მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ზღაპრული აცრა ნანახია (6805) - ჯერ 25 ოქტომბერი 2012

    ბავშვური შიშის პერიოდი

    შიში არის დამახასიათებელი ყველა ნორმალური ადამიანისთვის. ის თვითგადარჩენის ინსტიქტთან არის დაკავშირებული. დაბადებიდან სამი წლის შემდეგ პატარა ხდება ასე თუ ისე ემოციურად მოწიფული და შეუძლია გამოხატოს საკუთარი გრძნობები სიტყვებით. როდესაც რეალობა და ზღაპარი, სიმართლე და გამონაგონი მისთვის პრაქტიკულად განუყოფელია, შიში ისე მძაფრად განიცდება, რომ მთელი დღის განმავლობაში გადახდენილი, ამოუხსნელი ამბები მას არც ღამით ტოვებენ და თან სდევენ როგორც კოშმარები.

     

        ძალიან ხშირად პატარა ამ ასაკში ხედავს საშინელ სიზმრებს. ზოგიერთი ბავშვი ყვირის და იღვიძებს, ამასთანავე აგრძელებს ტირილს და აშინებს მშობლებს, მაგრამ დედებმა და მამებმა არ უნდა ინერვიულონ ამაზე, რადგან სამიდან ხუთ წლამდე ღამის კოშმარები არის ნორმა. ეს არის მთავარი და განუყოფელი ეტაპი ბავშვის განვითარებაში. ბავშვების გარკვეულ ნაწილს ეს შიშები მეტად აქვს გამოხატული, ზოგს კი ნაკლებად, მაგრამ ასე თუ ისე აქვს ყველას. თუ ბავშვის შიშს მიუდგებით სწორად – არ დავცინებთ და არ ვინერვიულებთ ზედმეტად, ასაკთან ერთად განცდები უკვალოდ გაქრება.

       რისი ეშინია პატარა ადამიანს? Aარის სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იმისა თუ საიდან შეიძლება შიში ჩამოყალიბდეს. ეს არის მარტოობის, სიბნელის და დახურული სივრცის შიში. პატარას ეშინია არ მიატოვონ. როდესაც დედა მიდის, მას უჩნდება შიში, რადგან არ არის დარწმუნებული რომ ის დაბრუნდება. სწორედ ამისათვის არის აუცილებელი ბაღი. ბავშვი შეიძლება დავტოვოთ ძიძასთანაც, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ცოტა ხნით. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დარწმუნდება, რომ მისი საყვარელი ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი დავსაჯოთ ბნელ ოთახში ჩაკეტვით, ან დავტოვოთ  მაშინ როდესაც ის გვთხოვს დარჩენას.  ასეთი მეთოდები მხოლოდ დაამძიმებს მის განცდებს და უარყოფითად იმოქმედებს ნერვულ სისტემაზე. შედეგად მივიგებთ იმას, რომ ბავშვი კი არ დარწმუნდება, რომ სიბნელე არ არის საშიში, პირიქით მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება სიბნელის შიში.

       ამ შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ სხვაგვარად. თუ პატარას ეშინია ოთახში მარტო დარჩენის, არ გავკიცხოთ იგი და არ დავცინოთ. შევეცადოთ გავიგოთ რა აშინებს მას კონკრეტულად და ვეცადოთ შეძლებისდაგვარად გავფანტოთ მისი შიში. მოუყევით მას ზღაპრები ან უმღერეთ რაიმე სასიამოვნო. თუკი ბავშვს ეშინია ბნელ ოთახში დაძინების, იღვიძებს ყვირილით, მაშინ მას უნდა დავუტოვოთ ღამის სანათი და არ დაუკეტოთ საძინებლის კარი. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ ახლოს ხართ და ნებისმიერ დროს გაიგონებთ მის ხმას.

      საშინელი მონსტრები შეიძლება დაესიზმროს ბავშვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისინი ნახა ტელევიზორში. ღამის კოშმარის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე გადაუჭრელი კონფლიქტი ოჯახის წევრებთან. Mმამას სიტყვები, რომ ის ოცნებობს ნამდვილ მამაკაცურ შვილზე, პატარამ შეიძლება ძალზედ სერიოზულად განიცადოს და ამან გამოიწვიოს შფოთვა ძილში და კოშმარული სიზმრები.

