მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    გენდერული იდენტობა ნანახია (9445) - ჯერ 13 მაისი 2012

     

    შეგიძლია გაიხსენოთ რამდენი წლის იყავით მაშინ, როცა პირველად გააცნობიერეთ, რომ ადამიანები იყოფა ბიჭებად და გოგონებად, მამაკაცებად და ქალებად? და თუ ვერ იხსენებთ ზუსტ თარიღს, მაშინ შეეცადეთ უპასუხოთ შეკითხვას თუ რას ფიქრობდით საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე, როცა იყავით პატარა და რას ფიქრობთ ამჟამად? რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მამაკაცი და ქალი?

    მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბავშვის საკუთარ სქესთან დაკავშირებული წარმოდგენების სისტემის ანუ გენდერული სქემების განვითარება განსაზღვრავს რელევანტური ქცევის მოდელების და წესების ათვისების პროცესს. ეს სქემები თანდათანობით ყალიბდება. 2-დან 5წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ადამიანების სქესის მიხედვით კატეგორიებში მოქცევა. თუმცა ბოლომდე ვერ გებულობენ რას ნიშნავს იყო ბიჭი ან გოგო. თვლიან, რომ სქესი შეიძლება შეიცვალოს გარეგნული ნიშნების, მაგალითად ტანსაცმლის შეცვლის, კვალდაკვალ. მათ მხოლოდ 5-7 წლის ასაკში უყალიბდებათ სქესის მუდმივობის განცდა. ისინი უკვე აცნობიერებენ, რომ სქესი მყარია, მუდმივია და ნარჩუნდება ნებისმიერ სიტუაციაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მართალია თუ არა რომ ბავშვები მეტ ყურადღებას აქცევენ საგნების იმ კატეგორიებს და ასევე უკეთ იმახსოვრებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათი გენდერული სქემების შესატყვისია? ამის დასადასტურებლად ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგების მიხედვით ბავშვები მართლაც ავლენენ საკუთარ სქესთან დაკავშირებული ინფორმაციის უკეთესად დამახსოვრების ტენდენციას. უფრო მეტიც ისინი გაცილებით მეტ შეცდომას უშვებენ მეხსიერებიდან იმ შინაარსების აღდგენისას, რომლებშიც დარღვეულია სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპები.  

    ტერმინებს სქესობრივი კუთვნილება და გენდერი ხშირად ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი სქესობრივ კუთვნილებას ბიოლოგიური თვალსაზრისით განვსაზღვრავს_ ანატომიური და ფიზიოლოგიური განსხვავებების ენაზე, რომლებიც ჩასახვის დროს გადაცემული გენების საფუძველზე ვითარდება. ხოლო ცნება გენდერი  ეხება იმას, რაც მოცემულ კულტურაში ქალის და მამაკაცის ცნების შინაარსის განმსაზღვრავ როლების, მოქმედებებისა და სხვა მახასიათებლების გამაერთიანებელ სქესობრივ კუთვნილებასთან ასოცირდება.  თითოეული ჩვენგანი განეკუთვნება განსაზღვრულ სქესს ანუ ჩვენ საკუთარ თავს მამაკაცად ან ქალად განვსაზღვრავთ.  იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძირითადად ადამიანის ბიოლოგიური სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს ემთხვევა.  

    გენდერული იდენტობის წარმოქმნა

    მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის და ქალის ქცევაში გამოვლენილი სხვაობები დიდი ხნის განმავლობაში ბიოლოგიური განსხვავებებით განპირობებულად ითვლებოდა, თანდათანობით უფრო მართებულად ჩანს მოსაზრება, რომ  „ტიპიური“ ქალის და მამაკაცის მახასიათებლები სინამდვილეში შეძენილია. გენდერული სქემის თეორიის  მიხედვით ბავშვები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის  ორგანიზების უნარს ფლობენ, რომელიც თითოეული სქესის რელევანტურ, კულტურით განსაზღვრულ ქცევის ტიპებს ეფუძნება. მაშინათვე როცა ბავშვი სწავლობს „გოგონას" და „ბიჭის" იარლიყის გათავისებას, დგება ამ იარლიყით განსაზღვრული „რელევანტური" როლების სწავლის დროც. ზრდასთან ერთად მიმდინარეობს გენდერული ტიპიზაცია, როცა ბავშვი საკუთარ კულტურაში სუსტი და ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები ადასტურებენ ღრმად ფესვგამდგარი სტერეოტიპების არსებობას(მაგალითად, ქალები მამაკაცებთან შედარებით უფრო კომუნიკაბელურებად და ბედნიერებად ითვლებიან), ეს მტკიცებულებები ხშირად არასაკმარისია და ნიშანდობლივია, რომ დიდია განსვლა მამაკაც და ქალ მკვლევართა მონაცემებს შორის.  

