მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ოცნება ნანახია (6721) - ჯერ 06 თებერვალი 2013

    ოცნება ცნობიერების ისეთი შეცვლილი მდგომარეობაა, რომლისთვისაც, სიზმრის მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფლად მუშაობა. ამიტომაც, ზოგიერთ ენაში , მაგალითად ინგლისურში სიზმარსა და ოცნებას ერთი სიტყვით გამოხატავენ (dream).   განსხვავებით სიზმრისგან, რომელშიც ფანტაზია თითქმის შეუფერხებლად მოქმედებს, ადამიანი ოცნებობს ცხადში და მისი ოცნების შინაარსი არასოდეს ღებულობს აბსურდულ ფორმას, მასში არასოდეს გვხვდება გვერდიგვერდ ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებები და ფაქტები.   ოცნება იმითაც განსხვავდება სიზმრისგან, რომ ამ უკანასკნელში რაც აუნდა არარეალური იყოს ფანტაზიის ნაყოფი, მძინარე ადამიანი მას, როგორც სინამდვილეს განიცდის. მეოცნებესთან პირიქითაა- მართალია ოცნების პროცესში მისი წარმოდგენები არ წყდება სინამდვილეს, იგი მაინც ნათლად აცნობიერებს, რომ ისინი მისი ფანტაზიის ნაყოფია.

    რატომ იწყებს ადამიანი ოცნებას?

    ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება, როცა ადამიანს არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრების კონკრეტული პირობები. მას არც რაიმეს შეცვლის ძალა შესწევს, ამიტომ „ფსიქოლოგიურ გამოსავალს“   პოულობს ოცნებაში.

    ოცნების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მისი ეგოცენტრულობაა. ადამიანი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რაც უშუალოდ მის მე-ს შეეხება. ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ თითქოს ოცნების საგანი არ შეიძლება იყოს სხისი კეთილდღეობა, მაგრამ ის ყოველთვის პირად წარმატებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება იოცნებოს სამსახურში თავისი უფროსის დაწინაურებაზე, რაც საკუთარ წინსვლაში დაეხმარება.

    ოცნების კიდევ ერთ მთავარ ნიშნას წარმოადგენს მისი პროსპექტულობა, ანუ მომავალზე ორიენტირება. ოცნება მხოლოდ იმას შეეხება, რაც უნდა მოხდეს და არა იმას, რაც უკვე მოხდა. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ოცნების ბუნების გაგებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მისწრაფებებს, რომლებიც მომავლისკენ არიან მიმართულნი.

    მისწრაფება, რომელიც ოცნებას აღძრავს, ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ პირობებში განუხორციელებადი უნდა იყოს.   ოცნების ფუნქციას სწორედ ის წარმოადგენს, რომ   ადამიანმა   ფანტაზიის მეშვეობით წარმოიდგინოს ისეთი პირობები, რომელშიც მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილდება.   ცხადია, რომ განუხორციელებადი მისწრაფება საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, იმისათვის რომ ოცნება გამოიწვიოს. ამ მისწრაფებასთან დაკაშირებული ოცნებების სიშირე მის ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

    ოცნების აღმოცენების თავისებურებათა გასარკვევად აუცილებელია მეოცნებე ადამიანის პიროვნული თვისებების  გათვალისწინება. სავარაუდოდ, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს ასეთი სურვილები ნაკლებად უჩნდება.  რომანტიკოსი პიროვნებისგან განსხვავებით, ასეთი ადამიანი   ნაკლებ დროს უთმობს ოცნებას.

    რა განსაზღვრავს ოცნების კონკრეტულ შინაარსს?

    ოცნების შინაარსი წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა ის, როგორც წესი, რეალისტურია. ადამიანს ოცნებაში ისეთი რამ წარმოუდგება, რაც მისთვის მიუღწეველია, მაგრამ პრინციპში განხორციელებადია. ყოველი ადამიანის ოცნების შინაარსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ინფორმირებულობაზე. ვერ იოცნებებ იმის შესახებ, რაზეც ინფორმაციას არ ფლობ.

    წყარო: ი.იმედაძე „ფსიქოლოგიის საფუძვლები“.   თბილისი. 2007. გვ 134

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო პორტალები საგანმანათლებლო რესურსები საბავშვო მაღაზიები წიგნების მაღაზიები განათლება საზღვარგარეთ უცხო ენები სადღესასწაულო ცენტრები უმაღლესი სასწავლებელი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სპორტული სკოლები, სტუდიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სახელმძღვანელოები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები პედაგოგები რეპეტიტორები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ბიბლიოთეკები კომპიუტერული ტექნიკა კოლეჯი ავტოსკოლები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020