მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სოციალური ნორმების ჩამოყალიბების პროცესის კვლევა ნანახია (7739) - ჯერ 07 თებერვალი 2013

     

        შერიფის ექსპერიმენტი ექსპერიმენტი ეხება სოციალური ნორმების ჩამოყალიბების პროცესის კვლევას ლაბორატორიულ პირობებში. კვლევაში გამოყენებული იყო ავტოკინეტიკური ფენომენი (სრულ სიბნელეში, თუ მხედველობას დავაფიქსირებთ ერთადერთ განათებულ წერტილზე მოგვეჩვენება,   რომ წერტილი მოძრაობს ქაოტურად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული სიჩქარით. თუმცა წერტილი უძრავია, მოძრაობის განც¬და ილუზორულია). წინასწარ ექსპერიმენტებში, სუბიექტები შეყავთ ბნელ ოთახში და სთხოვენ შეაფასონ განათებული წერტილის მოძრაობის მანძილი დიუმებში (1დიუმი =2,5 სმ). რამდენიმე ცდის შემდეგ დადგინდა თუ როგორ აფასებს თითოეული სუბიექტი წერტილის მოძრაობას. აღმოჩნდა, რომ სუბიექტების შეფასება განსხვავებული იყო. ზოგს ეჩვენებოდა, რომ წერტილი მოძრაობდა დაახლოებით 1 დიუმზე, ზოგს ორ დიუმზე,   ზოგს კი - 8-10 დიუმზე.

    ცხადია, ასეთ ორაზროვან სიტუაციაში სუბიექტები არ იქნებოდნენ დარწმუნებული საკუთარ შეფასებაში. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ სუბიექტები ხშირად ცვლიდნენ თავიანთ საწყის შეფასებას. მას შემდეგ, რაც დადგინდა თითოეული სუბიექტისათვის წერტილის მოჩვე¬ნებითი მოძრაობის სიგრძე, ლაბორატორიაში შემოყავდათ სუბიექტების სამკაციანი ჯგუფი და სთხოვდნენ კიდევ ერთხელ შეეფასებინათ წერტილის მოძრაობის სიგრძე. ჯგუფის წევრების შერჩევა ხდებოდა წინასწარი ცდების შედეგების საფუძველზე. ჯგუფში ხვდებოდნენ ის სუბიექტები, რომელთა შეფასება განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგ. ერთ-ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ სუბიექტები, რომელთა წერტილის მოძრა-ობის სიგრძის შეფასება იყო 1, 2 და 8 დიუმი. ამჯერად ისინი წერტილის მოძრაობას აფასებდნენ რიგრიგობით. ექსპერიმენტი გრძელდებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასე რომ ერთიდა¬იგივე ჯგუფს სისტემატურად უხდებოდა წერტილის მოძრაობის სიგრძის შეფასება. მკვლევარებს აინტერესებდათ, სუბიექტების შეფასებები დარჩებოდა განსხვავებული თუ ისინი შეეცდებოდნენ შეფასებების ურთიერთ დაახლოებას. შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ მიუხედავად იმისა რომ პირველ დღეს სუბიექტების შეფასება მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მეოთხე დღეს მათი შეფასებები უკვე ერთმანეთს ემთხვეოდა. აშკარად შეიმჩნეოდა შეფასებების ურთიერთდაახლოების ტენდენცია, ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენდენცია.

                          დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგივე სუბიექტები ხელახლა მოიწვიეს იმავე ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სუბიექტებზე ექსპერიმენტი ტარდებოდა ცალ-ცალკე. მკვლევარებს აინტერესებდათ სუბიექტების შეფასებები იქნებოდა განსხვავებული თუ ისინი შეეცდებოდნენ ჯგუფური ნორმების შენარჩუნებას? აღმოჩნდა, რომ სუბიექტები აჩვენებდნენ ჯგუფის ნორმების შენარჩუნების ტენდენციას.

                          საინტერესო კვლევები ჩაატარეს ჯაკობსმა და კემბელმა (Robert Jacobs & Donald Campbell, 1961) შერიფის მიერ მიგნებული ექსპერიმენტული პროცედურის გამოყენებით. მათ ავტოკინეტიკური ფენომენი გამოიყენეს იმის საკვლევად, თუ რამდენად შეუძლია კულტურას მცდარი რწმენების განმტკიცება. ამისათვის გამოიყენეს ცრუ სუბიექტები, რომლებიც მოქმედებდნენ ექსპერიმენტატორების მითითებით. ექსპერიმენტში სუბიექტი ცრუ სუბიექტთან ერთად აფასებდა განათებული წერტილის მოძრაობას. ცრუ სუბიექტი, მითითების თანახმად, წერტილის მოძრაობას აფასებდა ნამდვილი სუბიექტის შეფასებისაგან საკმაოდ განსხვავებულად. თუ ნამდვილი სუბიექტი შეაფასებდა, რომ წერტილი მოძრაობდა 2 დიუმით, ცრუ სუბიექტის შეფასება იყო 10 დიუმი. რამდენიმე სერიის შემდეგ ხდებოდა შეფასებების ურთიერთ დაახლოება და საბოლოოდ, სუბიექტები ამბობდნენ,   რომ წერტილი მოძრაობს დაახლოებით 5 დიუმით. ამის შემდეგ ცრუ სუბიექტს ცვლიდნენ ნამდვილი სუბიექტით. ასეთ სიტუაციაში ჯგუფის ნორმა აგრძელებდა მოქმედებას. ამის შემდეგ შემცვლელ სუბიექტს ისევ ცვლიდნენ ახალი სუბიექტით და .. სუბიექტებს ანაცვლებდნენ რამდენიმე სერიაში. მკვლევარებს აინტერესებდათ, რომელ შეცვლამდე შეინარჩუნებდა ჯგუფი თავის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ ილუზორული შეფასების ჯგუფის ნორმა შენარჩუნებულ იქნა სუბიექტების მეხუთე ჩანაცვლებამდე. კვლევის ავტორების დასკვნაა ის, რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ხდებიან კულტურული სიცრუის გავრცელების მონაწილენი.

     

     

    წყარო: რ. ქვარცხავა , „სოციალური ფსიქოლოგია“

     

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ვიყიდი ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტურიზმი/დასვენება/გართობა ვარ სპეციალისტი განათლება/სწავლება მომსახურება ვცვლი ფიზიკური კულტურა/სპორტი ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები ტენდერები/გრანტები სტიპენდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020