მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვთა აღზრდა-განათლება ნანახია (8278) - ჯერ 15 მაისი 2012

    როგორ უნდა მოვეპყრათ დასწავლის უნარის მქონე ბავშვებს სწავლების პროცესში და რა კანონზომიერებებია მათთან მიმართებაში გასათვალისწინებელი.

    სწავლების პროცესში ხდება ადმიანის ქცევის მოდიფიკაცია, რომელსაც განაპირობებს არამხოლოდ ახალი გამოცდილება ან პრაქტიკა, არამედ პიროვნული თავისებურება და ასაკობრივი შესაძლებლობები. პიროვნების ქცევა კი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად წამატებული იყო მასწავლებლის მიერ დახარჯული ძალისხმევა თითოეულ ბავშვზე. მოსწავლის მიღწევების შეფასება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მიღებულ შედეგებზე უნდა იქნეს დაფუძნებული სწავლების შემდგომი ეტაპი.

    ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მასწავლებლები უშვებენ არის შემდგომი: მოსწავლის მიერ ერთი უნარის განვითარება და დახვეწა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გადავიდეთ სხვა უნარის განვითარებაზე. ამგვარი ქმედება განსაკუთრებით დაუშვებელია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ეს არის ნაჩქარევი ნაბიჯი პედაგოგების მხრიდან. თუ ათვისებული უნარი არ არის გავარჯიშებული ის შემდგომი უნარის განვითარებისთვის სრულფასოვან ბაზისს ვერ ქმნის. ეს კანონზომიერება არ ეხება ნორმალური განვითარების მქონე ბავშვებს, ისინი ყოველგვარი გავარჯიშების გარეშეც შესაძლებელია ანვითარებდნენ გარკვეულ უნარებს. სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს კი სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა, დიდი ძალისხმევა და დრო: ახალი უნარის ასათვისებლად, ათვისებულ უნარში დასაოსტატებლად და მის შესანარჩენებლად, ასევე დიდი დრო სჭირდებათ ათვისებულ უნართან ადაპტაციისთვის. საბოლოო ჯამში მივდივართ იმ სურათამდე, რომ ამ ბავშვების გარკვეული უნარების განვითარების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ შემდგომი კანონზონიერება:  

    ახალი უნარის ათვისება გულისხმობს ბავშვის მიერ სიახლის შეცნობას. სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ახალი უნარის ათვისება მოხდეს პრაქტიკაში, შესაბამის სიტუაციაში და თან პრაქტიკულ სწავლასთან ერთად უნდა ეძლეოდეთ ინსტრუქციები. სწავლის მოთხოვნები აუცილებლად უნდა ითვცალისწინებდეს თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს და უნდა იყოს მათზე მორგებული. წარმატება განათლების პროცესში იქნება მიღწეული თუ ასევე ყურადღებას მივაქცევთ ბავშვების ინტერესეის სფეროს. სწავლების პროცესი ყოველთვის გულისხმობს უკუკავშირს, იმისათვის რათა დავრწმუნდეთ, თუ როგორ და რამდენად კარგად გაიგო ბავშვმა ახალი ინფორმაცია. თუ ბავშვს შეუძლია ახალი უნარის 50%-85% გამოყენება ითვლება, რომ საგანმანათლებლო პროცესი იყო წარმატებული. ამის შემდეგ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე.  

    უნარში დაოსტატება ეს პროცესი გულისხმობს ახლად ათვისებული უნარის ავტომატიზირებას, რისთვისაც აუცილებელია ხშირი პრაქტიკა და თუ როგორი წარმატებით მოხდება უნარში დაოსტატება დამოკიდებულია ბავშვის განვითარებაზე და უნარის ათვისებაზე დახარჯულ დროზე.  

    უნარის შენარჩუნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწავლის უნარის დარღვევის მოქონე ბავშვებს ავიწყდებათ ათვისებული უნარესწბი და ეს პედაგოგის უყურადღებობის ბრალია. როდესაც წყდება უნარზე ინტენსიური მუშაობა და მისი მიზანმიმართული განმტკიცება იგი ნელ-ნელა ქრება. თუ ბავშვი ავადაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მოსვლას სკოლაში მაშინ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ათვისებულ უნარს სჭირდება გავარჯიშება და შესაბამის სიტუაციაში გამოყენება. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სწავლების უნარის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლება დამოკიდებულია გარეშემყოფებზე, როგორც მასწავლებლებზე, ასევე მშობლებზე.  

    გენერალიზება გულისხმობს ათვისებული უნარის სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გამოყენებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია. იგი გულისხმობს სტიმულის ამოცნობასა და მასზე ადეკვატური პასუხის გაცემას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ამ ბავშვებთან მიმართებაში იქმნება არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ ათვისებული ცოდნის განსხვავებულ სიტუაციაში პირდაპირი, მექანიკური გამოყენება. ამიტომაც სჭირდებათ მათ ახალი უნარების სხვადასხვა კონტექსტში გავარჯიშება. ბავშვები უბრალოდ ვერ ახერხებენ ახლს სიტუაციასა და ნასწვალ უნარს შორის კავშირის პოვნას.  

    ადაპტაცია ეს არის სწავლების ბოლო ეტაპი, როდესაც მოსწავლე ახერხებს ათვისებული ცოდნის მოდიფიცირებულ გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში ყოველგვარი შეხსენებისა და კარნახის გარეშე. თუმცა სწავლის უნარის დარღვევის მქონე ყველა ბავშვი ვერ ახერხებს ამ ეტაპზე გადასვლას.    

    უნდა გვახსოვდეს ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებლები სწავლების პროცესში. თითოეული ჩვენთაგანი არის უნიკალური და განსაკუთრებული ყურადღება დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სჭირდებათ, რათა მათ თავი სრულფასოვან პიროვნებებად იგრძნონ და ქონდეთ შანსი მიიღონ განათლება. დღეს საკმაოდ დიდი ძვრები მიმდინარეობს ამ კუთხის მთელს მსოფლიოში, რაც გვიბიძგებს იკითკენ, რომ ჩვენც პატარა წვლილი შევითანოთ მათ ინდივიდებად ჩამოყალიბებაში.  

     

    გამოყენებული ლიტერატურა: www.idanatl.org  

                                         www.idhope.com

    ავტორი :მედეა კვიკვინია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლამდელ დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019