მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    გარუჯვა ნანახია (8113) - ჯერ 05 ივლისი 2012
    დღეს-დღეობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ ისეთ პრობლემას ვაწყდებით, რომელიც სილამაზისა და პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებით არის გამოწვეული. Aამის საილუსტრაციოდ საუკეთესო მაგალითებია ანორექსია, ბულიმია, პლასტიკური ოპერაციები, რომლებიც ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარუჯვა რომელსაც ხშირად მათ გვერდით არ მოვიხსენიებთ. ჩემი აზრით, ერთია პრობლემა, როდესაც ადამიანს ქრონიკული დაავადება სჭირს, რომლის არსებობაც ნაკლებად არის დამოკიდებული ინდივიდის ქცევებზე და მეორე უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც ის შეგნებულად იზიანებს თავს. იქიდან გამომდინარე, რომ მოგვიახლოვდა ზაფხული და შესაბამისად სეზონის ცვლილება თავისიდაუნებურად მისთვის დამახასიათებელ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ხდის აქტუალურს, გადავწყვიტე თემად ამერჩია გარუჯვა. საინტერესოა რამდენად ინტერესდება აღნიშნული საკითხით საზოგადოება, რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ აქტმა. ჩემი კვლევის მიზანია ხაზი გავუსვა პრობლემის აქტუალურობას და სანამ გვიანი არ არის ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ, ჩემი აზრით, სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას.  
      ტანორექსია – (ინგლისურად ტან-რუჯი) – ადამიანის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ულტრაიისფერ სხივებზე. ზოგი, ამ დაავადების გაჩენაში ადანაშაულებს დიზაინერ კოკო შანელს, რომელიც 1923 წელს კანში კრუიზის დროს დაიწვა. ამის შემდეგ მან შემოიტანა ახალი მოდა.  ტანორექსია თავის სახელს იღებს ისეთ პათოლოგიებთან მიმსგავსებით, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკურ დააავადებებში ვაწყდებით, მაგალითად სხეულის აშლილობებში. “Fოხ ჩჰასე ჩანცერ ჩენტერ”-მა შეისწავლა ეს საკითხი და აღმოაჩინა, რომ რუჯით შეპყრობილთა 25%-ს, ჰქონდა ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომან ინდივიდთა მსგავსი სიმპტომები დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ეს აღმოჩენა გამოაშკარავდა მოდიფიცირებული, მაგრამ ტრადიციული დამოკიდებულების საკვლევი კითხვარით ვირჯინიაში (Vირგინია ჩომმონწეალტჰ Uნივერსიტყ.) კვლევა ზომავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტოლერანტობა რუჯის მიმართ, ამ პროცესის კონტროლთან დაკავშირებული სირთულეები, მაშინ როდესაც ცნობილი იყო მისი ნეგატიური ეფექტები და ა.შ. კითხვარი შეიცავდა მსგავს კითხვებს: ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მეტი და მეტი დრო იმისთვის, რომ მიიღოთ სრულყოფილი რუჯი? აგრძელებთ თუ არა გარუჯვას იმის მიუხედავად, რომ თქვენი კანი გამოიყურება, როგორც დამჭკნარი? და სხვა. კვლევის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა 27% კლასიფიცირდა როგორც რუჯზე დამოკიდებული, 40% კი სოლარიუმით სარგებლობდა 17 წლამდე. სხვა მონაცემებით, Aმერიცან Aცადემყ ოფ Dერმატოლოგყ-ის მიხედვით, ამერიკაში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი და მათგან 2.3 მილიონი თინეიჯერი სარგებლობს ამ სერვისით.ყველაზე დამაინტრიგებელი ფაქტი კი ის არის, რომ რუჯზე დამოკიდებულთა უმრავლესობა არის ან მწეველი ან გამხდარი ადამიანი. ტანორექსიით უმეტესად ავადდებიან 13-16 წლის გოგოები იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც მზიანი ამინდი იშვიათობაა. რაც დრო გადის, პრობლემა უფრო აქტუალური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ იმატებს სოლარიუმების რაოდენობაც, რასაც პროპაგანდას უწევენ შესაბამისი ცენტრები.  
