მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    მოკრივის ხელთათმანიანი - მქადაგებელი ნანახია (6557) - ჯერ 21 აგვისტო 2009

     ჯორჯ ფორმენი გასული საუკუნის მიწურულს ითვლებოდა ამერიკული სპორტის საკულტო ფიგურად. კრივში ის მოხვდა ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სკოლიდან და სამ წელიწადში მიაღწია ოლიმპიურ ჩემპიონობას, რის შემდეგაც გადავიდა პროფესიონალურ რინგზე, სადაც ნახევარ წელიწადში მოიგო ცამეტი ბრძოლა. მან დაამარცხა იმ დროის მსოფლიო ჩემპიონი ჯო ფრეზერი და მოჰამედ ალისთან შეხვედრამდე ინარჩუნებდა ჩემპიონის ტიტულს. მათ შორის გამართული, კრივის ისტორიაში ყველაზე დრამატული, ბრძოლა დასრულდა მერვე რაუნდში. უმაღლესი ტექნიკის მქონე ალი მოწინააღმდეგეს აძლევდა უამრავი დარტყმის საშუალებას და ფორმენი უმოწყალოდ ”სცემდა” მას, მაგრამ გადაქანცულმა ფორმერმა ვერ მოიგერია ალის მწვავე კონტრშეტევა და დამარცხდა. სამი წლის შემდეგ მან კვლავ განიცადა დამარცხება ჯიმი იანგთან. ამის შემდეგ, მისი სიტყვით, მან მოძებნა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი: ”მე ვიგრძენი, როგორ გაიღვიძა ჩემში ქრისტე - იგონებს ფორმენი - მე დავდექი შხაპის ქვეშ და გამოვედი ახლადშობილი და ხოტბა შევასხი ღვთის სახელს. ალილუია, ალილუია!” ფორმენმა მიატოვა კრივი, მიმართა ეკლესიას და გახდა მქადაგებელი. ქალაქ ჰიუსტონში ააგო ეკლესია, ააშენა ახალგაზრდული ცენტრი. რინგის გარეშე, უფალზე ფიქრით გატარებულმა ათმა წელმა შეცვალა ჯო ფორმენი: კრივი მას უკვე არ მიაჩნდა ღვთის მოსაწონ საქმედ. ის წავიდა ხალხში. იქვე, სადაც ადრე ცხოვრობდა და მას მსოფლიო კრივის ლეგენდად იცნობდნენ, შედიოდა იმავე ბარებში, რომლებშიც ცოტა ხნის წინ თვრებოდა, სიმთვრალეში ილანძღებოდა და ჩადიოდა მის ახალ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს. მისი მომღიმარე სახე და მქადაგებლის მახასიათებელი ქცევა თვალნათლივ მეტყველებდნენ იმაზე, რომ ალკოჰოლი მავნეა, რომ უმჯობესია ეწეოდე ღირსეულ ცხოვრებას. თავიდან ამან გამოიწვია გაკვირვება ლოთობის მოყვარულ ყოფილ ”ძმაკაცებში”, ზოგიერთში - განრისხება და სიძულვილიც კი.   ერთხელ, ერთ-ერთ ბარში მას ღვარძლიანად და მუშტების ქნევით თავს დაესხა უბნელი ზანგი. ყოფილმა მოკრივემ, ახლა კი მქადაგებელმა, გასწია მისი მიმართულებით თავისი გრძელი და მძიმე ხელი, მიაბჯინა ის მოჩხუბარის შუბლს და, სანამ განრისხებული თავდამსხმელი უმისამართოდ იქნევდა ხელებს, მიმართა მას: ”არ არის საჭირო, ყმაწვილო. ცხოვრების არსი ამაში არ არის” გარშემო ყველას უკვირდა: როგორ შეუძლია ფორმენს ქადაგება ხეირიანად ლაპარაკიც კი თუ არ ეხერხება? მაგრამ ფორმენის ზოგჯერ არა დახვეწილი, იმავდროულად გულიდან ამოსული ფრაზები, ბევრად უფრო სწრაფად აღწევდნენ მრევლის გულამდე, ვიდრე რიტორიკის მცოდნე ორატორების ”გაპრიალებული” სიტყვები. მხოლოდ ერთი ადამიანის გონებამდე და გულამდე ვერ მიიტანა მქადაგებელმა თავისი სიტყვა, ეს ადამიანი იყო მისი ყოფილი მოწინააღმდეგე რინგზე - მოჰამედ ალი. მათ მთელი ღამე გაატარეს საუბარში:
    -       მე დღეში ხუთ ჯერ ლოცვით მივმართავ ღმერთს - იძახდა პარკინსონის დაავადებით ავადმყოფი ალი.
    -       შენ კი არავინ გპასუხობს - ამბობდა ფორმენი.
    ალი დაუმშვიდობებლად წავიდა ამ შეხვედრიდან, ხოლო ფორმენს თვალზე ცრემლი მოადგა და მან განაცხადა: ”მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს იმის გამო, რაც მას მოუვიდა. ბევრს დავთმობდი იმისათვის, რომ ის ცნობილი ბრძოლა არ მომხდარიყო ჩვენს შორის.”   ყველასათვის მოულოდნელად კრივის მიტოვებიდან ათი წლის შემდეგ, 39 წლის ასაკში, მორიდებულად მომღიმარე ფორმენმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი სანუკვარი ოცნება - დაუბრუნდეს რინგს და კვლავ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. ერთწლიანი ვარჯიშის შედეგად ის მართლაც დაუბრუნდა კრივს, ზედიზედ მოიგო 24 ბრძოლა და, მიუხედავად იმისა, რომ ევანდერ ხოლიფილდთან ქულებით წააგო ჩემპიონის ტიტულისათვის შეხვედრა, ის 45 წლის ასაკში მაინც მიაღწია IBF და   WBA - ას ვერსიის მსოფლიო ჩემპიონობას, როდესაც მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით მოუგო მაიკლ მურერს. 46 წლის ასაკში აქსელ შულცთან მოგების შედეგად ის კვლავ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი. შემდეგ დაუბრუნდა თავის მრევლს, ქადაგებდა, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ზრუნავდა მის მიერ შექმნილ ახალგაზრდულ ცენტრზე, ანუ მიჰყვებოდა ჩვეულ საქმიანობასა და ცხოვრებას. მის ირგვლივ ყველა კითხულობდა - დაშოშმინდა თუ არა 50 წლის ასაკისათვის ჯო ფორმენი? თურმე არა. 55 წლის ასაკში ლეგენდარულმა მოკრივემ დაიწყო ვარჯიში, დათანხმდა წინადადებას მესამედ დაუბრუნდეს რინგს. წინა ორი - ტრიუმფალური გამოდგა. როგორი იქნება მესამე? და როგორ მოიქცევა ამის შემდეგ? კვლავ დაუბრუნდება მრევლს, განაგრძობს ჩვეულ ცხოვრებას? თუ?...

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბუნება/ეკოლოგია მშობელი და ოჯახი გართობა/თამაშები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულებები მედიცინა და პროფილაქტიკა ინტერესები/კონკურსები სხვა სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბავშვის კვება და მოვლა გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები ბავშვის აღზრდა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება რელიგია სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა გამოცემები/პუბლიკაციები სარეკლამო მომსახურება ფიზიკური კულტურა და სპორტი სასარგებლო რჩევები სიახლე განათლების სფეროში დასაქმება/კარიერა/ბიზნესი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა კვალიფიკაციის ამაღლება განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მეცნიერება/ტექნიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა დასვენება/ტურიზმი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020