მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    იაკობ ნიკოლაძე 23 აგვისტო 2009

    სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა ("იმერელი გლეხი", თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.

    1897 ნიკოლაძემ შექმნა ალექსი-მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია ( შიო არაგვისპირელი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ტასო აბაშიძე და სხვები). ამ ნამუშევრებში ნიკოლაძე უკვე გამოჩნდა როგორც დასრულებული, პროფესიულად საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე. ნიკოლაძე 1904-1910 ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906-1907 მუშაობდა როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან").

    აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905), "ჩრდილოეთის ასული" (მარმარილო, 1906); "მოცეკვავე" (ბრინჯაო, 1906), "სალომე" (მარმარილო, 1906 - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). როდენთან მუშაობამ გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ნამუშევრებს (მასალის ზედაპირის ზედმიწევნით დამუშავება, კრიალა და მქრქალი ზედაპირის ერთმანეთთან დაპირისპირება, ფორმების დანაწევრება). ნიკოლაძის პლასტიკა მატერიალურია, კომპოზიცია - ლაკონიური. ნიკოლაძის შემოქმედებას ახასიათებს სტატიკურობა, კამერულობა, ცხოველხატულობა, პოეტურობა; მოგვიანებით - შეკრული ფორმა, ჩაკეტილი კომპოზიცია. მოქანდაკე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათებას. მისთვის შუქი მოდელირების არსებითი საშუალება იყო. მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით; პორტრეტები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმით. ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ი. ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო" (შეუკვეთეს 1908 პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). ამის შემდეგ ნიკოლაძემ თუმცა რამდენიმე საფლავის ძეგლი და მთლიანი ფიგურა შექმნა, მაგრამ იგი მაინც ძირითადად პორტრეტისტი იყო.

    საბჭოთა პერიოდში ნიკოლაძის შემოქმედება მრავალფეროვანი გახდა. 1925 შექმნა ლენინის პორტრეტი, რომელიც 1926 წელს მარმარილოში გამოკვეთა (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); 1927 - ლენინის მეორე პორტრეტი (თაბაშირი), 20-იან წლებში - რევოლუციონერთა პორტრეტები ("ა. წულუკუძე", ქვა, 1921; "როზა ლუქსემბურგი", ქვა 1922, დაკარგულია; მარქსის ბიუსტი, ქვა, 1924, და სხვა).

    მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის შენობის ფასადისათვის სკულპტურულ ჯგუფზე "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბების ისტორიიდან" და "საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი მშენებლობა" (ჰორელიეფი, 1934-1936, ქვა , გაიხსნა 1938), 1937-1938 შექმნა შოთა რუსთაველის 3 პორტრეტი (მრგვალი ბარელიეფი, ქვა; ოლალური, ტერაკოტა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა, და ბიუსტი). 1922 წელს გაიხსნა ე. ნინოშვილისა (1908-1910, ბრინჯაო, თბილისი), ხოლო 1923 წელს ა.წერეთლის (1915, ქვა, ამჟამად ხელოვნების მუზეუმში, მათ ადგილზეა ბრინჯაოს ახალი ძეგლები თბილისში). ნიკოლაძეს ეკუთვნის ახალგაზრდა სტალინის პორტრეტი "დიადი ჭაბუკი" (1940), რისთვისაც დამახასიათებელია ფორმის მთლიანობა, სიმკვრივე, მარმარილოს ზედაპირის ოსტატურად დამუშავება, ფსიქოლოგიური სიღრმე. 1944 წელს შექმნა XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის - ჩახრუხაძის პორტრეტი (თაბაშირი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მოგვიანებით მან იგი მარმარილოში გადაიტანა და რამდენადმე შეცვალა პირველი ვარიანტი (1948, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). რბილი, ფერწერული შუქ-ჩრდილი, ძირს დახრილი თვალები, პორტრეტს განსაკუთრებულ და თავისებურ პოეტურობას ანიჭებს. ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. 1947 წელს პორტრეტით «ვ.ი.ლენინი "ისკრის" პერიოდში» (ბრინჯაო, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947) ნიკოლაძემ დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახეზე 1926 დაწყებული მუშაობა. პორტრეტის პლასტიკა უბრალოა, ლენინის გარეგნულად მშვიდ სახეზე იგრძნობა დიდი ნებისყოფა, აზრის შინაგანი სიღრმე და ძალა. სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის (ქვა,1938, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), აკადემიკოს შ.ამირანაშვილის (თაბაშირი, 1940, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი), ივანე ბერიტაშვილის (ბრინჯაო, 1943, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), ივანე ჯავახიშვილის (ბრინჯაო, 1946, თსუ) პორტრეტები, გენერალ კ.ლესელიძის ძეგლი (მარმარილო, 1947, თბილისი) და სხვა. დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით.

    წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/იაკობ_ნიკოლაძე

     

     

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ხელოვნება და კულტურა |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო დაწესებულების მართვა საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლება საქართველოში და მსოფლიოში მშობელი და ოჯახი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი გართობა/თამაშები მედიცინა და პროფილაქტიკა რელიგია ინტერესები/კონკურსები გაერთიანებები/სოციალური ქცელები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა საზოგადოებრივი ურთიერთობები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ფიზიკური კულტურა და სპორტი მეცნიერება/ტექნიკა გამოცემები/პუბლიკაციები სხვა ბავშვის აღზრდა დასვენება/ტურიზმი სარეკლამო მომსახურება სიახლე განათლების სფეროში მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ბუნება/ეკოლოგია სასარგებლო რჩევები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019