მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ლევ ვიგოტსკი - უახლოესი განვითარების ზონა ნანახია (10384) - ჯერ 15 თებერვალი 2013

     

    ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა ევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უახლოესი განვითარების ზონის ცნებას. ვიგოტსკის მიხედვით,  განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს პრობლემა, რომლი გადაწყვეტასაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს.  ზოგი პრობლემის გადაწყვეტისას კი ბავშვს სჭირდება უფროსის დახმარება - მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის შეხსენება, მისი მცდელობის წაქეზება და ა.შ. რა თქმა უნდა, ზოგი ამოცანა ბავშვის ძალებს აღემატება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითოეული ნაბიჯი ნათლადაა ახსნილი.  ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები ასაკთან ერთად ვითარდება. ყოველ ასაკს შეესატყვისება ამა თუ იმ ფუნქციის განვითარება და სრულყოფა. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები არათანაბრად ვითარდება. შეფასების მომენტში ზოგი მათგანი უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგი კი მხოლოდ იწყებს ჩამოყალიბებას. მხატვრული შედარება რომ გამოვიყენოთ, ბავშვის ფსიქიკა ერთდროულად   იმყოფება ორ  მდგომარეობაში - მყარი და თხევადი. ზოგი პროცესი უკვე ჩამოყალიბდა, გამყარდა. ზოგი   (თხევადი) კი მხოლოდ ეხლა იწყებს გამყარებას.  მაგალითად, 3 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია დახიოს ან დაკუჭოს ქაღალდი. უფროსის დახმარებით კი შეუძლია, ქაღალდის ნაწილებისგან აპლიკაცია ან ქაღალდის ბურთი გააკეთოს.

    ლ. ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს:

    1.აქტუალური განვითარების   დონე  

    2. უახლოესი განვითარების ზონა.

    აქტუალური განვითარების ზონა, ეს არის ფსიქიკური ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე.

    უახლოესი განვითარების ზონა გულისხმობს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

    განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

    ­­­­­­­­­­­­­­-დედამ მიიყვანა 3 წლის ნინო საბავშვო ცენტრში, სადაც რამოდენიმე მაღალი სკამი იდგა. ერთ-ერთ სკამზე ცდილობდა დაჯდომას 4 წლის ბიჭი. დედა, რომელიც მის გვერდით იდგა, ცდილობდა შვილი დაეზღვია, რომ არ დავარდნილიყო და აძლევდა მითითებას, თუ სად უნდა დაედგა ფეხი. 3 წლის ნინომ კი ორივე ხელი აწია. დედამ აიყვანა ბავშვი და სკამზე დასვა.

    - მამამ შვილს ელექტრონული თამაში უყიდა, რომელსაც ყუთზე ეწერა: - განკუთვნილია 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. მამამ ”ზუსტად იცოდა”, რომ მისი 2 წლის შვილი ძალიან გონიერია, ამიტომ სათამაშოთი სიამოვნებით ითამაშებდა. მამა ძალიან განაწყენდა, როცა აღმოაჩინა, რომ შვილს ძალიან მოეწონა სათამაშოს ყუთი, რომელსაც თამაშისას იყენებდა მანქანების ფარეხად და არ უსმენდა მამას, რომელიც ცდილობდა მისთვის თამაშის წესი აეხსნა.

    აღწერილი მაგალითებიდან ჩანს, თუ როგორ იყენებენ მშობლები უახლოესი განვითარების ზონას,  ბავშვის აღზრდისა და სწავლებისთვის. პირველ მაგალითში აღწერილი ბიჭის დედა მოქმედებდა, ბავშვის უახლოესი განვითარების ზონაში - ეხმარებოდა ბავშვს დამოუკიდებლად სკამზე დაჯდომაში.  ნინოს დედა კი არ შეეცადა დახმარებოდა შვილს სკამზე დაჯდომაში. ეს მან ბავშვის მაგივრად გააკეთა და არა მასთან ერთად. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ნინოსთვის სკამზე დამოუკიდებლად დაჯდომა, არის უახლოეს განვითარების ზონაში.  გიორგის მამამ კი გადაჭარბებულად შეაფასა შვილის შესაძლებლობები. გიორგის აქტუალური განვითარების ზონაში არის მანქანებით თამაში (მას ამისთვის არ ჭირდება მამის დახმარება). ის, რომ მან არ გამოიყენა მამის დახმარება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თამაში არ არის მისი უახლოესი განვითარების ზონაში.

