მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    იპოქოდრია ნანახია (9943) - ჯერ 27 თებერვალი 2012

    იპოქონდრია

    იპოქონდრია ან იპოქონდრიაზი არის დაუძლეველი შიში იმისა, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული დაავადება, მიუხედავად იმისა რომ მედიკოსები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. იპოქონდრიული სინდრომის მქონე პაციენტებს აქვთ ტენდენცია მოახდინონ ორგანიზმის ნორმალური შეგრძნებების არასწორი ინტერპრეტაცია სერიოზულ ჩივილებად. ჩვეულებრივ, ადამიანები უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ იპოქონდრიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ გადაჭარბებული ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და შეპყრობილნი არიან წინასწარი შფოთვით. მწვავე და დაუძლეველი შფოთვა იპოქონდრიულ პაციენტებს ხელს უშლის მუშაობასა და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაში. ტკივილთან დაკავშირებული ჩივილები ფოკუსირებულია თავის, კისრისა და ხერხემლის მიდამოებში. იპოქონდრია გარკვეულწილად მსგავსია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა (აკვიატებისა), რომელიც ვლინდება სპონტანურად აღმოცენებული დაუძლეველი შიშების, აზრების, ეჭვებისა და მოქმედებების სახით. იპოქონდრიაზის მქონე პაციენტების დაახლოებით 75-85 %-ს აქვთ შფოთვა, დეპრესია ამ სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობა.

    ნიშნები და სიმპტომები:

    *წინასწარი წუხილი სერიოზულ დაავადებებთან დაკავშირებით.

    *ნორმალური ორგანული შეგრძნებების დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაცია

    *ავადმყოფობის მუდმივი შიში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ირწმუნებიან სერიოზული გართულებების არარსებობის შესახებ.

    *სამუშაოსა და ადამიანებთან ურთიერთობების შენარჩუნების სიძნელე. ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის შეუძლებლობა.

    გამომწვევი მიზეზები

    იპოქონდრიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია ამ საკითხთან დაკავშირებით:

    *მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაავადება გამოწვეულია წარსულში მომხდრი რეალური ან წარმოსახული ტრავმებით.

    *გამოცდილებით დასწავლილი ცოდნა იმისთან დაკავშირებით, რომ ავადმყოფობას მოაქვს გარკვეული სარგებელი, როგორიცაა ყურადღებისა და მზრუნველობის მიღება ახლობელი ადამიანების მხრიდან. (არსებობს შემთხვევევი, როდესაც იპოქონდრიით ავადდებიან მოზრდილები, რომელთა დედმამიშვილიც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა და მუდმივად საჭიროებდა მშობელთა ყურადღებას. ეს ფაქტი იპოქონდრიის მქონე პაციენტის მიერ განიცდებოდა, როგორც მზრუნველობის დანაკლისი მშობლების მხრიდან. )

    *იპოქონდრია შეიძლება პროვოცირებული იყოს სხვა ფსიქიკური აშლილობებით, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

    ფაქტორები, რომლებიც ზრდის იპოქონდრიით დაავადების რისკს:

    *ბავშვობაში გადატანილი საკუთარი ან ოჯახის წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობა

    *იპოქონდრიის ოჯახური ისტორია

    *ბოლო დროს გადატანილი სტრესული მოვლენები (მაგალითად, მეგობრის ან ახლობლის გარდაცვლება)

    მკურნალობა

    გარდა სამედიცინო ჩარევისა, იპოქონდრიის მკურნალობისათვის მეტად სასარგებლოა ფსიქოთერაპია. განსკუთრებით კარგად მუშაობს ჯგუფური თერაპიის, ქცევის მოდიფიკაციისა დ კოგნიტური თერაპიის მეთოდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იპოქონდრიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აქვთ თანდართული სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები, ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია იპოქონდრიისგან განკურნებისათვის.

    მედიკამენტებით მკურნალობა

    გამომდინარე იქედან, რომ იპოქონდრია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა , მედიკამენტები იშვიათად გამოიყენებ მის სამკურნალოდ, თუმცა შეიძლება დანიშნულ იქნეს სეროტოგენური ინჰიბიტორების(Selective Serotonin Reuptake Inhibitors) მხოლოდ გარკვეული ჯგუფი. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ფონტექსი( Fontex ან Flouxetine) საკმაოდ ეფექტურია იპოქონდრიული სინდრომის სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარატი მიეკუთვნება სეროტოგენური ინჰიბიტორების ჯგუფს და ძლიერი ანტიდეპრესანტია. იგი აგრეთვე გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობისა და ბულიმიის დროს.

    ფსიქოთერაპიული მეთოდები გვეხმარება განკურნებაში

    • კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია დაგეხმარებათ იმ თქვენი აზრების იდენტიფიცირებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანული შეგრძნებების არასწორ ინტერპრეტაციასა და დაავადებათა შესახებ აკვიატებული შიშის აღმოცენებას. ეს თერაპია ადამიანებს ასწავლის, თუ როგორ მოახერხონ ნაკლები კონცენტრაცია საკუთარ აზრებსა და შიშებზე და გამოიყენონ რელაქსაციის ტექნიკები.

    • სტრესის მართვის ბიჰევიორალური თერაპია გასწავლით სტრესის მართვისა და განტვირთვის ტექნიკებს. ეს ტექნიკები დაგეხმრებათ თავიდან აიცილოთ ავადმყოფობაზე ფიქრი სტრესულ სიტუაციაში.

    ალტერნატიული თერაპია

    კოგნიტურ-ბიოჰევიორლური და სტრესის მართვის ბიოჰევიორალური თერაპიები იპოქონდრიის მკურნალობის ქვაკუთხედია. გარდა ამისა ალტერნატიულ მეთოდად ითვლება აკუპუნქტურა, იგივე რეფლექსოთერაპია ან "ჩხვლეტით მკურნალობა". აკუპუნქტურა ნემსების ჩხვლეტის გზით სხეულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს. აკუპუნქტურის სპეციალისტების მიხედვით, ალტერნატიული თერაპიის ამ მეთოდს უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და არ არსებობს ორგანო, რომლის მორჩენასაც ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედება ვერ ახერხებდეს.

    წყარო :University of Maryland Medical Center

    ავტორი :თიკო ბანძელაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება სასწავლო პროგრამები ვარ სპეციალისტი ფიზიკური კულტურა/სპორტი სხვა მომსახურება კონფერენციები/ღონისძიებები ვყიდი ხელოვნება/კულტურა ვიყიდი სტიპენდიები გავაჩუქებ ვცვლი განათლება/სწავლება ტურიზმი/დასვენება/გართობა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტენდერები/გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020