მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის ... საკითხებზე ნანახია (6133) - ჯერ 16 თებერვალი 2012

    განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის განვითარებისა და მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ საკითხებზე.

    შრომა ეხება ეკონომიკური პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მ.შ. მაკროსტაბილურობის სტრატეგიისათვის.

         “ფინანსების წარმატებული მართვისათვის ბიზნესში” უკვე განვიხილეთ იმ მაჩვენებელთა ნუსხა, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური პოტენციალისა და ფინანსური რესურსების შესაძლოდ ოპერატიული და ზუსტი შეფასებისა და ეფექტიანი მართვისათვის. ამჟამად, ვეცდები უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ განმარტებები ეკონომიკური კონკურენციის კანონის, ევროკავშირის კომისიის ფორმულის განვითარებისა და ფინანსური მართვის სხვადასხვა საკითხებზე და, აღნიშნულის საფუძველზე, მოგაწოდოთ ძირითადი პრინციპები მაკროსტაბილურობის სტრატეგიული პროგრამისა და ბიზნეს–გეგმების დასაბუთებული შემუშავებისათვის, მათ შორის ეკონომიკის ტერიტორიულ და დარგობრივ სტრუქტურულ შემადგენლებსა და   ცალკეულ მიკროსამეწარმეო სუბიექტებში.

                   დამეთანხმებით, რომ მხოლოდ საზრიანი და გამჭვირვალე საზოგადოებრივი მონიტორინგის საფუძველზე შეიძლება განვითარდეს კეთილსინდიდიერი კონკურენცია, რომელიც ქმნის საფუძველს ცალკეულ ბუნებრივ უპირატესობათა საუკეთესო ნაკრების წარმოჩენისათვის მაკროეკონომიკურ გარემოში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკური სრუქტურის მდგრად ეფექტიანობას და, შესაბამისად, ბაზრის საერთო ფინანსური ტევადობის საჭირო ზრდასა და სრულფასოვან მიწოდებას.  

                      როცა კონკურენტულობის ხარისხის შეფასების სხვადასხვა მაჩვენებელი არასასურველ დონეებზე ფიქსირდება, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური განგაშიც ტყდება. ერთ–ერთი ასეთი მაჩვენებელი (ჰერფინდალ–ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი HHI, იხ. წყ. N3, გვ. 13–14) შემოთავაზებულია განისაზღვროს, როგორც ბაზარზე ყველა მოქმედი მიმწოდებლის წილთა კვადრატების ჯამი, რამაც, საუკეთესო შემთხვევაში, 1000–ს არ უნდა გადააჭარბოს. ელემენტარული გაანგარიშებით, ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, როცა ერთგვაროვანი პროდუქციის ბაზარზე ერთ–ერთი ფირმის წილი 31 პროცენტს გადაამეტებს.

                      საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურენციის (შესაბამისად, მონოპოლიების) შეფასების მრავალი საინტერესო მეთოდი არსებობს მსოფლიოში, თუმცა ეს მეთოდები, ბუნებრივია, სრულად ვერ ითვალისწინებს ვერც საკუთარ და ვერც ჩვენს სპეციფიკას. დამეთანხმებით, საჭიროა სხვადასხვა გონივრული ხერხისა და მექანიზმის კომპლექსური გამოყენება.

                    ზემოაღნიშნულისათვის, წარმოგიდგენთ ეკონომიკური კონკურენციის ძალის განსაზღვრის კანონს, რომელიც შემუშავებულია ფიზიკაში დენის ძალის განსაზღვრის ცნობილი ომის კანონის გარკვეული ფორმალური მსგავსებით. ლორთქიფანიძის კონკურენციის კანონი ობიექტური რეალობის გარკვეულ განზოგადებას წარმოადგენს და გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტია ერთგვაროვანი პროდუქციის (ან მომსახურების) ბაზარზე საერთო მიწოდება და მიმწოდებელთა რაოდენობა და ნაკლებია უმსხვილესი მიმწოდებლის (შესაძლოა, მონოპოლისტის) მიწოდება და არარეალიზებული პროდუქციის საერთო ოდენობა, მით მეტია ეკონომიკური კონკურენციის ძალის მნიშვნელობა და, შესაბამისად, უფრო თავისუფალია ხსენებული ბაზარი.  შემოთავაზებული ეკონომიკური კონკურენციის კანონით   შესაძლებელია ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ბაზრების თავისუფლების ხარისხიც შევაფასოთ.

