მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    თინეიჯერის თანადგომა დეპრესიის მკურნალობის დროს ნანახია (9105) - ჯერ 14 მაისი 2012

     

    როცა ცხოვრებაში ვაწყდებით თინეიჯერს, რომელიც დეპრესიის მკურნალობას გადის, ყველაზე მნიშვნელოვანია აგრძნობინო, რომ შენ მასთან ხარ მოსასმენად და თანადგომისათვის. ახლა, ისე როგორც არასდროს, თქვენმა თინეიჯერმა უნდა იცოდეს, რომ ის დაფასებულია, მიღებული და უზრუნველყოფილი.  

    იყავით გამგები. დეპრესიის მქონე თინეიჯერთან ცხოვრება შეიძლება რთული და გამომფიტავი იყოს. შესაძლებელია, რომ პერიოდულად იგრძნოთ გადაღლილობა, უარყოფა, სასოწარკვეთილება, გაუარესება და სხვა მრავალი ნეგატიური ემოცია. ამ მცდელობისას, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი განზრახ არ იქცევა ასე (გირთულებთ ცხოვრებას). თქვენი თინეიჯერი იტანჯება, ასე რომ მთელი ძალისხმევით ეცადეთ, იყოთ მომთმენი და გამგები.

    წაახალისეთ ფიზიკური აქტივობისათვის. წააქეზეთ თქვენი ბავშვი, რომ იყოს აქტიური. დიდი შანსია ვარჯიშმა შეამსუბუქოს დეპრესია, ამიტომ იპოვეთ გზა, რომ ეს წვლილი შეიტანოთ თქვენი ბავშვის ცხოვრებაში. თუნდაც ისეთი მარტივი რაღაცეები, როგორც ძაღლის გასეირნება და ველოსიპედით სეირნობა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.  

    უბიძგეთ სოციალური აქტივობისკენ. იზოლაცია უფრო ართულებს დეპრესიას, ასე რომ წააქეზეთ თქვენი თინეიჯერი, ნახოს მეგობრები და იურთიერთოს. ურჩიეთ ამხანაგებთან ერთად გარეთ გასვლა ან შესთავაზეთ სოციალური აქტივობა, როგორიცაა სპორტი, ხატვის გაკვეთილები და კლასგარეშე წრეები, რომელმაც შეიძლება დააინტერესოს.  

    იყავით მკურნალობაში ჩართული. ყურადღება ადევნეთ, რომ თქვენი თინეიჯერი მისდევს მკურნალობის ინსტრუქციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იღებდეს გამოწერილ ყველა წამალს. დააკვირდით ცვლილებებს და დაუყონებლივ შეატყობინეთ ექიმს თუ ატყობთ, რომ დეპრესიის სიმპტომები უარესდება.  

    ისწავლეთ დეპრესიის შესახებ. ზუსტად ისე, როგორც იმ შემთხვევაში თუ თქვენს შვილს შეეყრებოდა ისეთი დაავადება, რომელზეც ცოტა იცით, წაიკითხეთ დეპრესიის შესახებ, რათა საკუთარი თავის “ექსპერტი” გახდეთ. რაც მეტი გეცოდინებათ, მით მეტად აღჭურვილი იქნებით თქვენი თინეიჯერი შვილის დასახმარებლად. წააქეზეთ თქვენი შვილი თავადაც წაიკითხოს დეპრესიაზე. საკუთარ მდგომარეობაზე კითხვისას თინეიჯერები მიხვდებიან, რომ არ არიან მარტო და უკეთ გაიგებენ თუ რას განიცდიან.

    დეპრესიის მქონე თინეიჯერის გამოჯანმრთელების გზა შეიძლება იყოს ოღროჩოღრო, იყავით მომთმენი. გაიხარეთ პატარა გამარჯვებით და მოემზადეთ რეგრესისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ განსაჯოთ საკუთარ თავი და არ შეადაროთ თქვენი ოჯახი სხვებს. თუ ცდილობთ თინეიჯერს გაუწიოთ საჭირო დახმარება, მაშინ თქვენს საქმეს აკეთებთ.  