    დიდი ბრიტანეთში ტანორექსია იმდენად პრობლემატური საკითხია, რომ მედისკოსთა ასოციაციამ და კიბოს გამომკვლევმა ინსტიტუტმა, ოფიციალურად აუკრძალეს მსგავს სალონებში ვიზიტი 16 წლამდე სუბიექტებს. ამერიკაში კი, შემოიღეს კანონო, რომლის მიხედვითაც ულტრაიისფერი სხივების მიმწოდებელი საშუალების მოხმარება ეკრძალებათ 13 წლმადე პირებს, 14-დან 17 წლამდე კი მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც აქვს მშობლის თანხმობა. კვლევებში მონაწილე სეზონური ემოციონალური აშლილობის მქონე პირები აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე წუთი სოლარიუმში, ეხმარებათ მათ დეპრესიიასთან გამკლავებაში. ბოლო წლების გამოკვლევების მიხედვით, მზის სხივები ადამიანის ორგანიზმში გამოიმუშავებენ D ვიტამინს, მაგრამ ამისთვის საკმარისია კვირაში სამჯერ 10 წუთით მზეზე გასვლაც. სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, თუ რამდენად ფატალური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს გარუჯვა ადმაიანის ჯანმრთელობისთვის, კარგი იქნება რამდენიმე ფაქტი მოვიყვანოთ, რაც კიდევ უფრო დაადასტურებს პრობლემის არსებობას მსოფლიოშიც და საქართველოშიც. აღნიშნული სირთულე მდგომარეობს არა მარტო ტანორექსიით დაავადებულთა ფიზიკურ ნიშნებში, არამედ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებშიც.
      ნიუ ჯერსიში ტანორექსიით დაავადებული 44 წლის ქალბატონი დააკავეს, რომლმაც სოლარიუმში წაიყვანა თავის 5 წლის ქალიშვილი რუჯის მისაღებად. პატრისია კრენჩილი, ცნობილი როგორც “გამრუჯველი დედა” მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა შვილმა მიიღო რამდენიმე დამწვრობა. შემთხვევა მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც დამწვარი 5 წლის გოგონა სკოლაში მივიდა და სხვებს თავის ამბავი უამბო. პატრისია და მისი მეუღლე ამბობენ რომ ეს არ არის სიმართლე, თუმცა მისი ქმარი იმასაც უარყოფს რომ პატრისიას ტანორექსია სჭირს.
    ერთ-ერთი სალონის მფლობელის თქმით კი, დამნაშავე რეგულარულად იღებდა100$-ის ღირებულების რუჯს, აღნიშნულ პროცედურას ის უთმობდა 12 წუთს, 5 დღეს ყოველ კვირა, რაც დაახლოებით 20-ჯერ ხდებოდა თვის განმავლობაში, წელიწადში 200 დღე. ახლა პატრისიას მოუწევს 10 წელი გაატაროს ციხეში, სადაც რუჯის მისაღები ერთადერთი წყარო იქნება ციხის ეზო.  
    ტრიშა პაიტსი, მოდელი ლოს ანჯელესიდან, იშვიათი დაავადების, ტანორექსიის მქონეა. ასეთი დიაგნოზი მას ექიმებმა იმის გამო დაუსვეს, რომ ტრიშას პათოლოგიური მიდრეკილება აქვს ხელოვნურ რუჯთან. ის 24 წლისაა და ბოლო 10 წლის განმავლობაში სოლარიუმში 66 დღე აქვს გატარებული, რაც მას 52 000 დოლარი დაუჯდა. მოდელის თქმით, ტანოჰოლიკი 14 წლის ასაკში გახდა, როდესაც თავის გარეგნობაზე დაიწყო მუშაობა. პატარაობაში ის იყო თეთრი და ჭარბწონიანი, რის გამოც მას დასცინოდნენ კლასელები. ცვლილებები მაშინ დაიწყო, როდესაც დედამისმა აჩუქა სოლარიუმის 40 ვიზიტიანი ბარათი. ტრიშა აცნობიერებს საშიშროებას, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას რუჯზე და ამჯობინებს იყოს ლამაზი.        
