), რომელიც იანგარიშება, როგორც საბრუნავი საშუალებების (ფულადი სახსრები, მზა პროდუქცია საწყობში, დაუმთავრებელი წარმოება და მომსახურება, სწრაფცვეთადი და იაფფასიანი ინვენტარი, მარაგები, მ.შ. საწვავი, მასალები, ნედლეული და სხვ.) უკუგება ანუ წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) ფარდობა საბრუნავი საშუალებების საშუალო ღირებულებასთან განსახილველ პერიოდში;

    9)             საბრუნავი საშუალებების ბრუნვის ხანგრძლივობა დღეებში, რომელიც შეიძლება ვიანგარიშოთ, როგორც განსახილველი პერიოდის დღეთა რაოდენობისა და საბრუნავი საშუალებების საშუალო მაჩვენებლის ნამრავლის შეფარდება წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) მთლიან ოდენობასთან;

    10)     ფინანსური ავტონომიურობის კოეფიციენტი, რომელიც შეიძლება ვიანგარიშოთ, როგორც საკუთარი ფულადი სახსრების შეფარდება საკუთარი და მოზიდული სახსრების ჯამთან;

    11)      ლიკვიდურობის კოეფიციენტი (ნაღდი ფულის მარაგის მიხედვით), რომელიც შეიძლება ვიანგარიშოთ, როგორც სალაროსა და ბანკში ნაღდი ფულის მარაგის ფარდობა მოკლევადიანი სესხების მოცულობასთან;

    12)      ლიკვიდურობის კოეფიციენტი (ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების ღირებულების ჯამის ან ნამრავლის მიხედვით), რომელიც იანგარიშება ხსენებული ჯამის ან ნამრავლის ფარდობით მოკლევადიანი სესხების მოცულობასთან;

    13)     მანევრირების კოეფიციენტი, რომელიც შეიძლება ვიანგარიშოთ საკუთარი სახსრების მოცულობის ფარდობით საბრუნავ საშუალებებში დაბანდებული საკუთარი სახსრების მოცულობასთან;

    14)     დაფარვის კოეფიციენტი, რომელიც განსახილველი პერიოდისათვის იანგარიშიბა საბრუნავი საშუალებების საშუალო მაჩვენებლის ფარდობით მოკლევადიანი სესხების ჯამურ მოცულობასთან;

    15)     ფონდუკუგება და მასალაუკუგება, რომლებიც წარმოადგენს ირიბ ფინანსურ მაჩვენებლებს და იანგარიშება რეალიზებული პროდუქციის (მომსახურების) ფარდობით შესაბამისად ძირითადი კაპიტალის საშუალოწლიურ და მოხმარებული მასალების ღირებულებებთან;

    16)     ძირითადი კაპიტალის განახლების კოეფიციენტი, რომელიც ფინანსური კრიზისის გამწვავების დროს არსებითი მატებით უნდა ხასიათდებოდეს, განისაზღვრება, როგორც გარკვეულ პერიოდში ახლადამოქმედებული ძირითადი კაპიტალის ფარდობა ამავე კაპიტალის მთლიან ღირებულებასთან განსახილველი პერიოდის ბოლოსათვის. შესაბამისად, ფინანსური კრიზისის დროს უნდა იზრდებოდეს მოძველებული ძირითადი კაპიტალის გასვლის კოეფიციენტიც, რომელიც იანგარიშება, როგორც ჩამოწერილი (ლიკვიდირებული) ძირითადი კაპიტალის ღირებულების ფარდობა ძირითად კაპიტალის მთლიან ღირებულებასთან განსახილველი პერიოდის დასაწყისისათვის;

    17)     შრომის ნაყოფიერება, რომელიც წარმოადგენს ცოცხალი შრომისა და ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენების განმაზოგადებელ მაჩვენებელს და იანგარიშება რეალიზებული პროდუქციის (მომსახურების) ფარდობით სამეწარმეო სუბიექტში დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნებასთან.

                 ხშირია შემთხვევები, როცა ცნობილი უცხოელი ეკონომისტების  ზემოხსენებული მაჩვენებლების ინტერპრეტირებები, არაკვალიფიციური მთარგმნელების მიერ ან ნაჩქარევი თარგმნისას, აზრობრივად ალოგიკური ხდება ან თავად ეს ეკონომისტებიც, ბუნებრივია, ყოველთვის სრულად ვერ ხედავენ ყველა მაჩვენებლის მნიშვნელობას და, ამდენად, გარკვეულ უზუსტობებსაც უშვებენ. შედეგად, ვერ ხერხდება სრულფასოვანი ფინანსური მონიტორინგის ჩატარება და, შესაბამისად, ბიზნესის შესაძლოდ ზუსტი და ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა.