    ზრუნვა მთელს ოჯახზე, სადაც ერთ თინეიჯერს აქვს დეპრესია  

    როცა მშობლები უმკლავდებიან თინეიჯერის დეპრესიას, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ფოკუსირებული ხართ მხოლოდ დეპრესიის მქონე ერთ ბავშვზე. ამასობაში, შეიძლება უგულებელყოთ საკუთარი და ოჯახის სხვა წევრების მოთხოვნილება. იმ დროის განმავლობაში, როცა თქვენი შვილის დეპრესიის დაძლევა პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია ამ მძიმე დროს შეინარჩუნოთ მთელი ოჯახის სიძლიერე და ჯანმრთელობა.

    იზრუნეთ საკუთარ თავზე- იმისთვის, რომ დაეხმაროთ დეპრესიის მქონე თინეიჯერს, თავად უნდა იყოთ ჯანმრთელი და პოზიტიური, ასე რომ არ უარყოთ საკუთარი მოთხოვნილებები. სიტუაციის სტრესმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თქვენს გუნებაზე და ემოციებზე, ამიტომ დააბალენსეთ თქვენი კარგად ყოფნა სწორი კვებით, საკმარისი ძილით და სასიამოვნოდ დროის გატარებით.  

    მოიპოვეთ თანადგომა- მოიპოვეთ ემოციური თანადგომა, რომელიც გჭირდებათ. მოიძიეთ მეგობრები, შეუერთდით თანადგომის ჯგუფებს, ან მიაკითხეთ თერაპევტს. ნორმალურია თუ იგრძნობთ ფრუსტრაციას, უმწეობას ან სიბრაზეს. მნიშვნელოვანია, თქვათ თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე თქვენი შვილის დეპრესია, ვიდრე ჩაკეტოთ თქვენი ემოციები.  

    იყავით გახსნილი ოჯახთან- ნუ ივლით თითისწვერებზე იმიტომ, რომ სხვა ბავშვები “დაიცვათ”. ბავშვებმა იციან, როცა რაღაც არ არის წესრიგში. როცა სიბნელეში ვტოვებთ, მათი წარმოდგენა უარესის დასკვნისკენ მიდის. იყავით გახსნილი იმის შესახებ რაც ხდება და ბავშვებს მიეცით შესაძლებლობა დასვან კითხვები და გაგიზიარონ გრძნობები.  

    გახსოვდეთ დედმამისშვილები. ერთი ბავშვის დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი ან შფოთვა სხვებშიც, ამიტომ დარწმუნდით, რომ “ჯანმრთელი” ბავშვი არ არის იგნორირებული. მათ შეიძლება დასჭირდეთ ინდივიდუალური ყურადღება ან პროფესიონალის დახმარება, რათა გაუმკლავდნენ ამ სიტუაციისგან გამოწვეულ გრძნობებს.  

    თავიდან აირიდეთ დადანაშაულები თამაში- მარტივია თავი დაიდანაშაულოთ ან ოჯახის სხვა წევრი თინეიჯერის დეპრესიის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ ამძაფრებს სტრესულ სიტუაციას. გარდა ამისა, დეპრესია გამოწვეულია რიგი ფაქტორებისგან და ნაკლებად სარწმუნოა, რომ რომელიმე საყვარელი ადამიანი იყოს დამნაშავე. (გარდა დაჩაგვრისა და უგულებელყოფისა).    



    გამოყენებული წყარო:  
     http://www.helpguide.org/mental/depression_teen.htm

     

    ავტორი :მარიამ დავითაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯი გამოცემები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები ავტოსკოლები განათლება საზღვარგარეთ უცხო ენები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სპორტული სკოლები, სტუდიები წიგნების მაღაზიები სამეცნიერო პორტალები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საგანმანათლებლო რესურსები ბიბლიოთეკები უმაღლესი სასწავლებელი სახელმძღვანელოები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019