მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მშობლებს ვამზადებთ სკოლისათვის ნანახია (4334) - ჯერ 11 ოქტომბერი 2012
     სკოლისათვის ბავშვის მომზადება_ეს ასე ვთქვათ, ნახევარი საქმის გაკეთებას ნიშნავს. მეორე ნახევარი_მშობლების მომზადებას გულისხმობს. მართლაც, როცა ერთ-ერთ ბაღში დასვეს კითხვა - თუ რა პრობლემა აწუხებდათ დედებს და მამებს შვილების სკოლისათვის მომზადების პერიოდში, მშობლებმა უპასუხეს, რომ ისინი თვითონ გრძნობდნენ თავს მოუმზადებლად.
       ამაში გასაკვირი არაფერია. ისინი ჯერ ჩვილის მშობლები იყვნენ, შემდეგ სკოლამდელი ასაკის ბავშვის, ახლა კი მოსწავლის მშობლები ხდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საჭიროებს მომზადებას.
       უპირველეს ყოვლისა ძვირფასო დედებო და მამებო, დაიმახსოვრეთ სხვაობა სკოლასა და ბაღს შორის, როგორც კი თქვენი შვილი გახდება მოსწავლე, ის მეტ დროს დაუთმობს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ, რომ თქვენ იყოთ მშვიდად, საჭიროა პირველ რიგში განუვითაროთ ბავშვს მეცადინეობის უნარი. ასე ვთქვათ – ამეცადინოს საკუთარი თავი. ამისათვის კი, ისევ და ისევ საჭიროა, რომ არ დავუშალოთ დამოუკიდებლობა. ნუ მოახვევთ თავს მუდამ თქვენს საზოგადოებას. თქვენ თუნდაც მაღაზიაში მიდიოდეთ, ნუ წაათრევთ ბავშვს და ნუ დატოვებთ ძალით სახლში, თუკი ის არც ისე შეგიშლით ხელს. ჰკითხეთ ბავშვს _ წამოხვალ ჩემთან?! რა თქმა უნდა, იქვე გააფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ მოითხოვს ზედმეტს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს შვილს უნდა შეეძლოს ასეთ თემებზე მოლაპარაკება.
       ასწავლეთ ბავშვს არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ მისი გამოყენება. ყველაზე მეტად დედა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თავის შვილს შეუძლია არა მხოლოდ სახლში მარტო დარჩენა, არამედ მზა საჭმლის ჭამაც. მიეცით მას იმის შესაძლებლობა გააკეთოს რაიმე, თუნდაც თქვენი შეუმჩნეველი კონტროლის ქვეშ, უკვე ბაღის ასაკშივე. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგია ზომიერად და არ არის აუცილებელი მივაგდოთ ბავშვი მთელი დღით მარტო. კარგია თუ ვასწავლით მარტო დარჩენას აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე ბავშვმა უნდა იცოდეს და იცავდეს უსაფრთხოების ძირითად წესებს. ამაზე მუშაობა შეიძლება დავიწყოთ დაახლოებით 5 წლის ასაკიდან, რათა ადგილი არ ჰქონდეს შემდგომ პრობლემებს. ( მაგალითად, ერთ ოჯახში მოხდა ისე რომ, გოგონა საკუთარ სახლში მარტო მხოლოდ 16 წლის ასაკიდან რჩებოდა).
       ასევე, როდესაც ემზადებით გახდეთ მოსწავლის მშობელი, იფიქრეთ იმაზეც, თუ ვინ უნდა აღზარდოს შემდგომში ბავშვი – მშობელმა თუ სკოლამ?! სკოლა, თავის მხრივ შეეცდება თავი აარიდოს თქვენი შვილის აღზრდას, რადგან მისი მიზანია მხოლოდ განათლების მიცემა. აი მშობლებს კი გაცილებით მეტი მოეთხოვებათ. სიმართლე რომ ითქვას, რა აზრიც არ უნდა ჰქონდეთ ამის შესახებ მასწავლებლებს, მათი გაგება მაინც შეიძლება. ისინი ხომ სასწავლო პროგრამის ფარგლებშიც კი ვერ ასწრებენ გეგმის შესრულებას და ანგარიშის ჩაბარებას. საერთოდ კი სწორი პასუხი ასე შეიძლება გამოითქვას _ აღზრდაში მონაწილეობას იღებეს ერთდროულად, ოჯახი, სკოლა და ყველა ბავშვის გარშემო მყოფი ადამიანი. ხოლო ის, რომ ერთმანეთს უპირისპირებენ და ადარებენ სკოლას და ოჯახს – ეს უკვე არ არის მართებული და კარგი. სკოლის შემდგომ აღზრდის ,,მინიმუმი’’ არის დამოკიდებული მშობელზე.Aასევე, როგორც მინიმუმი მშობელზეა დამოკიდებული  განუვითაროს ბავშვს ურთიერთობის და კომუნიკაციის უნარი (თუნდაც ოჯახში). მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგრადობა, მზადყოფნა სირთულეების მიმართ. ბავშვს უნდა შეეძლოს თავდაცვა, თანაც ადეკვატური და არა აგრესიული გზით.  
       მშობლემა უნდა გაითვალისწინონ, რომ ,,მეამბოხე სული’’ რომელიც ასე მოსწონთ და ახალისებს მათ, არ გამოადგება ბავშვს სკოლაში. მას სკოლაში ყოველთვის მიუთითებენ თავის ადგილს, როგორც მასწავლებლები ასევე ბავშვები. ბავშვში უნდა მოხდეს პიროვნების ფორმირება ინდივიდუალური მიდგომით, მაგრამ სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდივიდუალიზმთან ერთად კოლექტივთან მორგება.