               როგორც ცნობილია, ფიზიკის ცნობილ ომის კანონში დენის ძალა განისაზღვრება ფორმულით I = U/R, სადაც U ძაბვას წარმოადგენს, R კი წინაღობას. ეკონომიკური კონკურენციის კანონში აღნიშნული საერთო მიწოდება (მთლიანი პროდუქცია) – ომის კანონის ძაბვის მაჩვენებელთან, ხოლო უმსხვილესი მიმწოდებლის მიწოდება და საერთო პროდუქტის არარეალიზებული ნაწილი – ომის კანონის წინაღობის მაჩვენებელთან ერთგვარი ფორმალური მსგავსების მატარებლებია.

                    კონკურენციის ძალის ინტეგრალური მოქმედების შეფასებისათვის, თავდაპირველად ვსაზღვრავ კონკურენციის ძალის ორ ინდექსს: პირველი ინდექსი I1   = U/R1,  სადაც U _   ერთგვაროვანი პროდუქციის მთლიანი გამოშვებაა, R1 კი _ ერთგვაროვანი პროდუქციის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის გამოშვება; ხოლო მეორე ინდექსი I2   = U/R0, სადაც R0 _ არარეალიზებული პროდუქციაა, რომელიც, ძირითადად, მოთხოვნილებებთან და მოთხოვნასთან შეუსაბამო დაბალხარისხიანი ან, პირიქით, ზედმეტად ძვირადღირებული (სუპერფეშენებელური) ან მონოპოლიურად გაძვირებული პროდუქციის ოდენობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია შედარებით დაბალი ფინანსური ტევადობის ბაზარზე იმ მონოპოლიების არსებობით, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიპოვა მონოპოლია ან მონოპოლიური მდგომარეობის ნიჭიერად მიღწევის შემდეგ, როგორც მონოპოლისტი, ზედმეტად ზრდის ფასებს მონოპოლიური ზემოგების მიღების მიზნით.    

                    გასათვალისწინებელია გარემოებაც, როცა არარეალიზებული პროდუქცია შესაძლებელია ჭარბწარმოების კრიზისების დროსაც აღმოცენდეს და ამ შემთხვევაში მონოპოლიების ბრალეულობა შეიძლება ნაკლები ან საერთოდ არ იყოს. ასეთი ჭარბწარმოების დროს წარმოების ოდენობა სტიქიურად ზედმიწევნით გაზრდილია, მაშასადამე, წარმოების მატების დონეც დაკვირვებას და ოპტიმიზებას საჭიროებს და კონკურენციის ძალაც, შესაბამისად, გადაჭარბებით არ უნდა გაიზარდოს.  

                      კონკურენციის ძალის კრებსითი შეფასებისათვის შემოგვაქვს ე. წ. ინტეგრალური კოეფიციენტი K = N × I1 × I2, სადაც N _ ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელ ფირმათა რიცხვია ბაზარზე.

                      ზოგადად, I1, მიზანშეწონილია, რომ 3–ზე ნაკლები არ იყოს, I2 – შესაბამისად, 5–ზე მეტი უნდა იყოს, ხოლო N _ 10–ზე მეტი. მაშასადამე, K – 150–ზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა, ზედა ზღვარსაც დაკვირვება უნდა და ქვეყნის მასშტაბებიდან და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის პერიოდულად დამატებით კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს, K–ს მნიშვნელობა მეტნაკლებად 1000–ს არ უნდა აღემატებოდეს. ბუნებრივია, დამატებითი სპეციფიკური გარემოებების გამოვლენისას, საჭიროა, გავითვალისწინოთ ბუნებრივი მონოპოლიების შესაძლო არსებობა ეკონომიკის ზოგიერთ სუპერმეცნიერებატევად დარგსა და ქვედარგში, მ.შ. მსხვილ ენერგეტიკაში, კოსმოსურ პროცესებზე დაკვირვების რადიოლოკაციური სისტემებში, მსხვილ მეტალურგიულ, მანქანათმშენებელ და ქიმიურ ინდუსტრიაში, რომლებიც მცირე ქვეყნებსა და რეგიონებში, ბუნებრივია, მრავლად ვერ იქნება და სახელმწიფო მეთვალყურეობასა და რეგულირებას მეტად საჭიროებს.

