მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პედაგოგიური ინოვატიკის კონცეპტუალური საწყისები ნანახია (9071) - ჯერ 11 მაისი 2012

    ბოლო წლებში მეცნიერთა ინტერესი საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართ მკვეთრად მატულობს. თანამედროვე პერიოდშიPპედაგოგიკის ახალი დარგი ,,პედაგოგიური ინოვატიკა” იმყოფება ჩამოყალიბებისა და ემპირიული ძიების მდგომარეობაში, რომლის ყურადღების ცენტრშია პრობლემა პედაგოგიური სიახლის შექმნის შესახებ, მისი გამოყენება და პრაქტიკაში დანერგვა. მეცნიერი-პედაგოგები (ა. ანგელოვსკი, მ. კლარინი, ს. პოლიაკოვი, ა. ხუტორსკოი და სხვ.) ამუშავებენ პედაგოგიური ინოვატიკის არა მარტო თეორიულ კონსტრუქტებს, არამედ ცდილობენ გამოავლინონ და გააანალიზონ ახალშემონაღების საწინააღმდეგო და ხელისშემშლელი ფაქტორები. Gგასააზრებელ და გამოსაკვეთ ობიექტად გვევლინება ორი ტიპის ინოვაციური ფენომენი, პედაგოგიური ინოვატიკა და ინოვაციური პრაქტიკა (სწავლება, აღზრდა, კადრების მომზადება და სხვ). შეიქმნა მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომები, სადაც დასაბუთებულია პედაგოგიური ახალშემონაღების ტიპოლოგია, განხილულია მისი განვითარების სპეციფიკა და კანონზომიერებანი.  

    პედაგოგიური ინოვატიკის ჩამოყალიბებისა და ინოვაციური სწავლების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის განათლების კრიზისი, რომელიც შექმნილი ფაქტების საფუძველზე აღიარებულია მსოფლიოში. Aაქედან გამომდინარეობს რეფორმაცია განათლების სფეროში. მეცნიერთა ჯგუფმა დ. ბოტკინის მეთაურობით, თავის მოხსენებაში ,,Римскому клубу”, ინოვაციური სწავლება დაახასიათა როგორც განსაკუთრებული ტიპი ,,ცოდნის მოხმარების” და აგრეთვე როგორც ალტერნატიული ტრადიციულ ,,ნორმატიულ სწავლებასთან” მიმართებაში.    

      ა.ხუტორსკოი, თავის მონოგრაფიაში ,,პედაგოგიური ინოვატიკა”(2010) აღნიშნავს რომ ნორმატიული სწავლება მიმართულია მსგავს, განმეორებით სიტუაციებში მოქმედების წესების ათვისებაზე, მაშინ როდესაც ინოვაციური სწავლება გულისხმობს ერთობლივი საქმიანობის განვითარებას უახლეს სიტუაციებში.      

    ამასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებების ინოვაციური განვითარებისთვის აქტუალურ პრობლემად რჩება თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების სისტემატიზირება და განზოგადოება, კონცეპტუალური საწყისების გამოკვეთა, განათლების ახალი შინაარსის სქემების პროექტირება, ახალშემონაღები- უახლესი დიდაქტიკური მიზნების დონეზე, პედაგოგიური ინოვაციის რეალიზაციის მექანიზმი.  

    პედაგოგიურ ინოვატიკაში ძირითად ცნებებს წარმოადგენენ: პედაგოგიური სიახლე (новшество); ახალშემონაღები (нововведение);  ინოვაციური პროცესი; ინოვაციური საქმიანობა;  

    პედაგოგიური სიახლის ცნების ქვეშ იგულისხმება იდეა, მეთოდი, საშუალება, ტექნოლოგია ან სისტემა. ახალშემონაღებში კი ამ სიახლის ათვისებისა და დანერგვის პროცესი. ახალშემონაღების კონსტრუქტირების საშუალებით შესაძლებელია საგანმანათლებლო სისტემების მართვა სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, რეგიონისა და ქვეყნის დონეზე. ცნება ,,ახალშემონაღები” შეიძლება ჩაითვალოს ,,ინოვაციის” სინონიმად.  

    პედაგოგიურ ინოვატიკაში ერთ-ერთ ძირითად ცნებას წარმოადგენს ინოვაციური პროცესი. ის, როგორც წესი განიხილება სამ ძირითად ასპექტში: სოციალურ-ეკონომიური, ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური და ორგანიზაციულ-მმართველობითი.    

    ინოვაციური საქმიანობა არის გამოყენებული საშუალებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ პროცესს ამა თუ იმ საგანმანათლებლო დონეზე.  

    ინოვაციური საქმიანობის უმთავრეს ფუნქციას მიეკუთვნება პედაგოგიური პროცესის კომპონენტების ცვლილება; არსის, მიზნის, განათლების შინაარსის, მეთოდების, ტექნოლოგიების, სწავლების საშუალებების და მართვის სისტემების.  

    მთლიანობაში ინოვაციური პროცესების დასახასიათებლად შეიძლება გამოვიყენოთ ცნებები ,,ცხოვრებისეული ციკლი”, ,,წინააღმდეგობები ინოვაციურ პროცესებში”, ,,ინოვაციური პროცესების მართვის პრინციპები”.  

    რაც შეეეხება პედაგოგიური ინოვაციური პროცესების ტიპოლოგიას, მათ შეიძლება მიეცეთ განსხვავებული საწყისები. Yყველაზე უფრო ეს პროცესები გამოვლინდება აღზრდა-განათლების მიზნებსა და ამოცანებში. სწორედ ცვლილებებმა აღზრდა-განათლების მიზნებსა და ამოცანებში შეუძლიათ შეიტანონ ცვლილება შინაარსშიც, ხოლო შემდგომ კი პედაგოგიური ტექნოლოგიის პროცესშიც.  

    თანამედროვე პერიოდში, პედაგოგიურ ინოვატიკაში იკვეთება ისეთი დანაყოფები როგორიც არის: პედაგოგიური ნეოლოგია (სწავლება ახლის შესახებ); აქსიოლოგია (სწავლება პედაგოგიურ ფასეულობათა შესახებ); პრაქსიოლოგია (სწავლება ეფექტური საქმიანობის დანერგვის შესახებ);  

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში განმანათლების მართვის ორგანოებში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020