მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ნანახია (17018) - ჯერ 21 თებერვალი 2013

    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დასერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული,პროგრესირებადი ან ეპიზოდური სახე. ამ დროს, ადამიანს უნებლიედ უჩნდებააკვიატებული, შემაწუხებელი, შემაშინებელი აზრები (ობსესიები), რომელთათავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ ქცევას(კომპულსიას).

     

    ობსესია (ლათ.) ნიშნავს ბლოკადას, ალყას, გარშემორტყმას. კომპულსია კი  ნიშნავს„ვაიძულებ“.  

    ობსესიისა და კომპულსიის ფენომენის აღწერას მრავალი საუკუნის ისტორიულწყაროებში წავაწყდებით. ჯერ კიდევ, ძვ.წ. IV საუკუნეში აკვიატებებიმელანქოლიის რეესტრში შედიოდა. ჰიპოკრატეს მიხედვით, ეს ცნება, ხანგრძლივიდროის განმავლობაში შიშსა და სევდას გულისხმობდა.

     შუა საუკუნეებში, აკვიატებების მქონე ადამიანებს ბოროტი სულების ჩასახლებასმიაწერდნენ და ეგზორციზმის საშუალებით ცდილობდნენ მათ განდევნას. დროთაგანმავლობაში, ეს ცნება ჩამოშორდა რელიგიურ სფეროს და სამედიცინო განხილვისსაგნად იქცა. XIX საუკუნეში, ობსესია გამოადიფერენცირეს ბოდვისგან, კომპულსიაკი – იმპულსური ქცევისგან. 1838 წელს, ობსესია და კომპულსია პირველადაღიწერა ფსიქიატრიულ ლიტერატურაში ესკიროლის მიერ, როგორც ნევროზისერთ-ერთი ფორმა. შემდგომი წლების განმავლობაში, ობსესიურ-კომპულსიურისინდრომის დახასიათება შეიცვალა, მაგრამ ძირითადი ასპექტები უცვლელი დარჩა.

     

    კლინიკური სიმპტომები

    ობსესია არის აკვიატებული აზრი (იდეა,ხატი, იმპულსი), რომელიც ინტენსიურადაღმოცენდება ინდივიდის ნების მიუხედავად. ეს უკანასკნელი იწვევს ძლიერშფოთვას, რის შესამცირებლადაც ადამიანი ხშირად ასევე აკვიატებულ კომპულსიებსმიმართავს. გადაჭარბებული ეჭვები, პერფექციონიზმი, სირცხვილის გრძნობა,რისკის პათოლოგიური შეფასება – ეს ყოველივე ხაზს უსვამს უმეტესად ობსესიურტიპს (ICD-10-ში გამოიყოფა: უმეტესად ობსესიური ტიპი და უმეტესად კომპულსიური ტიპი).

     

    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია(უმეტესად ობსესიური ტიპი): სხვისთვის ტკივილის მიყენების შიში, საკუთარი თავის დაზიანების შიში; დაბინძურების შიში; სიზუსტის და სიმეტრიის მოთხოვნილება;  სექსუალური და რელიგიური ობსესიები; შეცდომის დაშვების შიში; მიუღებლად მოქცევის შიში.

    კომპულსია არის აკვიატებული რიტუალური მოქმედება, რომლის საფუძველიცშეიძლება იყოს არა აკვიატებული კონკრეტული აზრი, არამედ ზოგადად,მოსალოდნელი საფრთხის შიში. აკვიატებული მოქმედებები დღეში მრავალჯერხორციელდება ინდივიდისათვის საფრთხის შიშით გამოწვეული დისტრესისშესამცირებლად. ამ შემთხვევაში, შეიძლება არ არსებობდეს კონკრეტულიობსესიები.

     

    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია(უმეტესად კომპულსიური ტიპი): დასუფთავება; ხელების ბანა; შემოწმება; ნივთების დახარისხება და დალაგება;  ნივთების შეგროვება;

     

    ფსიქიკური აქტები: თვლა; სიტყვების ჩუმად გამეორება;  აზრების “განეიტრალება"  ერთსა და იმავეზე ხანგრძლივი ფიქრი.