                   ხატოვნად რომ ვთქვათ, რაც უფრო ძლიერი (თავისუფალი) იქნება კონკურენცია, მით უფრო არსებითი იქნება ბაზრის საერთო კეთილდღეობის საჭირო ნათებაც. კონკურენციის შემოთავაზებული კანონი ავლენს მსოფლიოში მრავლად არსებულ ფარულ ე.წ. “პოლიტიკური რენტის (მაფიის)” მონოპოლიებს (ასე იმ გარკვეულ არაბუნებრივად გაზრდილ ფირმებს ვუწოდებ, რომელთა კონკურენციის ძალის ინდექსი 3–ზე ნაკლებია, ხოლო, სასურველია, 5–ზე მეტი იყოს), ასევე, მტაცებლური დემპინგისა (მოჩვენებითი დაბალფასიანი იმპორტის) და მყიდველის მცირე ხელფასის (დაბალი მსყიდველობითუნარიანობის) გამო არარეალიზებული ნამატის არსებობაზე მიგვანიშნებს. პოლიტიკის ეკონომიკაში უხეში ჩარევისა და კონკურენციის არასასურველად შეზღუდვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ხასიათს ყოფილ ათეისტურ და სუპერდირექტიულ პოსტსაბჭოთა სივრცეში ავლენს. რევოლუციური რეფორმირების პოლიტიკა სწორედ “პოლიტიკური მონოპოლიების” გავლენის საწინააღმდეგოდაა მიმართული, რომლებიც, თავის მხრივ, მათთან დაწყებული ბრძოლის ადეკვატურად, მაფიურ კლანებთან შეზრდის მიდრეკილებებს ავლენენ.

                    ბუნებრივია, რაც უფრო მეტია კონკურენტთა (მეწარმეთა) რაოდენობა ეკონომიკურ გარემოში და მეტია მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, მით უფრო დაძაბულია (პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანის და არა თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით) კონკურენცია და თავისუფალია კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) წარმოების მიკრობაზარი. შესაბამისად, გარკვეული მიკროსეგმენტის მომძლავრების კვალობაზე, მით უფრო ეფექტიანი ხდება (მ.შ. ხარისხობრივი თვალსაზრისითაც) სულ უფრო კონკურენტული მაკროგარემოც. ყველაფერს ზომიერება უნდა და რა თქმა უნდა არც სახელმწიფო და კერძო სექტორების მთავარ თანაფარდობაში უნდა დაირღვეს კონკურენციისათვის სასურველი წონასწორობა.

                  ოპტიმალური (მისაღები) ზომიერების სამეწარმეო სუბიექტების სიმრავლე (საჭირო წარმოებისა და მომსახურების სახეობით, არამოჩვენებითი ტექნოლოგიური დონითა და სხვა პროდუქტიული სიმძლავრეებით) მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ღვთის ნების პირობებში, ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელს სწორედ სიკეთის ქმნაში თავისუფალი შეჯიბრი (კონკურენცია)  წარმოადგენდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეწარმეთა პაექრობა შესაძლებელია განსაკუთრებით სახიფათოც გახდეს, თუ საზოგადოების სულიერება (ადამიანის ჭეშმარიტი ხედვა) სუსტდება. ამდენად, პაექრობა მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის (კეთილდღეობის) ქმნაში შეჯიბრად უნდა მოვიაზროთ უკეთესი საკუთარი პროდუქტის შესაქმნელად, რაც საერთო ჯამში საერთო კეთილდეობასაც ამაღლებს.

                   როცა მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ პროგრამას ვადგენთ, რეტროსპექტივაც ღრმად და რეალურად უნდა გავიაზროთ. საქართველოს ეკონომიკამ მრავალი ურთულესი გამოცდა ჩააბარა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შენიღბულ საგარეო მონოპოლიათა ეკონომიკური დივერსიები და სამხედრო აგრესიები, დამოუკიდებელი ეკონომიკის მართვის გამოუცდელობით გამოწვეული არნახული ჰიპერინფლაცია და ბუნებრივი სტიქიური უბედურებანი. თუმცა, როგორც ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყოველთვის, ქვეყანამ საბოლოოდ გაუძლო უმძიმეს კრიზისულ გართულებებს და სტაბილური განვითარების იშვიათ ნიშნებსაც ავლენს.