    ბავშვები საკუთარი სქესის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მშობლებზე დაკვირვებით და მათზე მიბაძვით იღებენ. ჩვეულებრივ  ბავშვის მიერ საკუთარი სქესის შესაბამისი ქცევის განხოციელება წახალისებულია, მაშინ როცა  ირელევატური პირიქით,  დაცინვის ობიექტიც კი ხდება ხოლმე. შეადარეთ, მაგალითად პატარა გოგონას მოთხოვნაზე საშობაო საჩუქრად მიიღოს თოჯინა და პატარა ბიჭის ზუსტად იგივე მოთხოვნაზე მშობლების მიერ გაცემული ალბათური პასუხების ხასიათი.

    სქესის კულტურული სტერეოტიპების შეძენა მრავალი საშუალებითაა შესაძლებელი. ბიჭებს და გოგონებს განსხვავებულად აცმევენ, სხვადასხვა ვარცხნილობას უკეთებენ, სახლში სხვადასხვა  საქმეს ავალებენ, ურჩევენ სხვადასხვა ლიტერატურულ გმირს შეადარონ საკუთარი თავი და ა.შ. განსხვავებულია ასევე მათი თამაშები. ბრაიანმა და ნაგლემ ჩაატარეს საინტერესო კვლევა, რომელშიც სამი ტიპის თამაში გამოიყენეს: მანქანებით, თოჯინებით და სხვადასხვა ფიგურებით თამაში. კვლევის მიზანი იყო დედის  და მამის მიერ ბავშვთან ურთიერთობისას გამოყენებული სამეტყველო ყულაბის მოცულობის გაანალიზება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ვერბალურ ინტერაქციას იწვევს თოჯინებით თამაში, ხოლო ყველაზე ნაკლებს-მანქანებით თამაში. ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა კვლევის მონაწილე მშობელი თამაშობდა ბიჭთან თუ გოგონასთან. კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებს, რომლებიც თოჯინებით თამაშობენ, აქვთ ენის დაუფლებისთვის მეტი ვარჯიშის შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ  2 წლიდან როგორც გოგონები, ისე ბიჭები თამაშობენ მისი სქესისთვის შესაბამისი სათამაშოებით. ასე რომ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სქესის სპეციფიკური თამაშის პატერნები ქმნის სამეტყველო განვითარების განსხვავებულ გარემოს.

    გენდერული იდენტობის შინაარსი

    მამაკაცურობის და ქალურობის სტერეოტიპების განსხვავებულ შინაარსზე პირველად ყურადღება გაამახვილა ბემმა. ის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ სამოცდაათიან წლებამდე ფსიქოლოგების და ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობა თვლიდა, რომ მამაკაცურობა და ქალურობა ერთამანეთის საპირისპირო მახასიათებლებია. სხვა სიტყვებით არ დაიშვებოდა შემდეგი აზრი, რომ ადამიანი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს მამაკაცის და ქალის თვისებებს ან სრულიად არ ფლობდეს არც ერთ მათგანს. ბემმა შემდეგი თეორიული მოსაზრება შემოგვთავაზა, რომ მამაკაცურობა და ქალურობა განცალკევებულ განზომილებებს არ წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით ადამიანი შეიძლება ფლობდეს ორივე სქესის მახასიათებლებს( მაგალითად ერთდროულად იყოს აზარტულიც და სხვა ადამიანების მიმართ მზრუნველიც), რაც ფსიქოლოგიური ანდროგინურობით ვლინდება.  

