მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ტიპები ნანახია (8776) - ჯერ 24 აგვისტო 2009

    ხელმძღვანელთა პირველი ტიპი - ჩინოსანი, არის კარიერაზე ორიენტირებული მუშაკი. მას კარგად აღქმული აქვს, რომ ყველაფერი, რაც ითქმის, ყოველთვის როდი კეთდება. ამის გამო მის შეფასებებსა და დამოკიდებულებებში ნელ-ნელა ყალიბდება საქმისადმი ცინიკური დამოკიდებულება. კარგად შესწავლილი აქვს აპარატული თამაშის წესები, რიტორიკა, მოვალეობის შესრულების საპრეზენტაციო და რეალური არსი. ამის გამო ამ ტიპის ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი დროთა განმავლობაში ”აქტიურ მეურნედ”, ხოლო მეორე - ”ეფექტურ პოზიორად” ყალიბდებიან. პირველი ჯგუფის წარმომადგენლები გაუთავებლად აკვირვებენ, ზოგჯერ კი აშინებენ კიდევაც თანამშრომლებს თავისი განუწყვეტელი იდეებითა და წამოწყებებით. მეორე კატეგორიის ხელმძღვანელებს დიდად არც აწუხებთ თუ რა მოუვა მათ დაწესებულებას, მნიშვნელოვანია, რომ მათზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ კარგად და უშუალო უფროსები კმაყოფილნი იყვნენ. თვითონ ”პოზიორები” გამოიყურებიან რესპექტაბელურად, ხოლო სასწავლო დაწესებულება მათ შემდეგ შეიძლება სრულიად დაექცეს, ფსიქოლოგიური კლიმატი კოლექტივში ყოვლად მიუღებელი გახდეს, სასწავლო-მატერიალური ბაზა მოუთმენელ მდგომარეობამდე იყოს მიყვანილი, დაწესებულების რეალური იმიჯი გახდეს ნეგატივური.
    ჩინოსანი ხელმძღვანელი აქტიურად იყენებს დაწესებულების რესურსებს, ოღონდ განსხვავებულად: ”მეურნე” - სასწავლებლის განვითარებისათვის, ხოლო ”პოზიორი” - საკუთარი კეთილდღეობისათვის.
    შემდეგი ტიპი - დავარქვათ მას შემოქმედი, უმეტესწილად ინდივიდუალისტია, ავლენს ”ბოჰემურობისაკენ” მიდრეკილებას და თუ ოდესღაც წერდა, ხატავდა ან მეცნიერებასთან ჰქონდა შეხება - ამაყობს თავისი შემოქმედებით. ფსიქოტიპიდან გამომდინარე, უმეტესწილად, ის თვითკმაყოფადია, ყოველდღიური ურთიერთობა იმასთან რთულია. როგორც წესი, ხელმძღვანელობაში ის ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან კონცენტრირებულია საკუთარ პერსონაზე, აზრებსა და განცდებზე. ზოგიერთი მათგანი თანდაყოლილი ნიჭისა და შემოქმედებისადმი მიდრეკილების გამო წარმატებულადაც ავითარებს დაქვემდებარებულ დაწესებულებას და, მიუხედავად იმისა, რომ არ ანიჭებს ამას დიდ მნიშვნელობას, შესაძლოა დაწესებულების საქმიანობაში აღწევდეს კარგ შედეგებს.
    რიგით შემდეგი ტიპი - აღმზრდელი, სხვებისაგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ აგრეთვე მრავალრიცხოვანია. მას უსაზღვროდ სჯერა ყველაფრის, რასაც იძახის. ზოგჯერ მიამიტია, ვერანაირად ვერ შესძლო ”სოციალური ილუზიების” მოშორება. მისი ხედვით, ის ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს და ზრდიდეს პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების შესაძლებლობების განვითარებას. მას ნაკლებად აწუხებს დაწესებულების მატერიალურ ბაზის შემდგომი განვითარების პროცესები. ასეთი ხელმძღვანელის პირობებში დიდი ბედნიერებაა, თუ მის გვერდით აღმოჩნდება მეურვე მოადგილე, წინააღმდეგ შემთხვევაში დროთა განმავლობაში მატერიალური ბაზის თვალსაზრისით სასწავლებელი შეიძლება დაქცევამდე იქცეს მიყვანილი. დღევანდელ ვითარებაში ასეთი ტიპის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ნაკლებად ადეკვატურია, ვინაიდან მას არ გააჩნია დაწესებულების განვითარებისათვის საჭირო რესურსისათვის მოპოვების ალღო და უნარი.
     მეოთხე ტიპი - მეწარმე, ის, როგორც წესი, ძალზე აქტიური პიროვნებაა, კარგი ორგანიზატორია. ბიზნესში მიაღწევდა წარმატებას, მაგრამ ვინაიდან გახდა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი, იგი დაძაბულად მუშაობს თვითონ და ამუშავებს ქვემდებარე მუშაკებს. ყველგან, სადაც ეს ოდნავადაც შესაძლებელია, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს, ახორციელებს დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს. კარგი მენეჯერია. მოხერხებულია არა მარტო განათლებისათვის გათვალისწინებული, არამედ გარე რესურსების მოზიდვაშიც, შეუძლია კოლეგას, რომ იტყვიან, ხელიდან გამოსტაცოს დაფინანსებისა თუ აღჭურვის ნაწილი. მისი დაწესებულების სასწავლო-მატერიალური ბაზა სათანადოთ აღჭურვილი და მოვლილია. აგრესიული თვისებების გამო კოლეგა - ხელმძღვანელებს ის დიდად არ მოსწონთ, მაგრამ მეწარმე-ხელმძღვანელი ნაკლებად განიცდის მისდამი ამგვარ დამოკიდებულებას. პრობლემები მას შეიძლება შეექმნას კოლექტივის წევრებთან ურთიერთობებშიც, ის ნაკლებად ენდობა გვერდით მყოფთ, შეიძლება ითქვას, არ ხედავს და არ აფასებს ადამიანებს, ამის გამო ეფექტურად ვერ იყენებს დაწესებულებაში რეალურად არსებულ რესურსებს, პედაგოგიური კოლექტივის პოტენციალს.

