მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სოციალური დილემა ნანახია (7129) - ჯერ 12 მაისი 2012

    ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება უხდებათ. ამჯერად შევეხებით სოცილაურ დილემას, რომლის დროსაც   არჩევანის კეთდება პირადსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.

    სოციალური დილემა გულისხმობს პიროვნების მიერ ორი სახის მოქმედებიდან ერთ-ერთის არჩევას: ან მოქმედებს   ჯგუფური ინტერესების   სასარგებლოდ, ან პირად მიზნებსა და სურვილებს აძლევს უპირატესობას. მოქმედების პირველ სახეს უწოდებენ კოოპერატიულ გადაწყვეტილებას, მეორეს კი -   პიროვნებისათვის ზიანის მომტან არჩევანს.
    სოციალური დილემის არსებობის შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება პირადი და საზოგადოებრივი ინტერესები. საზოგადოებრივი პროცესების ცნობილი მკვლევარი გარეტ ჰარდინი სოციალური დილემის ნათელ ილუსტრაციას გვთავაზობს: დავუშვათ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს ნება მისცა თავისი ფარა აძოვოს საერთო საძოვარზე. ამ შემთხვევაში, თითოეული მათგანის პირადი მოგება დამოკიდებულია ფარაში ცხოველების რაოდენობაზე. ასე, რომ მათ ექნებათ პირადი მოტივი - ჰყავდეთ რაც შეიძლება მეტი საქონელი. მაგრამ საერთო მიწა არ არის ამოუწურავი და დიდი რაოდენობის საქონლის არსებობის შემთხვევაში, საკმარისი ბალახი აღარ დარჩება, რაც ყველას დააზარალებს. ასე, რომ მხოლოდ პირადი ინტერესების გათვალისწინებამ შეიძლება   საბოლოოდ საზოგადო საქმე დააზარალოს. ბევრი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება, ამიტომ საინტერესოა პასუხი შემდეგ კითხვაზე: ხშირად მოქმედებენ ადამიანები საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ? უნდა   აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პიროვნების მოქმედება განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქცევას საფუძვლად უდევს სხვადასხვა მოტივი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია პირადი ინტერესი, თუმცა ეს მოტივი არ არის ერთადერთი.   ზოგჯერ ადამიანები სოციალური დილემის არსებობის შემთხვევაში, ჯგუფურ ინტერესებს უფრო იცავენ. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უპირატესობა ენიჭება კოოპერატიულ ქცევას. ერთ-ერთი მათგანია საერთო ჯგუფური პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობა. მაგალითად: ბრძოლის მოგება, სპორტული გუნდის შეჯიბრებაში გამარჯვება,   სხვადასხვა გუნდურ კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ადამიანებისათვის ჯგუფური ინტერესები პირველ ადგილზეა და ჯგუფის კეთილდღეობა მათთვის მაღალი სუბიექტური ფასეულობის მქონეა. კოოპერატიული ქცევის მნიშვნელოვანი მოტივია სოციალური ნორმების დაცვა.

    ხშირად საზოგადოება ჯგუფური ინტერესების სასარგებლოდ ინდივიდისაგან სათანადო მოქმედებას ელის. თითოეული მოქმედების ხასიათს კი განაპირობებს შემსრულებლის ინდივიდუალური მახასიათებლები. სწორედ ისინი ახდენენ სერიოზულ ზეგავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე. იმის მიხედვით, თუ რას აძლევს ადამიანი უპირატეს მნიშვნელობას, პირადს თუ საზოგადოებრივს, არსებობს ადამიანთა სხვადასხვა პიროვნული ტიპები: 1. ინდივიდუალისტები, რომელთა მოქმედებები სრულიად ეგოისტურია. მათ არ აინტერესებთ სხვა ადამიანების მიზნები და ინტერესები და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. 2.კოოპერატიული ადამიანები ზრუნავენ საერთო კეთილდღეობისათვის და მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ჯგუფის წარმატების მოსაპოვებლად. 3. შეჯიბრებითი ხასიათის პიროვნებისათვის უპირატესია საკუთარი და სხვათა მოქმედებათა შორის განსხვავების მიღწევა. მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი მოქმედების განხორციელება, რომ განსაკუთრებულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, თუნდაც ეს მათთვის სხვა მხრივ მომგებიანი არ იყოს. 4. საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენენ ალტრუისტები. ისინი   სრულიად არ ფიქრობენ საკუთარ წარმატებებზე და მათი ფიქრის საგანი მხოლოდ სხვათა კეთილდღეობაა. ცხადია, რომ სოციალური დილემის დროს, საზოგადოების ინტერესებს დაიცავს და სათანადო ქმედებას შეასრულებს მხოლოდ ის, ვისთვისაც უფრო მეტადაა ფასეული სხვათა ინტერესები.


    სოციალური ფსიქოლოგები დიდ ყურადღებას უთმობენ სოციალური დილემის საკითხს, რადგან პიროვნების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს, ან დიდი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ დონეზე არსებულ სოციალურ ერთეულებს -ოჯახს, მეგობართა წრეს, სამსახურეობრივი მიზნით შემდგარ ჯგუფს, სხვადასხვა კოლექტიურ ერთეულებს,   თუ მთლიანად საზოგადოებას.  


    თითოეულმა ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოების ნაწილია და ჯგუფურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველასათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს.

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები წიგნების მაღაზიები საბავშვო მაღაზიები ავტოსკოლები სადღესასწაულო ცენტრები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საგანმანათლებლო რესურსები ხელოვნების სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სამეცნიერო პორტალები სპორტული სკოლები, სტუდიები ბიბლიოთეკები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უცხო ენები უმაღლესი სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა სახელმძღვანელოები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები გამოცემები პედაგოგები რეპეტიტორები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020