    ანდროგინული პიროვნება ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ტრადიციულ მამაკაცურ და ტრადიციულ ქალურ თვისებებს აერთიანებს.

    სიღრმის ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგიც აღნიშნავდა, რომ ქალი და მამაკაცი არ არის მხოლოდ ურთიერთშემავსებელი, არამედ ყოველი მამაკაცი ატარებს ქალურ კომპონენტს, ქალი კი მამაკაცურს. იუნგი ქალის მამაკაცურ კომპონენტს - animus-ს უწოდებდა, ხოლო მამაკაცის ქალურ კომპონენტს anima-ს.

    გენდერული როლების  ზეგავლენა ქცევაზე სახლში და სამუშაო ადგილზე.  

    არ უნდა დაივიწყოთ, რომ არსებობს გარკვეული შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რომელ მახასიათებლებს ენიჭება  თითოეული სქესისთვის უპირატესობა და რომელს არა. სტერეოტიპები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდეს პიროვნებათშორის მოქმედებებზე. გარდა ამისა, გენდერული როლები განსაზღვრავს სახლში ქალის და მამაკაცის  ქცევის ხასიათსაც. მაშინაც, კი როცა ორივე პარტნიორი რთულ და მაღალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, საოჯახო მოვალეობები ყველაზე ხშირად მაინც  სქესის ტრადიციული სქემებით განისაზღვრება. ანუ ჩვეულებრივ მამაკაცები ყრიან ნაგავს, აკეთებენ რემონტს და მუშაობენ ეზოში, მაშინ როცა ქალები ალაგებენ სახლს, ამზადებენ კერძებს და უვლიან ბავშვებს. მთლიანობაში ქალები უფრო მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს.

    სამუშაო ადგილზე სქესი და სქესობრივი როლები კვლავ ინარჩუნებს წამყვან მნიშვნელობას. მაგალითად, როცა ქალს ირჩევენ რაიმე სამუშაოს ვაკანსიაზე და შემდეგ ატყობინებებნ, რომ არჩევანი ძირითადად მათ სქესობრივ კუთვნილებას დაეფუძნა, ის სამუშაოს ნაკლებად დამაკმაყოფილებლად აფასებს, ვიდრე ის ქალი, რომელსაც ატყობინებენ, რომ ეს არჩევანი მისმა დამსახურებამ განაპირობა.

    მიუხედავად მომუშავე ქალების პროცენტული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდისა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ფედერალური კანონების არსებობისა, შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ  არსებობს სქესობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული პროფესიური შეზღუდვები. მაგალითად ამერიკულ სამეცნიერო წრეებში ქალები კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან მამაკაცებთან შედარებით დოქტურანტურისთვის გამოყოფილი გრანტების, გამომუშავებული გასამრჯელოს თუ წოდებების მიხედვით.  საინტერესოა, რომ შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთი მიზეზი   თავად ქალების რწმენაა, რომ ისინი მამაკაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას იმსახურებენ. ტანენი კი მნიშვნელოვან ფაქტორად   კომუნიკაციურ სტილებში სქესობრივ სხვაობებს განიხილავს. მაგალითად ქალები მამაკაცების მსგავსად არ არიან მიდრეკილნი იცროუნ საკუთარი ღირსებების შესახებ.

    ხშირად წარმატების საუკეთესო მაჩვენებლად თვითდაჯერებულობას მიიჩნევენ. ის ვინც  დარწმუნებულია წარმატებაში, აღწევს კიდეც მას. კვლევების მიხედვით მიღწევასთან დაკავშირებულ სიტუაციებში ქალები უფრო ნაკლებად არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში, ვიდრე მამაკაცები. მოცემული ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მათ მრავალ შრომით სიტუაციაში ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ სრული თანასწორობისთვის მამაკაცებთან მიმართებაში.

     

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვყიდი ფიზიკური კულტურა/სპორტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ვეძებ სპეციალისტს კონფერენციები/ღონისძიებები ტენდერები/გრანტები სასწავლო პროგრამები სხვა განათლება/სწავლება ვიყიდი ვცვლი ხელოვნება/კულტურა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტურიზმი/დასვენება/გართობა ვარ სპეციალისტი სტიპენდიები გავაჩუქებ
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019