           ასევე მნიშვნელოვანია,  ჩამოაყალიბოთ მომავალ მოსწავლეში – მზადყოფნა უხეშობისთვის, არასამართლიანობისთვის (რომელიც შეიძლება მის მიმართ განხორციელდეს) და უფროსების მხრიდან არასწორი საქციელისთვის. კერძოდ, ღირს ბავშვს ასწავლოთ ერთის მხრივ არ იყოს მასწავლებლის ლაქია და მეორეს მხრივ ზედმეტად არ დაიწყოს თავის სიმართლის მტკიცება, ეს რადაც არ უნდა უღირდეს. არსებობს ესეთი ანდაზა: ,,ორ მოკამათეს შორის დამნაშავე ის არის, ვინც უფრო ჭკვიანია’’. მიეცით ბავშვს უფლება ზოგჯერ იყოს უფრო ჭკვიანი.
    ასევე მნიშვნელოვანია არ შეაშინოთ ბავშვი სკოლით. მშობლებს ხშირად ახასიათებს ამდაგვარი ფრაზები _ შენ არ იცი დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, ხატვა, კითხვა; ისწავლე, თორემ წახვალ სკოლაში და იქ ნახავ რა იქნება. შიში არ არის საუკეთესო მოტივაცია ბავშვისთვის, მით უფრო სკოლის ცხოვრების დაწყების წინ. ზოგადად ბავშვი ამ ასაკში განიცდის ბიოლოგიურ მოთხოვნას დამატებითი ცოდნის მიღების. ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უხეშად უარვყოთ მისი შეკითხვები და არ უნდა ვუთხრათ: ,,მერე გაიგებ’’ ან ,, სკოლაში მოგიყვებიან’’. ვინ იცის ვინ და როგორ მოუყვება იქ?! შეიძლება ბავშვს მივცეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ –უფრო კარგად სკოლაში მოუყვებიან, ეს უფრო ეფექტური მოტივაციაა.
    არ უნდა ვიდარდოთ იმაზე, რომ ბავშვი ვერ გაუძლებს სკოლის დატვირთვას. სინამდვილეში ყველაზე დიდი დატვირთვა მხოლოდ ის არის, რომ 45 წუთის განმავლობაში უნდა იჯდეს გაუნძრევლად. თუმცა თითქმის ყველა სკოლაში, პირველ კლასელების გაკვეთლები მხოლოდ 30 წუთი გრძელდება. თანაც დასვენების წუთი აქვთ შუა გაკვეთილში. პირველკლასელების მიმართ მასწავლებლებიც უფრო ლმობიერები არიან და არ სთხოვენ გაუნძრევლად ჯდომას მუდმივად. სხვა შესაძლო პრობლემაა – ფუნქციონირების ზრდა, ცოდნის უფრო მკაცრი კონტროლი. (სხვათა შორის მოთხოვნები ბავშვის მიმართ სახლშიც იზრდება). თუკი ეს ყველაფერი სკოლაშიც და სახლშიც თანმიმდევრული იქნება, მაშინ ეს პრობლემაც უმტკივნეულოდ და ადვილად იქნება გადაჭრილი ბავშვისთვის.  
       არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ _ მშობლებს უჩნდებათ ფარული შიში, მაშინ როდესაც მათი შვილი სკოლაში მიდის. ამ გაუცნობიერებელ მომენტს შეიძლება დავარქვათ – ასაკში შესვლა. როდესაც ბავშვი იბადება, ასაკის მიუხედავად მისი მშობლები იგულისხმებიან როგორც ახალგაზრდები. როცა ქალს ეკითხებიან რამდენი წლისაა და ის პასუხობს, რომ მისი შვილი ეხლა წავიდა ბაღში, ესე იგი ის ახალგაზრდაა ან თავს ახალგაზრდად გრძნობს, რადგან მისი შვილი პატარაა. როდესაც დედა (მამებს ეს ნაკლებად აინტერესებთ) თავისთვის შეიგნებს, რომ მისი შვილი სკოლაში დადის, ის გრძნობს რომ ბებიობამდე ბევრი აღარ აქვს დარჩენილი. (არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი პირველ კლასშია თუ მეათეში.) ეს გრძნობა ხშირად აშინებს დედებს და აშორებს მათ შვილებისაგან, ეს კი ხდება სწორედ სწავლის დაწყების პროცესში, მაშინ როდესაც შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მშობლის (დედის) მხარდაჭერა.
       მშობლებს, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან შვილების სკოლაში წასვლას უნდა ვურჩიოთ, რომ მათი შვილი მიდის მხოლოდ პირველ კლასში და მისთვის ყველაფერი ახლა იწყება. მათ მყარად შეუძლიათ საკუთარ თავს უწოდონ ,,პირველკლასელის მშობელი’’. ასეთი მდგომარეობა კი დედისთვის არის კარგი მიზეზი რომ დაელაპარაკოს ფსიქოტერაპევტს.
    ავტორი :თეონა დაგარგულია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბიბლიოთეკები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უცხო ენები განათლება საზღვარგარეთ საბავშვო მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები წიგნების მაღაზიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები კოლეჯი სპორტული სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსები გამოცემები სადღესასწაულო ცენტრები სამეცნიერო პორტალები სახელმძღვანელოები ხელოვნების სკოლები, სტუდიები ავტოსკოლები უმაღლესი სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020