     ტიპი მეხუთე - აგრეთვე გავრცელებული, მაგრამ პირველ რიგში კოლეგებისათვის ნაკლებად სიმპათიური, მას ვიწრო წრეში ისინი მიმტმასნებელ აბეზარას ეძახიან. ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და აფასებს ზემდგომ ხელმძღვანელებთან კავშირებს, რომელიც შეიძლება მოიპოვოს საჭირო ხალხთან ურთიერთობების დამყარებით და მათი გამოყენებით. კარგად აღიქვავს სისტემის კონიუნქტურასა და მის ცვლას, უმოკლეს ვადაში თვითონაც შეუძლია ფერი იცვალოს. დიდ დროს უთმობს შეკრებებზე და თათბირებზე დასწრებას, უფროსობაში კაბინეტ-კაბინეტ სიარულს და ამას როგორც სამსახურს ეკიდება. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოკლე ხნით მოახდინოს საკუთარი შრომითი უნარიანობის ეფექტური დემონსტრირება. და ყველაფერ ამას აკეთებს რესურსების მოსაპოვებლად, რომელთა ნაწილი შეუძლია მოახმაროს დაწესებულებას, ძირითადად კი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახმარს. იგი ნაკლებად აფასებს თავის სამსახურს, განიხილავს მას, როგორც საჭირო ტალღაზე მოხვედრის საშუალებას და პირველივე შესაძლებლობის დროს დაუფიქრებლად, ყოველგვარი სინანულის გარეშე მიატოვებს მას შედარებით უფრო უზრუნველყოფილ და ნაკლებად   საწვალებელ თანამდებობაზე გადასვლისათვის. ანუ ურთიერთობებს, კავშირებს, სამსახურს, დაწესებულების შესაძლებლობებს, უმეტესწილად მოჩვენებითად წარმატებულ საქმიანობას - საბოლოო ჯამში ყველაფერს იყენებს მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის. ასეთია სპეციალისტთა დაკვირვების შედეგად, დაჯგუფების პრინციპით გამოვლენილი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა პირობითი ტიპები. ჩვენი აზრით ამათ გარდა არსებობს კიდევ ერთი - ამბიციების არ მქონე, საქმისადმი ერთგული , შრომის მოყვარე, თავმდაბალი, ყოველდღიურად მოფუსფუსე, პედაგოგებისათვის უფროსი მეგობარი და კეთილის მოსურვე მრჩეველი, დამხმარე, მოსწავლეებისათვის მზრუნველი, სამართლიანი, მაგრამ მომთხოვნი - სასწავლო დაწესებულების რიგითი ხელმძღვანელი. მის მუშაობას არასდროს არ აღნიშნავენ უფროსი ხელმძღვანელები, მას არ აჯილდოებენ. მისი შრომისა და ღვაწლის ჯილდოა - მშობლის მადლიერება და მრავალი წლის შემდეგ ყოფილი მოსწავლის გულგახსნილი, კეთილი სალამი.

    ხელმძღვანელთა რომელ ტიპს მიეკუთვნებით თქვენ, ან თქვენი ხელმძღვანელი?

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ლიკა კალატოზი 15 ნოემბერი 2010

    ძალიან   საინტერესოა   თქვენი ეს ტიპები მაგრამ   ვფიკრობ მე   არცერთს არ მივეკუთვნები

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტენდერები/გრანტები სტიპენდიები ვცვლი ფიზიკური კულტურა/სპორტი ვეძებ სპეციალისტს ტურიზმი/დასვენება/გართობა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა განათლება/სწავლება ვარ სპეციალისტი კონფერენციები/ღონისძიებები სხვა სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა ვყიდი ვიყიდი გავაჩუქებ კურსები/ტრენინგები/სტაჟირება მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019