მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    განვითარების კრიზისი დაწყებით სასკოლო პერიოდში ნანახია (9233) - ჯერ 13 იანვარი 2013

    დაწყებითი სასკოლო პერიოდი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის  ბავშვის განვითარების პროცესში  (იგულისხმება,  როგორც ფიზიკური, ასევე კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების  სფეროები). სკოლაში შესვლა ბავშვის ცხოვრებაში ერთგვარ გარდატეხას იწვევს, რომელიც მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული, კერძოდ:

    ეთხოვება უდარდელ ბავშვობას;

    ითავსებს ახალ როლს (მოსწავლის როლი);

    ეგუება ახალ გარემოს, უცხო ადამიანებს;

    ემორჩილება სკოლის, მასწავლებლის მოთხოვნებს, რომელიც განსხვავდება საბავშვო ბაღში არსებული მოთხოვნებისგან. (ეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბაღში დადიოდა);

    ხდება უფრო მეტად დამოუკიდებელი და ორგანიზებული;

    ფართოვდება სოციალური კონტაქტები;

    ბავშვი ითვისებს საკუთარი ქცევის მართვის უნარს და დროთა განმავლობაში მშობლების გარეგან კონტროლს ანაცვლებს თვითკონტროლით;

    ჩნდება შემეცნებითი მოთხოვნილება.

    პირველკლასელის  ქცევის ძირითადი ფორმა ხდება სწავლა. სწავლა არამარტო ცოდნის შეძენის,  არამედ პიროვნებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა.

           "განვითარების კრიზისი"- ეს არის ცნება, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაში.  

    ერიქსონის მოსაზრების თანახმად,  ადამიანი განვითარების პროცესში გაივლის რვა ძირითად სტადიას. თითოეული სტადია ხასიათდება განვითარების კონკრეტული კრიზისით, რომლის დაძლევაც ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე გადასვლისათვის. აღნიშნული  თეორიის მიხედვით, ინდივიდი პიროვნებად სწორედ ამ სოციალური კონფლიქტების გადაჭრის საფუძველზე ყალიბდება. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიალურ მოდელში მეოთხე ეტაპი მოიცავს 6-12 წლებს.  

    ერიქსონის თეორიის მიხედვით, 6-12 წლის ასაკში ბავშვი დგება განვითარების კრიზისის წინაშე, რაც ვლინდება გულმოდგინებასა (სიბეჯითეს) და არასრულფასოვნებას შორის არსებულ  კონფლიქტში. სიბეჯითეში იგულისხმება სამუშაოს პროდუქტიული შესრულების მცდელობა. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კავშირის დანახვა ნებისყოფასა და შესრულებული სამუშაოსგან მიღებულ სიამოვნებას შორის. დაწყებით სასკოლო პერიოდში მოსწავლეები იძენენ ბაზისურ სოციალურ უნარებს. ძალინ მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა. სკოლაში ბავშვებს შრომისა და თანამშრომლობის უნარი უვითარდებათ.

    ბავშვის უნარი, მოირგოს მრავალი როლი ( მეგობრის, შვილის, მოსწავლის) ზრდის მასში კომპეტენტურობის განცდას. თუ ბავშვს ოჯახში, სკოლაში, ან თანატოლებთან ურთიერთობისას არაკომპეტენტურობის განცდა გაუჩნდება, შეიძლება ამ ფაქტორმა ბავშვში არასრულფასოვნების ( უკმარობის) გრძნობა გამოიწვიოს.

           დაწყებითი სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი განვითარების კრიზისის თვალსაჩინოებისთვის განვიხილავ კონკრეტულ მაგალითს.

    6 წლის თეკლა  პირველ კლასშია. თეკლა საკმაოდ  აქტიური, მოძრავი და ცელქი გოგონაა.  სკოლის კარის შეღებისთანავე შეიცვალა მისი ცხოვრება.  მოულოდნელად თეკლა აღმოჩნდა სრულიად უცხო გარემოში უცხო ადამიანების გვერდით.  თეკლასთვის გაუგებარია, რატომ გახდა დედა უფრო მკაცრი და მომთხოვნი;   რატომ ბრაზდება ასე, როდესაც თეკლა დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებს; რატომ  ადარებს გამუდმებით თავის თანატოლებს და ეუბნება, რომ ისინი ყოჩაღები  არიან, კარგად სწავლობენ, მას კი არ შეუძლია დავალებების შესრულება. თეკლას უჭირს გაკვეთილზე  ჩუმად ჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ  რამდენიმე დღის წინ შეეძლო ამ დროს ეზოში მეგობრებთან ერთად ეთამაშა. ახლა კი მასწავლებელს უნდა მოუსმინოს და არ იხმაუროს. ცელქი და აქტიური გოგონა დროთა განმავლობაში გულჩათხრობილი გახდა. გაწყვიტა ურთიერთობა საუკეთესო მეგობრებთან. დედა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მეგობრები უფრო ჭკვიანები არიან და მეტს მიაღწევენ ცხოვრებაში.

    თეკლას გაუქრა ნდობის გრძნობა თანატოლების მიმართ, გაუნელდა ინიციატივის გამოვლენის სურვილი.

     

              რა შეიძლება ვურჩიოთ   თეკლას მშობლებს?

