მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დისმორფოფობია ნანახია (8788) - ჯერ 13 მაისი 2012

    რატომაა XXI საუკუნის აქტუალურ თემათა შორის პლასტიკური ქირურგიული ოპერაციები, კვებითი დარღვევები, ნარკომანია, დეპრესია თუ თვითმკვლელობა? ამ საკითხების განხილვისას ბევრ თვალსაჩინო ფაქტორზე მიუთითებენ, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნას ფარული ფსიქოლოგიური მოტივებიც. მათ შორის ერთ-ერთია დისმორფოფობია.

    დისმორფოფობია არის ფსიქიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი მეტისმეტად ღელავს თავის გარეგნობაზე, ფიქრობს, რომ აქვს გარკვეული ფიზიკური დეფექტი. ის შეიძლება უჩიოდეს სხეულის ერთი ან რამდენიმე ნაწილის სიმახინჯეს, ანდა უკმაყოფილო იყოს თავისი ზოგადი გარეგნობით.
    ტერმინი დისმორფოფობია წარმოიშვა ორი ბერძნული სიტყვიდან, რომლებიც ნიშნავს მახინჯსა და ფორმას. ლიტერატურაში დისმორფოფობიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიელი მკვლევრის ენრიკე მორსელის მიერ 1886 წელს. 1987 წელს კი დაავადებამ სადიაგნოსტიკო კატეგორიის სტატუსი შეიძინა.
    დისმორფოფობიის მიზეზები იყოფა ორ კატეგორიად: 1) ნეირობიოლოგიური ფაქტორები - კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დისმორფოფობიის მქონე პაციენტებს სხვებთან შედარებით აქვთ სეროტონინის ნაკლები შემცველობა. სეროტონინი არის ნეირომედიატორი, რომელიც განსაზღვრავს იმპულსების გადაცემას ნერვულ უჯრედებში. ის გავლენას ახდენს ემოციების, აგრესიის გამოვლინებაზე, სოციალური ქცევის განხორცილებაზე. მას ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ. 2) ფსიქოლოგიური ფაქტორები - ადამიანი დამახინჯებულად აღიქვამს თავის სხეულის ხატს. სხეულის ხატი არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარ გარეგნობაზე; ის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება: როგორ აღიქვამს პიროვნება საკუთარ სხეულს და რა გრძნობები უჩნდება აღქმულ გარეგნობასთან დაკავშირებით. დისმორფოფობიის მქონე ადამიანები იტანჯებიან არასრულფასოვანი გარეგნობის შესახებ არსებული თავიანთი რწმენებით მაშინაც კი, თუ ობიექტური შეფასებით საკმაოდ ნორმალური და ზოგჯერ ძალიან მომხიბვლელი გარეგნობაც კი აღენიშნებათ. მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია ასევე მასმედიის ზეგავლენა, რომელიც აყალიბებს სრულყოფილი გარეგნობის ხატს. მოზარდები და ბავშვები მასმედიის ნეგატიური გავლენის ქვეშ ექცევიან და მის მიერ მოწოდებულ ხატთან მცირე შეუსაბამობასაც კი მტკივნეულად განიცდიან.
    დისმორფოფობია გავრცელებულია მოზარდებში. დაავადების საშუალო ასაკია 17 წელი. ის აღინიშნება როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის წარმომადგენლებში.
    დისმორფოფობიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
    •       აკვიატებული აზრები საკუთარ სიმახინჯეზე;
    •       ისეთი აკვიატებული ქცევები, როგორებიცაა სარკეში ყურება, მაკიაჟის ხშირი მოხმარება, ვარჯიში, პლასტიკური ქირურგიისათვის მიმართვა და ა.შ.;
    •       დეპრესიული სიმპტომები;
    •       მარტოობა, სოციალური იზალაციისაკენ მისწრაფება. სოციალური ფობია - დისმორფოფობიის მქონეთ ეშინიათ ხალხში ყოფნის, რადგან ჰგონიათ, რომ საკუთარი გარეგნობის გამო დაცინვასა და შეურაცხჰყოფას დაიმსახურებენ;
    •       შფოთვა, პანიკური შეტევები;
    •       დაბალი თვითშეფასება;
    •       სირცხვილისა და ბრალეულობის განცდა;
    •       სხვებზე დამოკიდებულობა;
    •       რაიმე საქმიანობის შესრუბის უუნარობა საკუთარ გარეგნობაზე მუდმივი ფიქრის გამო;
    •       ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;
    •       თვითმკვლელობის მცდელობები;
    დისმორფოფობიის საფრთხის წინაშე დგანან გარკვეული პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანები. მიუთითებენ ისეთ ნიშნებზე, როგორებიცაა პერფექციონიზმი, სიმორცხვე, ნეიროტიზმის მაღალი დონე, უარყოფისა და კრიტიკისადმი მაღალი მგრძნობელობა და ა.შ.
    დისმორფოფობიის მქონე პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება სხვა ფსიქიკური დარღვევებიც: დეპრესია, გუნება-განწყობილების სხვა აშლილობები, ისეთი კვებითი დარღვევები, როგორებიცაა ანორექსია და ბულიმია.
    დისმორფოფობიის მკურნალობისადმი სამედიცინო მოდგომა იყენებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მაღლა წევენ ორგანიზმში სეროტონინის შემცველობის დონეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მიდგომას, საკმაოდ ეფექტურია თერაპიული ჩარევა. აღიარებულია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ეფექტურობა; ამ დროს ადამიანს უცვლიან საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებულ მცდარ რწმენებსა და შეხეულებებს და სასარგებლო აზრების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ეფექტურია ოჯახური თერაპიები, რომელთა ფარგლებში ერთვებიან პაციენტის ოჯახის წევრები და თერაპევტის ხელმძღვანელობით მის გამოჯანმრთელებაში იღებენ მონაწილეობას.
    ყველაზე მნიშვნელოვანი და ძნელად განსახორციელებელი კი ისეთი საზოგადოებრივი კლიმატის შექმნაა, სადაც პატივი მიეგება ნებისმიერ ინდივიდუალურ ფიზიკურ გამოვლინებას, არ იარსებებს ე.წ. „სილამაზის ეტალონი“ და მეტ მნიშვნელობას შეიძენს სულიერი ღირებულებები.

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უმაღლეს სასწავლებელში კოლეჯში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020