      საშინლად საინტერესოა

       ბევრ მშობელს აწუხებს ბავშვების ინტერესი საშინელი ისტორიებისა და ფილმების მიმართ. Pპატარა უყურებს და უსმენს მათ მიუხედავად შიშის განცდისა. როგორ შეიძლება ავხსნათ ესეთი უცნაური ფაქტი?! Yყველაფერი არც ისე რთულადაა. ზღაპრებიდან გამომდინარე ბავშვისთვის ხელმისაწვდომია და მისაღწევია რეალურ სამყაროში არსებული ყველა წინააღმდეგობა, სადაც კეთილი და მოსიყვარულე დედის გარდა არსებობს ცუდი “ბუა ქალი” და ძლიერი და თბილი მამი საწინააღმდეგოდ “ბუა ძია’’. რა თქმა უნდა ეს პერსომაჟები მხოლოდ ზღაპრებშია, მაგრამ პატარასთვის ისინი სავსებით რეალურია. მცირე ასაკში ბავშვს არ შეუძლია განიცადოს უწყვეტი აგრესიული გრძნობა მშობლების მიმართ. ამასთანავე ხშირად მშობლების დამოკიდებულება შვილის მიმართ არ არის სწორი და სამართლიანი, თითქოს მათი შვილები თავად უნდა მოერიონ არსებულ რთულ სიტუაციას. ბავშვები ხშირად ზღაპრების გმირებს მოსავენ ყველა უარყოფითი თვისებებით, რათა შეუნარჩუნონ სრულყოფილება მათ ირგვლივ მყოფ დიდებს. Uუნდა ვთქვათ, რომ საშინელი გმირების გაცნობა არანაკლებს სასარგებლოა ვიდრე კეთილი პერსონაჟების. ის ასახავს რეალურ სურათს მსოფლიოზე და არის ერთგვარი _,,აცრა’’_ ბავშვებისათვის დაუცველობისა და ზედმეტი მინდობილობისგან.  ხოლო კეთილი ზღაპრები სადაც ბოროტებას სიკეთე ამარცხებს, გვიჩვენებს, რომ სირთულეების გადალახვა მაინც შესაძლებელია.

       სხვათა შორის ზღაპარი – ეს ერთგვარი ფსიქოთერაპიის სეანსიაPპატარასთვის.   ბავშვი გმირებთან ერთად ამარცხებს ბოროტებას და თავის შიშს. როლური თამაშები, როდესაც ბავშვები და მშობლები განასახიერებენ ზღაპრების პერსონაჟებს არის კარგი მეთოდი ცუდი განცდების დასაძლევად. შიშის გამოსახატავად შეიძლება არა მარტო თამაში, არამედ მისი გადმოცემა ხატვით. ასევე შეიძლება შიშებზე ამბების გამოგონება. ბავშვებს დაახლოებით სამი წლის ასაკიდან აწუხებთ შიშები, რომლის მიზეზი შეიძლება თვითონ უფროსები იყვნენ. Aახლობელი ადამიანები ძალაუნებურად  ტვირთავენ პატარებს, როდესაც ზედმეტი ემოციურობით უთითებენ საკითხებზე: ,,არ აიღო, დაიწვები’’, ,,არ მოეფერო, გიკბენს’’ და ა.შ. პატარა ვერ აცნობიერებს რა ხდება, მაგრამ შიში უკვე იწყებს მასში აღმოცენებას და ჩამოყალიბებას.  

     არ არის საიდუმლო, რომ ბევრ დედას თან სდევს არაფრით გამართლებული შიშის გრძნობა თავის პატარაზე. ეს ნერვული მდგომარეობა ძალაუნებურად გადადის ბავშვზეც და სამი წლის ასაკიდან ის უკვე არკვევს იმას, რომ თუ დედა ნერვიულობს, ესე იგი მას ამის მიზეზი აქვს. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა უნდა დაიწყოთ თქვენი თავით. გაარკვიეთ რაშია საქმე და თანმიმდევრულად დაალაგეთ ყველაფერი. საკუთარი თავის გაანალიზებით ეცადეთ სძლიოთ ნერვიულობას.  თუკი თქვენ თვითონ ვერ ერევით საკუთარ თავს მიმართეთ პროფესსიონალ ფსიქოლოგს და ნახავთ, რომ როგორც კი თქვენ დაწყნარდებით, დაწყნარდება თქვენი პატარაც.  

      ბავშვური შიშის პერიოდი _ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მის განვითარებაში. შიში ჩვენი თილისმაა. ხოლო ის, რომ ვასწავლოთ ბავშვს შიშის სწორად დაძლება – მშობლების ამოცანაა.

     

    ავტორი :თეონა დაგარგულია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სადღესასწაულო ცენტრები უმაღლესი სასწავლებელი გამოცემები კოლეჯი სამეცნიერო პორტალები სპორტული სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა საგანმანათლებლო რესურსები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) განათლება საზღვარგარეთ პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები წიგნების მაღაზიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020