მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სპირალური სასწავლო პროგრამა ნანახია (10196) - ჯერ 05 თებერვალი 2013

    ჯ. ბრუნერმა გამოკვეთა და ჩამოაყალიბა სწავლების სამი მთავარი პრინციპი:

    1.     სწავლება უნდა ეყრდნობოდეს იმ გამოცდილებას და კონტექსტს, რომელიც მოსწავლეში                 გააღვიძებს სურვილსა და შესაძლებლობას, რომ ისწავლოს;

    2.     სწავლების პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ხელი შეუწყოს არსებულ ცოდნაზე ახალი ცოდნის აგებას და თან შეავსოს ცარიელი, გამოტოვებული ადგილები საჭირო ინფორმაციებით;

    3.     სწავლება ისე უნდა აიგოს, რომ ადვილი და საინტერესო იყოს გასაგებად (სპირალური სასწავლო პროგრამა ).

    რას გულისხმობს ე.წ. სპირალური კურიკულუმი?

    სპირალური სასწავლო   პროგრამა სწავლების ბრუნერისეული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ადრეულ წლებში მოსწავლეთათვის ყველა საგნის ფუნდამენტური სტრუქტურის გაცნობას და შემდეგ, დროთა განმავლობაში,   განმეორებით შესწავლას უფრო ღრმა და კომპლექსური ფორმით.

       ამ საკითხს ბრუნერი ეხება   წიგნში ,,სწავლის პროცესი”, რომელმაც   დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. ამ პატარა მოცულობის ნაშრომში ავტორი შემჭიდროვებულად           გადმოგვცემს თავის მოსაზრებებს სწავლაზე და მის როლზე ფსიქიკურ განვითარებაში. აანალიზებს რა მეცნიერებისა და ცნობილი პედაგოგების გამოცდილებას ჯ. ბრუნერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომელიც ლოზუნგივით გაისმა: ნებისმიერი საგნის საფუძვლები გარკვეული ფორმით, ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ნებისმიერ ასაკში, თუ მას ბავშვისთვის გასაგები ფორმით მივაწვდით. ეს იმას გულისხმობს, რომ ბავშვს განვითარების ყოველ სტადიაზე გააჩნია სამყაროს ხედვის და მისი ახსნის თავისებური საშუალებები. თუ ჩვენ ვიცით, ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ენა (სამყაროს მისეული ხედვა) და ამ ენაზე დავამყარებთ მასთან კონტაქტს, ჩვენ შევძლებთ მას დავეხმაროთ გადავიდეს აზროვნების სულ უფრო და უფრო მაღალი დონის საშუალებათა გამოყენებაზე. სწავლების ეს ხერხი ერთნაირია ყველა საგნისთვის, იქნება ეს მათემატიკა, ლიტერატურა, თუ საზოგადოებრივი მეცნიერებები.

     ბრუნრის აზრით, სწავლება მოსწავლის კოგნიტურ განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად; სწავლების ფორმა კი მოსწავლის კოგნიტურ განვითარებას უნდა შეესაბამებოდეს.

    განვიხილოთ მაგალითი: თუ ჩვენი მიზანია ბავშვს თანაგრძნობის განცდა   ჩავუნერგოთ, რათა მან თანდათან მოახერხოს ტრაგედიის, როგორც ჟანრის, წვდომა, სრულიად შესაძლებელია ბავშვობაშივე გავაცნოთ მას შესაფერისი ლიტერატურა. მან ბავშვს   ცოდნა უნდა მისცეს, მაგრამ არ უნდა შეაშინოს (მაგალითად: ძველი მითები, კლასიკური საბავშვო ლიტერატურა, ვუჩვენოთ მაღალმხატვრული ღირებულების ფილმები სათანადო კომენტარით და სხვა). საკითხი იმის შესახებ თუ რა მასალა უნდა იქნას გამოყენებული მასწავლებლის მიერ, გარკვეულ კვლევას მოითხოვს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით უნდა გაიშალოს. პირველ რიგში უნდა დავინტერესდეთ, რა წარმოდგენა აქვთ ბავშვებს ტრაგედიის შესახებ, რას გულისხმობენ ისინი ამ ცნებაში. აქ შეიძლება იმავე გზით წავიდეთ, როგორც ამას პიაჟე აკეთებდა. ის ბავშვებს უსვამდა შეკითხვებს მიზეზობრიობის, ზნეობრიობის, რაოდენობის და სხვათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ როგორ გადათარგმნის და გაიგებს ჩვენს ნათქვამს ბავშვი თავისთვის გასაგებ ენაზე. შემდეგ პედაგოგმა   თანდათან ცვლილებები უნდა   შეიტანოს ასაკის მატებასთან ერთად იმ თვალსაზრისით, რომ   გამოიყენოს უფრო რთული   ლიტერატურული წყაროები, ან დაუბრუნდეს ძველ წიგნებს, მაგრამ ახლა მასწავლებლები და შესაბამისად მოსწავლეებიც მეტი სიღრმით მოახდენენ მათში აღწერილი მოვლენების ინტერპრეტირებას. მთავარი აქ ის არის, რომ ასეთმა სწავლებამ უზრუნველყოს ტრაგედიის როგორც ლიტერატურის ჟანრის ნათელი და ღრმა გაგება. ასეთივე წესით უნდა მოხდეს სხვა ჟანრების და სხვა თემების შესწავლაც.

