მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    ჟან პიაჟეს თეორიის როლი განათლების ფსიქოლოგიაში ნანახია (2686) - ჯერ 09 თებერვალი 2013

     

    პირველ რიგში განვიხილოთ,   როგორ ესმის პიაჟეს სწავლისა და ფსიქიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი?   პიაჟე თვლის, რომ სწავლისა   და   განვითარების ურთიერთდამოკიდებულების მიმართ საკითხი შეიძლება სამგვარად განვიხილოთ: 1. სწავლა და განვითარება იგივეობრივია; 2. სწავლა და განვითარება სრულიად განსხვავებული პროცესებია; 3. სწავლა, ნაწილობრივ, განვითარების მოცემულ დონეზეა დამოკიდებული. პიაჟე არ ეთანხმება   პირველ და მეორე   თვალსაზრისს. იგი ეყრდნობა მესამე შეხედულებას, რომლის თანახმადაც სწავლა, ძირითადად, განვითარების მოცემულ დონეზეა დამოკიდებული.

       პიაჟეს კრიტიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, თითქოს მის თეორიაში ფსიქიკური განვითარება გაგებულია, როგორც უფროსების მიერ ორგანიზებული, სწავლა-აღზრდისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროცესი. აღნიშნავენ, რომ მისი თეორიის მიხედვით, სწავლა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომწიფება ერთგვარად წინ უსწრებს კონკრეტული ცნებებისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას; მიუთითებენ, რომ მის თეორიაში პედაგოგიური პროცესის როლი დაყვანილია ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასთან შეწყობა-შეთანხმებაზე, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მის თეორიას საფუძვლად უდევს უტყუარი ექსპერიმენტული მასალა, რომელიც საკმაოდ აძლიერებს ამ თეორიას.

     სწავლებისათვის ამოსავალ დებულებას ის უნდა შეადგენდეს, აღნიშნავს პიაჟე, რომ ამა თუ იმ ცნების დაუფლებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის რეალური შესაძლებლობები. მაგალითად, მრავალი სასწავლო დისციპლინის მეთოდიკაში მიღებულია ისეთი ხერხები, როდესაც მასწავლებელი ცდილობს ესა თუ ის ცნება ბავშვს შეასწავლოს გრძნობად მონაცემებზე დაყრდნობით. პიაჟე ხაზგასმით მიუთითებს, რომ უშუალო აღქმის მონაცემებიდან ცნების გამოყვანა შეუძლებელია, რადგან ცნებაში აისახება ის შინაარსი, რასაც სუბიექტი თვითონ აღმოაჩენს ობიექტში მასზე განსაკუთრებული მოქმედების - გარდაქმნის წარმოების პროცესში და არა უბრალო დაკვირვებით. უნდა მოხდეს   მოქმედებების ინტერიორიზაცია, გაშინაგნება, რათა გარდაიქმნან ოპერაციულ სტრუქტურებად.  ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წინასწარ ვასწავლით ბავშვს ისეთ რამეს, რაც   მან მოგვიანებით თვითონ უნდა აღმოაჩინოს, ამით ბავშვებს საშუალებას ვუკარგავთ და არ ვაძლევთ შანსს თვითონ წვდეს მოვლენის არსს - აღნიშნავს პიაჟე.

    რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა არ უნდა შექმნას   ექსპერიმენტული სიტუაციები, რომლებიც სტიმულაციას გაუკეთებენ ბავშვის უნარ-ჩვევათა დაუფლებას. მაგრამ ამგვარი ჩარევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს განვითარების ბუნებრივ მიმდინარეობას. სწორედ ამ მოსაზრების გამო,   ჩვენი ფსიქოლოგიური   სკოლის წარმომადგენლებს გვიწოდებენ პესიმისტებს, ხოლო ისინი, ვისაც სჯერათ, რომ პედაგოგიური მეთოდებით შესაძლებელია ბავშვს ყველაფერი ასწავლო, ოპტიმისტებად იწოდებიან. ფაქტიური ვითარება კი ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს -ირონიულად შენიშნავს პიაჟე.