                    ანტიმონოპოლიური რეგულირების საკითხებზე უკანასკნელ ხანებში საკმაოდ გამწვავდა დისკუსიები როგორც უცხოელ, ასევე ქართველ სწავლულ პრაქტიკოს ეკონომისტებს შორის, ანიშნულზე ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს მთავრობამაც (იხ. წყ. N1,2). სამწუხაროდ, ზოგი საკმაოდ ნიჭიერი ოპონენტი თვლის, რომ ანტიმონოპოლიური ორგანო საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან, ის კორფუციის ბუდე გახდება და ხელს შეუშლის წარმატებულ მეწარმეებს. ყოველთვის საინტერესოა ღირსეულ ოპონენტებთან კამათი და შესაბამისად საჭირო კომპრომისების მიღწევა, მაგრამ, ამ შემთხევევაში, ჩვენს ოპონენტებს ვერასგზით დავეთანხმები. კორუმპირებულ სუბიექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა, კანონის ძალით ვებრძოლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამისათვის ანტიმონოპოლიური ორგანო და მისი ბევრი ნიჭიერი მოღვაწე ჩამოვიშოროთ და ფაქტიურად გავანადგუროთ. ამგვარად რომ ვიფიქროთ, გასაუქმებელი იქნებოდა გარკვეულ პერიოდებში ისტორიულად კორუმპირებულობით ცნობილი საბაჭო და საგადასახადო სამსახურებიც (რომლებსაც, გარკვეულ შემთხვევებში, ანტიმონოპოლიურის პორალურად განსხვავებული ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეს მსხვილი გადამხდელების მატების სახით), მაგრამ ეს შეუძლებელი და დაუშვებელია.

                     სტრატეგიული პროგრამის მთავარი მიზანი სწორედ თავისუფალი კონკურენტული გარემოს შექმნა უნდა იყოს ეკონომიკაში – ეკონომიკური მონოპოლიების აგრესია ხომ სამხედროზე არანაკლებ რთული მოსაგერიებელია, მითუმეტეს, რომ ეკონომიკის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, მცირე ქვეყანა მეტად მიდრეკილებადია ნათესაურ–კლანური მონოპოლიებით მართვისაკენ და მას ყოველთვის განსაკუთრებით უჭირს დიდ საერთაშორისო მონოპოლიებთან გამკლავება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მინიმალური დემპინგური ფასებით აკოტრებენ ადგილობრივი ბაზრის სუბიექტებს, მ.შ. მცირე ქვეყნისათვის უჩვეულოდ დიდი პოტენციალის და მდიდარი სოფლის საუკეთესო ხარისხობრივი მაჩვენებლების სასურსათო ბაზრის ადგილობრივ მეწარმეებს და შედეგად ვღებულობთ, რომ ცნობილ აგრარულ ქვეყანაში ადამიანების მნიშვნელოვანი ფენა შიმშილობს კიდევაც, მ.შ. სოფლად, რაც ყოვლად დაუშვებელია.

                  თუ კეთილსინდისიერი მეწარმე თავისი ნიჭიერებით (უნარით) ხდება მონოპოლისტი ბაზარზე, ანტიმონოპოლიური ორგანო, მართალია, არ უნდა უშლიდეს მეწარმეს შემდგომშიც გამოავლინოს თავისი წარმატებული უპირატესობა, მაგრამ ის ამ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა აკვირდებოდეს მონოპოლისტს, რომ მონოპოლიურმა უპირატესობამ არ დააზიანოს ბაზარი და არ გამოიწვიოს შესაბამისი პროდუქციისა და მომსახურების ზედმიწევნით გაძვირება ან ხელოვნური დეფიციტი და ბაზარზე დიქტატორული პირობების კარნახი.