                  ადგილობრივი სპეციფიკის სრულად გათვალისწინებისათვის, მიზანშეწონილია, ორიგინალური მიდგომების შემუშავება და გამოყენება. მაგალითისათვის, მაკროეკონომიკურ პროცესებში სტრუქტურული ძვრების ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია ფინანსური მდგრადობისათვის, ჩემს მიერ შემუშავებულია ევროკავშირის კომისიის ექსპერტთა მიდგომის განვითარება, რომლის მიხედვით დროის   გარკვეულ პერიოდში ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობა იანგარიშება ფორმულით:

                                                                                           E = ∑ ∆ ai (Eis + Eif)/2,

               სადაც Eis და Eif წარმოადგენს სტრუქტურის i–ური ელემენტის ეფექტიანობას დროის განსახილველი პერიოდის სტარტისა და ფინიშისათვის, ხოლო ∆ai არის ხსენებული i–ური ელემენტის ხვედრიწილის ცვლილება განსახილველ პერიოდში.

                ფინანსურ მდგრადობაზე გამსაზღვრელ გავლენას ახდენს ბაზრის კონკურენტულობის ხარისხი, რომლის შესაფასებლად ჩემს მიერ შემოთავაზებულია კონკურენციის ძალის კოეფიციენტები, მ.შ.:

    1)           I1 = U/R1, სადაც I1 კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების)   ბაზრის კონკურენციის ძალის პირველი ინდექსია; U – ამ ერთგვაროვანი პროდუქციის (მომსახურების) მთლიანი გამოშვება; R1 – ამ ერთგვაროვანი პროდუქციის (მომსახურების) ყველაზე მსხვილი მწარმოებლის (შესაძლოა, მონოპოლისტის) გამოშვებაა;

    2)           I2 =  U/R0, სადაც I2 კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების)   ბაზრის კონკურენციის ძალის მეორე მაჩვენებელია; R0 – არარეალიზებული (ძირითადად, დაბალხარისხიანი ან ზედმეტად ძვირი) პროდუქციის ოდენობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია ბაზარზე იმ მონოპოლიების არსებობით, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიპოვა მონოპოლია ან მონოპოლიური მდგომარეობის ნიჭიერად მიღწევის შემდეგ, როგორც მონოპოლისტი, ზედმეტად ზრდის ფასებს მონოპოლიური მოგების მიღების მიზნით;

    3)           K= N   I1  I2,   სადაც N – ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელ ფირმათა რიცხვია ბაზარზე, რომელიც, საშუალოდ, მიზანშეწონილა, 10–ზე მეტი იყოს. თუ დავუშვებთ, რომ I1 კარგ პირობებში 3–ზე მეტი იყოს, ხოლო I2 – 5–ზე მეტი, K – საერთო ჯამში 150–ს უნდა აღემატებოდეს. აქ, ბუნებრივია, არ უნდა მოვიაზროთ ბუნებრივი მონოპოლიები ეკონომიკის ზოგიერთ სუპერმეცნიერებატევად დარგებსა და ქვედარგებში, მ.შ. მსხვილ ენერგეტიკაში, კოსმოსურ პროცესებზე დაკვირვების რადიოლოკაციური სისტემებში და ა.შ., რომლებიც მცირე ქვეყნებსა და რეგიონებში, ბუნებრივია, მრავლად ვერ იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერასაც მეტად საჭიროებს..

          ავტორისაგან

                    რა თქმა უნდა, ჩემეული განზოგადება და ახალი მიდგომები ვერ იქნება აბსოლუტურად სრულყოფილი, ამდენად, მოხარული ვიქნები თქვენი რეკომენდაციებისა და შენიშვნებისათვის (არსებობის შემთხვევაში).

                                       გამოყენებული წყაროები

    1)           ფიშერი ს. და სხვ., ეკონომიქსი, ნიუ–იორკი, მე–2 გამოცემა;

    2)           დოლანი ე. ლინდსეი დ. მიკროეკონომიქსი, “Dryden Press”–ის გამოცემა;

    3)           დოლანი ე. და სხვ., ფული, საბანკო საქმე და მონეტარული პოლიტიკა, “Dryden Press”–ის გამოცემა;

    4)           ღვედაშვილი ნ. ჯანდაცვის ეკონომიკა და მართვა. – თბილისი, 2005;

    5)           სამრეწველო საწარმოების ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა. – მოსკოვი, “ვისშაია შკოლა”–ს გამოცემა;

    6)           მანქანათმშენებელი წარმოების ეკონომიკა. – მოსკოვი, “ვისშაია შკოლა”–ს გამოცემა;

    7)           მესკონი მ. და სხვ., მენეჯმენტის საფუძვლები, ნიუ–იორკი, მე–3 გამოცემა;

    8)           მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები. – თბილისი, 2000.                                                        

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სადღესასწაულო ცენტრები საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ავტოსკოლები განათლება საზღვარგარეთ სამეცნიერო პორტალები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კოლეჯი კომპიუტერული ტექნიკა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) პედაგოგები რეპეტიტორები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სპორტული სკოლები, სტუდიები საბავშვო მაღაზიები სახელმძღვანელოები წიგნების მაღაზიები ბიბლიოთეკები უცხო ენები უმაღლესი სასწავლებელი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        
    ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  
    საბანკო, ოფის მენეჯერის, ტურიზმის და სხვა
    კურსები და ტრენინგები

    alt



    alt
     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014