მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სიმსუქნე და დიეტა ნანახია (8228) - ჯერ 18 თებერვალი 2013

     

    რატომ სუქდება ზოგიერთი ადამიანი? ალბათ, თქვენთვის არ უნდა იყოს ახალი, რომ პასუხი ნაწილობრივ ბუნებაში და ნაწილობრივ აღზრდაში უნდა ვეძიოთ. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი სიმსუქნისაკენ. თუმცა, ბიოლოგიური მიდრეკილებაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანს გასუქება აიძულო“. ბიოლოგიის გარდა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას და როგორ ფიქრობს ადამიანი საკვებსა და საკვების მიღებასთან დაკავშირებულ ქცევაზე.

    სიმსუქნის ფსიქოლოგიური ასპექტების ადრეული კვლევები მიმართული იყო იმის გარკვევაზე, თუ რამდენად აქცევს მსუქანი ადამიანი ყურადღებას სხეულის შინაგან შიმშილს და არა _ გარემოში მოცემულ საკვებს (Schachter, 1971a). არსებობდა მოსაზრება, რომ, როდესაც საკვები ხელმისაწვდომი და ხილულია, მსუქანი ადამიანი უგულებელყოფს საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს. თუმცა, ეს თეორია არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რამდენადაც თავად სიმსუქნეში ყოველთვის არ მოიაზრება კვებითი ქცევის პატერნები (Robin, 1981).სხვა სიტყვებით, ყველა ჭარბწონიანი ადამიანი ფსიქოლოგიურად ერთნაირად არ აღიქვამს, თუ რითი და როგორ იკვებება. ვნახოთ, რატომ. ჟანეტ პოლივიმ და პიტერ ჰერმანმა (Janet Polivy & Peter Herman) ივარაუდეს, რომ გადამწყვეტი განზომილება, რომელიც საფუძვლად უდევს კვების ფსიქოლოგიას, შეზღუდულობა-შეუზღუდაობაა (Polivy & Herman, 1975) შეზღუდული მჭამელები ყოველთვის საზღვრავენ საკვების რაოდენობას, რომლის მიღების უფლებაც შეიძლება მისცენ თავს. ისინი ქრონიკულად დიეტაზე არიან და გამუდმებით წუხან საკვების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მსუქანი ადამიანები შეიძლება უფრო ხშირად აღნიშნავდნენ ასეთი აზრებისა და ქცევების არსებობას, ინდივიდი შეიძლება შეზღუდული მჭამელი იყოს მისი სხეულის ზომისგან დამოუკიდებლად. როგორ იმატებენ ადამიანები წონაში, თუ გამუდმებით დიეტაზე არიან? მკვლევრები ვარაუდობენ, რომ როდესაც შეზღუდულ მჭამელებს აღარაფერი აკავებთ _ როდესაც ცხოვრებისეული პირობები აიძულებენ შეზღუდვების მოხსნას, ისინი თავშეუკავებელნი ხდებიან და უარს არ ამბობენ მაღალკალორიული საკვებით სავსე სუფრებზე. თავშეუკავებლობა ყველაზე ხშირია მაშინ, როდესაც შეზღუდული მჭამელები ისეთ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და თვითშეფასებას უშუალოდ ეხება (Greeno & Wing, 1994; Tanofsky-kraff et al., 2000).

    შფოთვის გავლენა შეზღუდულ და შეუზღუდავ მჭამელებზე

    საკვებთან და დიეტასთან დაკავშირებული ქცევისა და აზრების საკუთარი შეფასების მიხედვით კოლეჯის 96 სტუდენტი გოგონა ორ ჯგუფად გაყვეს: შეზღუდულ (42 ცდის პირი) და შეუზღუდავ (54 ცდის პირი) მჭამელებად. სტუდენტთა ნახევარს ეუბნებოდნენ, რომ მათ ორწუთიანი იმპროვიზებული სიტყვით გამოსვლა მოუწევდათ, რითიც შეფასდებოდა, თუ რამდენად კარგად მეტყველებდნენ. დავალების შესრულების მოლოდინი მათში ძლიერ შფოთვას აღძრავდა. მონაწილეთა მეორე ნაწილმა იცოდა, რომ მონაწილეობდნენ ექსპერიმენტში, რომლის მიზანი იყო ქსოვილის აღქმის შემოწმება შეხებით, რაც დაბალი შფოთვის წინაპირობას ქმნიდა. ამიტომ ცდისპირთა ეს ნაწილი საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა ორივე ჯგუფს სთხოვდნენ, რომ ექსპერიმენტის დაწყებამდე შეესრულებინათ დავალება გემოს აღქმის შესამოწმებლად. ამ ცდის სასტიმულო მასალა იყო მაღაზიაში ნაყიდი გემრიელი ნამცხვრები და „ექსპერიმენტატორის ბებიის გამომცხვარი, მისი მტკიცების მიუხედავად“ უგემური ნამცხვრები (Polivy et al., 1994, gv. 507). ცდის პირთა გაფრთხილების გარეშე, ექსპერიმენტატორები აღნუსხავდნენ, თუ რომელი და რამდენი ნამცხვარი შეჭამა თითოეულმა მათგანმა. როდესაც შეუზღუდავი მჭამელები შფოთავდნენ, ისინი ორივე ტიპის (გემრიელსაც და უგემურსაც) ნამცხვრებს უფრო ცოტას ჭამდნენ. როგორც ჩანს, შფოთვა, გარკვეულწილად, თრგუნავდა მათ შიმშილს. თუმცა, მშფოთვარე შეზღუდული მჭამელები ორივე ტიპის ნამცხვარს უფრო მეტი რაოდენობით ჭამდნენ. ამგვარად, ამ ქალბატონებში შფოთვა ზოგად თავშეუკავებლობას იმ ნამცხვრების მიმართაც კი იწვევდა, რომლებიც არც ისე გამრიელად იყო მიჩნეული (polivy et al., 1994).

    ამ ექსპერიმენტში მცირეოდენი გამოწვევა თვითშეფასებისთვის_ მოკლე სიტყვით გამოსვლის ალბათობა, რომელიც უნდა შეფასებულიყო, შეზღუდულ მჭამელ ქალებში უფრო მეტი საკვების მიღებას იწვევდა, ვიდრე შეუზღუდავ მჭამელებში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ, ზოგადად, შეზღუდული მჭამელები მხოლოდ მაშინ იღებენ ჭარბ საკვებს, როდესაც გრძნობენ, რომ მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

     

    წყარო: ფ. ზიმბარდო, „ფსიქოლოგია და ცხოვრება“

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020