                  ეკონომიკურ კონკურენციას (შეჯიბრება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის) ეკონომიკური საჭირო ზრდისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. თუ ბაზარი მაღალკონკურენტულია ანუ კონკურენცია იმდენად სრულყოფილია, რომ ცალკეული მყიდველი და გამყოდველი საბაზრო ფასზე გავლენას ფაქტიურად ვერ ახდენს (რეალურად, გავლენას ახდენს ძალზე უმნიშვნელოდ), მაშინ მოთხოვნა–მიწოდების წონასწორობის ყველაზე ხელსაყრელი პირობები იქმნება. ასეთი შემთხვევა შესაძებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერთგვაროვანი პროდუქციის მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ბაზარზე საკმარისად დიდია (იხ. წა. N4, გვ. 85).

                   სპორტული შეჯიბრისაგან განსხვავებით, როცა ერთი იგებს, ხოლო მეორე მარცხდება, სრულყოფილ ეკონომიკურ კონკურენციაში ორივე მხარე მოგებულია და ბაზარს იმდენი მიეწოდება, რამდენიც მთხოვნელს რეალურად უნდა და მიმწოდებელიც მაქსიმალურად შესაძლო შემოსავალს იღებს და მყიდველი საბოლოოდ ნაკლებს იხდის იმასთან შედარებით, რაც მას მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვა გზით მოუწევდა.                      

           მაკროსტაბილური განვითარების სტრატეგილულ პროგრამას, ბუნებრივია, მრავალრიცხოვანი მკითხველი უნდა გაეცნოს და კონკურენციის საკითხებით დაინტერესებულ არაპროფესიონალ მკითხველსაც საჭიროა განემარტოს, რომ ტექნიკური დონის თვალსაზრისითაც კი, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ბაზარი, თუ კონკურენცია არ არის სრულყოფილებასთან მიახლოებული, ეკონომიკური ეფექტიანობის ნაცვლად, შესაძლოა, დიდ დანაკარგებთან გვქონდეს საქმე. განსაკუთრებით სავალალოა შედეგი, როცა ბაზარს თავის სასარგებლოდ “ერთმმართველი” აკონტროლებს (მონოპოლია, როცა გამყოდველია ერთი და მონოფსონია, როცა მყიდველია ერთი) ან ეკონომიკური სუბიექტების რიცხვი შეზღუდულია (ოლიგოპოლია, ანუ ჯგუფური მონოპოლია, მათ შორის დუოპოლია, როცა მხოლოდ ორი მიმწოდებელია ბაზარზე) და ხსენებულ სუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ ფარულ შეთანხმებაში შევიდნენ. კონკურენციის ხარისხისა და ეფექტიანობის მიხედვით, შეიძლება განვასხვავოთ თავისუფალი ბაზარი სრულყოფილი კონკურენციით, ოლიგოპოლიური კონკურენცია (როცა რამდენიმე გამყიდველი გვთავაზობს მსგავს, მაგრამ არაიდენტურ პროდუქციას), მონოპოლისტური კონკურენცია (როცა მრავალი გამყიდველი გვთავაზობს მსგავს, მაგრამ არაიდენტირ პროდუქციას) და აბსოლუტურად მონოპოლიზებული ბაზარი.

                    საქართველოს ეკონომიკას ვერასდოს ექნება პრეტენზია პირველ ადგილზე გავიდეს მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, მაგრამ სამაგალითო ხარისხობრივი შედეგების მიღწევის პოტენციალი და მაგალითები არის, რაც კიდევ უფრო უნდა გამრავლდეს. ტაძარში კურთხეულ წიგნში (იხ. წყ. N5, გვ. 27–32) გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე კონკურენციის ჩემს შემოთავაზებას და ბაზრის ეფექტიანობის სასარგებლოდ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი იქნება მცდელობა განვავითაროთ კონკურენტული გარემო, მით მეტი იქნება ბაზრის ხარისხობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, მეტად სრულყოფილ დარგთაშორის კონკურენციაში მონაწილეობა აიძულებს ფირმებს უფრო რაციონალურად გადაანაწილონ რესურსები, ხოლო საერთაშორისო კონკურენციაში მონაწილეობა ქვეყნის მთავრობებს სტიმულს აძლევს სრულყონ საკანონმდებლო ბაზა.