            იგივე მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაშიც. მაგ: თუ ბავშვმა 10 წელი უნდა ისწავლოს სკოლაში ბიოლოგია, ნუ თუ საჭირო არაა ბავშვებთან  ვიმუშაოთ მაგ. სიცივის სუბიექტური აღქმის წარმოდგენის შექმნაზე. ამ მიზნით ჩვენ შეიძლება გარკვეული ცდებიც ჩავატაროთ, ბავშვებს გავაცნოთ ზოგიერთი ბიოლოგიური იდეები. შეიძლება მეცნიერულად ის არ იყოს ზუსტი, მაგრამ უშუალო გამოცდილების მისაღებად სრულიად   საკმარისია.  

            ჯ. ბრუნერი   დიდ ადგილს უთმობს აზროვნების ორი სახის დახასიათებას: ინტუიტურს და ანალიზურს. ანალიზური აზროვნების დროს ცნობიერდება შინაარსის ცალკეული ეტაპები, შემადგენელი ოპერაციები. ინტუიტურ აზროვნებას კი არა აქვს მკვეთრად გამოხატული ეტაპები, იგი მთელი პრობლემის ერთბაშად წვდომას ემყარება, ხორციელდება ნახტომისებურად, ხასიათდება სწრაფი გადასვლებით და გამოტოვებს აზროვნების ოპერაციათა ჯაჭვში შუამდებარე რამდენიმე რგოლს.

    უნდა უწყობდეს თუ არა ხელს სასკოლო სწავლება ინტუიტური აზროვნების განვითარებას?

    რა თქმა უნდა.  აზროვნების ეს ორი ფორმა ერთმანეთს ავსებს. სამწუხაროდ, სასკოლო სწავლების უკიდურესი ფორმალიზმის გამო ინტუიციამ უკანა პლანზე გადაიწია. როგორ უნდა ვუბიძგოთ მოსწავლეებს ამ მიმართულებით? პირველყოვლისა, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. ეს კი დამოკიდებულია ორ მომენტზე: ა) თვითდარწმუნებულობაზე, როგორც პიროვნულ თვისებაზე, ბ) საგნის ცოდნაზე. ინტუიტურ აზროვნებას ხელს უწყობს დარწმულებულობა და სითამამე. სამწუხაროდ, სწავლების თანამედროვე სისტემა ნაკლებად ზრუნავს ამ თვისებების აღზრდაზე - წუხს ბრუნერი.

            ბევრი მეცნიერი და პედაგოგი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რაც ბრუნერმა განაცხადა ნებისმიერი საგნის ნებისმიერ ასაკში სწავლების შესაძლებლობის შესახებ. 4 წლის ბავშვს შეიძლება რაიმენაირად ავუხსნათ მაგ. პროპორციულობის რომელიმე ასპექტი? ეკითხებიან მას. ბრუნერი პასუხობს, რომ საკითხი მარტივად გადაწყდება თუ ინფორმაციის გადაცემის ხერხს შეუსაბამებ ბავშვის   წარმოდგენათა სისტემას.

     მასწავლებელმა სწავლების მეთოდები უნდა ცვალოს მოსწავლეთა განვითარების შესაბამისად. მაგალითად, ვიდრე მოსწავლეები აბსტრაქტული მათემატიკური სიმბოლოების გაგებას შეძლებენ, მათ მათემატიკური ამოცანები მოქმედებითი (მაგალითად საგნების გადაადგილებით) ან წარმოსახვითი (მაგალითად, ნახატების) ფორმების გამოყენებით უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა. აქ, რასაკვირველია, ბრუნერი მიჰყვება პიაჟეს ხაზს ინტელექტის განვითარებაში.      

