მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნეიროგენეტიკური ევოლუციის რვა ეტაპი ნანახია (9112) - ჯერ 04 ივნისი 2012

    ტიმოტი ლირი (ნაწყვეტი წიგნიდან „მომავლის ისტორია“)

    თეორიები, წარმოდგენილი აღნიშნულ წიგნში, ერთის მხრივ ფანტასტიური, ხოლო მეორეს მხრივ ფაქტობრივებია.          

    ისტორიული გამოცდილება იძლევა შესაძლებლობას ვამტკიცოთ, რომ აკადემიური დოგმების სახით მიღებული, ან იურიდიული სასჯელის  მეშვეობით მხარდაჭერილი ფილოსოფიები არანაკლებად ფანტასტიური ხასიათის არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც  დევნასა და ცენზურას განიცდიან. და მართლაც ფაქტები მოწმობენ იმაზე, რომ ფანტასტიური თეორიები მხოლოდ მაშინ განიცდიან მძლავრ დევნას, როდესაც ეფექტურობაში გაბატონებულ ორთოდოქსიებთან იწყებენ კონკურირებას.     მაგალითებია - სოკრატე, ბრუნო, კოპერნიკი, დარვინი, პასტერი, სახაროვი.  

     

    ჩვენი ფანტასტიური თეორია დაფუძნებულია იმაზე, რომ იმ სახეობის სასიცოცხლო ციკლი, რომელიც ცნობილია, როგორც  homo sapiens, შედგება რვა ფაზისგან, რომელთა თანმიმდევრობითაც მიმდინარეობს სიცოცხლე ჩვენი გალაქტიკის ჟანგბადის მქონე ყველა პლანეტაზე. თავისი განვითარების მოცემულ ეტაპზე კაცობრიობა ევოლუციის ზუსტად შუალედ, მეოთხე ფაზაში იმყოფება. მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.  

    პირველი ოთხი ფაზა პლანეტა დედამიწაზე  კოლექტიურ აზროვნებას შეესაბამება. მომდევნო ოთხი ფაზა ინფო და ჰიპერსივრცეში ორიენტაციას ემსახურება. ამ ფაზების ანალიზისა და ნეიროგენეტიკური ევოლუციის თეორიის შემდგომი წარდგენისთვის კიდევ  ერთხელ მოვახდინოთ ზოგადი დებულებების  მოკლე ფორმულირება.

    ბიოლოგიური სიცოცხლის ისტორიის (და მათ შორის კაცობრიობის) აღწერა ყველაზე მეტად  ნერვული სისტემის  ევოლუციის ტერმინების მეშვეობითაა მოსახერხებელი.  გეოგრაფიაზე (driopithecus Javanese და ა.შ.), კონფორმისტულ ქცევაზე (ნეოლითის ხანის ადამიანი) დაფუძნებული ანთროპოლოგიური კატეგორიების ნაცვლად გთავაზობთ ნეიროგენეტიკური ევოლუციის პერიოდებს, რომლებიც შედგებიან რვა ფაზისგან:  

     

    1. ერთუჯრედოვანი წყლის უხერხემლოების ფაზა: ვეგეტატიური გადარჩენის მიზნით მიდგომა(მიახლოება) - თავიდან აცილება.  

    2. ხერხემლიანი ცხოველების ფაზა: ტერიტორიული დომინირება და გრავიტაციის ათვისება.

    3. ჰომინიდის ფაზა: სიმბოლოებით მანიპულირება, აბსტრაქტულ - სიმბოლური აზროვნება, ვერბალური კომუნიკაცია, ინსტრუმენტების დამზადება,წარმოება.  

    4. ინდუსტრიალური ადამიანის ფაზა: ნერვული სისტემა იმპრინტირებულია სოციალური როლისთვის, რაც წარმოშობს შრომის დაყოფას, კასტებად და კლასებად დაყოფას. ეს ყველაფერი საჭიროა გარკვეული სახეობის თვითგადარჩენისთვის. ამით სრულდება გონების  მატლისებური  ევოლუცია. ევოლუციის  მომდევნო ოთხი ფაზა საჭიროა გადარჩენისათვის ინფორმაციულ სამყაროებში, რომლებიც ტერიტორიულად მოიცავენ მიკრო და მაკრო სამყაროების სივრცეს (ერთეული ატომის სტრუქტურიდან სამყაროს უსასრულო დრო - სივრცემდე).