    გასულ წელს ინგლისში ადამიანებმა დახარჯეს £40 მილიონი რუჯის მისაღებად. ეს არის მოდა და ბუმი ფერის ირგვლივ, სურვილი იყო ყავისფერი ნებისმიერ ფასად- ცნობილი როგორც ტანორექსია. გამოკვლევის მიხედვით, ახალგაზრდათა ნახევარი ამბობს, რომ თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობს როდესაც აქვს რუჯი. ინგლისში გასარუჯი აპარატები 1977 წლიდან გაჩნდა. 34 წლის მენდი შერვინი, ერთ-ერთია ინგლისში იმ 3 მილიონი ადამიანიდან, ვინც პერმანენტულად სარგებლობს აღნიშნული აპარატით 20 წლის განმავლობაში, რაზეც უკვე £30,000  აქვს დახარჯული. “მე მჭირდება მივიღო რუჯი, რასაც უდიდესი გავლენა აქვს ჩემს ხასიათზე,” ამბობს ის. “თუ 3 დღის განმავლობაში არ მივიღე აღნიშნული პროცედურა, სარკეში ვიხედები და ვფიქრობ რა ფერმკთალი ვარ, იმის მიუხედავად რომ ჩემს ირგვლივ ყველა აღნიშნავს რა ფერის ვარ.”
    საქართველოში, 2011 წლის 19 ივლისს ლეღვის ნახარშით (რომელიც რუჯის მისაღებად გამოიყენებოდა) დამწვრობის გამო რეანიმაციაში დააწვინეს 21 წლის გოგონა მარტვილიდან. მას ჰქონდა სხეულის 70%-ის მე-3 ხარისხის დამწვრობა.  
    ამავე წელს, ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციურ განყოფილებაში იგივე მიზეზით დააწვინეს 29 წლის ქლაბატონი 65%-იანი დამწვრობით. მან დაამზადა ლეღვის ფოთლების ნახარში, ტანზე წაისვა და 5 საათი ირუჯებოდა. ამ პერიოდში აღინიშნებოდა მზისგან დამწვრობის კიდევ 7 შემთხვევა.
     რატომ უნდა შევწყვიტოთ გარუჯვა?
      20-40 წლის მამაკაცებში ჩატარდა კვლევა. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ 2-2,5 საათი დღეში მიეღოთ რუჯი. პირველ და ბოლოს წინა (ზოგისთვის ეს იყო მე-12 დღე, ზოგისთვის- მე-18 და 24-ე) დღეს მათ უტარდებოდათ იმუნოლოგიური ტესტირება. შედეგებმა აჩვენეს თითქმის ყველა უჯრედის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმუნიტეტზე: “Т” კლეტკები საშუალოდ 30-35%-ით დაპატარავდნენ და “Т- ჰელპერ”-ები ანუ დამხმარეები, რომლების სხვათაშორის შიდსის დროს ყველაზე მეტად ზიანდებიან, შემცირდნენ 2-ჯერ. U” В”- უჯრედები კი 25-30%-ით შემცირდნენ.  
      ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ჯანსაღი რუჯი, ეს ლამაზი პიგმენტაცია ყოველთვის მატრავმირებელია სხეულისთვის. რაც უფრო ხშირად და დიდხანს სარგებლობს ადამიანი (განსაკუთრებით სოლარიუმით), მით უფრო ძლიერია ტრამვა.  მზის სხივების ზემოქმედებამ შესაძლოა ორგანიზმში უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც დიდხანს გარუჯვას უნდა მოვერიდოთ არის ის, რომ მზის სხივები კანში ისეთ ცლილებებს იწვევს, რომლებმაც შეიძლება კანის კიბოც წამოიწვიოს. ის აღნიშნულ შემთხვევაში ადვილად ამარცხებს ქერა და წითური პიროვნების სხეულს. ამ მხრივ, მზის პრობლემა არასდროს ექმნებათ შავკანიანებს, რომლებიც თავად ბუნებამ სხეულში მღებავი პიგმენტის _მელანინის დამატებით სიცხეში საცხოვრებლად მოამზადა. რა არის კანის კიბო? კანის კიბო, კიბოს ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ჩვეულებრივ სხეულის ღია ნაწილებზე გვხვდება. გამოყოფენ ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კიბოს. იშვიათად დიაგნოსტირდება კანის დანამატების კიბო (ცხიმის, საოფლე ჯირკვლების, თმის ფოლიკულების). კიბო მრგვალი მკვრივი წარმონაქმნია, რომელიც თანდათანობით წყლულდება და ახდენს გარემომცველი ქსოვილების ინფილტრაციას; ხასიათდება ნელი მიმდინარეობით. მართალია განკურნება აღინიშნება 90%-ში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უყურადღებოდ უნდა ვიყოთ, ზომიერება არ მივიღოთ გარუჯვისას და თავი საფრთხეში ჩავიგდოთ. კეთილთვისებიანი დაავადებების კიბოდ გარდაქმნისას, ხდება ინფილტრაციული პროცესის დაჩქარება და დაწყლულება. ზოგჯერ წარმონაქმნი არ იცვლება, მაგრამ ვითარდება მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში. ბრტყელუჯრედოვანი კიბო მიმდინარეობს ნელა; გვიან სტადიებზე ჩვეულებრივ წარმოიქმნება რეგიონალური და დაცილებული მეტასტაზები. იშვიათად კანის კიბო მიმდინარეობს აგრესიულად (რეციდივების სწრაფი ზრდით, ადრეული მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში და სხვა ქსოვილებში). სიმსივნის წინა პროცესების მკურნალობა არსებითად ამცირებს კანის კიბოს განვითარებას. კანის ლოკალიზებული კიბოს მკურნალობის დროს იყენებენ ოპერაციულ ჩარევას ან სხივუ თერაპიას, აგრეთვე შესაძლებელია სიმსივნეების კრიოდესტრუქცია.  
        Uულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი მიწოდება განსაკუთრებით სარისკოა ხანდაზმულებისთვის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმათთვის, ვისაც აწუხებს ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სახის დაავადებები. მზის სხივების ზემოქმედებას უნდა ერიდონ ის ადამიანები, რომელთაც მელანინის გამომუშავების პრობლემა აქვთ და ისინიც, რომელთა კანი მალნინს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. პირველ შემთხვევაში კანი სწრაფად იწვება, მეორე შემთხვევაში კი ლაქები მუქდება და უფრო შესამჩნევი ხდება. მზეს უნდა ვერიდოთ მაშინაც, თუ დერმატიტების პრობლემა გვაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შრება კანი და მისი საერთო მდგომარეობა უარესდება. თუ ყველაფერი ეს, არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ გარუჯვაზე დამოკიდებული ადამიანი დარწმუნდეს რამდენად ცუდი შედეგი შეიძლება მოიტანოს აქტიურმა და პათოლოგიურმა გარუჯვამ და თუ მისთვის ჯანმრთელობის ფასზე მაღლა გარეგნობა დგას, მაშინ საინტერესოა, რომ:
    • თუ ადამიანი დიდხანს იმყოფება ულტრაიისფერი სხივების გავლენის ქვეშ, მან შეიძლება ძალიან არასასიამოვნო გამონაყარი მიიღოს კანზე. ეს ხდება იმის გამო, რომ ნადგურდება სხეულის უნარი ბუნებრივად დაიცვას თავი უფ-სხივებისგან ან იმის გამო, რომ ორგანიზმის შიგნით ჩნდება ძალიან დიდი ტემპერატურა.
    • გარუჯვისას კანი შრება, იცლება წყლისგან, რასაც მივყავართ კანის ნაადრევ სიბერემდე.  
    თუ ადამიანის ნებისყოფა არ არის იმდენად ძლიერი, რომ მაინც აგრძელებს გარუჯვას, მაშინ საუკეთესო ვარიანტია მისთვის რჩევების მიცემა და ამ მხრივ ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევის განვითარება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ერაძე გვირჩევს, კანზე არაფერი წავისვათ მზისგან დამცავი მალამოების გარდა, რაც უფრო მაღალია დამცავი ინდექსი- მით უკეთესი. მისი წასმა უნდა მოხდეს წყალში შესვამდე და 30-45 წუთით ადრე, სქლად და თანაბრად. წყლიდან ამოსვლისთანავე კი გავიმშრალოთ, რადგან ზღვის წვეთებს გამადიდებელი შუშის ტოლფასი მოქმედება აქვს, რაც მათ ზემოქმედებას აძლიერებს. ტანის გამშრალების შემდეგ მალამო ხელახლა უნდა წავისვათ.  
