მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    საინტერესო მონათხრობი ჰალსტუხის შესახებ ნანახია (6995) - ჯერ 20 აგვისტო 2009

    ჰალსტუხი წარმოიშვა ყელსაბამიდან, რომელსაც ჯერ კიდევ რომაელი ლეგიონერები ატარებდნენ. 1660 წელს ავსტრიის იმპერიაზე გამარჯვების შემდეგ ხორვატი მეომრები მოიწვიეს პარიზსში და ისინი წარდგნენ საფრანგეთის მეფის ლუი XIV - ის წინაშე. უძველესი ხალხური ტრადიციების შესაბამისად სამხედრო ოფიცრები ატარებდნენ ხასხასა ფერის აბრეშუმის ყელსაბამებს. მოდური სამოსის მოყვარული საფრანგეთის მეფე აღტაცებული იყო მათი ყელსაბამებით და იქვე გაიკეთა ისეთივე. ამ მოდამ საუკუნე ნახევარში ინგლისშიც გადაინაცვლა და ცოტა ხანში არც ერთი ჯენტლმენი არ გავიდოდა სახლიდან ყელსაბამის გარეშე. ამგვარად   მეცხრამეტე საუკუნეში ყელსაბამიდან წარმოიშვა თანამედროვე გაგების ჰალსტუხი და იქცა მამაკაცის საქმიანი ტანსაცმლის არა მარტო ატრიბუტად. ახალგაზრდულმა სტილმაც თავისებურად აითვისა ის სამოსის კომპონენტად. ახალგაზრდულ სტილში ჰალსტუხი ან ერწყმის ტანსაცმლის ფერთა გამას ან პირიქით გამოიყოფა მკაფიო ხასხასა აქსესუარად. დღეს უკვე არ უკვირთ, როდესაც ხედავენ ჯინსებში და თავისუფალ პიჯაკში გამოწყობილ ჰალსტუხიან ახალგაზრდას.
    რაზე შეიძლება მეტყველებდეს ჰალსტუხი?
    -       ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური ხაზების მქონე ჰალსტუხი - წარმატებული ბიზნესმენის ატრიბუტია. ხაზი, როგორც ისარი მიუთითებს გზას, რომლიდან გადახვევა დაუშვებელია. როგორც წესი - ასეთი ტიპის ჰალსტუხის მოყვარულები საიმედო, ერთგული, მზრუნველი, მაგრამ საქმით გადატვირთული ადამიანები არიან, რომლებსაც ოჯახისათვის თითქმის არ რჩებათ დრო.
    -       ყვავილიანი ნახატის მქონე ჰალსტუხი - განსაკუთრებით რომანტიული ნატურის ადამიანებისაა და მათ ირჩევენ შემოქმედებითი პროფესიების, არაორდინალური პიროვნებები. მათთან ურთიერთობა საინტერესოა. მაგრამ ისინი არასაიმედოები არიან, ვინაიდან ღრუბლებში ფრენა და ჰაერის კოშკების აგება უყვართ.
    -       წინწკლებიან ჰალსტუხს ირჩევენ პატივმოყვარე და მიზანმისწრაფებული ადამიანები. წინწკლების ზომა პროპორციულად ასახავს ადამიანის გულღიობას, რომელიც იზრდება წინწკლის ზომის შესაბამისად.
    -       ორნამენტიანი ნახატის მქონე ჰალსტუხი განკუთვნილია საიმედო მეუღლეებისათვის და აგრეთვე საიმედო საქმიან პარტნიორებისათვის. როგორც წესია - ისინი მომთმენი და თავშეკავებული ადამიანები არიან, მაგრამ მათგან ნუ მოელით არაორდინარობას, ისინი ხუმრობით იცილებენ ყველა შეტევასა თუ შენიშვნას და ყველაფერს ტოვებენ ისე, როგორც მათ აწყობთ.
    -       ცალსახა ტონალობის ჰალსტუხებს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფერში მოწესრიგებულობა უყვართ და ცხოვრებაში დადგენილ წესებს მისდევენ.
    -       ღია ფერის ცალსახა ტონალობის ხასხასა ფერის ჰალსტუხი უმეტესწილად მეტყველებს გემოვნების ნაკლებობაზე.
    ჰალსტუხის ფერებს აგრეთვე გააჩნიათ თავისი მნიშვნელობა. ლურჯი - არის საიმედოობის, კომუნიკაბელურობის, გულღიობისა და კეთილმოსურნეობის დასტური. ხასხასა წითელი ფერის სიჭარბე ჰალსტუხის ნახატში - მეტყველებს მამაკაცის ამბიციურობასა და ენერგიულობაზე, ხელისუფლებისადმი მისწრაფებაზე. მუქ წითელს ირჩევენ საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცები. ღია მწვანე - განასხვავებს ადამიანებს, რომლებიც დიდად აფასებენ საკუთარ თავს და გარემოცვასაც უყენებენ მაღალ მოთხოვნებს. მუქ მწვანეს და ზეთისხილის ფერის ჰალსტუხებს ირჩევენ მამაკაცები, რომელთათვის ოჯახი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს არსს წარმოადგენს.
     ჰალსტუხის შეკვრის შესახებ: დღეისათვის მათი და ყელსაბამების 85 წესია დადგენილი, ხოლო უშუალოდ ჰალსტუხის - ათზე მეტი ხერხია ცნობილი, აქედან მამაკაცები რეალურად ორ-სამს ირჩევენ. თქვენ უკვე გიცდიათ ჰალსტუხის შეკვრა, თუ მამას ან მეგობარს მიმართეთ დახმარებისათვის? გაინტერესებთ, როგორ იკვრება ჰალსტუხი? თუ დაინტერესდებით, მოგვწერეთ - გასწავლით, თქვენ კი შეარჩევთ მოსაწონ ხერხს და გამოიყენებთ მას ცხოვრებაში.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | მოდა და დიზაინი | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ავტოსკოლები კოლეჯი ბიბლიოთეკები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კომპიუტერული ტექნიკა ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები უმაღლესი სასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსები სამეცნიერო პორტალები საბავშვო მაღაზიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პედაგოგები რეპეტიტორები სახელმძღვანელოები განათლება საზღვარგარეთ სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები წიგნების მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ხელოვნების სკოლები, სტუდიები გამოცემები სადღესასწაულო ცენტრები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020