    ეს ოთხი ფაზა პასუხისმგებელია ფლობაზე:  

    5. სხეულით, როგორც გემით ინფო და ჰიპერ სივრცეში.  

    6. ნერვული სისტემით, როგორც თვითმართვადი ბიოკომპიუტერით .  

    7. გენეტიკური კოდით, როგორც მოლეკულური გონებით.  

    8. სამყაროს ენერგიის მეტაფიზიოლოგიური ველებით.  

     

    ბიოლოგიური ევოლუციის რვა პერიოდიდან ყოველი უკავშირდება მნიშვნელოვან ცვლილებებს მორფოლოგიაში, ქცევაში, ფიზიოლოგიაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნევროლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები გასაგები ხდებიან ყველაზე უმეცარი დამკვირვებლისთვის, მათ ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურ შედეგებს აქამდე ვერ გაუგეს მარტივმა მეცნიერებმა და ფილოსოფოსებმა. შესაძლოა ეს აიხსნება იმით, რომ ადამიანის მოდგმაც გადის განვითარების იგივე რვა ფაზას და ბოლო დრომდე დაკავებული იყო კოლექტიური გადარჩენის ძირითადი პროცესებით (ვეგეტატიური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, სოციალური).  

    კაცობრიობის თანამედროვე არსებობის უჯრედოვანი ციკლური საფუძვლის გათვითცნობიერება პერიოდულად წარმოიქმნებოდა ხოლმე ადრეულ ცივილიზაციებშიც, როდესაც ისინი დროებით აღწევდნენ ბიოლოგიური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური და რეპროდუქციული უსაფრთხოების საჭირო დონეს.  

    ნერვული სისტემის თაობაზე არსებული სამეცნიერო ფაქტები (გალაქტიკაში ჩვენი ადგილის იმპრინტირების მეშვეობით რეალობის ჩამოყალიბება, ნეიროგადამცემი ქიმიური ნივთიერებებით გადაპროგრამირება, აინშტაინის ფარდობითების თეორია, დნმ-ის კოდი), რომლებიც  დღეს უკვე შეგიძლიათ მოძებნოთ კოლეჯის უმცროსი კურსების სახელმძღვანელოში, გასაგები გახდა ნებისმიერი მოზარდისთვისაც. ამის მიუხედავად ეს ფაქტები იმდენად ეწინააღმდეგებიან ადამიანის ბუნების თაობაზე არსებულ იუდაისტურ -ქრისტიანულ - მარქსისტულ კონცეფციებს, რომ ყოველთვის განიცდიდნენ რეპრესიების.  

     

    ორიგინალური იდეებისა და სამეცნიერო აღმოჩენების მიმართ უგონო წინააღმდეგობის გაწევა სტანდარტული პროცესია ადამიანთა ცოდნის ევოლუციაში.  ჩვენთვის ცნობილია ტაბუს დადების მისწრაფება ისეთ ფაქტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ორთოდოქსალურ რელიგიურ დოგმებს.  ტაბუს დადების ეს ფენომენი გენეტიკურადაა განპირობებული. მეტამორფოზების მომავალი სტადიების თაობაზე ზედმეტად ნაადრევმა ცოდნამ ცალკეულ ინდივიდებში შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო დაბნეულობა და მოახდინოს მათი დემორალიზება.  

    ინდივიდუალური ნერვიული სისტემის განვითარების რვა ფაზა  

    ბიოლოგიური ევოლუციის რვა ეტაპის ანალოგიურად ადამიანის ნერვული სისტემაც თანმიმდევრობით გადის თვითაქტუალიზაციის რვა ფაზას. თვითოეულ ფაზაში ხდება ახალი კონტურის აქტივიზაცია და იმპრინტირება, რომელიც  ადრეულის შევსებასთან ერთად ახდენს ინდივიდუალური ცნობიერების ფორმირებას.

     

    I. ბიოთვითგადარჩენითი (ერთუჯრედოვანი) ცნობიერება. ხასიათდება ნერვული სიგნალების აღქმით, დამუშავებითა და გადაცემით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედოვან ჯანმრთელობასა და გამრავლებაზე. მეტაბოლური უსაფრთხოება.