                      ევროკავშირის კომისიის ექსპერტთა მიდგომის განვითარებით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ იქნა ე.წ. ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობის შეფასება, რომელიც აპრობირებულია ცნობილ საერთაშორისო ეკონომიკურ წრეებში და მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს როგორც რენტაბელური დარგების წასახალისებლად ბაზრის ფინანსური ტევადობის გაზრდისათვის, ეკონომიკური სტრუქტურის (მ.შ. ტერიტორიული, დარგობრივი, ასაკობრივი, სახეობრივ–ტექნოლოგიური, აღწარმოებითი და სხვ.), ასევე ეკონომიკური ეფექტიანობის დადებითი გავლენის ამაღლებისა და ხარჯების შესაძლო ხელოვნური გაბერვის მაკროეკონომიკური ტენდენციების აცილების მიზნით, განსაკუთრებით, კრიზისული მოვლენების გამწვავების დროს:

     

                                    E= ∑ [(Eio+Eit)/2]Δai;

                                                                                                                                         i=1;2;…;n

                       

        სადაც, E – სტრუქტურის ეფექტიანობაა დროის t   მონაკვეთში;

    Eio   სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის საწყისი ეფექტიანობაა;

    Eit   სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის ეფექტიანობაა t მონაკვეთის დასასრულისათვის;

    Δai გამოყენებული რესურსის სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის ხვედრიწონის ცვლილებაა დროის t   მონაკვეთში;

    i=1;2;…;nსტრუქტურის შემადგენელი ელემენტი (დარგი, რეგიონი, ასაკობრივი, სახეობრივი ჯგუფი ან სხვ.).

          ხარჯების მატების გამო ეკონომიკის განსაკუთრებით სწრაფი განვითარების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, დამატებითი სტიმულები მივცეთ სტრუქტურის ეფექტიან შემადგენლებს (და არა გამოუყენებელ წამგებიანებს, რაც ხარჯების დამატებით გადიდებას გამოიწვევს ისედაც შეზღუდულ პირობებში), რათა მათი შემოსავლების ხარჯზე დავაწინაუროთ ჩამორჩენილი ელემენტებიც. ასეთ დროს, ზემოაღნიშნული სტრუქტურის ეფექტიანობა აუცილებლად დადებით ნიშნულზე უნდა დაფიქსირდეს, ამასთანავე, არსებითი მატების ტენდენციით.

                  დასკვნისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ მაკროსტაბილურობის სტრატეგიული პროგრამა აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს შემდეგი ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით მაკროგარემოს არგუმენტირებული განვითარებისათვის:

               1. რა გაკეთდება ეტაპობრივად (ახლოეს 3–5 წელიწადში და რა მოყვება აღნიშნულს უფრო შორეულ პერსპექტივაში) თავისუფალი კონკურენციის დასამკვიდრებლად;

              2. რა პრიორიტეტები წახალისდება ბუნებრივ უპირატესობათა წარმოსაჩენად, როგორ წახალისდება ეს პრიორიტეტები გადასახდების, სუბსიდიებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით;

              3. როგორ წახალისდება ეფექტიანი მცირე მეწარმეობა და რა პირობები შეეექმნება ასევე არანაკლებ საჭირო საშუალო და მსხვილ მეწარმეობას. მხოლოდ მათი სრულყოფილი თანაარსებობა მოგვცემს საჭირო შედეგს, მ.შ. მოსახლეობის დასაქმების სახით.

            4. როგორ იქნება დაცული ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში და რა სარგებელს მივიღებთ ამ ურთიერთობებში ექსპორტ–იმპორტის სალდოს გაუმჯობესების სახით.

                    პრინცეპების შემდგომი ჩამოთვლა აღქმასაც გაართულებს და გარკვეულად გააუფასურებს ხსენებული 4 მიმართულების აქტუალობასაც. ამდენად, მთავარია დასაბუთებულად წარმოჩინდეს ეს საკვანძო საკითხები ჩვენი ზემოხსენებული მიდგომების (კონკურენციის კანონისა და ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობის სახით) შესაძლოდ სრული გათვალისწინებით.