      სწავლა/სწავლების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის აგებული სასწავლო პროგრამები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები:

     1.  იმსახურებს თუ არა ესა თუ ის თემა საფუძვლიან შესწავლას და საჭიროა თუ არა მოზრდილ ადამიანს ჰქონდეს ცოდნა ამ საკითხის შესახებ;

     2.  უზრუნველყოფს თუ არა შესწავლილი მასალა ადამიანის მორალური თვისებების აღზრდას.

    თუ ორივე ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, მაშინ ამ თემის შესწავლა არ ღირს, ეს იქნება პროგრამის გადატვირთვა.

    სწავლის ხელშემწყობი პირობები:

    •         განწყობა - ამზადებს მოსწავლეებს იმისათვის, რომ რეაგირება მოახდინონ გარკვეული მიმართულებით. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება   გეზის მიმცემი სხვადასხვა დანიშნულების აქტივობები, ზოგ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე, ან ელემენტთა შორის კავშირის ძიებაზე, ურთიერთმიმართებების წვდომაზე, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გაგებაზე,

    •         სწავლისათვის მზაობა - მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით, არ დაფრთხება სირთულით თუ ახალი მასალა წინათ ათვისებულ ცოდნას დაეყრდნობა. ბრუნერი   თვლის, რომ შფოთვის ზომიერი დონე გაცილებით უწყობს ხელს აღმოჩენის გზით სწავლებას, ვიდრე ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი დონე. მოსწავლეები მზაობის მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ და არა დუნე მდგომარეობაში, ან შიშსა და პანიკაში.

    •         კონკრეტული შინაარსების   ფლობა - გულისხმობს თუ რამდენად იცის   მოსწავლემ დასაუფლებელ საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია. აღმოჩენა შემთხვევით არ მოდის, იგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსწავლის ინფორმაციულ მზაობაზე.

    •         მრავალფეროვანი სწავლება - ერთი და იგივე საგნები უნდა ისწავლებოდეს სწავლების სხვადასხვა დონეზე მოსწავლეთა უნარებისა და ბაზისური ცოდნის გათვალისწინებით. ეს არის სპირალური სასწავლო გეგმა.

            რა სახის დახმარების ხერხები შეიძლება იქნას გამოყენებული მასწავლებლის მიერ?

    1. მობილიზაცია - მოსწავლის ყურადღების ფოკუსირება ამოცანის მოთხოვნებზე;   მაგ., ”ამგვარად, ჩვენ გვსურს განვსაზღვროთ ამ სწორკუთხა სამკუთხედის ფართობი, ვიცით ყველა ფერდის სიგრძე, რამდენ კვადრატულ სმ-ს   უდრის ის?"

    2. თავისუფლების ხარისხის შემცირება - ამოცანის     დაყვანა   შესრულებად ქვეამოცანაზე. მაგალითად: “გახსოვს, როგორ განისაზღვრება   სწორკუთხედის ფართობი?   შეგიძლია გადააქციო ეს სამკუთხედი სწორკუთხედად?”

    3. კურსის შენარჩუნება - მოსწავლის მოქმედებების წარმართვა   საჭირო მიმართულებით და   მოტივაციის ხელშეწყობა. მაგალითად: “რატომაც არა, ეგებ დახაზო სამკუთხედი, რომელსაც გარდაქმნი სწორკუთხედად და   გაზომავ ყველა მის გვერდს. ეგებ, დახაზო კიდევ ერთი სამკუთხედი და დარწმუნდე რომ ის ზუსტად ასეთივეა?”

    4. კრიტიკული თავისებურებების გამოყოფა - ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვან   ასპექტებზე ყურადღების მიპყრობა; მაგ., ,,რამდენი იდენტური სწორკუთხა სამკუთხედი დაგჭირდება, რომ მიიღო სწორკუთხედი. რატომ არ შეიძლება, რომ დახაზო ფურცლის კუთხეში სამკუთხედი, გამოჭრა 3 ან 4 და გააკეთო კვადრატი, ყოველთვის ერთი და იმავე რაოდენობის სამკუთხედია საჭირო?”