    II. ემოციურ-მოძრაობითი ცნობიერება (ძუძუმწოვრების ცნობიერება). ხასიათდება ნეიროკუნთოვანი სიგნალების აღქმით, დამუშავებითა და გადაცემით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის მობილურობაზე და  ტერიტორიის კონტროლზე. (ბრძოლა ან/თუ გაქცევა?).

    III. სიმბოლურ-არტეფაქტორალური ცნობიერება. აღქმა, ინტეგრება და ინფორმაციის გადაცემა ჟესტებისა და აბსტრაქტული სიმბოლოების მეშვეობით (პირველი ანბანი).  ენისა და ინსტრუმენტების შექმნა. სიმბოლური აზროვნება.  

    IV. ინდუსტრიული ცნობიერება. აღქმა, ინტეგრაცია და ნერვული სიგნალების გადაცემა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სექსუალურ როლებთან, საქმიანობის სახეობასთან და ინდუსტრიულ კულტურაში იერარქიულ მდგომარეობასთან.  

    ნერვული სისტემის მომდევნო ოთხი კონტური განკუთვნილია სომატური, ელექტრონულ- ნერვული და გენეტიკური ინფორმაციის დამუშავების მოსახდენად, აგრეთვე საინფორმაციო და ჰიპერსამყაროებში სიცოცხლესთან ადაპტაციისთვის.    

    V. სხეულის ცნობიერება.  სენსორულ-სომატური სიგნალების აღქმა, ინტეგრაცია და გადაცემა, რომლებიც არ ექვემდებარებიან/არ ემორჩილებიან მთავრობის იმპირიტებს. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მექანიკის კანონებისგან დამოუკიდებლობა. პიროვნებას შეუძლია არსებობა სამგანზომილებიან სივრცესთან პირდაპირი კორელაციის გარეშე.

    VI. ტვინის ცნობიერება. ნერვული სიგნალების აღქმა, ინტეგრაცია და გადაცემა ბიოელექტრონული lattice -ს (ჩარჩოს) სიჩქარით (ტელეპათია). პიროვნება ყალიბდება არა ხელისუფლებასა და გარემოს (სკოლა, კოლეჯის და ა.შ.), არამედ უშუალოთ თვით ინდივიდის მეშვეობით. კიბერ-ელექტრონული სტადია.

    VII. დნმ-ის ცნობიერება. ინდივიდის მიერ საკუთარი დნმ-ის კოდის გათვითცნობიერებული შეცვლა. აღიქვამს, ახდენს ინტეგრირებას და გადასცემს დნმ-ის სიგნალებს, რაც შესაძლებელს ხდის ბიოლოგიურ უკვდავებას და სიმბიოზს ცხოვრების უმაღლეს ფორმებთან.

    VIII. კვანტური ცნობიერება. აღქმა, ინტეგრირება და სამყაროს ენერგეტიკული ველების დონეზე ინფორმაციული სიგნალების გადაცემა. პოსტ-ბიოლოგიური არსებობა. მეტა-ფიზიოლოგიურ გონებასთან შერწყმა.

    ამდენად, ევოლუციის მიზანი - უზენაესი გონება მიიღწევა ნერვული სისტემის თანმიმდევრობითი განვითარებით, აღქმის, ინტეგრირებისა და დროის ერთეულში სიგნალების  უფრო ფართო სპექტრის გადაცემის უნარის გაზრდით.

    ნერვული სისტემის თითოეული ახალი კონტური, რომელიც  აქტიურდება ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე,  რაღაცას ახალს გვასწავლის.

     

     

     

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ანთროპოლოგია | | სოციოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება ბავშვის აღზრდა მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასარგებლო რჩევები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასწავლო დაწესებულების მართვა დასვენება/ტურიზმი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გამოცემები/პუბლიკაციები ბავშვის კვება და მოვლა სარეკლამო მომსახურება სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები რელიგია ფიზიკური კულტურა და სპორტი გართობა/თამაშები სხვა სიახლე განათლების სფეროში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ინტერესები/კონკურსები საზოგადოებრივი ურთიერთობები განათლება საქართველოში და მსოფლიოში ადამიანთაშორის ურთიერთობა გაერთიანებები/სოციალური ქცელები ბუნება/ეკოლოგია სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მშობელი და ოჯახი მეცნიერება/ტექნიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019