    ლ. ვიგოტსკის მიხედვით, განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს გარკვეული პრობლემა, რომლის გადაწვეტასაც ბავშვი ახერხებს, მას ჭირდება მხოლოდ რაიმე მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის შეხსენება, მისი მცდელობის წაქეზება და ა.შ.  უახლოესი განვითარების ზონაში მყოფ ამოცანებს ბავშვი წყვეტს მხოლოდ უფროსის დახმარებით. ის ამოცანები, რომელსაც ბავშვი დღეს წყვეტს უფროსის დახმარებით, ხვალ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და ეს გახდება მისი აქტუალური განვითარების ზონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა უნარი გადადის განვითარების აქტუალურ ზონაში, ბავშვის წინაშე იხსნება ახალი შესაძლებლობები და შემდგომი განვითარების საფუძველი.

     ყოველი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ დაძაბულობას, ქმნის განვითარების საფუძველს.  აქტუალური განვითარების ზონა ორ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი, ხოლო უახლოესი განვითარების ზონა კი განსხვავებული. ერთ ბავშვს - დიდი, მეორეს კი პატარა.

    უახლოესი განვითარების ზონა იზომება პედაგოგის დახმარების რაოდენობით და ხარისხით.  ბავშვმა, რომელმაც აითვისა მაგალითად, მათემატიკური მოქმედებები, შეიძლება განიცდიდეს სირთულეებს ორთოგრაფიის წესების ათვისებაში, ე.ი. უახლოესი განვითარების ზონა მხოლობით რიცხვში არ არის წარმოდგენილი. ყოველი ადამიანისთვის არსებობს სხვადასხვა უახლოესი განვითარების ზონა, აქტიობის სხვადასხვა სფეროში.  სწავლების პროცესში უახლოესი განვითარების ზონა იცვლება. მაგალითად, დღეს ბავშვს შეუძლია პედაგოგის დახმარებით მოიფიქროს ისტორია. პედაგოგი დაეხმარება პერსონაჟების აღწერაში, სიუჟეტის ხაზის შექმნაში. გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვი, დამოუკიდებლად დაწერს თხზულებას დასმულ თემაზე.  უახლოესი განვითარების ზონის იდეა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისთვის. გქონიათ ასეთი შემთხვევა, როცა რომელიმე გამოცდის ჩაბარებისას, თქვენ გაგჩენიათ განცდა, რომ საკითხი კარგად არ გესმით ?  ასეთი განცდა მიუთითებს, თქვენს პირად გამოც­დილებაზე უახლოესი განვითარების ზონასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გესმით აუდიტორიაში, როცა პედაგოგი თქვენს გვერდითაა და გაძლევდათ მიმართულებას, იგივე შინაარსი ცუდად გესმით (ვერ ასრულებთ დავალებას), როცა პედაგოგი თქვენს გვერდით არ არის.

    როგორ გავარკვიოთ უახლოესი განვითარების ზონა ?

    ·    დააკვირდით თქვენს მოსწავლეებს მეცადინეობის დროს. ესაუბრეთ მშობლებს, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ დაკვირვებას.

    ·    გაარკვიეთ, რატომ იძლევა ბავშვი დასმულ კითხვაზე, ამა თუ იმ პასუხს ან იქცევა, ამა თუ იმ სახით. ასევე შეიძლება ესაუბროთ მშობლებს, თანაკლასელებს, ან სხვა ადამიანებს ვინც ბავშვს იცნობს.

    ·      შეაფასეთ ბავშვის შესაძლებლობები.

    უახლოესი განვითარების ზონასთან დაკავშირებით, შეიძლება შემდეგი კითხვა დაისვას - რამდენად არის მიზანშეწონილი, ბავშვის ცოდნის შეფასებისას სტანდა­რტიზებული ტესტების გამოყენება ?  ლ. ვიგოტსკის აზრით, სტანდარტიზებული ტესტები დიდ მნიშვნელობას იმ მიღწევებს ანიჭებენ, რასაც ბავშვებმა უკვე მიაღწიეს. ისინი აფასებენ აქტუალური განვითარების დონეს. ამიტომ, მასწავლებელი, რომელიც ამზადებს ბავშვს   ტესტის ჩასაბარებლად, მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს ბავშვს სასწავლო მასალის შინაარსის დამახსოვრებაში. ტესტებში ყურადღება არ ექცევა უახლოესი განვითარების ზონის დადგენას, რომელიც მომავალში ბავშვის გარემოსადმი ადაპტაციისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

     

    წყარო:     მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები,  სწავლისა და განვითარების  თეორიები  და  მათი  გამოყენება  სასწავლო  პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

     

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საზღვარგარეთ სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები უმაღლესი სასწავლებელი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი წიგნების მაღაზიები საბავშვო მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები სამეცნიერო პორტალები ბიბლიოთეკები კოლეჯი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსები კომპიუტერული ტექნიკა ავტოსკოლები ხელოვნების სკოლები, სტუდიები გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები პედაგოგები რეპეტიტორები უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020