    5. ფრუსტრაციაზე კონტროლი - სირთულის გამო გაჩენილი ფრუსტრაციის (იმედგაცრუების) მოხსნა; მაგალითად: “ზოგჯერ მერვეკლასელებიც კი ვერ ხსნიან ასეთ ამოცანას, შენ კი ყველაფერი გამოგდის”

    6. დემონსტრირება - ბავშვების მიერ ამოცანის გადაჭრისათვის გამოყენებული   ხერხების ვარიაციების დემონსტრირება გათვალსაჩინოებისა და მიბაძვის მიზნით; მაგალითად: ”შეხედე, მე ვჭრი ორ აბსოლუტურად ერთნაირ სამკუთხედს და ვაგებ მისგან კვადრატს, რისი ტოლია ამ კვადრატის ფართობი? კი... ზუსტად ნახევარია, სწორია! აი, სასურველი ფორმულა, ნიჭიერი ხარ!”

    სწავლების რომელი მეთოდია საუკეთესო? გამოკვლევებმა დაადასტურეს ორი უდაო ფაქტი:

      1. მასალის გაგება, გააზრება და დამახსოვრება დიდად არის დამოკიდებული ბაზისურ ცოდნაზე. ეს ფაქტი ხაზს უსვამს მოსწავლის წინასწარი მომზადების აუცილებლობასა და სწავლების იერარქიული ხასიათის მნიშვნელობას.

      2. მოსწავლეები, რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური ჩვევები, სწავლობენ უკეთესად.

     ყველა მეცნიერი და პედაგოგი როდი ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ სწავლა აღმოჩენის გზით საუკეთესო   მეთოდს წარმოადგენს. მიიჩნევენ, რომ ბრუნერის, ასე ვთქვათ, ,,ახალგაზრდა მკვლევარების” მეთოდი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მასალის უკეთ ათვისებას. არ არის სავალდებულო ყველაფერი ხელმეორედ აღმოვაჩინოთ, რაც უკვე დიდი ხნის აღმოჩენილია. ჩვენ შეგვიძლია მრავალი ინფორმაცია უფრო მარტივი გზით შევიძინოთ. აღმოჩენა მეცნიერების საქმეა, მოსწავლის საქმე კი მისი სწავლაა. მოსწავლემ მართლაც რომ გააკეთოს რაიმე აღმოჩენა, მან ჯერ აუცილებლად უნდა ისწავლოს. უმრავლეს სასკოლო სიტუაციებში   აღმოჩენა არაეფექტურია და დროის ტყუილად ხარჯვას ნიშნავს. ამ გაგებით, საწინააღმდეგო მოსაზრებების მკვლევართა აზრით, კლასი წარმოადგენს ადგილს, სადაც სწავლება დირექტიული მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს. ფუნდამენტური განსხვავება ბრუნერისა და დირექტიული სწავლების მომხრეთა   თეორიებში ის არის, რომ ამ უკანასკნელთათვის მოსწავლეები უნდა უზრუნველვყოთ ორგანიზებული ინფორმაციით, ბრუნერი კი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტული ინფორმაციის გაცნობასა და მოსწავლეების მიერ საკუთარი ცოდნის ორგანიზებას.

     ჯ. ბრუნერის შეხედულებები სწავლასთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე მეტად აქტუალურია და პირდაპირ პასუხობს ეპოქის მიერ დაყენებულ მრავალ საკითხს. მათში როგორც სახელმძღვანელო პროგრამაში ისეა გამოთქმული მოსაზრებები სწავლაზე და მასთან დაკავშირებულ რიგ მოვლენებზე. იგი ხაზს უსვამს სწავლების აქტიურ როლს ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, ბავშვის შესაძლებლობანი გაცილებით უფრო ფართოა და ღრმა, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ.

     ბრუნერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა, ლევ ვიგოტსკისთან და ჯონ დიუისთან ერთად, რომელმაც სწავლის და ცოდნის სფეროში „კონსტრუქტივისტული“ მიდგომა შემოიტანა.   ეს ნიშნავდა მასწავლებლის როლის დეცენტრალიზაციას და კონცენტრაციას ბავშვზე, როგორც ცოდნის შემქმნელზე მოცემულ კონტექსტში.

    წყარო: მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები,  სწავლისა და განვითარების  თეორიები  და  მათი  გამოყენება  სასწავლო  პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უმაღლეს სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020