მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    როცა მიზანი (არ)ამართლებს საშუალებას ნანახია (11142) - ჯერ 22 თებერვალი 2013

    მიზნებზე, რომლებიც ღირსეული საშუალებებით მიიღწევა

    სამყაროს მოწესრიგების ერთ-ერთ გამოვლინებად, ადამიანების სახელმწიფოებში გაერთიანება ჩავთვალოთ. ნორმა, კანონი, დანაშაული, სასჯელი.. ადამიანები არეგულირებენ საკუთარ (ან ერთმანეთის) ცხოვრებას და ამისთვის პოლიტიკას იყენებს (როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას). რა ხარისხითაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ პოლიტიკა „ბინძური“ საქმეა“, მაინც გვიწევს ამ საქმით დაკავება. ან ამ საქმით დაკავებული ადამიანებისთვის საკუთარი უფლებების მინდობა.   ავტორიტარიზმს რომ დემოკრატია სჯობს, ფაქტია. მოჩვენებით დემოკრატიას რომ „მორალური პოლიტიკოსების“ მიერ განხორციელებული დემოკრატია სჯობს, ამის დაჯერებაა საჭირო.

    ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, იმანუელ კანტი ამხელდა (ასევთქვათ) პოლიტიკოსების მიერ, მასების დასამორჩილებლად, გამოსაყენებელ ხერხებს. კანტის წიგნებიდან ყველაზე გაყიდვად ტრაქტატში „საყოველთაო მშვიდობისათვის“, ფილოსოფოსი რჩევებს აძლევს პოლიტიკოსებს;

    „1 Fac at excusa_ ნუ გაუშვებ ხელიდან დაპყრობის ხელსაყრელ შემთხვევას(ეს ეხება, როგორც საკუთარ, ისე სხვა, მეზობელ ხალხებს) დაპყრობის შემდეგ, თავის მართლება ან ძალმომრეობის შენიღბვა გარეგნულად საპატიო საბაბით, გაცილებით ადვილია და კარგადაც გამოგივა.


    2. Si fecisti, nega_ უარყავი შენი დანაშაული იმ ბოროტმოქმედებაში, რომელიც თავად ჩაიდინე. მაგ. როცა შენს ხალხს სასოს წარუკვეთ და აჯანყებამდე მიიყვან, ამტკიცე, რომ ეს ქვეშევრდომთა ბრალია.


    3.
    Divide et impera_ თუ შენს ხალხში არიან პრივილეგირებული, ძალაუფლების მქონე პირები, ვინც მესვეურად აგირჩიეს, მათში დათესე შუღლი და ხალხს წაჰკიდე. შემდეგ გამოექომაგე ხალხს, დაჰპირდი მეტ თავისუფლებას და ყველა შენს ნებაზე ივლის.“


    კანტი იქვე ასკვნის, რომ ასეთი პოლიტიკური მაქსიმების გახმაურება არ ქმნის პრობლემას, ისინი ისედაც ყველამ იცის. პრობლემას ქმნის მარცხი, რომელსაც განიცდის ზოგიერთი პოლიტიკოსი, ამ-ძირითადი წესების გამოყენებისას.

    სწორედ ამ და მსგავსი მაქსიმების გამოყენებით ცდილობენ პოლიტიკოსები (პარტიული ან ინდივიდუალური) მიზნების მიღწევას.

    ნიკოლო მაკიაველი ნაშრომში „მთავარი“ ამბობს, რომ მიზანი (ვთქვათ, ერის კეთილდღეობის მიღწევა) ამართლებს ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას (ომს, სისხლისღვრას, ტყუილს..). მაკიაველი პოლიტიკაზე საუბრობს. მიზნით საშუალების გამართლება, სხვა სფეროებში ისეთივე ეფექტური არ არის, როგორც პოლიტიკაში. თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზეც უნდა შეირჩეს ისეთი მორალური მიზანი, რომელითაც თამამად შევძლებთ საშუალებების გამართლებას.

    პოლიტიკის და მორალის ურთიერთობაზე საუბრისას კანტი ორ მიმართულებას გამოყოფს; ერთ შემთხვევაში პოლიტიკის ინტერესებთან მორალის შეთავსება ხდება ან მეორე- პოლიტიკა ექვემდებარება   მორალს. პირველს „პოლიტიკური მორალისტები“ ავლენენ. ისინი ცდილობენ მორალური პრინციპები მოარგონ პოლიტიკურ მიზნებს და იქ იწყებენ მოქმედებას, სადაც (მეორე) „მორალური პოლიტიკოსები“ ჩერდებიან. ფილოსოფოსს პოლიტიკისა და მორალის ნამდვილი ერთობის წინაპირობად საჯაროობა, საფუძვლად კი სამართალი მიაჩნდა.
    საკუთარ თავში აღმოჩენილი მორალური კანონით გაოცებული კანტი მორალური ქცევის განმსაზღვრელად, პიროვნების შიგნიდან მომავალ ბრძანებას მიიჩნევდა და გამოყოფდა ე.წ კატეგორიულ იმპერატივებს(ბრძანება); „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს-მხოლოდ საშულება“    ან   „მოიქეცი მუდამ ისე, რომ შენი ნების წესი საყოველთაო კანონმდებლობის პრინციპადაც იქცეს“

    კანტის კატეგორიული იმპერატივი უნივერსალურია და ნებისმიერი სქესის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის პოლიტიკოს (მო)ერგება. კატეგორიული იმპერატივი მორალურ მიზნებს გვისახავს. მხოლოდ ღირსეული მიზანი ამართლებს საშუალებას და ხშირად ღირსეული მიზანი არ ითხოვს ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომელთა გამართლებაა საჭირო.

      გამოყენებული ლიტერატურა;

    1.არსენი გულიგა  "კანტი" თბილისი 1986წ. გამომც. "ნაკადული"

     

     

    ავტორი :ნათია სორდია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია, პოლიტოლოგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უმაღლესი სასწავლებელი სახელმძღვანელოები წიგნების მაღაზიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო მაღაზიები განათლება საზღვარგარეთ გამოცემები სამეცნიერო პორტალები სადღესასწაულო ცენტრები საგანმანათლებლო რესურსები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ავტოსკოლები უცხო ენები ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019