    პაციენტთა უმრავლესობას ობსესიები და კომპულსიები ერთად ახასიათებს.მაგალითად, დაბინძურების შიშის დროს, ადამიანები ცდილობენ თავიდან აიცილონ,არ შეეხონ “დამაბინძურებელ” ობიექტებს; ეს ობსესია დაკავშირებულია ხშირიწმენდის, ხელების ბანვის რიტუალებთან, რომლის დროსაც პაციენტები სისხლისდენამდეც კი მიდიან.Oობსესიები, რომლის დროსაც ადამიანს სიმეტრიისა დასიზუსტის მოთხოვნილება აქვს დაკავშირებულია თვლის, დალაგების, სორტირებისკომპულსიებთან. აკვიატებული ეჭვების დროს, დამახასიათებელია გადამოწმება;მაგალითად, პაციენტებს მუდმივად ჰგონიათ, რომ გაზქურა დარჩათ ჩართული, რისგამოც რამოდენიმეჯერ ბრუნდებიან სახლში, რომ შეამოწმონ. ასეთი ხალხისაკუთარი თავის მიმართ განიცდის აკვიატებულ ეჭვებს, რადგან ისინი მუდმივადდამნაშავედ გრძნობენ თავს, რომ რაღაც დაავიწყდათ ან არ გააკეთეს. რაც შეეხება,აგრესიულ ობსესიებს, ისინი უნდა განვასხვავოთ ძალადობრივი აზრებისგან,რომლებიც თან ახლავს ისეთ აშლილობებს, რომლის დროსაც პაციენტებსგანზრახული აქვთ სხვისთვის ზიანის მიყენება. ობსესიურ-კომპულსიურიაშლილობის მქონე ადამიანებს ეშინიათ, რომ არ ავნონ სხვებს, მიუხედავად იმისა,რომ მათ ეს სრულებითაც არ უნდათ. ისინი უამრავ ენერგიას და დროს ხარჯავენ,რომ გააკონტროლონ თავიანთი ქცევა და აიცილონ თავიდან ტკივილის მიყენებისრისკი. ასევე, სახასიათოა აკვიატებული შენელება, რომლის დროსაც, ობსესიაციჩენს თავს და კომპულსიაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს ყოველი მოქმედებისზედმიწევნით ნელა შესრულებას. ასეთი ადამიანები საათობით ჭამენ, იპარსავენწვერს და ა.შ.

     

    ყველა ასაკის ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებს, შეუძლიათ ჩაითრიონთავიანთ კომპულსიებში ოჯახის წევრები. Nნებისმიერ შემთხვევაში, მდგომარეობაშემაწუხებელია არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მის გარშემომყოფებისთვისაც.

     

    ობსესიების და კომპულსიები საერთო თვისებებით ხასიათდებიან:

     

    •     აზრი ან იმპულსი სუბიექტის ცნობიერებაში აღმოცენდება ინტენსიურად დაუნებლიედ;

     

    •     პიროვნება ობსესიებსა და კომპულსიებს მიიჩნევს ალოგიკურად დაარაადექვატურად, თუმცა აღნიშნული მოვლენები არ ექვემდებარებიან მისკონტროლს და იწვევენ ძლიერ შფოთვას;

     

    •     აღნიშნული აზრები და იმპულსები არ წარმოადგენს ყოველდღიურცხოვრებისეულ პრობლემებზე გადაჭარბებულ წუხილს და არ არის გამოწვეულირეალური ცხოვრებისეული პრობლემებით;

     

    •     სუბიექტი იტანჯება ობსესიებითა და კომპულსიებით და აქვს ძლიერისურვილი დაძლიოს ისინი. თუმცა მათი უმრავლესობა ვერ უმკლავდება დაავადებას;

    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე შესწავლილიარ არის.  ძირითადი თეორიები მდგომარეობს შემდეგში: ოკა შესაძლებელია იყოსგამოწვეული ორგანიზმში ქიმიური ცვლილებებით ან ტვინის ფუნქციებისდარღვევით. ასევე არსებობს ვერსია, რომ ოკა-ზე პასუხისმგებელი სპეციფიკურიგენია, თუმცა ამ გენის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

    ამრიგად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის ფუნქციონირების დონეს.

    ყველა სხვა შფოთვითი აშლილობის მსგავსად, ოკა-ც დაავადების ადრეულ ეტაპზე, უკეთ ექვემდებარება მკურნალობას.

     

    გამოყენებული ლიტერატურა

    Wikipedia

    Annals of General Psychiatry, 2008;

    US National Library of Medicine, 2006;

    Ronald J. Comer “Abnormal Psychology”, 2010;

    Medscape Reference, William M Greenberg;

     

    Obsessive-compulsive disorder: An information guide ( © 2001 CAMH), Center for addiction and mental health;

     

    The New England Journal of Medicine, 2004;

     

    Frank andarsik “Comprehensive Handbook of Personality and Psychopathology”

    ავტორი :მარიამ დავითაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სასწავლო დაწესებულების მართვა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა საგანმანათლებლო დაწესებულებები სასარგებლო რჩევები გამოცემები/პუბლიკაციები ბუნება/ეკოლოგია პედაგოგიკა/ფსიქოლოგია შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბავშვის კვება და მოვლა ფიზიკური კულტურა და სპორტი დასვენება/ტურიზმი მეცნიერება/ტექნიკა სიახლე განათლების სფეროში სხვა კვალიფიკაციის ამაღლება სარეკლამო მომსახურება მედიცინა და პროფილაქტიკა გართობა/თამაშები გაერთიანებები/სოციალური ქცელები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ადამიანთაშორის ურთიერთობა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები რელიგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში საზოგადოებრივი ურთიერთობები ინტერესები/კონკურსები ბავშვის აღზრდა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მშობელი და ოჯახი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019