მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სოციალური რეალობის კონსტრუირება ნანახია (6999) - ჯერ 21 თებერვალი 2013

    როგორც წესი, ადამიანები სოციალური რეალობის კონსტრუირებას ახდენენ, მათი ინტერპრეტაცია კი შეიძლება სულაც არ დაემთხვეს სხვა ადამიანის ინტერპრეტაცის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეალობა, რომელიც მათ დაინახეს, ერთი და იგივეა.

    წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტური ქალაქის ტერიტორია უნდა გადაკვეთოთ მეგობართან ერთად. თქვენ ხვდებით პოლიციელს, რომელიც უყვირის სტუდენტს. თქვენი მეგობარი ამბობს: „ეს პოლიციელი ძალიან უხეშია“, თქვენ კი თქვენთვის ფიქრობთ,  „ ამგავარდ მოქცევას მას მისი როლი აიძულებს“. თქვენ და თქვენი მეგობარი ერთსა და იმავე მოვლენას უყურებთ, მაგრამ სრულიად სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევთ.

    რატომ ხდება ასე?

    განვიხილოთ სოციალური ფსიქოლოგიის კლასიკური მაგალითი, რომელშიც შეხედულებები უბიძგებს ადამიანებს, ერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა მომგებიანი პოზიციიდან დაინახონ და ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გამოიტანონ იმის თაობაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

    კვლევა ეხებოდა რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ ამერიკული ფეხბურთის მატჩს ლიგის ორ გუნდს შორის, პრინსტონის დაუმარცხებელი გუნდი სეზონის უკანასკნელ მატჩს ატარებდა დარტმუთის გუნდთნ. თამაში, რომელშიც პრინსტონის გუნდმა გაიმარჯვა, ორმხრივად უხეში იყო, მრავალი საჯარიმოთი და სერიოზული ტრავმებით.   თამაშის შემდეგ ორივე სკოლის გაზეთმა მკითხველს მატჩის მსვლელობის შესახებ განსხვავებული  ვერსიები შესთავაზა.

    სტუდენტურ გაზეთებში მოცემული შეფასებებით დაინტერესებულმა სოციალური ფსიქოლოგების ჯგუფმა სტუდენტებს მატჩის ჩანაწერი აჩვენა და ორივე გუნდის მიერ განხორციელებული დარღვევების შეფასება სთხოვა. თითქმის ყველა პრინსტონელმა თამაში შეაფასა, როგორც „უხეში და ბინძური“, არავის სეუფასებია, როგორც „სუფთა და პატიოსანი“. უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ეს დარტმუთელი მოთამაშეების ბრალი იყო. ამის საპირისპიროდ, დარტმუთელი  სტუდენტების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ უხეშ თამაშში ორივე მხარე თანაბრად იყო დამნაშავე და რომ თამაში „უხეში,სუფთა და ლამაზი“ იყო.მეტიც, ჩანაწერის ნახვისას პრინსტონელმა სტუდენტებმა „დაინახეს“, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ მეტი ჯარიმა მიიღო, ვიდრე მათმა გუნდმა, ხოლო დარტმუთელმა სტუდენტებმა იგივე ჩანაწერის ნახვისას „დაინახეს“, რომ ჯარიმების რაოდენობა თანაბარი იყო. (Hastof & Cantril.1954)

    კვლევამ ცხადყო, რომ შეუძლებელია ფეხბურთის მატჩისნაირი რთული სოციალური მოვლენის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვა. სოციალური სიტუაციები მნიშვნელობას მაშინ იძენენ, როცა მაყურებელი სელექციურად აღიქვამს იმას, თუ რა მოხდა, იმის შესაბამისად, თუ რის დანახვას ელოდა ან სურდა. ფეხბურთის მატჩს შემთხვევაში, ადამიანები ერთსა და იმავე აქტივობას უყურებდნენ, მაგრამ ორ განსხვავებულ თამაშს ხედავდნენ.

    როგორ შეიძლება ამ მოვლენის ახსნა?

    სოციალური პერცეპცია არის პროცესი, რომლითაც ადამიანები სხვათა ქცევის გაგებასა და კატეგორიზებას ახდენენ. ამგვარად, ადამიანები წარსულში შეძენილ ცოდნას მიმდინარე მოვლენების ინტერპრეტირებისათვის იყენებენ. ამ შემთხვევეაში პერცეპტული (აღქმის) პროცესების ობიექტებად ადამიანები და სიტუაციები გვევლინებიან.

    წყარო:  ფ.ზიმბარდო  „ფსიქოლოგია და ცხოვრება“.  გვ 712

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020