     

    სასურველია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ საბაზო სკოლის წლებში ბავშვები თავიდან გადიან ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების პირველ სამ სტადიას. ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბდეთ ნდობის გრძნობა უცნობი უფროსებისა და თანატოლების მიმართ, უნდა იმოქმედონ ავტონომიურად და გამოიჩინონ ინიციატივა სწავლების  პროცესში.

     

    მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ  შეუძლებელია ბავშვი ერთ დღეში გარდაიქმნას წიგნების მოყვარულ, ბეჯით მოსწავლედ.

     

    არ არის სასურველი ბავშვი გამუდმებით სხვა თანატოლებს შეადარონ. ეს წარუმატებლობის რისკს კიდევ უფრო ზრდის.  

    შეადარეთ ბავშვი საკუთარ თავს. რა შეეძლო მას გუშინ, რა შეუძია დღეს და რის მიღწევას შეძლებს ხვალ.

     

    მუდმივად იქონიონ კავშირი პედაგოგთან.

     

    დაეხმარონ ბავშვს დავალებების შესრულებაში

     

    .

    შეაქონ ბავშვი შრომისმოყვარეობის გამოვლენისას, მაღალი ნიშნების მიღებისას. საყურადღებოა შექების ფორმა.   " კარგი გოგო ხარ მაღალი ნიშანი რომ მიიღე"- ასეთი შექება არ არის მართებული. პიროვნება და მისი წარმატებები თუ წარუმატებლობები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ბავშვმა არ უნდა იფიქროს,  დედას იმიტომ უყვარს, რომ კარგად სწავლობს. ბავშვს მშობლებისგან ჭირდება უპირობო სიყვარული.

      როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი?

    სკოლის პირველი დღეები ბავშვისთვის  ბევრ სირთულესთან არის  დაკავშირებული. იმისათვის, რომ ბავშვს  ზოგადად სკოლის, მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესის შესახებ დადებითი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეს, პედაგოგმა პირველ დღეებში მოსწავლეებს ინტელექტუალურზე მეტად" ემოციური საზრდო " უნდა მიაწოდოს.

    მართალია  სასკოლო ასაკში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმის ( თამაშის) ჩანაცვლება ხდება სწავლით, მაგრამ დაწყებით კლასებში უკეთესია თამაშით სწავლების პრინციპების გამოყენება. ბავშვს სწავლების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ მოეჩვენება, ამ გზით მოსწავლე უფრო მარტივად და სწრაფად აითვისებს მასალას.

    მასწავლებელმა უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე და ამ დონისთვის შესაფერისი  მასალა მიაწოდოს.

    სამწუხაროდ,  ამჟამინდელ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული  სასკოლო მზაობის განმსაზღვრელი ფაქტორები (შ. ჩხარტიშვილის მიხედვით,  ფიზიკური და ინტელექტუალური მომწიფება, სოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბება). სასურველია, სანამ ბავშვი სკოლაში შევა, შეფასდეს ფიზიკურად, ინტელექტუალურად და სოციალურად  რამდენად მზად არის  სასკოლო ცხოვრებისთვის.  

    მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა  გამოავლინონ დამოუკიდებლობა და ინიციატივა.

    მასწავლებელმა უნდა მიუტევოს მოსწავლეებს აღიარებული შეცდომები.

    თუ მოსწავლეს საშინაო დავალება არ აქვს შესრულებული, არ შეარცხვინოს თანაკლასელთა თვალში. დაწყებით სასკოლო პერიოდში ბავშვები  განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან მარცხს სწავლების პროცესში.

    დააჯილდოვოს ყველაზე შრომისმოყვარე მოსწავლეები და ისინი, ვინც ყველაზე მეტად გააუმჯობესა შედეგები. ეს კი თავის მხრივ აამაღლებს სხვების მოტივაციას, მიღწიონ იმავე შედეგს.

    ითანამშრომლოს სკოლის ფსიქოლოგთან.

     

    არც მშობელს და არც მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ დაწყებით სასკოლო პერიოდში განვითარების კრიზისის გადალახვა/ვერ გადალახვა გავლენას ახდენს შემდგომ სასკოლო გამოცდილებაზე.

     

    გამოყენებული წყაროები:    

    ანიტა ვულფოლკი. განათლების ფსიქოლოგია. ერიქსონი: ინდივიდუალური განვითარების თეორია. გვ 6

    თ. გოგიჩაიშვილი.  განვითარების ფსიქოლოგია.  ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა სასკოლო ცხოვრებისათვის. გვ54

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ეკონომიკა ჟურნალისტიკა, PR გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი განათლება საქართველოში და მსოფლიოში სპორტი და ექსტრიმი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ფიზიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სიახლე განათლების სფეროში პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მოდა და დიზაინი დასაქმება და კარიერა ფსიქოლოგია მათემატიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა ბიოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია ხელოვნება და კულტურა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ქიმია იურისპრუდენცია მშობლიური ენა და ლიტერატურა აბიტურიენტი და გამოცდები უცხო ენები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბუნება, ეკოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება ოჯახი, მშობლები და ბავშვი სკოლა და მოსწავლე გეოგრაფია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ფინანსები სხვა რელიგია კინო და მუსიკა პრესა განათლების შესახებ გართობა და თამაშები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019