         ვეცადე ფართოდ მომეცვა გარუჯვასთან დაკავშირებული პრობლემა. განვიხილე რა შემთხვევებს ვხვდებით რეალურ ცოხვრებაში და რა შედეგები მოაქვთ მათ. ჩემი კვლევის მინუსია, რომ თემა არ იყო კიდევ უფრო გავრცობილი, დაძლევის სტრატეგიებზეც ცოტა მეტის საუბარი შეიძლებოდა, მაგრამ დასაწყისისთვის ისიც საკმარისია წარმოდგენა შეგვექმნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დავფიქრდეთ. ბევრის თქმა შეიძლება თუ ფსიქოლოგები უფრო მეტ დაინეტრესებას გამოიჩენენ და ღრმად იკვლევენ მსგავს მდგომარეობას საქართველოში. საინტერესოა სად უფრო ხშირია შემთხვევები დედაქალაქში თუ რაიონებში, ანუ რომელ რეგიონებს მოვეკიდოთ სიფრთხილით და ყურადღებით.  ალბათ ტანორექსიის მქონე პირების დასახმარებლად პირველ რიგში კარგი იქნება მათ თვითშეფასებასთან მუშაობა. ისინი ხომ მუდამ იდეალისკენ მიისწრაფიან ხშირად იმიტომ, რომ თავზე არც თუ ისე კარგი წარმოდგენა აქვთ. როდესაც სოლარიუმები რეკლამას უკეთებენ თავიანთ პროდუქტს, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც მათგან მოითხოვს მითითებული იყოს რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადამეტებულმა მოხმარებამ, ეს იქნება ერთგვარი პრევენცია. დანარჩენზე ალბათ უკვე მშობლებმა უნდა იზრუნონ რომ მათი შვილები თავიდანვე არასწორი მიმართულებით არ გაზარდონ, რისთვისაც აუცილებელია მათი ინფორმირება.  
    გამოყენებული ლიტერატურა
    ინტერნეტ წყაროები :
    ü  “Tanorexia: The Tanning Junkies”- www.mentalhealthblog.com
    (http://www.mentalhealthblog.com/2008/09/tanorexia-tanning-junkies.html)
    ü  “Tanning Mom': Does New Jersey Woman Suffer From 'Tanerexia'?” – www.abcnews.go.com
    (http://abcnews.go.com/US/tanning-mom-jersey-woman-suffer-tanorexia/story?id=16267543)
    ü  “Прыщи на коже после загара” – www.zagar.info
         (http://zagar.info/pryshhi-na-kozhe-posle-zagara)
    ü  http://www.myvideo.ge/?video_id=1414331
    ü  http://www.myvideo.ge/?video_id=1424751
    ü  “Новая болезнь — танорексия” – www.okop-lanet.su
    (http://oko-planet.su/ekstrim/ekstrimsovet/120792-novaya-bolezn-tanoreksiya.html)
    ü  “kanis kibo” –www.medgeo.net
    http://www.medgeo.net
    ü  http://zdravyshka.ru
    ავტორი :ნინი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მშობელი და ოჯახი მეცნიერება/ტექნიკა ბავშვის კვება და მოვლა დასვენება/ტურიზმი გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასარგებლო რჩევები გართობა/თამაშები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი გამოცემები/პუბლიკაციები საგანმანათლებლო დაწესებულებები რელიგია მედიცინა და პროფილაქტიკა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ფიზიკური კულტურა და სპორტი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ინტერესები/კონკურსები სიახლე განათლების სფეროში ბავშვის აღზრდა ადამიანთაშორის ურთიერთობა კვალიფიკაციის ამაღლება საზოგადოებრივი ურთიერთობები სასწავლო დაწესებულების მართვა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სარეკლამო მომსახურება სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სხვა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბუნება/ეკოლოგია მომზადება/ტესტირება/ჩაბარება განათლება საქართველოში და მსოფლიოში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020