მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რუსო გენიოსია! ნანახია (9033) - ჯერ 19 თებერვალი 2013

    ჟან-ჟაკ რუსო 1712 წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაიბადა. (1778 წელს გარდაიცვალი) დედა ადრე გარდაეცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი მამა სხვაგან გადასახლდა და ახალი ოჯახი შექმნა. რუსო დღიური მუშაობით ირჩენდა თავს. იყო მდივანი, შინამასწავლებელი, მთარგმნელი და კომპოზიტორიც კი, თუმცა მისი შემოქმედებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი  ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული იდეები აღმოჩნდა.  ალბათ პარადოქსია, რუსოს 5 შვილი ჰყავდა. ხუთივე ბავშვთა სახლს მიაბარა და სამუდამოდ დაკარგა. მოგვიანებით ამბობდა; მათი რჩენა არ შემეძლო და მერჩივნა მათგან გლეხები გამოსულიყვნენ, ვიდრე ჩემსავით მეოცნებეებიო.  

    საქვეყნო აღიარება რუსოს 1749 წელს გამოქვეყნებულმა ფილოსოფიურმა ტრაქტატმა „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნებათა გამო“ მოუტანა. ამ ნაშრომში რუსო ცივილიზაციის მანკიერებებზე საუბრობს.(იყო სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომებიც) 1762 წელს გამოცემული პედაგოგიური რომანით „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“, რუსომ განსხვავებული კუთხით დაანახა სამყაროს ბავშვი, ადამიანი. ფილოსოფოსის შეხედულებებმა გავლენა მოახდინა ბავშვის მიმართ უფროსების დამოკიდებულებაზე, აღზრდის პრინციპებზე. ის თვლიდა, რომ ადამიანს უნდა ჩაუნერგო კაცთმოყვარეობის გრძნობა. აღმზრდელი თავიდანვე მეურვეობს(არ ასწავლის) ბავშვს და  ხელს უწყობდეს მისი ხასიათის ჩამოყალიბებას. ასევე მიიჩნევს, რომ წიგნებთან კავშირს ბავშვის „გარყვნამდე“ მივყავართ. „ცხოვრება-აი ხელობა, რაც მინდა მას ვასწავლო. მე მჯერა, ჩემი ხელიდან გამოსული, იგი არ გახდება არც მოსამართლე, არც ჯარისკაცი, არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა ის იქნება ადამიანი“

    ბავში იბადება სწორი და ჯანსაღი განვითარების თანდაყოლილი გეგმით. უფროსების მხრიდან წვრთნას, ბავშვის ზნეობრივი გრძნობებისთვის, უნიკალური აზროვნებისთვის, ემოციებისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია. მშობელს/აღმზრდელს, განვითარების ოთხ ასაკობრივ საფეხურზე (ჩვილობა, ბავშვობა, გვიანი ბავშვობა, მოზარდობა)მხოლოდ, ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ევალება.

    უფროსებმა ბავშვს ისეთი გარემო უნდა შეუქმნან, რომელშიც ბავშვის მოთხოვნილებების გამოვლენას და ხელშეწყობას ექნება ადგილი. სოფლის სახლი, ბუნებასთან კავშირი და წიგნის კითხვის უარყოფა, ალბათ, ცივილიზაციის მანკიერებებისგან ბავშის დაცვას ისახავს მიზნად.  (პირობითად) ემილის აღზრდისას გამოყენებული მეთოდები, 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს გაუგებარი და მკაცრიც შეიძლება გვეჩვენოს, თუმცა სწორედ რუსოს ეს იდეები გახდა მე18 საუკუნის გენიალური ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის „გამოსწორების“ მიზეზი. „შემეცნების დაუოკებელმა წყურვილმა შემიპყრო... იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ ყოველივე ეს ღირსებას შემატებდა კაცობრიობას და მეზიზღებოდა უბირი ხალხი. რუსომ გამომასწორა. ეს თვალისმომჭრელი უპირატესობა ქრება; მე ვსწავლობ ადამიანთა პატივისცემას“- ამბობს კანტი და მთელი მისი ფილოსოფია ამ განწყობის გავლენით იქმნება.(რუსოს პორტრეტი ცხოვრების ბოლომდე ამშვენებდა კანტის კაბინეტს).
    გენიალობა, მხოლოდ შემოქმედებით არ ფასდება. გენიალობა სხვა გენიოსების შთაგონებაშიც ვლინდება.
    რუსო გენიოსია!

    მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ქართულად ნათარგმნი "ემილი ანუ აღზრდის შესახებ"

    http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/26  

     

    ავტორი :ნათია სორდია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია რელიგია ქიმია აბიტურიენტი და გამოცდები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კინო და მუსიკა პრესა განათლების შესახებ სპორტი და ექსტრიმი სიახლე განათლების სფეროში მოდა და დიზაინი ოჯახი, მშობლები და ბავშვი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ფინანსები სხვა ბავშვის მოვლა და აღზრდა განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასაქმება და კარიერა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სკოლა და მოსწავლე სოციოლოგია, პოლიტოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკა გეოგრაფია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ფიზიკა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ჟურნალისტიკა, PR მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხო ენები ხელოვნება და კულტურა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბიოლოგია გართობა და თამაშები იურისპრუდენცია ფსიქოლოგია ბუნება, ეკოლოგია მათემატიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020