მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ჯგუფის გავლენა საქმიანობის ეფექტურობაზე ნანახია (6972) - ჯერ 06 თებერვალი 2013

    სოციალურ-ფსიქოლოგიური მოვლენების კვლევებმა ნათლად დაგვანახეს, რომ ინდივიდუალური საქმიანობის ვითარებასთან შედარებით, ადამიანი მაშინ მოქმედებს უკეთ, როდესაც ის სხვებს ეჯიბრება. ოლპორტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანები სხვადასხვა შინაარსის დავალებებს უკეთ არა ცალ-ცალკე ოთახებში, არამედ ერთ, საერთო ოთახში ყოფნის დროს ასრულებენ. არა მხოლოდ შეჯიბრი და კონკურენცია, არამედ სხვათა უბრალო თანდასწრებაც კი აუმჯობესებს  ადამიანის მიერ დავალების შესრულების ხარისხს. ამ მოვლენას სოციალური ფასილიტაცია  (ხელშეწყობა)ჰქვია.  

    სოციალური ფასილიტაცია სხვათა თანდასწრების გამო ადამიანის მიერ დავალების შესრულების გაუმჯობესებას ეწოდება.

    მოგვიანებით, ემპირიულმა კვლევებმა საქმიანობის ეფექტურობაზე ჯგუფის გავლენის არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითი შედეგებიც გამოავლინა.  ამ უკანასკნელს სოციალური ხელის შეშლის მოვლენა უწოდეს.  

    დღესდღეობით უკვე დადგენილია, რომ სოციალური ფასილიტაციის კავშირი საქმიანობის ეფეტიანობასთან გარკვეული ფაქტორებითაა გაშუალებული.   ამ სფეროში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანის მოქმედების გაუმჯობესება შედარებით მარტივი დავალებების შესრულების დროს ხდება; საწინააღმდეგო ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი შედარებით რთულ დავალებებს ასრულებს.   გარდა ამისა, სხვათა თანდასწრება ადამიანის მიერ შედარებით კარგად ათვისებულ ანუ დასწავლილ დავალებათა (მოქმედებათა) შესრულებაზე დადებითად მოქმედებს, ხოლო ნაკლებად, ან ცუდად დასწავლილ დავალებათა (მოქმედებათა) შესრულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

    სოციალური ფასილიტაციისა და საქმიანობის ეფექტიანობას შორის არსებული კავშირის ახსნის დროს, შეიძლება ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ცნობილ პრინციპს დავეყრდნოთ, რომლის თანახმად, დომინირებულ რეაქციას ადამიანში მიმდინარე აგზნება   უფრო მეტად აძლიერებს. გაზრდილი აგზნება მარტივი ამოცანების გადაჭრას აუმჯობესებს, რომლის დროსაც სწორი ამოხსნა დომინირებული რეაქციის როლში გამოდის; მაგალითად, მარტივ ანაგრამებს ადამიანები ადვილად ხსნიან, როდესაც ისინი აგზნებულები არიან. რთული ანაგრამების შემთხვევაში, რომელშიც სწორი პასუხები უშუალოდ, თავისთავად არ გამომდინარეობენ, აგზნებადობა არასწორ რეაქციებს იწვევს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სავარაუდოა, რომ სხვათა თანდასწრება აღაგზნებს ადამიანს ან მის დაძაბულ მდგომარეობას აძლიერებს. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ადამიანთა უმრავლესობაში   მღელვარებისა და დაძაბულობის განცდას იწვევს. თუ სოციალური დაძაბულობის განცდა დომინირებულ რეაქციებს აძლიერებს, მაშინ მან ადამიანის მიერ მარტივი დავალების შესრულებას ხელი უნდა შეუწყოს, ხოლო იგივე მდგომარეობა რთული დავალების შესრულებისათვის ხელშემშლელი უნდა იყოს. ეს ყოველივე ექსპერიმენტულადაა დადასტურებული.

    წყარო: ი.იმედაძე „ფსიქოლოგიის საფუძვლები“. თბილისი. 2007.  გვ 369

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქიმია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სკოლა და მოსწავლე სპორტი და ექსტრიმი ხელოვნება და კულტურა კინო და მუსიკა მოდა და დიზაინი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი სხვა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა საგანმანათლებლო დაწესებულება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბავშვის მოვლა და აღზრდა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბუნება, ეკოლოგია ბიოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფინანსები რელიგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლება საქართველოში და მსოფლიოში გეოგრაფია დასაქმება და კარიერა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ოჯახი, მშობლები და ბავშვი ჟურნალისტიკა, PR სიახლე განათლების სფეროში გართობა და თამაშები მათემატიკა აბიტურიენტი და გამოცდები ეკონომიკა უცხო ენები ფსიქოლოგია ფიზიკა პრესა განათლების შესახებ იურისპრუდენცია მშობლიური ენა და ლიტერატურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020