                  მაკროგარემოს გაჯანსაღებაზე თავად თავისუფალი მეწარმეების აზროვნების განვითარებაც იმოქმედებს და ყოველ მეწარმეს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს აწარმოოს სტაბილური სპეციალიზებული და ნაკლებდივერსიფიცირებული (მეწარმეთა პროფილის ხშირი ცვლილება და ამ გაგებით მრავალმხრივი დივერსიფიკაცია ჩამორჩენილი ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი) ბიზნესი და გააჩნია თუ არ გააჩნია ეკონომიკური გამოცდილება, უნდა ესმოდეს, რომ ბიზნეს–გეგმის შემუშავებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს:

                    1. ბიზნესის მიზანშეწონილობის გააზრებასა და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების კვალიფიციურ ხედვაზე, შესაბამისად, რისკებისაგან დაცვის მექანიზმებზე;

                  2. ბაზრის რეტროსპექტივის (მინიმუმ 3–5 წლის გამოცდილება) საფუძველზე მის შესაძლებლობათა განსაზღვრაზე მომავალში (უახლოესი 1–2 წელიწადით მაინც);

                  3. ფასწარმოქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციფიკის შესწავლაზე;

                  4. ბიზნესის გაფართოების პერსპექტივებზე;

                    5. ბიზნესის ტექნიკურ გეგმაზე, ორგანიზაციულ საკითხებსა და ფინანსურ შედეგებზე.

     

                                                                              გამოყენებული წყაროები

     

                    1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 დეკემბრის N1551 განკარგულება “კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცვლელი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ”.

                   2. ფეტელავა ს, კონკურენციის თეორია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში. – თბილისი, 2007.

                  3. სასაქანლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასების მეთოდური რეკომენდაციები, თბილისი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, 1998.

                 4. მენქიუ გ. ეკონომიკს პრინციპები. – თბილისი, 2000.    

                    5. ლორთქიფანიძე რ. ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. – თბილისი, ქაშვეთის ტაძარში მოღვაწე მამა ღვთისო შალიკაშვილის კურთხევით, 2005.

          6.   ამყოლაძე გ. ამყოლაძე ი. ლომსაძე–კუჭავა მ. ორგანიზაციის თეორია და მენეჯმენტის საფუძვლები. – თბილისი, 2011.

    7.         Political Science Quarterly. ­_ New York, Vol. 124, Number 2, 2009.

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    რევაზ ლორთქიფანიძე 26 თებერვალი 2012

    +ევროკომისიის ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობის ფორმულის განვითარების განმარტებისათვის დავამატებდი, რომ განვითარება განსაზღვრავს როგორც სტრუქტურული ძვრების, ასევე, დარგობრივი და რეგიონალური ეფექტიანობის გავლენას მაკროეკონომიკურ ფინანსურ შედეგებზე და ხაზი უნდა გაესვას გარემოებას, რომ სწორედ ეკონომიკური ფაქტორებია განმსაზღვრელი ფინანსური მდგრადობისათვის და არა პირიქით. და ერთიც, ზოგს მიაჩნია, რომ ეკონომისტის შრომა არაფრადაა საჭირო და საერთოდ ამ დარგის შემოქმედებით ბუნებას უარყოფს და უფრო მეტიც, საჭიროდაც არ მიიჩნევს მის არსებობას. მათი ლოგიკა იმით შემოიფარგლება, რომ ბუღალტრის შრომა საკმარისია მეწარმისათვის პრაქტიკულად საჭირო ეკონომიკურ პროფესიებს შორის. უდიდესი შეცდომაა. ეკონომისტის შრომა ზუსტად იმ მნიშვნელობის არის, როგორც ექიმის შრომა ადამიანის გაჯანსაღებისათვის.+

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მედიცინა და პროფილაქტიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გართობა/თამაშები ბავშვის კვება და მოვლა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი დასვენება/ტურიზმი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბუნება/ეკოლოგია სასწავლო დაწესებულების მართვა კვალიფიკაციის ამაღლება სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები განათლება საქართველოში და მსოფლიოში სარეკლამო მომსახურება საზოგადოებრივი ურთიერთობები ინტერესები/კონკურსები გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ფიზიკური კულტურა და სპორტი მშობელი და ოჯახი სიახლე განათლების სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მეცნიერება/ტექნიკა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება რელიგია პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გამოცემები/პუბლიკაციები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        
    ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  
    საბანკო, ოფის მენეჯერის, ტურიზმის და სხვა
    კურსები და ტრენინგები

    alt



    alt
     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014