    როგორც ვხედავთ, სწავლისა და განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხში პიაჟე იმგვარი სწავლების მომხრედ გვევლინება, რომელიც განვითარების მოცემული დონის შესატყვისია და ემყარება სპონტანური მომწიფების პროცესს.          

    როგორც ცნობილია, სწავლების პროცესის ორი გაგება არსებობს. პირველი გულისხმობს, რომ მასწავლებელმა მზა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, რომელმაც თავის მხრივ ეს პროდუქცია უნდა მოიხმაროს. ეს არის .. დირექტიული სწავლება. მეორე მიდგომა ასახავს პიაჟეს შეხედულებას, რომელიც გულისხმობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას სწავლების პროცესში. ეს არის კონსტრუქტივიზმი, რომლის მთავარი არგუმენტია ის, რომ ცოდნა მოსწავლეს მზა სახით კი არ ეძლევა, არამედ მისი მონაწილეობით იქმნება. მოსწავლე გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედებით თვითონ ქმნის გარკვეულ წესთა ერთობლიობას, რომლის მეშვეობით ხორციელდება შემდგომი ურთიერთქმედება.

    რადგანაც პიაჟეს თეორია   ცოდნის აგების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას თვითონ ბავშვის ინდივიდუალურ აქტივობას ანიჭებს, მის კონსტრუქტივიზმსსოლო კონსტრუქტივიზმსაცუწოდებენ. პიაჟე განვითარებას მეტ უპირატესობას აძლევს, ვიდრე სწავლების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს. პიაჟე ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარება, სწავლების შედეგად თუ მის გარეშე, გარდაუვალია. ამასთან ერთად, იმისთვის რომ სწავლა ეფექტიანი იყოს, მისი დონე ბავშვის განვითარების დონეს უნდა შეესაბამებოდეს, ანუ განვითარება ყოველთვის წინ უსწრებს სწავლას - იდეა, რომელიც ვიგოტსკიმ მოგვიანებით თავდაყირა დააყენა.

     პიაჟე თვითონ მუშაობდა განათლების სფეროში და განიხილავდა თავისი თეორიის მნიშვნელობას სხვადასხვა ასპექტებში - ინტელექტის განვითარებაში და მორალურ მსჯელობაში. მისი კვლევის უმეტესი ნაწილი მათემატიკური და ლოგიკური კონცეფციების განვითარებას ეთმობა. განათლების თეორიაში და კვლევაში შეტანილი წვლილის გარდა, პიაჟეს ნაშრომმა მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი კვალი დატოვა თვითონ განათლების სისტემაზეც. განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების და 1970-იან, 1980-იან წლებში განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებების დიდი ნაწილი პიაჟეს თეორიების გავრცელების და გამოყენების შედეგი გახლდათ. მათ შორის იყო ბავშვზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, რომელიც პიაჟეს იმ მოსაზრებას ეფუძნებოდა, რომ ბავშვი აქტიური შემსწავლელია; შემეცნებითი კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების გამოყენება ინსტრუქტირების დროს, ასევე მისი ასიმილაციის და აკომოდაციის ცნებებზე დაყრდნობით წარმოიშვა.

    თამამად შეიძლება ითქვას, რომ პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიამ განათლების თეორიის კვლევასა და პრაქტიკაში პირველობას 1960-იან, 1970-აიან წლებში მიაღწია და დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ   სფეროში მოღვაწე მკვლევარების, მასწავლებლების და განვითარების შემსწავლელი ფსიქოლოგების ნაშრომებში. მაგრამ, როგორც დღეს ამბობენ, პიაჟეს პირველობას რისკს უქმნის ვიგოტსკისეული და ნეო-ვიგოტკისეული თეორიების გავლენა.  

     

    წყარო: მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები,  სწავლისა და განვითარების  თეორიები  და  მათი  გამოყენება  სასწავლო  პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

     

     

     

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკური კულტურა/სპორტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ვეძებ სპეციალისტს გავაჩუქებ ტენდერები/გრანტები ვარ სპეციალისტი ვიყიდი ვყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები სხვა სტიპენდიები ვცვლი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება განათლება/სწავლება კონფერენციები/ღონისძიებები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     

     



     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014