მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    მენეჯმენტი დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემაში ნანახია (11884) - ჯერ 27 ივნისი 2012

     თანამედროვე პედაგოგიკაში მართვის მეცნიერების პოზიციიდან ძლიერდება პედაგოგიური პროცესის კვლევის ტენდენცია. მეცნიერული მართვა რეალურია არა მხოლოდ ტექნიკასა  და წარმოებაში, არამედ სოციალური და მათ შორის პედაგოგიური სისტემებით მართვაშიც.  

       სოციალურ-ეკონომიკური სისტემებით მართვა შეადგენს მეცნიერება ,,მენეჯმენტის" საგანს. ამასთან, მენეჯმენტი შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქმიანობის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ძალისხმევის მიზანმიმართულ კონცენტრაციას გარკვეული შედეგის მისაღებად.  

       სოციალური სისტემების ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს განათლება. როგორც ცნობილია, მმართველობით საქმიანობას (სამეცნიერო ნაშრომებში სიტყვები ,,მართვა" და ,,მენეჯმენტი" იხმარება როგორც სინონიმები) საერთო დებულებებთან ერთად ყოველ სფეროში გააჩნია გარკვეული სპეციფიკა .  

         უპირველეს ყოვლისა, განათლება გლობალური სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების მომავალ მდგომარეობას და ფუნქციონირებს ქვეყნის, ქალაქის ან რაიონის მასშტაბებში. განათლების სისტემაში მმართველი სუბიექტების სახით წარმოდგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქებისა და რაიონების განათლების სამმართველოები. მაგალითად, პროფესიული სასწავლო დაწესებულება არის რა მართვის ობიექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის ჩარჩოებში, თვითონ წარმოადგენს დინამიკურ სისტემას, რომელსაც გააჩნია ისეთი ქვესისტემები, როგორიცაა: პედაგოგიური პროცესი, საწარმოო განათლების სისტემა, თეორიული სწავლების სისტემა, აღმზრდელობითი მუშაობის სისტემა და მეთოდური მუშაობის სისტემა.  

       პედაგოგიური მენეჯმენტის ბევრი თავისებურება განისაზღვრება პედაგოგიური პროცესის სპეციფიკით, კერძოდ, სასწავლო პროცესის მიზნების, მეთოდების, საშუალებებისა და ფორმების სპეციფიკით.  

       ამჟამად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის პედაგოგიური კადრების გამდიდრება მენეჯმენტის თეორიის ცოდნით. თბილისში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავში დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებთან შეხვედრებმა და საუბრებმა დაგვარწმუნა, რომ მათი დიდი ნაწილი არ იცნობს პედაგოგიური მენეჯმენტის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს პრინციპების, მეთოდების, საგანმანათლებლო პროცესების მართვის ორგანიზაციული ფორმებისა და ტექნოლოგიური საშუალებების კომპლექსს, რომელიც მიმართულია მისი ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებაზე. პედაგოგიური მენეჯმენტი გამოისახება შემდეგი სქემით:  

     

     პედაგოგიური მენეჯმენტის შესახებ გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზმა (ე. ბეზრუკობის, ნ. ვაზინას, მ. ხაფიზოვას სა სხვ. ნაშრომები) დაგვარწმუნა, რომ დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემაში საჭიროა ამოქმედდეს სასწავლო პროცესის მონიტორინგი: უწყვეტი დაკვირვება მის მიმდინარეობაზე, ეფექტურობასა და შედეგზე. აქ, რასაკვირველია, გამოყენებული უნდა იყოს მენეჯმენტის მეცნიერული ცოდნის (შემეცნების) მეთოდები. მათ შორის; კვლევის ობიექტზე დაკვირვება; ობიექტზე ინფორმაციის შეგროვება; მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა; ობიექტის შემდგომი განვითარების ჰიპოთეზის დამუშავება; ექსპერიმენტის ჩატარება; მოდელირება.  

       მაგალითად, თუ ავიღებთ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტს, როგორიცაა მეთოდოლოგიური საქმიანობა, მაშინ აქ პედაგოგიური მენეჯმენტისთვის მთავარი საკითხი იქნება: როგორ ხორციელდება დაგეგმვა, კონსტრუირება, კონკრეტული საგნისათვის სწავლების საშუალებების არჩევა და გამოყენება, რომლებიც განაპირობებენ მათ განვითარებასა და სრულყოფას (გაუმჯობესებას).  

       დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის პედაგოგებმა პედაგოგიურ ინოვაციაზე დაყრდნობით სისტემატურად უნდა განახორციელონ სასწავლო- პროგრამული დოკუმენტაციის ანალიზი, სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზი; თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეცადინეობების სისტემების დაგეგმვა; სასწავლო ინფორმაციის გადაცემის ფორმების მოდელირება და კონსტრუირება; ტექნიკური ცნებებისა და პრაქტიკული უნარების ფორმირებისთვის მოსწავლეთა საქმიანობის კონსტრუირება; პროფესიული ცოდნების, უნარებისა და ჩვევების კონტროლის სხვადასხვა სახეებისა და ფორმების გამოყენება. სასწავლო-შემეცნებითი პროცესის მენეჯერს წარმოადგენს პედაგოგი და გვევლინება როგორც სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის მართვის სისტემის სუბიექტი. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მენეჯერს წარმოადგენს პროფესიული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც გვევლინება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობის სუბიექტი.  

    ძირითადი ამოცანები განისაზღვრებიან იმით,რომ:  

    ასახავენ შემსრულებლის როგორც ცალკეული ქმედებების პერიოდულობას და  

           თანამიმდევრობას, ისე ყველა საქმიანობისას მთლიანობაში  

    ითვალისწინებენ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მუშაობის ცალკეული  

           სახეების მეთოდიკასა დაშესრულების წესებს  

    განსაზღვრავენ მოთხოვნებს საქმიანობის შედეგის ხარისხთან და დასახული  

           მიზნების მისაღწევი საშუალებების ეფექტურობასთან დაკავშირებით  

    ადგენებ მოთხოვნებს შემსრულებელთა შემადგენლობასა და კვალიფიკაციასთან  დაკავშირებით  

    განსაზღვრავენ და ითვალისწინებენ კონტროლის ძირითად წესებს  

          შემსრულებელთა პედაგოგიური საქმიანობის პროცესსა და შედეგებთან  

          დაკავშირებით  

    დასასრულს აღვნიშნავთ,რომ პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობის შეპირისპირებამ გამოავლინა მთელი რიგი მსგავსი ფუნქციები როგორიცაა:  

    მოტივაციური  

    კონსტრუქციული  

    ორგანიზაციული  

    ინფორმაციული  

    კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების  

    ვფიქრობთ, განათლების ახალი პარადიგმა თავისი ინოვაციური პროცესებით პედაგოგიურ ფაკულტეტზე შემოვიღოთ კურსი ,,პედაგოგიური მენეჯმენტის საერთო საფუძვლები". მისი ამოცანაა მომავალ მასწავლებელს მიზნად დაუსახოს არა მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი ცოდნის შეძენა, არამედ პროფესიონალურ-პიროვნული განვითარების ზრდისა და თვითგანვითარების აუცილებლობაც. თანამედროვე განათლებას უკვე აღარ სჭირდება პედაგოგი, რომელიც მიჩვეულია ინსტრუქციებით მოქმედებას და ხშირად უუნაროა დამოუკიდებელ არჩევანში. საჭიროა მასწავლებელი, როგორც სასწავლო პროცესის მომწყობი,აგრეთვე მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია სწორად განახორციელოს ბავშვის ყოველმხრივი განვითარების მართვა მისთვის დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენით.  

     

    ლიტერატურა

    1. Безруков Е.И. Основы менеджмента и образования. М.,1998

    2. Вазина Н.Я. Педагогический менеджмент. М.,1999

    3. Гребенюк Е. Пятин В. Менеджмент образования: разработка технологии и нововведении.

    Астрахань., 1998

    4. Симонов В.П. Педагогический менеджмент. М.,2007

    5. Эрганова Н.Е. Методика профессионального обучения. М.,2007

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯი წიგნების მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები პედაგოგები რეპეტიტორები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სადღესასწაულო ცენტრები განათლება საზღვარგარეთ სახელმძღვანელოები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კომპიუტერული ტექნიკა მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები უცხო ენები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საგანმანათლებლო რესურსები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სამეცნიერო პორტალები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ბიბლიოთეკები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საბავშვო მაღაზიები უმაღლესი სასწავლებელი ავტოსკოლები გამოცემები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020